საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

ქართველ ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის გერბი
ბორის კანდელაკი

გერბი მემკვიდრეობის განმასხვავებელი ნიშანია, საგანგებოდ განლაგებული ფიგურები და საგნები, რომლებსაც სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭება და მფლობელის ისტორიულ ტრადიციებს გამოხატავს. გერბებია: სახელმწიფო, საგვარეულო, სამიწაწყლო (ქალაქების, ოლქების), გერბები სპეციალური ისტორიული წყაროა, რომელსაც დამხმარე ისტორიული დისციპლინა-ჰერალდიკა შეისწავლის. ჰერალდიკა ანუ გერბთმცოდნეობა, ნუმიზმატიკისა და პალეოგრაფიის ისტორიული მეცნიერების დამხმარე დარგია, იგი გვეხმარება გერბიანი ძეგლების შესწავლაში. გერბები გამოისახებოდა - ფულზე, დროშაზე, ფარზე, ბეჭდებზე, საყოფაცხოვრებო ნივთებზე, იარაღზე, ხელოვნების ნაწარმოებებზე, ხელნაწერებზე, წიგნებსა და სხვ. საქართველოში ჰერალდიკური ძეგლები წარმართობის დროიდან არსებობს (ჩვენს წელთააღრიცხვამდე) ფულზე ემბლემად ფრთიანი მზე გვქონდა, უფრო ადრე კოლხეთის სიმბოლიკაში ხარის კულტი იყო ისევე, როგორც ასურეთში, სირიასა, ეგვიპტესა და ბაბილონში.

სვეტიცხოვლის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე ახლაც არის უძველესი წარმართული ტაძრიდან გადმოღებული ხარის თვალთა ირგვლივ ამოტვიფრული სპირალის სამი კონცენტრული წრე - მზისა და სიცოცხლის სიმბოლო, რომელსაც ვხვდებით მზის ციკლის ღვთაებრივ გამოსახულებაზე ძველი წელთააღრიცხვის მე-8 საუკ. ბრინჯაოს ბალთებზე. ხეთურ საკულტო დანიშნულების საგნებზე, საბრძოლო საჭურველსა და საოჯახო თიხის ჭურჭელზე. ზოგჯერ სიმბოლიკა ლამაზ ლეგენდებსაც ბადებს. მაგ. სვეტიცხოვლის აღმშენებლის - არსაკიძის მოკვეთილი ხელის შესახებ. ნამდვილად კი მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარზე ეს ემბლემა (ხელი გონიოთი) მშენებლობის მნიშვნელობისა არის. ცნობილია, წინათ შუმერებს გერბად ჰქონდათ ლომისთავიანი არწივი, ვენეციას - გველი, რუსეთში ქალაქ ვლადიმირს - ლომი, ბრიანსკის - ქვემეხი, ვარშავას - ქალთევზი ხელში მახვილითა და ფარით. თბილისის ემბლემა დღეს - ქალია, რომელსაც ერთ ხელში მეგობრისათვის ღვინით სავსე თასი უჭირავს და მეორეში მტრისათვის მახვილი. ჰერალდიკაში პირველად ფერებს ჰქონდა მნიშვნელობა, ასე მაგ. ოქროსფერი ნიშნავდა სიმდიდრეს, ძალას, ერთგულებას, სიწმინდეს, მდგრადობას, ვერცხლი - უდანაშაულოს, ცისფერი - ლამაზს, გარკვეულს, მწვანე - იმედს, უხვს, თავისუფალს, წითელი - მამაცს, შავი - კდემამოსილს, განათლებულს, მოწყენილს. ცხოველებიდან ცხენი ითავსებდა - ლომის გამბედაობას, ძაღლი - ერთგულების სიმბოლო იყო,  კატა - დამოუკიდებლობის, დათვი - თავაზიანობის, მგელი - სიავის, გაუმაძღრობის, ხარი - მიწის ნაყოფიერების, ცხვარი - სიმშვიდის, ირემი - მებრძოლის სიმბოლოა, რომლის წინ მტერი მირბის. ფრინველებიდან არწივი - ძალაუფლების და დიდსულოვნების სიმბოლოა, მამალი - ბრძოლის, ყვავი - დიდხანს ცხოვრების, პელიკანი - მშობლების და ბავშვების სიყვარულის, წერო - სიფხიზლის, პეპლები - ცვალებადობის, გველი - მუდმივობის, ფენიქსი - უკვდავების.

