| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | წიგნში წარმოდგენილია სუმბატ დავითის ძის თხზულების, „ცხორებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთას“, დასაწყისის საკრალური, საიდუმლო და დაშიფრული არგუმენტები - ბაგრატიონთა ბიბლიური წარმოშობის, მათი ქრისტესთან ნათესაობის შესახებ, ახალი ღვთის რჩეული ხალხის დადგინების სიმბოლიკა, ისტორიული თუ მისტიკური ანალოგია, რომლებიც მყარდება „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ და სხვა თხზულებების მსგავსი ინფორმაციებით, რაც გვაძლევს საფუძველს განვაცხადოთ - საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა. … ოღონდ ერთია, ჩვენი ნაშრომის საბოლოო და მთავარი დასკვნის, უფრო სწორად იდეის გარდა, რომ საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა, სხვა, ყველა საკითხში კატეგორიული, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ვიყო... არც არავის ვურჩევ კატეგორიულობას, განსაკუთრებით, ასეთი მისტიკური თემების კვლევების დროს, არც ასეთი კვლევებისთვის ცხოვრების მიძღვნას... ავტორი გია მამალაძე საოცარი საკრალური ინფორმაციები, მისტიური ანალოგიები ბაგრატიონთა ქრისტესთან ნათესაობისა და ახალი ღვთის რჩეული ქვეყნის - საქართველის დადგინების შესახებ „ცხორებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთას“ და სხვა თხულებების საიდუმლო, საკრალური, დაშიფრული ინფორმაციები და ანალოგიები (მესამე რედაქცია 12.07.2020) ძველ და ახალ აღთქმაში სიმბოლური დატვირთვა აქვს რიცხვებს: შვიდს, თორმეტს, თოთხმეტს, სამოცდაათს... ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია რიცხვი 14 (7+7). თოთხმეტ-თოთხმეტი თაობაა გასული განსაკუთრებული მოვლენიდან განსაკუთრებულ მოვლენამდე, და რასაც ხაზი აქვს გასმული: აბრაამიდან დავით მეფსალმუნე მეფემდე; დავით წინასწარმეტყველიდან ბაბილონის ტყვეობამდე; ბაბილონის ტყვეობიდან უფლის განკაცებამდე (მათეს მიხედვით). ლუკას სახარების მიხედვით კი დავით მეფიდან მაცხოვრის განკაცებამდე ჩამოთვლილია 42 თაობა (14+14+14), მაგრამ ამას არ აქვს ხაზი გასმული (ლუკას სია იხილეთ ქვემოთ). მათეს სახარება მოგვითხრობს: „ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყვენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ (აქამდე მათეს სახარება იმეორებს ბიბლიას - გ. მ); და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ“. 14 ქრისტეს რიცხვია. შობის ღამეს სწორედ თოთხმეტქიმიანი ვარსკვლავი უძღოდა მოგვებს ბეთანიისაკენ (ან ანგელოზი თოთხმეტქიმიანი ვარსკვლავის სახით). მაცხოვრის შობის ადგილას ბეთლემში გამოსახულია 14 ქიმიანი ვარსკვლავი. გოლგოთის გზაზე იესომ 14-ჯერ შეისვენა (იერუსალიმში 14 ადგილია ქრისტესთან დაკავშირებული). 14 რიცხვი ყოფილა ისრაელის მეფის, დავითის - რომლის შთამომავლების, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მართალი იოსების ოჯახშიც იშვა მაცხოვარი - სახელის (דָּוִיד) ასოთა რიცხვული მნიშვნელობის ჯამი. ზოგიერთის აზრით, მაცხოვრის შობისას ამობრწყინებული 14 ქიმიანი ვარსკვლავი ბეთლემის თავზე არის დავითის სამეფო საგვარეულოს ვარსკვლავი. 14 არის ორი (ორჯერ) შვიდი. შ
