საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

რატომ მონარქია? (წიგნიდან "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის", 2007)
გაიოზ (გია) მამალაძე

ეს წერილი დაიწერა დაახლოებით 16-18 წლის წინ და გამოქვეყნდა რამდენიმე გაზეთში. 2007 წელს შევიტანე ჩემს წიგნში "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის". გადაბეჭდა რამდენიმე გამოცემამ, რისთვისაც მადლობას ვუხდი.

გადაბეჭდა ერთმა ადამიანმა, ზოგი რამ შეცვალა, მიამატა ჩემი სხვა წერილებიდან, ცოტა რამ თვითონაც მიამატა და... თავის გვარი მიაწერა (იდეების გავრცელება კარგია, თუმცა ნამდვილი მართლმადიდებლობა მოიხოვს, სხვისი არა მივითვისოთ რა, სხვა დავაფასოთ და სხვაც აღვნიშნოთ)... დოკუმენტები, ელექტრონული გზავნილები შენახული მაქვს და თუ საჭირო იქნება, საზოგადოებას ვამცნომ პლაგიატის ვინაობას...

რაც ამ წერილში წერია, ისევ აქტუალურია, ამიტომ კვლავ ვთავაზობ საზოგადოებას.

გია მამალაძე


იესეან, დავითიან, სოლომონიან, ფარნავაზიან, გორგასლიან - ბაგრატიონი *

(იბეჭდება შემოკლებით)

                       

 “აღმოსავლეთში მხეცის სრული დამარცხების შემდეგ, იბერიიდან წარმოიმართება ხელმწიფე და მეფე, რომელიც მართავს მორწმუნეებს, უფლის ჭეშმარიტი გზით ატარებს მათ და, ამავე დროს, ჩაშლის მტრების მზაკვრობებსა და მრავალრიცხოვან ხაფანგებს”.  &nb

sp;               

                                         ბერი კირილე ლავრიოტისი

                         

   საქართველოს შესახებ რელიგიურ ლიტერატურაში და გადმოცემებში მრავალი საგულისხმო და საიმედო წერია. და არა მარტო ქართულში და არა მხოლოდ მართლმადიდებლურში.

   დღევანდელობით გაწამებული ქართველები პროფეტული ოპტიმიზმით ველით საქართველოს გაბრწყინებას. გვეიმედება, რომ ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრია და უფალმა ამცნო ყოვლადწმიდას:

 

ჰოჲ დედაო ჩემო, არა უგულებელ ვყო ერი იგი საზეპურო უფროჲს ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის. ხოლო შენ წარავლინე პირველწოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხვედრებულსა, და თანაწარატანე ხატი შენი ვითარიცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს. და შენ წილ ხატი იგი შენ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ი მკვიდრობდეს მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა” (“ქართლის ცხოვრება”).

  

საქართველო იოანე-ზოსიმეს “ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ”-ს მიხედვით არის ქრისტეს უსაყვარლესი მეგობარი ლაზარე, რომელმაც თავისი სიკვდილით სწამა უფლისათვის, ხოლო ქართული ენა არის ღვთის ენა, რომლითაც ღმერთი ამხელს-განსჯის კაცობრიობას.

   გადმოცემის მიხედვით ბაგრატიონები არიან წმიდა მეფსალმუნე დავით მეფის შთამომავლები, რომლის ჩამომავლის - იოსების ოჯახში იშვა მაცხოვარი: 

“დავით წინაჲსწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო! მეფობაჲ და სათნოებანიცა მისნი დაგიმკვიდრენ ქრისტემან ღმერთმან, რომლისათვისცა ამას მოგახსენებ: არა მოაკლდეს მთავრობაჲ შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა, ქვეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროჲს კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე” (წმიდა გრიგოლ ხანძთელის მიმართვა წმიდა აშოტ კურაპალატისადმი - გიორგი მერჩულე, “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”).

