საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

ვინ გადადგა "პირველი ნაბიჯი" კონსტიტუციური სახალხო მონარქიის აღდგენისაკენ
გაიოზ მამალაძე

„უჩემოდ ვინ იმღერეთა“...

ბევრს ახასიათებს საქართველოში - დაიწყებს სიმღერას და სხვას თუ უმღერია არ ახსოვს, არც უნდა რომ „მსმენელს“  ახსოვდეს ის სხვა... თუ შესაძლებლობები ხელს უწყობს, ხომ მით უმეტეს...

არც გაერთიანება ხდება ამგვარი მიდგომით „მომღერლებისა“. არ იქმნება გუნდი, და მერე ერთი რუსული იგავის არ იყოს, ყველა თავისას უკრავს და მღერის (თუ უბერავს)...

არც საქმეს არგებს ხოლმე ამგვარი საქციელი, არც თავად „მომღერალს“.

მკითხველის დიდმა ნაწილმა იცის, და სატელევიზიო გადაცემები, კარგად დაფინანსებული ტელეწამყვანებიც ვერ შეცვლის ისტორიას -

მონარქიის აღსადგენად და კონსტიტუციური სახით მის დასამკვიდრებლად ბრძოლას დიდი ისტორია აქვს. ამის ნიშნები ჯერ კიდევ 1832 წლის შეთქმულებისას იყო (შეთქმულთა ერთ გუნდში).

... 1921 წლიდან დამოუკიდებლობის დაკარგვის მერე ემიგრაციაში მოხვედრილმა მამულიშვილებმა დაარსეს მონარქო-ნაციონალისტური ორგანიზაცია.

საინტერესოა, რომ 3 ნოემბერს მონათლული პატარა უფლისწულის დიდი პაპა სწორედ კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრებისათვის იღწვოდა ემიგრაციაში.

მასთან ერთად იყვნენ დიდი მამულიშვილები. ამ საკითხზე ვრცელი წერილი მზადდება (ისედაც არის ნაშრომები) და არ გავაგრძელებ.

1989 წელს საქართველოში შეიქმნა იატაქვეშა მონარქისტული ჯგუფი (ამ საკითხზეც მზადდება წერილი ძვირფასო მკითხველო, და გავიხსენებთ ისეთ მამულიშვილებს, როგორიც იყვნენ მიშა მაყაშვილი და სხვები).

შემდეგ დაარსდა მონარქისტული პარტია, მერე ტრადიციონალისტთა კავშირი.

ზვიად გამსახურდიამ ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარე აკაკი ასათიანი თავის მოადგილედ აარჩევინა უზენაეს საბჭოს...

ზვიად გამსახურდიამ პირველი სატელიტური კავშირით პირველად დაურეკა გიორგი (ხორხე) ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონს, და შესთავაზა მისი პრეზიდენტად ინაუგურაციისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებისას მის გვერდით მდგარიყო ბაგრატიონი, პატრიარქთან ერთად!..

2004 წელს შეიქმნა სამეფო (მონარქისტული) კლუბი.

ქვეყანაში გამოდიოდა არა ერთი გაზეთი, რომელიც ეძღვნებოდა ამ თემას (თუმცა არაპერიოდულად, სახსრების უქონლობის გამო).

2007 წელს გამოვეცი პირველი წიგნი საქართველოში მონარქიზმის იდეოლოგიური და პოლიტიკური კონცეფციის პრიორიტეტების შესახებ "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის".

2008 წელს გადავიღეთ ისტორიულ-დოკუმენტური ფილმი "დაბრუნების დასაწყისი", რომელიც ბაგრატიონტა გვარის პოპულარობას ემსახურება...

დინასტიური ქორწინება არის დიდი შეგნებისა და სამშობლოსადმი სამსახურის გამოხატულება. უნდა გენახათ რა სიხარულის სხივები გამოიწვია პატრიარქის თვალებში, როცა ლერი სიხარულიძის იდეის მიხედვით მომქმედებმა, თქვენმა მონა-მორჩილმა და გიორგი ანდრიაძემ მას ვამცნეთ - დავით ბაგრატიონი დინასტიურ ქორწინებაზე თანახმააო... ასეთი დიდი სურპრიზით გახარებულმა კათალიკოსმა სთხოვა ბაგრატიონს: „მალე იქორწინეთო“ (ლერი სიხარულიძის ამ იდეაზე მერე გიამბობთ)...

ეს იყო 2006 წის ბოლოს.

დიახ, დინასტიური ქორწინება, კიდევ უნდა გავიმეორო, დინასტიისადმი და ქვეყნისადმი ვალდებულების შესრულებაა. თუ გრძნობაც თან ახლავს, მთლად ბედნიერებაა.

დღეს საქართველოს ჰყავს მემკვიდრე უფლისწული, პატარა გიორგი...

იგი უკვე მართლმადიდებელია!