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ვიდი ჰარმონიის, სიწმინდისა და დასრულებულობის ნიშანია ძველი აღთქმისთვის. სწორედ შვიდ დღეში შეიქმნა სამყარო.ორი შვიდი (14) კი ჩემი აზრით, შეიძლება ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ, სულიერ და ხორციელ სრულყოფას ნიშნავს განკაცებული მაცხოვრისას (და ზოგადად, მასთან დაკავშირებულ სიმბოლოს). გარდა ამისა, რიცხვი შვიდი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ენისათვის. ჰარმონია, ანუ მშვიდობა ქართულში ნაწარმოებია შვიდიდან - მ-შვიდობა. გადმოცემის მიხედვით, ბეთლემში ჰეროდეს მიერ დახოცილი ბავშვების რაოდენობა არის 14 000. ამ დღის აღნიშვნა II საუკუნეში დაწესებულა. ალბათ, ქრისტეს შობის პერიოდში პატარა ბეთლემში არ უნდა ყოფილიყო ასეთი დიდი რაოდენობა (14 ათასი) 2 წლამდე ასაკის ჩვილი, მაგრამ ეს უფრო სიმბოლიკა უნდა იყოს, ეკლესიას ამით რაღაცის აღნიშვნა უნდოდა. 14 000 იგივე 14-ის სიმბოლიკაა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაქელის, ისრაელის თორმეტი მამამთავრის დედისა და დედობილის სახელიც და სიმბოლიკაც, სუმბატ დავითის ძის თხზულებისათვის. ისრაელის დედა რაქელი არის დედა და დედობილი ისრაელის 12 მამამთავრისა, იაკობ-ისრაელის ძეებისა. რაქელი ბიბლიის მიხედვით არის იოსებისა და ბენიამინის მშობელი დედა. ბიბლიაში რაქელის შვილებად იწოდებიან არა მხოლოდ იოსები და ბენიამინი, მის მიერ შობილნი, არამედ შვილიშვილებიც, იოსებისა და ბენიამინის შვილებიც, რომელთა რიცხვი არის 14. ანუ რაქელთან არის დაკავშირებული რიცხვი 14-ც ბიბლიაში. „ესენი არიან რახელის შვილები, რომლებიც შეეძინა იაკობს - სულ თოთხმეტი სული“ (დაბად. 46:22). ახალი აღთქმის მიხედვით, დედა-დედობილი რაქელის გარდაცვალებიდან 17 საუკუნის მერე რაქელი გლოვობს თავის 14 000 შვილს, ჰეროდეს მიერ დახოცილთ. ახდა იერემიას წინასწარმეტყველება: „მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: ჴმაჲ ჰრამაჲთ ისმა გოდებისა და ტირილისა და ტყებისაჲ მრავალი; რაქელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა უნდა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა არიან.“ (მათე, 2-17-18). აქ რაქელი ისევ ისრაელის დედის სახედაა წარმოდგენილი, რომელიც გლოვობს შვილებს. რაქელი არის არა მარტო დედა, რომელიც გარდაიცვალა მშობიარობისას, ანუ სიცოცხლეს შესწირა თავი, არამედ გარდაცვალების მერეც მზრუნველი თავის შვილზე და შთამომავლობაზე... რაქელი დედის სიმბოლოა... ამაზე საუბარს ქვემოთ განვაგრძობთ. XI საუკუნის ძეგლი, სუმბატ დავითის ძის „ცხორებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთა“, რომელიც შესულია „ქართლის ცხოვრებაში“, მოგვითხრობს დავით წინასწარმეტყველის ჩამომავლის, მართალი იოსების (რომელზეც დაწინდული იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი) ძმის, კლეოპას შთამომავლების შესახებ (კლეოპა ნათესავად ეკუთვნოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომელიც ასევე დავით წნასწარმეტყველის შთამომავალი გახლდათ). კერძოდ სუმბატ დავითის ძის მიხედვით: კლეოპას ძის, ქრისტეს ხორციელი ბიძაშვილის, ნაომის შთამომავალი სოლომონი შვიდ ძესთან ერთად მოვიდა კავკასიაში. შვიდ ძმათაგან ოთხი საქართველოში დამკვიდრდა (სუმბატ დავითის ძე, „ცხორებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთა“, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გონელი არახამიამ, თბილისი 1990). სუმბატ დავითის ძე წარმოგვიდგენს შთამომავალთა ნუსხას ადამიდან ქართლის ერისმთავარ გვარამამდე. თავიდან იგი იყენებს ბიბლიას და მათეს სახარებას. სუმბატ დავითის ძე მიუთითებს, რომ მართალი იოსების ძმა იყო კლეოპა, აქ მისი წყაროა ევსევი კესარიელის საეკლესიო ისტორია. მერე სუმბატ დავითის ძე გადმოგვცემს კლეოპას ძის, ნაომის შთამომავალთა ნუსხას გვარამამდე. მისი ცნობის მიხედვით იმ ხანებში, ანუ კლეოპას შთამომავალი სოლომონის შვიდი ძის კავკასიაში მოსვლიდან ცოტა ხანში, შეიკრიბნენ ქართლის დიდებულები და სოლომონის შვიდ ძეთაგან ერთ-ერთი, „სახელი
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | თ გუარამ განაჩინეს ერისთავად და ესე ქართლისა ბაგრატონიანნი შვილისშვილნი და ნათესავნი არიან მის გუარამისნი“.სუმბატ დავითის ძის ცნობას გუარამის „ერისთავად“ და „მერმე კურაპალატადცა“ გამორჩევის შესახებ ადასტურებს უფრო ადრინდელი, IX საუკუნის (შესაძლოა, კიდევ უფრო ადრინდელი) ძეგლი „მოქცევაჲ ქართლისაჲ“. თუმცა გუარამის გვარზე, დავით მეფსალმუნე მეფისგან მის წარმომავლობაზე, არაფერს ამბობს. ზოგი თვლის, რომ სუმბატ დავითის ძისთვის „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ წყარო იყო, რომლითაც სარგებლობდა. გვარამის ერისმთავრად გამორჩევა მოხდა მეექვსე საუკუნის ბოლოს (მკვლევარების აზრით, გუარამი ერისმთავრობდა 575-590 წლებში). როგორც ვთქვით, „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ გუარამის გვარის შესახებ არაფერს გვეუბნება, ჯუანშერის ცნობით კი გუარამი ბაგრატიონია: „„გუარამ იყო დედით ხოსროიანი და მამით ბაგრატოანი. და ესე ბაგრატოანნი შვილიშვილნი და ნათესავნი არიან ამა გუარამისნი“ („ქართლის ცხოვრება“, რედაქტორ-გამომცემელი ს. ყაუხჩიშვილი, ტ I, გვ. 218.). ჯუანშერისავე ცნობით, გუარამი არის „დისწული მირდატისი ვახტანგის (გორგასლის - გ. მ.) ძისა ბერძენის ცოლისაგან“ (იქვე). ე. ი. ჯუანშერის გადმოცემით გუარამი არის ვახტანგ გორგასლის შვილიშვილი ანუ ფარნავაზიანთა დინასტიის ნათესავი. საინტერესოა ისიც, რომ ჯუანშერის ცნობითვე მანამდე გუარამი „მთავრობდა კლარჯეთს და ჯავახეთს“ (იქვე). ბაგრატიონთა წარმოშობისა და ქართლში აღზევების შესახებ სხვადასხვა აზრი არსებობს. არის სხვადასხვა თეორიები. ზოგი თვლის, რომ ბაგრატიონები მხოლოდ IX საუკუნიდან გამთავრდნენ საქართველოში, ზოგი VI საუკუნეს ასახელებს. ზოგი დარწმუნებულია, რომ ბაგრატიონები არიან ძველი ქართლის მეფეების, ფარნავაზიანთა განშტოება. ზოგიერთი მათ ქართული პროვინცია სპერის (ბიზანტიურად ხალდიის თემის ნაწილი) წარმომადგენლებად მიიჩნევს. ქართული ეკლესია უკვე IX საუკუნის დასაწყისიდან (იქნებ მანამდეც) ოფიციალურად აღიარებს ბაგრატიონთა დავითიანობას (მათ ჩამომლობას წინასწარმეტყველი დავითისგან). „უდაბნოს ვარსკვლავად“ წოდებულმა დიდმა ქართველმა სასულიერო მოღვაწემ, გრიგოლ ხანძთელმა ასე მიმართა ქართლის ერისმთავარს და კლარჯეთის ხელმწიფეს აშოტ ბაგრატიონს (კურაპალატს): „დავით წინაჲსწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო! მეფობაჲ და სათნოებანიცა მისნი დაგიმკვიდრენ ქრისტემან ღმერთმან, რომლისათვისცა ამას მოგახსენებ: არა მოაკლდეს მთავრობაჲ შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა, ქვეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროჲს კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე“ (ქართული მწერლობა, I, გიორგი მერჩულე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, გვ. 545, თბილისი 1987). მანამდეც ეს ტრადიცია (თუ ცოდნა) იქნებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გრიგოლ ხანძთელი ასეთ სიტყვებს არ იტყოდა. ასეთივე იყო ქართული ეკლესიისა და იდეოლოგიის ოფიციალური ვერსია ბაგრატიონთა წარმომავლობაზე. ბაგრატოვანთა დავითიანობის თეორიას იცნობდა და გადმოსცემდა X საუკუნის მართლმადიდებელი ისტორიკოსი, ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (თუმცა, ეტყობა არ იზიარებდა). X საუკუნეში მონოფიზიტი არმენი ისტორიკოსი ჰოვაჰანეს დრასხანაკერტციც თვლიდა, რომ ბაგრატიონები დავითიანები არიან, მხოლოდ სუმბატ დავითის ძისგან განსხვავებულ ვერსიას იზიარებდა. კათოლიკეებიც იცნობდნენ ამ თეორიას. XVII საუკუნის პირველ მეოთხედში „პროპაგანდა ფიდეს“ დაარსების შემდეგ განახლდა კათოლიკურ მისიონერთა მოღვაწეობა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ჩვენს სამშობლოში. ამის შედეგად საქართველოში მოხვდა მისიონერი დონ კრისტოფორო დე კასტელი. ის წერდა: „ყველა აღმოსავლელს შორის უკეთილშობილესი, ასევე გამძვინვარებულ მებრძოლთა შორის უძლეველი ქართველი მეფის შესახებ. არავითარი ეჭვი არაა, თქმა არ უნდა, სინამდვილეა და ჩინებულიც, (
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | რასაც სხვა ეთანხმება), რომ, აღმოსავლეთის მეფეებთან შედარებით, მსოფლიოში ქართველთა ანუ იბერიის მეფე, როგორც ამას ერთხმათ აღიარებს სხვა ხალხი, შთამომავალია დავითისა, იესეს, სოლომონისაგან, ძე ზემოთქმული ვაჟის დავითისა. ეს მტკიცდება არა მხოლოდ ტრადიციით, არამედ სხვაგვარადაც“ (დონ კრისტოფორო დე კასტელი, ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ, ტექსტი გაშიფრა, თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ბეჟან გიორგაძემ, გვ. 191, თბილისი 1976).სხვაგან კასტელი ამბობს: „საქართველოს მეფე თავის თავს თვლის აღმოსავლეთის აბსოლუტურ მეფედ, მემკვიდრედ და შთამომავლად დავითისა და სოლომონისა და სხვა. აღმოსავლელები მას ასეთად მიიჩნევენ მაშინაც კი, როცა ომს აწარმოებენ და ანადგურებენ როგორც თურქები, ისე სპარსელები, რომელნიც (ე. ი. ქართველნი - გ. მ.) ამბობენ, რომ ვერ დაგვანგრევენ, რადგან წინასწარმეტყველი დავითისაგან მომდინარეობს ჩვენი შტოო და სხვა. ამბობენ, რომ იბერიის მეფეს მარჯვენა ბეჭზე ჯვრის გამოსახულება აქვსო...“ (იქვე, გვ. 96). ასევე: „საქართველოს მეფეები ტანად თითქმის დევკაცები (გიგანტები) არიან. აღმოსავლეთის (მეფეები) დავითისა და სოლომონის მოდგმისაა, რომელთაც ბევრი შვილი ჰყავდათ. იმავე ებრაელებმა მითხრეს და დაგვიდასტურეს, რომ ისრაელის მეფეს დავითს დიდი კვერთხი ჰქონია, რომლითაც შეეძლო სულთნისა და შაჰის დამარცხებაო. მოსკოველი ხელმწიფე მას უწოდებს ქრისტეს ტახტს. საქართველოს მეფე დავითის მოდგმისაა“ (იქვე, გვ. 77). ბაგრატიონთა დავითიანობას იზიარებს რუსეთის სამეფო ოჯახის ოფიციალური კანცელარია (თუმცა, რატომღაც არასწორ ინფორმაციას ეყრდნობიან) http://www.imperialhouse.ru/rus/history/persons/tsarina/2179.html (იხ. ჩემი წერილი“სიცრუე ბაგრატიონთა წარმომავლობის შესახებ რუსულ სამეფო საიტზე")... აქ ჩვენი მიზანი არ არის სხვადასხვა სამეცნიერო არგუმენტების მოტანა, რომლებიც დაგვიგროვდა ამ საკითხზე მუშაობისას. მათ სხვა დროს წარმოვადგენ. ამჯერად მინდა მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან, შეიძლება ითქვას, საკრალურ მინიშნებას, დამთხვევას თუ გამეორებას, ანალოგიას, ყოველ შემთხვევაში ძალიან საინტერესო ვითარებას მიაქციოს მკითხველმა ყურადღება, რომელსაც წარმოგიდგენთ ქვემოთ. გადავითვალე ნუსხა, სუმბატ დავითის ძის მიერ მოცემული გვარამის წინაპრების სახელები, და აღმოჩნდა, რომ გვარამ ერისმთავარი, პირველი ბაგრატიონი ხელმწიფე საქართველოში, იყო ქრისტეს ბიძაშვილის, ნაომის 28-ე შთამომავალი (იხ. ნუსხა), ანუ ქრისტედან (ქრისტეს ბიძაშვილ ნაომიდან) გვარამ ერისმთავრამდე ოცდარვა თაობაა (14+14). გვარამს ზოგიერთი წყარო მეფესაც უწოდებს: „მეოცდაცხრამეტე მეფე ქართლისა, კურაპალატი გუარამ ბაგრატოანი“... "მეფობდა კეთილად და უშფოთველად" (ჯუანშერი), თუმცა მაშინ მეფობა ჯერ არ იყო საქართველოში აღდგენილი. ერთი კია, იგი იყო სახელმწიფოს პირველი პირი, ერისთავთა თავი. გვარამი და მისი მემკვიდრეები მეფეთა ტახტზე სხედან. სუმბატ დავითის ძის მიხედვით, ნაომის მე-14 შთამომავალი იყო მიქია (გვარამის მე-14 წინაპარი, ქრისტედან მე-14 თაობა. იხ. სქემა). ჩემი აზრით, მას უნდა ეცხოვრა დიოკლიტიანეს მიერ ქრისტიანების სასტიკი დევნისას (303-304 წლების ედიქტები), წმიდა ელენე დედოფლის მიერ იერუსალიმში ქრისტეს ჯვრის აღმოჩენისა და მილანის ედიქტის გამოცემის დროს (313 წელი), როცა ქრისტიანობა წმიდა კონსტანტინე იმპერატორმა ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადა. ანუ თოთხმეტი თაობაა ქ
| ავტორი | რისტედან განსაკუთრებულ მოვლენებამდე - ქრისტიანთა სასტიკ, ბოლო დევნამდე და მილანის ედიქტამდე. მილანის ედიქტიდან, ასევე 14 თაობაა გვარამის ქართლში გაერისმთავრებამდე. „ცხორებაჲ მეფეთ-მეფისა დავითისი“ მოგვითხრობს, რომ დავით აღმაშენებელი იყო „სამეოცდამეათვრამეტე შვილი დავითისი“ (დავით მეფსალმუნის 78-ე შთამომავალი). ამ მონაცემის მიხედვით, დავით აღმაშენებლის მერვე წინაპარი, ანუ გვარამ ერისმთავრის მე-14 შთამომავალი იყო ადარნასე II კურაპალატი, რომელმაც ბაგრატიონთაგან პირველად გამოაცხადა თავი „ქართველთა მეფედ“, 888 წელს. იმ დროიდან ტაო-კლარჯეთის სამთავროს ქართველთა სამეფო ეწოდა. „ეს იყო არა მარტო ერთმეფობაზე პრეტენზია, არამედ ბაგრატიონთა სახლის სუვერენობისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია“ (ალექსანდრე ბენდიანიშვილი, ქართული ეროვნული სახელმწიფოს განვითარების ეტაპები, გვ. 55-56). მანამდე ბაგრატიონები ერისთავის, ერისთავთ-ერისთავის, ერისმთავრის, მამფალის, კურაპალატის, ხელმწიფის წოდებას ატარებდნენ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სხვადასხვა წყაროებში გაკრთება ხოლმე ცნობა ბაგრატიონთა „მეფობის“ შესახებ, მაგრამ წოდება „ქართველთა მეფე“ ბაგრატიონებმა სწორედ ადარნასე II დროს მიიღეს. „მატიანე ქართლისა“ აშოტს სათაურში უწოდებს „მეორმოცდაექვსე კურაპალატს“, ანალოგიით, როგორც სხვა მეფეებს (ანუ აქ კურაპალატის ტიტული მეფესთანაა გაიგივებული), ხოლო ტექსტში წერია „განადიდა უფალმან მეფობა აშოტ კურაპალატისა“. თუმცა მის წინა მმართველთ, მეფის ტახტზე მსხდომთ, იოვანეს და ჯუანშერს, ხოსროიანებს (სინამდვილეში ფარნავაზიანებს), „მატიანე ქართლისა“ „მეორმოცდახუთე მთავართ“ უწოდებს, ანუ იმ დროს მეფობა ქართლში ჯერ არ იყო აღდგენილი სპარსთა შიშით, თუმცა მეფის ტახტს მფლობელები ჰყავდა. ძალიან საინტერესოა, რომ გვარამ ერისმთავრის შთამომავალი ადარნასე II კურაპალატი, პირველი ბაგრატიონთაგანი „ქართველთა მეფედ“ გამოცხადებული, ქართული წყაროებზე დაკვირვებით („დავით აღმაშენებლის ცხოვრების“ უცნობი ავტორი და სუმბატ დავითის ძე) გამოდის დავით მეფსალმუნე მეფის სამოცდამეათე (70=7X10) შთამომავალი. „ბიბლიაში და სხვა საკრალურ წიგნებში 7 და 70 ენაცვლებიან ერთმანეთს და მსგავს სიმბოლურ დატვირთვას ატარებენ“ (თამაზ ჩხენკელი, „მშვენიერი მძლევარი“, „მროველის ცნობა და თვლის შვიდობითი სისტემა“, გვ. 360-361). 888 წელიც ძალიან სიმბოლური და საკრალურია. ერთ-ერთი ახსნით რიცხვი 888 ძველ ბერძნულ ენაზე იშიფრება, როგორც იესო: „სიბილურ წიგნებში მოხსენიებული 888, ბერძნულად დაწერილი „იჱსოჳს“ სახელის იზოფსეფიას წარმოადგენს“ (იქვე, გვ. 343). იზოფსეფია სიტყვის ან სახელის ასოთა რიცხვული ჯამია (იქვე, გვ. 332). „სათვალავითი კრიპტოგრაფიის ერთი სისტემა სიტყვათა მაგიერ სიტყვების ასოთა რიცხვითი მნიშვნელობის დასახელებაა, მეორე - სიტყვათა აზრის ასოების რიცხვითი ოდენობის ჯამით გამოხატვა, რასაც იზოფსეფია (Izopsephie ) ეწოდებოდა“ (ივანე ჯავახიშვილი, ქართული პალეოგრაფია, გვ. 132, თბილისი, 1949). სუმბატი წერს: „სოლომონ შვა შჳდნი ძმანი, რომელნი-იგი მოსცნა ღმერთმან ტყუეობასა შინა. და ესენი შჳდნი ძმანი, ძენი ამის სოლომონისნი, წარმოვიდეს ქუეყანით ფილისტიმით, ტყუეობით წარმოსულნი ჰურიანი და მოიწივნეს ეკლეცს წინაშე რაქაელ დედოფლისაჲ და მისგან ნათელ იღეს. და დაშთეს იგინი ქუეყანათა სომხითისათა და მუნ დღეინდელად დღედმდე შვილნი მათნი მთავრობენ სომხითს. და ოთხნი ძმანი მათნი მოვიდეს ქართლს: ხოლო ერთი მათგანი, სახელით გუარამ, განაჩინეს ერისთავად, და ესე ქართლისა ბაგრატონიანნი შვილისშვილნი და ნათესავნი არიან მის გუარამისნი... ...მას ჟამსა კათალიკოზი იყო მცხეთას სამოელ, და ერთად შეკრბა ყოველი ქართლი და გამოარჩივეს გუარამ, დავითის ნათესავისაგან“... ისტორიოგრაფიაში დადასტურებულია, რომ გუარამ ერისმთავარი და ნაწილი იმ ადამიანებისა, რომლებიც მოხსენიებული ჰყავს სუმბატ დავითის ძეს, რეალური პიროვნებები იყვნენ (კამათის საგანია გუარამ ერისმთავრის წარმომავლობა, გვარი). რაქაელ დედოფლის არსებობის შესახებ წყაროები შემორჩენილი არ არის. ამის გამო გონელი არახამია წერს: „რაქაელ დედოფალი, ლეგენდარული პიროვნება, მისი რეალურობა არ დასტურდება“ (სუმბატ დავითის ძე, „ცხორებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთა“, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გონელი არახამიამ, შენიშვნები. გვ. 61. თბილისი 1990.). „ეკლეცი არის „პროვინცია, რომელიც მდებარეობს ევფრატის ზემო წელზე. ძველბერძნულ, ბიზანტიურ და სომხურ წყაროებში იწოდება შესაბამისად: აკილისენა, კელცენა, ეკელეაც“ (იქვე. გვ. 61.). ეკელიაცი „დასავლეთ ევფრატის ხეობაშია, შეესაბამება ახლანდელ ერზინჯანის ოლქს“ (მოვსეს ხორენაცი „სომხეთის ისტორია“, ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ალექსანდრე აბდალაძემ. შენიშვნები. გვ. 274. თბილისი 1984 წ.). ეკლეცი ნახსენებია ფარნავაზის ცხოვრებაშიც. „წავიდა ფარნავაზ და მოტყვენა საზღვარი საბერძნეთისა ანძიანძორა, და ეკლეცით შემოიქცა, მივიდა კლარჯეთს, და წარმოვიდა მცხეთად სიხარულითა დიდითა“. ამ ფრაზის მიხედვით, ფარნავაზის დრო ს „საბერძნეთის“ საზღვარი იყო, ანუ „საბერძნეთი“ იყო ეკლეცის დასავლეთით მდებარე ანძიანძორა, რომელიც ესაზღვრებოდა ეკლეცს, ეკლეცი კი ქართლის ტეროტორია გამოდის ამ ტექსტით. მით უმეტეს, ძველად, ეკლეცი ქართველური ტომებით დასახლებული გახლდათ. ეკლეცი სპერის (მდინარე ჭოროხის სათავე-ზემო წელის შესართავების ქვეყნის) ოდნავ სამხრეთ-დასავლეთითაა, ანძიანძორა (ანძორეთი), როგორც ვთქვით, მის მეზობლად, დასავლეთით, დასავლეთ ევფრატის ზედა წელზე. მდინარე ჭოროხის სათავეები და სათავეების შესართავების სათავეები და ხეობები - სპერის ქვეყანაა. ძველი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანების - დიაოხის ნაწილი. მისი მოსაზღვრე იყო მოსხების ქვეყანა. მოსხებისა და თუბალების ქვეყანა ვრცელდებოდა დიაოხიდან უფრი სამხრეთით და სამხრეთ დასავლეთით, კაპადოკიისა და კილიკიის ჩათვლით და მოიცავდა შემდეგდროინდელ ეკლეცსაც (დაახლოებით ეკლეცი იყო მოსხებისა და დიაოხელ-ტაოხთა საზღვარი). სპერის ქვეყანა ესაზღვრება ეკლეცს, რომელიც დავითიანთა დაბრუნების დროს უკვე სომხებს ეკავათ, დრობით. იქვეა სპერის ქვეყნის ბაიბურთი, პლატონ იოსელიანი მას უწოდებს - „ისპირეთი“-ს. ბაიბურთიდან ახლოს ჩრდილო-დასავლეთით, ერზინჯანიდან ახლოს ჩრდილოეთით არის ქალაქი გემუშთენე, ძველი ქალაქი ქალდეა. ქვემოთ ვნახავთ, რომ ივანე ჯავახიშვილის მიხედვით მთელი ეს მხარეები არის ქალდეას ტერიტორია.სხვათა შორის, შესაძლოა, ამიტომაც ითვლებიან ბაგრატიონები სპერიდან გამოსულებად. შესაძლოა, ადრე ეკლეცი სპერის ნაწილი იყო. სახელი რაქელი (მივაქციოთ ყურადღება რომ ძველი და ახალი აღთქმის ძველ ქართულ თარგმანებში ეს სახელი გამოიყენება ფორმით - „რაქელ“ და არა „რაქაელ“), როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რამდენიმეჯერ არის ნახსენები ძველ აღთქმაში. გავიხსენოთ, რაქელი იყო ცოლი იაკობისი, რომელსაც ეწოდა ისრაელ, ანუ იგი იყო ერთ-ერთი დედამთავარი (და დედობილი) ისრაელელთა. სახელი რაქელ მოხსენიებულია ახალ აღთქმაშიც: „მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყვის: ხმაჲ ჰრამაჲთ ისმა გოდებისა და ტირილისა და ტყებისაჲ მრავალი; რაქელ სტიროდა შვილთა თვისთა და არა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა არიან“ (მათეს სახარება, 2. 18.). მაშასადამე, რაქელი არის სიმბოლური დედა თუ დედობილი ისრაელისა. ჩემი აზრით, სუმბატ დავითის ძის მიხედვით ქართლში მოხდა სიმბოლური გამეორება, ანალოგია ისრაელის მამამთავართა დადგინებისა. დედოფალმა რაქაელმა (ახალმა რაქელმა) ტყვეობიდან წამოსული შვიდი ძმა დავითიანი შეივრდომა, გახდა მათი ნათლია, სიმბოლურად დედობილი, სულიერი დედა. ზოგიერთს შეუცვალა სახელი, - სახელის შეცვლა ერთგვარი ტრადიციაა მამამთავრებისა და დედამთავრისთვის, ძველ აღთქმაში (აბრამ - აბრაჰამ, სარა - სარრა, იაკ ობ - ისრაელ), სხვა ცხოვრების დაწყების სიმბოლოა, აღმატებული ხარისხის, ტიტულის მინიჭებაა (ზენონ კოსიდოვსკი, ბიბლიური თქმულებები, გვ. 40, თბილისი 1976), - და გაამთავრა (ერთი დაისიძა თავად, ორი სომეხთა მეფეებს დაამძახლა, ოთხი საქართველოში დამკვიდრდა).