   უფალმა საგანგებოდ გამოაგზავნა ბაგრატიონები საქართველოში და დაანათესავა ხოსროვანებს (ფარნავაზიანებს - „თავთა მათ ქართლისათა“), რათა ივერიაში დადგეს „წმიდათა ათასწლოვანი მეფობა“ და აღსდგეს სატ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ახტო იმპერია „წმიდათა ათასწლოვანი მეფობის იერუსალიმი“ საქართველოში, სადაც არის წმიდა ეკლესია ივერიისა, რომელსაც ჰყავს „დამოუკიდებელი ეპისკოპოსი (პატრიარქი – გ. მ.) მეფედკურთხევისა და მღვდელმთავრად ხელდასმის უფლებით“ და „ამ ორი მეუფის (მეფის და პატრიარქის - გ. მ.) მმართველობის ქვეშ მყოფი“ ხალხი მორწმუნე „იქნება და მას ეწოდება წმიდა ერი, სამეუფო სამღვდელოება და რჩეულთა ერი“ და ჩვენს „დედაქალაქს ეწოდება ახალი იერუსალიმი“ და წმიდათა ათასწლოვანი მეფობისას იბატონებს სახარებისეული სამართლიანობა“ (ბერი კირილე ლავრიოტისი).

   საქართველოს, ივერიას ღვთის განგებით ერგო უფლის კვართი, რომელიც დაკრძალულია მცხეთას, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.

   საქართველოზე მართლაც ძალიან ბევრია დამაიმედებელი წინასწარმეტყველება და გადმოცემა, ისინი თანდათან გავიხსენოთ, ახლა კი წინამდებარე წერილის მიზანს მივუბრუნდეთ.

   საუკუნეების მანძილზე, მას შემდეგ, რაც დაარსდა ქართველთა პირველი სახელმწიფოებრივი გაერთიანება, ქვეყნის მესვეურები მუდამ იმის ფიქრში იყვნენ, როგორმე უფრო და უფრო დაეხვეწათ მმართველობის ფორმა.

   ამის შესახებ მრავალი ცნობა არსებობს საქართველოს ისტორიაში, რომლებიც შეეხება ფარნავაზ მეფის, დავით აღმაშენებლის, გიორგი ბრწყინვალის და სხვა

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
თა მიერ გატარებულ რეფორმებს, რომლებმაც დადებითი როლი შეასრულეს საქართველოს განვითარებაში.

   ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას დღევანდელი საქართველოც. ცხადია, მმართველობის ფორმა არ ვარგა. არ ვარგა მმართველი ელიტაც. დიდი ხანია ქართველი პატრიოტების ერთი ნაწილი ფიქრობს საქართველოში მეფობის აღდგენაზე. პატრიოტების გარდა, უკვე ზოგიერთი გაქნილი პოლიტიკოსიც საუბრობს კონსტიტუციურ მონარქიაზე, როგორც საპრეზიდენტო ინსტიტუტის ალტერნატივაზე და ა.შ. მხოლოდ გამორჩეული პიროვნებები საერო და სასულიერო წრეებში ამ საკითხს უყურებენ არა მარტო როგორც სოციალურ-პოლიტიკურს, მით უმეტეს, როგორც ტექნოლოგიურს, არამედ როგორც მისიურს, ესქატოლოგიურს, პროფეტულს.

   ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას ჰქონდა სურვილი დაეყენებინა ფეხზე ქვეყანა და აღედგინა დავითის ტახტი, მაგრამ არ აცალეს.

   ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენმა პატრიარქმა განაცხადა:

   „ჩვენი ვალია ერი მოვამზადოთ ბაგრატიონთა დინასტიის აღდგენისათვის. ამ მდგომარეობაში, რომელშიც იმყოფება ჩვენი ქვეყანა, ამ დაპირისპირება-კინკლაობაში, რა თქმა უნდა, ძნელია ამის გაკეთება. მნიშვნელოვანია თავად ბაგრატიონთა მომზადებაც. მე ვფიქრობ, რომ მეფობის აღდგენა საქართველოში რეალურია

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
და ღმერთმა ჩვენ ყველანი მოგვასწროს ამ დალოცვილ და კურთხეულ დროს“ (გაზ, „ტრიბუნა“ 5.02.03.).

