საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

სიმონ ბატონიშვილი
დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში
სიმონ ბატონიშვილი, ბაგრატიონი (დ. 3 თებერვალი, 1683 — გ. 26 იანვარი, 1740) — ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, ვახტანგ VI-ის ძმა. აქტიურად მონაწილეობდა სამეფო კარის საქმიანობაში, როდესაც ვახტანგი სპარსეთში გაემგზავრა, სიმონ ბატონიშვილი ქართლის გამგედ დატოვა (1712-1716). მეფე იესეს დროსაც გამგედ იყო. შემდეგ თან გაჰყვა ვახტანგ VI-ს რუსეთში, სადაც გარდაიცვალა (დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში). სიმონ ბატონიშვილის განკარგულებითა და ხარჯით თბილისში დაისტამბა ერთ-ერთი პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი „კურთხევანი“ (1713).
ნარსია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 352, თბ., 1985 წელი.

მამული, ენა, სარწმუნოება

მართალი ანა წინასწარმეტყველი
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37).
მოსე შავი
ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს.
gaq