აქ წარმოდგენილია ქართველ ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი. მისი კომპოზიცია მეტად რთულია. ქართველ ბაგრატიონთა საგვარეულო გადმოცემაში ქართველი ბაგრატიონები თავისი წარმოშობით და სისხლით დავით წინასწარმეტყველსა და თვით მაცხოვარს ენათესავებიან. ამას მოწმობს ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის გერბი. ეს არის წრეში ჩახატული გვირგვინი ჯვრით და ორ ანგელოსს შუა, მათ ქვემოთ სამოქალაქო და სამხედრო ძლიერების სიმბოლოები კვერთხი და ხმალი გადაჯვარედინებული, მარჯვნივ შურდული, მარცხნივ ლირა, ქვემოთ შუაში კვართი ქრისტეს პერანგი უკანა ფეხებზე დამდგარ ლომებს უჭირავთ. ლომის ფეხებთან სასწორია და სახელმწიფო ძლიერების სიმბოლო - ბირთვი ჯვრით. აღსანიშნავია, რომ ბაგრატიონები თავს ბიბლიური მეფის დავითის შთამომავლებად სთვლიან. ამაზე მიუთითებს გერბის სიმბოლოც - მეფსალმუნე მეფის დავითის ჩანგი და შურდული, რომლისგანაც ნატყორცნი ქვით, ბიბლიური თქმულების თანახმად, დავითმა განგმირა გოლიათი. გერბის გარშემო წრეზე ასომთავრულით სწერია: "ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებით და არა შეურაცხყოს იგი: ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა მუნთა", ხოლო გერბის შუა ნაწილში კვართის გარშემო: "გამიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვართის და კვართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი". აღნიშნული გერბის წარწერა გვამცნობს, თითქოს, ბაგრატიონთა მეფობა ქვეყნად დავით წინასწარმეტყველის მიერ არის დადგენილი, რომელსაც ქრისტეს კვართზედაც აქვს წილი, რაც ბაგრატიონთა დინასტიის სიმტკიცეზე მიგვითითებს.

იმდენად მნიშვნელოვანია ქართულ ჰერალდიკაში "ქრისტეს კვართი", რომ გერბზე მისი აღბეჭდვის უფლება, გარდა მეფისა, მხოლოდ სამეფო გვარის ერთ განშტოებას ჰქონდა, კერძოდ, მუხრან ბატონებს, ბაგრატიონ გრუზინსკებს, რომელთა ზეწოდება ("გრუზინსკი") რუსეთში მიიღეს და როგორც ვახტანგ მეექვსის შთამომავალთ, ცხადია, ეს პრივილეგია მემკვიდრეობით შემორჩათ. 

* * *

გრიგოლ რობაქიძე აღნიშნავდა: "ბაგრატიონთა საომარი ალამი მეწამული იყო, რომელსაც შუაგულში თეთრი ალი ჰქონდა გაწვდილი... ბაგრატიონთა ალამი გვამცნებს: მეწამული ფერით ალამის ამმართველი ჯერ კიდევ შუანა ანუ ადამიანურ ფენშია მოქცეული, ხოლო თანვე თეთრი ზოლით მას თითქო წინასწარ აქვს მოსმული ზედა ანუ ღვთიური ფენი...

ლილია კი იყო ფრანგული სამეფო გვარის, ბურბონთა სიმბოლური ყვავილი - თეთრი ლილია...

უდავოა: ბაგრატიონთა ალამი თავის სიმბოლიკით უფრო მაღლა სდგას, ვიდრე ალამი ფრანგ მეფეთა". (იხ. ვ. ნოზაძე, "ფერთა მეტყველება". გვ. 139).  

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq