საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

იოთამ (ივანე) ვახუშტის ძე ბაგრატიონი
იოთამ (ივანე) ვახუშტის ძე ბაგრატიონი დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტერში
იოთამ (ივანე) ვახუშტის ძე ბაგრატიონი (დ. 1726 — გ. 25 დეკემბერი, 1781) — რუსეთის არმიის გენერალ-პორუჩიკი, ვახუშტი ბატონიშვილის ძე. აღიზარდა რუსეთში. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტთან არსებულ გიმნაზიაში.
1749-იდან რუსეთის სამხედრო სამსახურშია. იბრძოდა შვიდწლიან ომში (1756-1763), რუსეთ-ოსმალეთის ომში (1768-1774), მოგვიანებით მეთაურობდა სიმბირსკის კორპუსს. ახლო ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს ანტონ I-თან, ლეონარდ ეილერთან, ჟ. დელილთან, მიხეილ ლომონოსოვთან და სხვა ცნობილ მეცნიერებთან.

დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტერში.
1793 მისი საფლავის ქვის წარწერა მკვლევარმა დ. მაქსიმოვიჩმა შეცდომით მამის — ვახუშტის ეპიტაფიად მიიჩნია. ეს მცდარი ცნობა შევიდა სხვადასხვა მეგზურში და ზოგიერთმა ქართველმა მკვლევარმაც გაიზიარა.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა.
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე (+284)
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 1 (14) ივლისს, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით.
gaq