|
კახეთის მეფე დავით I
დავით I (გ. 21 ოქტომბერი, 1602), კახეთის მეფე 1601-1602, ალექსანდრე II-ის ძე. გამეფდა სამეფო კარზე მომხდარი გადატრიალების შემდეგ. მამამისი აიძულა ბერად შემდგარიყო; თავისი ძმა გიორგი მის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრა, შეთქმულების 17 მონაწილე კი სიკვდილით დასაჯა.
ამ არეულობით ისარგებლა ნუგზარ არაგვის ერისთავმა და მეფეს განუდგა. დავით I-მა გამდგარი ერისთავი ისე დაიმორჩილა და მძევლად შვილი ჩამოართვა.
დავით I-ის მეფობის დროს კახეთში ჩამოვიდნენ რუსეთის სახელმწიფოს ელჩები, რომლებმაც დავით I-ს რუსეთის მეფის ერთგულების ფიცის წიგნი მიაღებიეს. ელჩების კახეთში ყოფნის დროს დავით I მოულოდნელად გარდაიცვალა. დავით I-მა სპარსულიდან თარგმნა „ქილილა და დამანას“ ქაშეფისეული ვერსიის დასაწყისი, ვახტანგ VI-ის ცნობით, „კუ და მორიელის“ არაკამდე. ცალკეული ხარვეზების მიუხედავად დედანი კარგი ქართულით არის გადმოცემული. |
|
|
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37). | ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. |
| | | |
|