თითოეული სიტყვა, ინტერვიუ, სტატია, ნაშრომი, პროექტი ამ მიმართლებით არის თითო ნაბიჯი მონარქიის აღდგენისა და კონსტიტუციური ფორმით მის დადგენის საქმეში.

აქვე უნდა დავამატო, რომ სამეფო კლუბის წევრები ვთვლით - კონსტიტუციურის გარდა მონარქია უნდა იყოს სახალხო - ძალიან უბრალო და არა პოზაზე, ცერემონიალურობაზე ორიენტირებული.

მიზნისაკენ მივდივართ თითო-თითო ნაბიჯით, ევოლუციურად. რევოლუცია მონარქიამ არ იცის.

თუმცა, დასაკვირვებელია თითოეული სიტყვა, ფრაზა, ჟესტი და პოზაც კი, რათა უკუნაბიჯი და უკუსვლა არ გამოგვივიდეს (არარაფერს ვამბობ ისტორიულ-გეოპოლიტიკურ გაუმართლებელ ანალიზზე).

ქვეყანას აქვს უამრავი პრობლემა, ნუ ავკიდებთ ისეთ ტვირთს პატარა უფლისწულს, რომელიც ჯერ სააკაშვილს და მერე ივანიშვილს აჰკიდა ელექტორატმა. ნუ გადავაბარებთ პატარა ბაგრატიონს ჩვენს ტვირთს, ნუ დაველოდებით მის გაზრდას. მას ისედაც აქვს თავისი მისია, როგორც ჩვენი პატარების, მისი თანამოასაკეების თაობას - და მისი დროც მოვა.

მანამდე ჩვენ უნდა გავიხსენოთ ღმერთი, უნდა გავიხსენოთ მავასხელობითი (სავალდებულო) სიყვარული ერთმანეთისა, უნდა გავიხსენოთ მოყვასი...

ქართველების დიდ ნაწილს ძალიან უჭირს, სახლ-კარი და მშობლიური კუთხეები აქვს დაკარგული...

რუსეთის იმპერიას უნდა დავათმობინოთ ჩვენი ისტორიული მიწა-წყალი და მე ვთვლი, კავკასიაც...

სოციალურად გაუსაძლის მდგომარეობაშია ბევრი, უამრავი უმუშევარია და დახმარებასაც ვერ იღებს, რადგან სარეცხი მანქანა აქვს... და ა. შ. და ა. შ.

ამ პრობლემების პრიორიტეტი თუ დავივიწყეთ, ჩვენ ვიქნებით მონარქისტები მონარქიისათვის (უფრო ჩვენი ნარცისული პოზისათვის) და არა პატრიოტები...

გარდა ამისა, დასამუშავებელია ყველა დეტალი, რა და როგორ უნდა იყოს თუ მეფე გვეყოლება - ფსიქოლოგიური, იურიდიული, პოლიტიკური, სოციალური, გეოპოლიტიკური, პოლიტ-კორექტული და სხვა მხარეები სახალხო მონარქიისა...

სწორედ ამ საკითხების წინწამოწევისა და სახალხო განხილვისათვის შევქმენით სამეფო საიტი georoyal.ge, ამისთვის გამოიცემოდა ჩვენი წიგნები (დღეს კი ჰონორარს ვერ ვუხდით საიტის ერთგულ მუშაკებს, გაცილებით მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა..).

- მოკლედ ერთად ვიმსჯელოთ.

მერე კი ხალხმა რეფერენდუმით უნდა მოინდომოს მონარქია, და თან ისე კი არა, რომ რეფერენდუმზე არ მივიდეს 60% (როგორც საპრეზიდენტო არჩევნებზე), და მისულთა მხოლოდ 51%-მა დაუჭიროს მხარი მონარქიას... ასე ხომ მეფე ყველას მეფე არ იქნება. ეს ხომ არ იქნებ საერთო ეროვნული თანხმობა?!

ჩვენ გაცილებით მეტს უნდა მივაღწიოთ!!!

მანამდე ვიმჯელოთ, და რაც მთავარია, ახალი გამოწვევებიდან გამარჯვებული გამოვყვანოთ საქართველო.

შევეცადოთ დემოგრაფიული ბალანსი შევინარჩუნოთ უზომო იმიგრაციის შეზღუდვით, გადავარჩინოთ ჩვენი სახელმწიფო ტერიტორიების განიავებისგან (მიწის უკონტროლო ბაზრისგან), ავიცილოთ რეგიონალიზმის სახელით დაგეგმილი ფედერელიზაცია (სინამდვილეში კონფედერაცია), დავიცვათ ჩვენი სამშბლოს მოქალაქეები დამშლელი რეგიონალური ენებისაგან, არ გავაჩანაგოთ ბუნება და ათასი სხვა რამ...

 ყველაფერს დიდი შრომა სჭირდება, ძალიან დიდი შრომა და რუდუნება, დიდი სიფრთხილე...

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq