|
მუშაობა წიგნზე `საქართველოს წმინდა მეფენი~ რახანია დასრულებული მქონდა. წიგნს უკვე მიღებული ჰქონდა საპატრიარქოს გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის შესაბამისი გრიფი, (შემდგომ მიიღო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევაც), როდესაც საქართველოში პოლიტიკური ვითარება უკიდურესად დაიძაბა. შევარდნაძის ხელისუფლება იცვლებოდა სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძის ხელისუფლებით, თუმცა არ ჩანდა, რომ ყოველივე ეს, შეიძლებოდა, მშვიდობიანად, სამოქალაქო ომის გარეშე დასრულებულიყო. სიტუაციის დასარეგულირებლად, მახსოვს, რუსეთიდან საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოში აღზრდილი იგორ ივანოვიც კი ჩამოვიდა. მაშინ წმინდა მეფეებს ვთხოვდი, დახმარებოდნენ ჩემს ქვეყანას, რათა არ დაწყებულიყო არეულობა. ვიგრძენი, რომ ყველა წმინდა მეფის დახმარება იყო საჭირო. Yყველა წმინდა მეფის ხატი მჭირდებოდა და უცებ გამიელვა აზრმა: და რომ გამოისახოს ყველა ერთად? ანუ შეიქმნას ახალი ხატი `საქართველოს წმინდა მეფენი?~. თითქოსდა ჩამესმა კიდეც მეფეების ხმა: `ჩვენ ვუშველით, ჩვენს ქვეყანას~. დრო აღარ ითმენდა. ხატის შექმნამდე იქნებ უწმინდესს ყველა წმინდა მეფისთვის სავედრებელი აღევლინა? იქნებ, ის მსგავს ვითარებაში ასედაც იქცეოდა ხოლმე, მაგრამ მაშინ ვიფიქრე, რომ მე უნდა მიმეწოდებინა სასწრაფოდ ეს აზრი. წარსულში გაზეთ `კვირის პალიტრასა~ და სხვა გაზეთებშიც ვაშუქებდი რელიგიისა და კულტურის საკითხებს. შემდგომ კი ვთანამშრომლობდი საკრებულოს რელიგიურ საკითხთა კომისიასთან. Aამდენად, გარკვეული კავშირები საპატრიარქოსთან მქონდა, მაგრამ, ახლა ეს არაფერში გამომადგებოდა, საპატრიარქოსთან დაკავშირება და შემდგომ სამდივნოსთან შეთანხმება, უწმინდესისთვის ეს აზრი მიეწოდებინათ, დიდ დროს წაიღებდა. გადავწყვიტე დამეწერა წერილი უწმიდესის სახელზე. Mმიმეწოდებინა ამ ხატის შექმნის იდეა და პროექტი და შეძლებისდაგვარად, დამესაბუთებინა, რატომ მიმაჩნდა ეს აუცილებლად. Aასეც მოვიქეცი. წერილი დავწერე. 2003 წლის გიორგობა, 23 ნოემბერი დაემთხვა კვირა დღეს და წავედი დილით სიონში, სადაც წირვას უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენდა. Aპარალელურად კი პარლამენტის წინ მიტინგი მიმდინარეობდა, სადაც იგორ ივანოვიც გამოდიოდა სიტყვით. მოკლედ, როგორც უკვე აღვნიშნე, სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო. ახლა ვფიქრობდი, ვისთვის შეიძლებოდა მიმეწოდებინა წერილი. იმდენი ხ
| ალხი მოზღვავებულიყო, ტაძარში ვერც შეხვიდოდი. შევნიშნე: ტაძრიდან ახალგაზრდა სტიქაროსანი გამოვიდა. უნდა მეცადა, იქნებ მას შეძლებოდა საკურთხეველში წერილი უწმინდესისთვის გადაეცა. სხვა გზა არ იყო. მივენდე უფალს და წმინდა მეფეებს. Gგავიკვლიე გზა სტიქაროსნისკენ. Aავუხსენი ვინ ვიყავი და რა შინაარსის წერილი მინდოდა პატრიარქისთვის მიეწოდებინა. სტიქაროსანი ცოტა შეიშმუშნა, როგორც ჩანს, პირდაპირ უწმინდესისთვის წერილის მიწოდება ერიდებოდა. არადა, იდეა მასაც მოეწონა. Kკარგი, გადაწყვიტა ბოლოს. იქნებ მე თუ ვერა, რომელიმე მოძღვარს მაინც ვთხოვო. Aაქ იყავი. ცოტა ხანში, სტიქაროსანი შესასვლელ კართან გამოვიდა და ვხედავ მიღიმის. Mმანიშნებს, რომ წერილი უწმინდესამდე მივიდა. წირვაც დამთავრდა და აი, გაკეთდა უზარმაზარი კალიდორი. აქეთ-იქით მრევლი ჩამწკრივდა, რათა უწმინდესის დალოცვა მიეღოთ. Mმეც მოვახერხე წინა მწკრივში ჩადგომა. Aაი, ვხედავ, უწმინდესი გვიახლოვდება და წინ პატრიარქის სტიქაროსანი, (რომელიც შემდგომ ცნობილი პოლიტიკური ფიგურა გახდა), მოუძღვის. ვიდრე უწმინდესი ხალხს ლოცავს, სტიქაროსანმა დრო იხელთა(კარგად ვიცნობდი) და მეუბნება: უწმინდესს შენი იდეა მოეწონა. Dდაიწერება ასეთი ხატი. მართლა შენ მოიფიქრე, თუ ვინმე დაგეხმარა? _ არავინ დამხმარებია. Mმე მოვიფიქრე. _ ვპასუხობ და ამასობაში უწმინდესიც მოგვიახლოვდა. როგორც ჩანს, მიხვდა ჩვენი საუბრის შინაარსს და ოდნავ ჩაეღიმა. შესამჩნევად შეყოვნდა. დამლოცა და გზა განაგრძო. მართლაც სულ მალე შეიქმნა ხატი `საქართველოს წმინდა მეფენი~ და ამ ხატის კარნახით კიდევ ორი `საქართველოს წმინდა კათოლიკოს _ პატრიარქნი~ და `საქართველოს წმინდა დედოფალნი~. შემდგომ ხატის `საქართველოს წმინდა მეფენი~ ერთი ვარიანტი დიდი სამების ტაძარშიც დაბრძანდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს იდეა უწმინდესს გიორგობა დღეს მიეწოდა, მოეწონა და ამ ხატის დაწერაც იმ დღესვე გადაწყდა. წმინდა გიორგი ხომ არაერთხელ შეეწია ქართულ მხედრობას სხვადასხვა ბრძოლებში. Mტროპარშიც ამ დიდებულ წმინდანს ასე მივმართავთ: `ტყვეთა განმანთავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო წმინდა დიდო მოწამეო, გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ამინ!~ ვფიქრობ, ეს დამთხვევაც არ არის შემთხვევითი და კარგი იქნება, თუ შეიქმნება ხატის `საქართველოს წმინდა მეფენი~ ახალი ვარიანტი, სადაც წმინდანი მეფეები ცხენზე ამხედრებულ, მეფეთა წინამბრძოლ წმინდა გიორგისთან ერთად იქნებიან გამოსახულნი.
K
|