   კათოლიკოსის სიტყვებში ბევრი რამ არის საგულისხმო.

   სწორედ ამიტომ ვგრძნობთ მოვალეობას და გადავწყვიტეთ გამოვაქვეყნოთ დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული წერილების სერია, სადაც მიმოვიხილავთ ამ საკითხის პოლიტიკურ, სოციალურ, ეთნიკურ, ფსიქოლოგიურ, სოტიროლოგიურ, პროფეტულ და სხვა მხარეებს.

   ტექნოლოგიური თვალსაზრისით დღევანდელი სისტემა არ ვარგა.

   ფული ძალიან ბევრია საჭირო პრეზიდენტად გახდომისათვის. ამას სჭირდება პიროვნების გაპოპულარება, რაც გულისხმობს მისთვის მოქმედების ღია პირობების შექმნას, ანუ მასმედიის მოწყალებას, ეს უდიდეს წილად ქრთამთან და მასმედიის მოსყიდვასთან არის დაკავშირებული. თანხა საჭიროა, ასევე არჩევნების დროს მომხრეთა ორგანიზებისათვის, მიმოსვლისათვის, საარჩევნო ხმათა შენარჩუნებისათვის და ა.შ.

   ძალიან მნიშვნელოვანია პირველობის, „პირველი კაცობის“ საკითხი. საქართველოში ეს პრობლემა ძალიან მწვავედ დგას.

   ძალიან ბევრისთვის „პირველკაცობა“ არის ცხოვრების მიზანი. ქვეყანაში მეფის არსებობის დროს სხვა ვერ იქნება პირვე

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ლი. რაც უნდა ბევრი ფული ჰქონდეს და რაც უნდა ძლიერ პოლიტიკოსად გრძნობდეს თავს ნებისმიერი, მას უსათუოდ ეცოდინება, რომ მასზე მაღლა ამქვეყნიურ იერარქიაში, საერო იერარქიაში, არის მეფე, რომელიც მას განიხილავს, როგორც შვილს.

   მეფისთვის პირველკაცობის, პირველობის პრობლემა არ დგას. მისთვის განგებაა, მსახურებაა, ვალდებულებაა ზრუნავდეს ქვეშევრდომებზე. ეს ადგილი მას კარიერისადმი სწრაფვით არ მოუპოვებია, არც ქვემძვრომობა, არც პოზიორობა, არც თამაში, არც ქრთამის აღება და გაცემა მას არ დასჭირვებია. ეს ნებელური არ არის, ეს ფატალურია. იგი, უბრალოდ, მეფობისთვის დაიბადა და მეფურად გაზარდეს. იმთავითვე ყველაფერი გარკვეულია. ასე ინება არსთა განმრიგემ.

   მეფის ოჯახი გამჭირვალედ იცხოვრებს. მათ არ დასჭირდებათ და არც ექნებათ ფული, არ ექნებათ ბიზნესი, ღია თუ ფარული ანგარიშები ბანკებში, არ ექნებათ შიში თანამდებობის დაკარგვისა და შემოსავლების შეწყვეტისა, კონკურენტებისაგან ძალადობისა და ინტრიგებისა, არ ეყოლებათ კლანი, ვინაიდან არ შეეძლებათ თანამდებობების გაყიდვა. მეფე მხოლოდ დაამტკიცებს ხალხის არჩეულს.

   მეფის, დედოფლისა და მემკვიდრის გარდა, არც ერთი მათი ნათესავი, თუნდაც შვილი, არ

იქნება წოდებისა და პრივილეგიების მატარებელი. ქვეყანაში არ იქნება სამეფო კარი, იურიდიულად არ იარსებებს არავითარი არისტოკრატია, მით უმეტეს, პრივილეგია. თავად მეფის დედმამიშვილიც კი იქნება ჩვეულებრივი მოქალაქე, ბატონიშვილისა და სეფეწულის, მთავრისა და თავადის წოდების გარეშე. ასეთი იქნება ქართული სახალხო მონარქია.

   მემკვიდრე გაიზრდება პატრიარქის ზედამხედველობით, მართლმადიდებელ მოძღვართა გარემოცვაში (როგორც დავით აღმაშენებელი - „ჭყონდიდელი მამაა მეფეთა“). ყრმობიდან იქნება ზიარებული მართლმადიდებლობის სიბრძნეს და სათნოებებს და მეფეთა საქმეებს.

   მომავალი მეფე ყრმობიდანვე გაითავსებს უბრალო ხალხის წუხილსა და სიხარულს, მათთან ერთად იქნება ჭირსა და ლხინში. მას ვიხილავთ „დამალტობელად ღაწვთა მისთა ცრემლითა“ ავადმყოფების ხილვისას (როგორც აღმაშენებელს), იგი იქნება ქვრივთა და ობოლთა დამხმარე და განმკითხველი.  

   მეფე დაიცავს ხალხის ინტერესებს ქვეყანაში და ქვეყნისას მთელს მსოფლიოში. ხელმწიფე პატიოსნად და ეკლესიურად ცხოვრების მაგალითს მისცემს მოქალაქეებს.

   მეფის ოჯახის შენახვა იქნება ძალიან იაფი ქვეყნისათვის, გაცილებით იაფი, ვიდრე პრეზიდენტის ოჯახისა.

  

მაგალითისათვის: ესპანეთის მეფის და მისი ოჯახის, სამეფო სასახლეების, წვეულებების, ცერემონიალების, პერსონალის და ა.შ. შესანახად ესპანეთს ეხარჯება რვა (ზოგიერთი ცნობით ათი) მილიონი ევრო. ესპანეთის მეფის ოჯახი სამაგალითოდ რელიგიური და ხალხოსნურია. კარგად მახსოვს, ესპანეთში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპინატის გახსნაზე მეფე ხუან კარლოსის სიტყვით გამოსვლისას მთელი სტადიონი ფეხზე ამდგარი, ცრემლიანი თვალებით ისმენდა ქვეყნის ერთიანობის, ეროვნულობის, რწმენის, დიდი ისტორიით სიამაყის სიმბოლოს _ მეფის სიტყვებს.

   საქართველოში ხარჯები გაცილებით მცირე იქნება. ასე, რომ მეფობის აღდგენა ამ მხრივაც სასურველია.

   მეფობის აღდგენა ივერიაში შეამცირებს კორუფციასაც.

   როცა პირველი კაცი და პირველი ოჯახი არ არის ჩართული კორუფციაში, არ მიდის ჯაჭვური რეაქციაც. მეფეს ქრთამი არ დასჭირდება. კიდევ ერთი მაგალითი ესპანეთის მეფის ცხოვრებიდან: ერთხელ მას ვიღაც მილიარდელმა იახტა აჩუქა, მეფემ უარი ვერ თქვა საჩუქარზე და ვერც მიიღო. მან განაცხადა, რომ ასეთი ძვირფასი იახტის შენახვა სამეფოს არ შეუძლიაო. გაყიდა იგი და აღებული ფული ქველმოქმედებას მოახმარა. ასეთ საკითხებს კანონი და ეკლესიური აღზრდა მოაგვარებს.

  

ეროვნულობის თვალსაზრისით მეფობის ინსტიტუტის აღდგენა ლამაზი ქართული ტრადიციების აღდგენას ნიშნავს. როდესაც დაგვიბრუნდება მრავალი ძვირფასი და ვაჟკაცური ცერემონიალი, რომელთა შესახებ მოთხრობილია „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ და სხვა წყაროებში.

   ჩვენი შვილები უფრო მტკიცე ქართული და კაცური სულისკვეთებით გაიზრდებიან. ჩვენი  პატარა ვაჟები შეეცდებიან მეფესავით ქართულად ჩაიცვან და მამაკაცურად გაიარ-გამოიარონ, ხოლო ჩვენი გოგონები ღვთისნიერ დედოფალს მიბაძავენ. მართლმადიდებლური მონარქიის მეშვეობით შესაძლებელია გლობალიზაციისაგან თავის დაღწევა.

