საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

ქართველი ბატონიშვილი ბრიტანული ტახტის მემკვიდრეობის სიაში
ნიკოლოზ ცინცაძე
ბაგრატ ბატონიშვილი მამის, ირაკლი ბაგრატიონის პორტრეტთან

 საქართველოს სამეფო სახლის წევრი, ბატონიშვილი ბაგრატ ბაგრატიონ-მუხრანელი ბრიტანული ტახტის მემკვიდრეობის სიაშია.


ბაგრატ ბაგრატიონ–მუხრანბატონიშვილი ბურბონი და ბავარიელი  ბავიერა ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონის და მისი მესამე მეუღლის, ბავარიის სამეფო ოჯახის წევრის, მეფე ხუან კარლოსის ბიძაშვილის მარია დე ლას მერსედეს დე ბავიერა ი დე ბურბონის ვაჟია. ამრიგად ბაგრატს დაბადებიდანვე რიგი ტიტულები ერგო. ბაგრატი, ესპანეთის მეფის ალფონსო XII ს შვილიშვილია. ბაგრატის წინაპრებს შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის მონარქები. სწორედ ამის გამო, ბაგრატი, გარდა სხვა ქვეყნებისა, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილო ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრეობის სიაშია (მის შემდეგ არიან მისი ოჯახის წევრები).

 ბაგრატ ბატონიშვილი დაიბადა 1949 წლის 12 იანვარს. იმავე წლის 2 თებერვალს იგი მადრიდის ეპისკოპოსმა, ვესტ ინდოეთის ტიტულარულმა პატრიარქმა, ლეოპოლდო ეიხო-ი-გარაიმ მონათლა. მისი ნათლიები იყვნენ ბარსელონის გრაფი და გრაფინია, ესპანეთის მეფის, ხუან კარლოს პირველის მშობლები. ესპანეთში მისი სრული სახელი ასე ჟღერს: მისი სამეფო უმაღლესობა, დონ ბაგრატ დე ბაგრატიონ დე ბურბონ ი დე ბავიერა, საქართველოს, ბავარიის და ესპანეთის პრინცი, მისი აღმატებულება ესპანეთის გრანდი.

 ჰყავს ორი შვილი ხუან (იოანე) და ინეს ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილები.

ბაგრატ დე ბაგრატიონი, ვაჟიშვილთან იოანესტან (ხუანთან) , ბიძაშვილთან მეფე ხუან კარლოსთან და რომის პაპ იოანე პავლე მეორესთან.
მისი ვაჟი იოანე მართლმადიდებლურად მოინათლა რამდენიმე წლის წინ.


მამული, ენა, სარწმუნოება

მართალი ანა წინასწარმეტყველი
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37).
მოსე შავი
ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს.
gaq