საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

კვირაცხოვლობა ანუ თომას კვირა

აღდგომის მომდევნო კვირა, ანუ კვირაცხოვლობა, სხვაგვარად იწოდება თომას კვირად, რადგანაც ამ დღეს ქრისტიანები იხსენებენ თომას რწმენაში მოსვლის სასწაულს.

მაცხოვრის ჯვარზე გაკვრით შეძრწუნებული თომა მოციქულის გონება უნუგეშო ფიქრებით იყო დამძიმებული, ძვირფასი მასწავლებლის დაკარგვის გამო – ქრისტეს მოწაფეების მტკიცებებს, მასწავლებლის აღდგომასთან დაკავშირებით, იგი პასუხობდა: „თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი - ხელს, არ ვირწმუნებ“ (იოანე, 20:25).

აღდგომიდან მერვე დღეს უფალი ეჩვენა თომას იმის დასტურად, რომ აღდგომის შემდეგ იგი ერთთავად მოწაფეებთან იყო, არ დაუცადა თომა შეკითხვას და თავად უჩვენა ნაჭრილობევი, რითაც უპასუხა მის სიტყვით გამოუთქმელ კითხვას, რის შემდეგაც თომამ წამოიძახა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“( იოანე, 20:28). ამით თომამ არა მხოლოდ აღდგომა ირწმუნა ქრისტესი, არამედ ირწმუნა მისი ღვთაებრიობაც!

თომას კვირიდან, დიდმარხვის ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, მართლმადიდებლურ ეკლესიებში ხდება ჯვრისწერის საიდუმლოს შესრულება.

თომას კვირა იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ამ დღეს ეკლესიებში მორწმუნეებს ურიგდებათ არტოსი. რა არის არტოსი? აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ დგას მაგიდა პურით. ეს პური საგანგებოდაა გამომცხვარი და ეწოდება არტოსი („არტოს“ - ბერძნ. „პური“). სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება და დიდ სიწმინდეს წარმოადგენს.

კვირაცხოვლობას არტოსი მცირე ნაწილებად იჭრება და მორწმუნეებს ურიგდება. არტოსს მორწმუნეები კიდევ უფრო ანაწევრებენ და მთელ წელიწადს ინახავენ წმინდა ადგილას; ავადმყოფობის ან სხვა განსაცდელის ჟამს არტოსი მიიღება, როგორც სულიერი წამალი –საკურნებლად სულისა და ხორცისა.


უფალო იესო ქრისტე, ჩვენო მეუფევ და ღმერთო, დაგვეხმარე, რომ მოვიკრიბოთ სულიერი თუ ფიზიკური ძალები და შენთან ერთად ავიდეთ გოლგოთის უკანასკნელ აღმართზე, შენთან თანაჯვარსვეცვათ, თანადავეფლათ, რათა შენთანვე აღვდგეთ მკვდრეთით და დავიმკვიდროთ ჩვენთვის განმზადებული საუკუნო ადგილი მარჯვენით ღმრთისა და მამისა; ღმერთო, შენ აცხოვნე სრულიად საქართველო. ამინ.

მამული, ენა, სარწმუნოება

მოციქულნი: იასონი და სოსიპატრე, კერკირა ქალწული და სხვანი, მოწამენი: სატორნიოს, იაკისხოლე, ფავსტიანე, იანუარი, მარსალი, ევფრასია, მამია, ზენონი, ევსევი, ნეონ და ვიტალი (ხსენება 11 მაისს)
იასონ მოციქული ტარსში (მცირე აზია) ცხოვრობდა. ის ქალაქის მკვიდრთა შორის პირველი შეუდგა ქრისტეს. მოციქული სოსიპატრე აქიიდან იყო. ორივენი წმიდა პავლემ დაიმოწაფა. დიდმა მოძღვარმა წმიდა იასონს ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, წმიდა სოსიპატრე კი იკონიის ეპისკოპოსად აკურთხა. სარწმუნოების საქადაგებლად ისინი დასავლეთში გაემგზავრნენ და 63 წელს მიაღწიეს კუნძულ კერკირას.
11 მაისი - ხსენება ღირსი კირილის, ტუროველი ეპისკოპოსისა
წმიდა კირილის მაღალმა სიწმინდემ და განათლებამ მიიქციეს საყოველთაო ყურადღება და ის აირჩიეს ტუროვის კათედრაზე. წმიდა კირილს ეკუთვნის გზავნილები წმიდა ანდრეი ბოგოლიუბსკის მიმართ, რომლებშიც განსწავლიდა მას საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა საკითხებზე.
gaq