საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი

კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონი (დ. 15 ოქტომბერი, 1915, პეტერბურგი — გ. 15 აპრილი, 1992, თბილისი), ბაგრატიონთა მუხრანელთა შტოს შთამომავალი.

1921 მისი მშობლები ბათუმიდან ემიგრაციაში წავიდნენ, ჯერ სტამბოლს, შემდეგ კი ვისბდენს (გერმანია) შეაფარეს თავი. 1922-იდან პარიზში ცხოვრობდა, განათლება მიიღო სენ-ჟერმენის კოლეჯსა და ჟანსონდე-სილის ლიცეუმში, შემდეგ სწავლა გააგრძელა პარიზის უნივერსიტეტში. 1953 ცოლად შეირთო საფრანგეთის წარჩინებულთა გვარის წარმომადგენელი მონიკა პაულიაკ-დეფომბელიური, ვისგანაც შეეძინა ორი შვილი, ქეთევანი და ალექსანდრე. 


1992 კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელი თებერვალში დაბრუნდა საქართველოში. მალე გარდაიცვალა კიდეც. დაკრძალულია სვეტიცხოვლის ტაძარში.

მამული, ენა, სარწმუნოება

10 ივნისი - ხსენება წმიდა მოწამე ელიკონიდასი (244)
წმიდა მოწამე ელიკონიდა ცხოვრობდა ქალაქ თესალონიკში III საუკუნეში. ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი კორინთოში ჩავიდა და წარმართთა შორის ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, რისთვისაც შეიპყრეს და ქალაქის მმართველ პერინიუსს მიჰგვარეს. წმიდა აღმსარებელი სასტიკად ცემეს და გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა.
10 ივნისი - ხსენება წმიდა ნიკიტასი, ქალკედონის ეპისკოპოსისა (IX)
წმიდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი VIII საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. მას ღვთივსათნო ცხოვრებისათვის დაასხეს ხელი ქალკედონის ეპისკოპოსად. წმიდა ნიკიტა გულმოწყალებით გამოირჩეოდა; ზრუნავდა ქვრივებსა და ობლებზე, მხარში ედგა უსამართლოდ დაჩაგრულებს, ეხმარებოდა ღარიბებს. მისი სახლი მწირთა თავშესაფრად იყო ქცეული.
gaq