საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

ურჯულო ძმის მიერ ვერაგულად მოკლული გიორგი ბატონიშვილი
გიორგი ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. დაახლოებით 1570 — გ. 12 მარტი, 1605), კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, ალექსანდრე II-ის ვაჟი. 

1601, როდესაც მისმა ძმამ დავითმა მამის ტახტი მიიტაცა, გიორგი ბატონიშვილი დავითის წინააღმდეგ გამოვიდა. დავითმა შერიგების მიზნით გიორგი ბატონიშვილს საუფლისწულო უბოძა. 1602 გიორგი ბატონიშვილმა და მისმა მომხრე თავადებმა შეთქმულება მოაწყვეს დავითის წინააღმდეგ. შეთქმულება გამჟღავნდა. გიორგი ბატონიშვილმა კათალიკოსს შეაფარა თავი, მაგრამ ქართლის მეფემ გიორგი X-მ დავითს გადასცა, რომელმაც იგი საპყრობილეში ჩასვა. დავითის გარდაცვალებისა და ალექსანდრე II-ის ხელახლა გამეფების შემდეგ, მამამ გიორგი ბატონიშვილი საპყრობილიდან გაათავისუფლა. 

1604 დასაწყისიდან 1605 მარტამდე, ალექსანდრე II-ის ირანში ყოფნის დროს, გიორგი ბატონიშვილი კახეთს განაგებდა. 1604 აგვისტოში რუსეთის ხელმწიფის ელჩები მიიღო. 

1604 ოქტომბერს დაამარცხა განჯა-შემახის ხანები, რომლებიც ქ. ძეგამზე მოდიოდნენ. ამ ლაშქრობაში გიორგი ბატონიშვილს ახლდა 40 მეთოფისგან შემდგარი რუსთა ელჩების მცველი რაზმი. 

1605 წლის 1 იანვარს გიორგი ბატონიშვილმა დარბაზის წევრებთან ერთად რუსეთის ხელმწიფის ერთგულების ფიცი მიიღო. მამამისთან ერთად ძეგამში მოკლა საკუთარმა ძმამ კონსტანტინე I-მა.
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

მართალი ანა წინასწარმეტყველი
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37).
მოსე შავი
ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს.
gaq