საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

ხატი "წმიდანნი ბაგრატიონნი"
 მას შემდეგ, რაც შეიქმნა ხატი "საქართველოს წმიდა მეფენი", წიგნის "საქართველოს წმიდა მეფენი" მიხედვით, დაიწერა წიგნი "წმიდანნი ბაგრატიონნი", რის მიხედვითაც 2009 წელს შეიქმნა ხატი "წმიდანნი ბაგრატიონნი". 
იდეის და პროექტის ავტორი ნინო ტარყაშვილი. ხატმწერი დავით ხიდაშელი. 
ხატის უმთავრესი შემომწირველები არიან: ალექსი ნაკანი და ალექსამდრე ჩადუნელი - 1200 დოლარი. მცირე შემოწირულობა გაიღეს მარიამ მიქიაშვილმა და მისმა ნათესავებმა, სულ 300 დოლარი. 
 ხატზე გამოსახულნი არიან: პირველ მწკრივში: წმიდა მეფე დავითი, ფსალმუნთმგალობელი (მარცხნივ). მისი ძე, წმიდა მეფე სოლომონი, მარჯვნივ. ცენტრში ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყრმით. გარშემო მთვარანგელოზები.მეორე რიგში: მარცხნიდან მარჯვნივ - წმიდა ჰერეთის დედოფალი დინარა და წმიდა დიდმოწამე კახეთის დედოფალი ქეთევანი. ცენტრში - წმ. მეფე თამარი და წმ. მეფე დავითი. მარჯვნივ - წმ. მეფე  აშოტი და წმ. მეფე დემეტრე თავდადებული. მესამე რიგში: მარცხნიდან მარჯვნივ:  წმ. მეფე სოლომონ მეორე და წმ. მეფე ლუარსაბი. ცენტრში ვახტანგ მესამე და კათოლიკოს-პატრიარქი ნიკოლოზი, მარჯვნივ წმიდა მეფე დემეტრე-დამიანე და წმიდა ბერი ბასილი, ძე ბაგრატ მესამისა.

ხატს აკლია ერთი წმიდა ბაგრატიონი - კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე. რომელიც ხატის დაწერის შემდეგ იქნა კანონიზირებული. 

შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს ბაგრატი
ანტონ მეორე მრავალვნებული
ონი წმიდანების მადლი. 

მამული, ენა, სარწმუნოება

10 ივნისი - ხსენება წმიდა მოწამე ელიკონიდასი (244)
წმიდა მოწამე ელიკონიდა ცხოვრობდა ქალაქ თესალონიკში III საუკუნეში. ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი კორინთოში ჩავიდა და წარმართთა შორის ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, რისთვისაც შეიპყრეს და ქალაქის მმართველ პერინიუსს მიჰგვარეს. წმიდა აღმსარებელი სასტიკად ცემეს და გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა.
10 ივნისი - ხსენება წმიდა ნიკიტასი, ქალკედონის ეპისკოპოსისა (IX)
წმიდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი VIII საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. მას ღვთივსათნო ცხოვრებისათვის დაასხეს ხელი ქალკედონის ეპისკოპოსად. წმიდა ნიკიტა გულმოწყალებით გამოირჩეოდა; ზრუნავდა ქვრივებსა და ობლებზე, მხარში ედგა უსამართლოდ დაჩაგრულებს, ეხმარებოდა ღარიბებს. მისი სახლი მწირთა თავშესაფრად იყო ქცეული.
gaq