   ხელმწიფობა, მეფობა საქართველოში ათასწლეულების მანძილზე არსებობდა და მისი აღდგენა ტრადიციონალიზმის არჩევაზე, რწმენის არჩევაზე მიუთითებს. მით უმეტეს, სხვათა მიერ მოტყუებით, ტრაქტატის დარღვევით, ნაძალადევად, არაქრისტიანულად გაუქმებულის აღდგენა, ქართველთა მხრიდან შეურიგებლობის, გაუტეხლობის, დაუმარცხებლობის, გამარჯვების მანიშნებელია და საამაყოა, რომ ვერ მოგვერივნენ და ვერაფერი წაგვართვეს  -  ვერც სიცოცხლე, ვერც ეროვნება, ვერც მამული, ვერც ტახტი და ვერც ღმერთი.

   საამაყოა ასეთი დინასტიის ყოლაც, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი დინასტიისა. ბაგრატოვანთა ლეგენდარული წარმომავლო

ბა წმიდა მეფსალმუნე დავით მეფისაგან და ქრისტესთან ნათესაობა არის ისეთი განძი, რომლის მსგავსი იზოთეისტური თეორია არც ერთ ქრისტიანულ დინასტიას არ გააჩნია.

   არის გადმოცემა, რომ ბაგრატოვანები, მანამდელი ქართლის ხოსროიანი მეფეების, რომლებიც სინამდვილეში ფარნავაზიანები იყვნენ, შთამომავლებიც არიან.

   ასეთი დინასტიის ტახტის აღდგენით ჩვენ წმიდა სოლომონ II-ის, წმიდა ქეთევან დედოფლის, წმიდა ლუარსაბ მეფის, წმიდა ვახტანგ III-ის, გიორგი ბრწყინვალის, წმიდა დემეტრე თავდადებულის, წმიდა თამარ მეფის, წმიდა დავით აღმაშენებლის, წმიდა ვახტანგ გორგასლის, წმიდა არჩილ მეფის, წმიდა მირიან მეფისა და წმიდა ნანა დედოფლის, ფარსმან ქველის, ფარნავაზის, წმიდა მეფსალმუნე დავით მეფის, ლეგენდარული აიეტის, ჩვენი ერთნარქების თუბალის, მცხეთოსის და, გრიგოლ რობაქიძის სიტყვები რომ გავიმეოროთ, „ქართველთა მდგენ კარდუს“, ქართლოსის (ქალდის) ტახტს აღვადგენთ!

 ------------

** ეს წერილი დაიწერა შევარდნაძის პრეზიდენტობისას, სახელწოდებით "იესეან, დავითიან, სოლომონიან, ფარნავაზიან, გორგასლიან - ბაგრატიონი" და გამოქვეყნდა გაზეთ "ჯორჯიან თაიმსში". 2007 წელს კი შევიდა ჩვენს წიგნში "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის" - ავტორი 


მამული, ენა, სარწმუნოება

ქრისტესა და ქრისტეს მოწამის ერთგული მსახური წმიდა მოწამე ლუპე
წმიდა მოწამე ლუპე III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ერთგული მსახური იყო. იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს. დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლინი სამოსლითა და წმიდანის სახელით წმიდა ლუპე თესალონიკში მრავალ სასწაულს აღასრულებდა.
დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, მირონმდინარე
წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის (+დაახლ. 306) ხსენება აღესრულება 8 ნოემბერს. მისი მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ. მამამისს - რომის პროკონსულს თესალონიკში - სახლში ფარული ეკლესია ჰქონდა. ყრმა ამ ტაძარში მონათლეს და მაცხოვრის მცნებების ერთგულებით აღზარდეს. წმიდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინეს (306-337) დროს უფლის სათნომყოფლის საფლავზე ტაძარი ააგეს. ასი წლის შემდეგ ძველი საყდრის ადგილას ახალი, დიდებული ტაძრის მშენებლობის დროს მოხდა დიდმოწამის უხრწნელ ნაწილთა აღმოყვანება. VII საუკუნეში წმიდანის ლუსკუმიდან მირონმა იწყო დენა.
gaq