საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

ოთარ ბაგრატიონ-მუხრანელი

ოთარ ვლადიმერის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი (დ. 5 მაისი, 1920, თბილისი - გ. 20 სექტემბერი, 1988, იქვე) — ქართველი არქიტექტორი. საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1967). დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1977).
1943 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1946-1964 წლებში მუშაობდა მშენებლობაზე და სხვადასხვა საპროექტო დაწესებულებაში. 1964-1988 - ტიპობრივი და ექსპერიმენტული დაპროექტების თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (1966-1976 მთავარი არქიტექტორი). ნამუშევრები: დასასვენებელი სახლი გუდაუთაში (1953), თბილისში - ორთაჭალჰესის შენობა და ხიდი (1955; ორივე თ. მარგველაშვილთან ერთად), "საქქალაქმშენსახპროექტის" საწარმოო კორპუსი (1969; ს. რევიშვილთან, ა. საბაშვილთან, ლ. ჩოფიკაშვილთან, გ. ხიზანიშვილთან ერთად) და რესტორანი "კასპი" (1985, ვ. სიხარულიძესთან, გ. ხეჩინაშვილთან ერთად), სასტუმრო "კოლხეთი" ქობულეთში (1983; მ. ეძგერაძესთან, ა. ქურდიანთან, ერთად, საქართველოს მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემია, 1985), მოსკოვში - დღევანდელი საქართველოს საელჩოს სასტუმრო (1977; გ. ტონიასთან ერთად) და სხვა.

მამული, ენა, სარწმუნოება

მართალი ანა წინასწარმეტყველი
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37).
მოსე შავი
ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს.
gaq