ძალიან საყურადღებოა ისიც, რომ სოლომონის შვიდნი ძენი, სუმბატ დავითის ძის მიხედვით, არიან აბრაამის, რომელიც მდინარე ევფრატზე მდებარე ქალაქ ურიდან წავიდა, 70-ე შთამომავლები (7X10). ასეა გადათვლით. „ეკლეცი“ ასევე შეგვიძლია ვიგულისხმოთ როგორც „ეკლესია“. სიმბოლურად ეკლესიაში ახალმა დედამთავარმა, დედოფალმა (დედა უფალმა (უფალი მთავარს, უფროსს ნიშნავს), ახალმა რაქელმა მდინარე ევფრატის (ყოფილი ურარტუს) სათავეების ტერიტორიაზე გააქრისტიანა ჰურიასტანის (იუდეას) ევფრატელი, ბეთლემელი იესეს ძის, დავითის შთამომავლები - ურიები (ჰურიანი), ურარტუს ტერიტორიაზე, რომელნიც ასევე მდინარე ევფრატთან მდებარე ქალაქ ურის მცხოვრების აბრაამის შთამომავლები არიან. უნდა გავიხსენოთ, რომ სოლომონის და მისი ვაჟების წინაპარი წმიდა მეფე „დავით იყო ძჱ კაცისა ევფრათელისა; ესე იყო ბეთლემით ჰურიასტანით და სახელი მისი იესე“ (პირველი მეფეთა, 17. 12. „ქართული ლექციონარის პარიზული ხელნაწერი“. ტ. I, ნაწ. I). სხვათა შორის, ევფრათისაკენ მიმავალ გზაზე, ბეთლემში მშობიარობას გადაჰყვა რაქელი და დაიმარხა იქვე (დაბადება, 35. 16-20). როგორც ვთქვით, ეკლეცი მდინარე ევფრატის ნაპირებზეა, მის ზემო წელზე (დასავლეთ ევფრატი, კარა-სუ). ეს არის ევფრატისა და ტიგროსის შუამდინარეთის ჩრდილო ნაწილი, ქალდების (ლაზების) განსახლების არე, ჯერ დიაოხის, მერე ნაირის ქვეყნის, ურარტუს, მერე კოლხას ტერიტორია. გავიხსენოთ, ურარტუს მთავარი ღმერთი იყო ხალდი. ეს კავკასიის ტერიტორიაა, მტკვარ-არაქსის შუამდინარეთის კულტურის გავრცელების არეალიც. სხვათა შორის, მტკვარ-არაქსის კულტურის არეალი პალესტინასაც სწვდებოდა. მტკვარ-არაქსის კულტურა გაცილებით ძველი მოვლენაა (ძვ. წ. IV ათასწლეულის შუა - ძვ. წ. 2 400 წ. (ადრინდელი ბრინჯაოს ხანა), ვიდრე არმენების მოსვლა კავკასიაში (ძვ. წ. VI საუკუნე). მანამდე ამ ტერიტორიაზე ალაროდიული (კავკასიური) ეთნოსი მკვიდრობდა). სუმბათ დავითის ძის მიხედვით, დროის ამ მონაკვეთში არის გამეორება (დამთხვევა, ანალოგია) სახელწოდებისა „ევფრატი“. როგორც ვთქვი, ბიბლიის მიხედვით, ისრაელის დედა და დედობილი იყო რაქელი. რაქელის ქმარს იაკობ-ისრაელს ჰყავდა თორმეტი შვილი, ისრაელის თორმეტი ტომის მამამთავარი, ზოგი რაქელის შვილი იყო, ზოგი შვილობილი (დაბადება. 29-35). ანუ ისრაელი თორმეტი ნაწილის ერთიანობაა, თორმეტი ტომის. შემთხვევითი არ არის რომ, სოლომონის ძენი არიან შვიდნი , ანუ ახალ რაქელს ჰყავდა შვიდი ნათლული (შვილობილი). საქართველოს სამეფოც შვიდი სამეფოს ერთიანობაა, „შვიდ სამეფოდ განწესებული“ (უცნობი ავტორი, „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“) და სხვა. სომხეთში გამთავრებულმა დავითიანებმა ვერ შეინარჩუნეს სამეფო ტახტი (ები). მერე საქართველომ გააერთიანა თავის სახელმწიფოში საქართველო, სომხეთის დიდი ნაწილი და მთელი კავკასია. ანუ სიმბოლურად სოლომონ დანის ძის შვიდი ვაჟის სამფლობელოები. ანუ, ახალი რაქაელი, სიმოლურად არის შვიდი ნაწილისგან დიდი საქართველოს შემქმნელთა დედობილი.აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს თორმეტი მამამთავარიც ჰყავს, - როგორც ისრაელს, - ათორმეტი ასურელი მამა, რომლებიც სოლომონ დანის შვიდ ძეზე ცოტა ადრე მოვიდნენ საქართველოში. ასევე თორმეტი დედამთავარიც, საქართველო სახელმწიფოებრივად გაქრისტიანებულია მოციქულთასწორი წმინდა ნინოს მიერ, რომელიც საქართველოში მოღვაწეობის მეშვიდე წლიდან, თავის თორმეტ მოწაფე დედაკაცთან ერთად მოქმედებდა. (იხ. ჩვენი წერილი „მართლმადიდებლური საკრალური გეოპოლიტიკა V-VI საუკუნეების საქართველოში"). გარდა ამისა, საქართველოს წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი იყო სუზერენი თორმეტი მეფისა - „ვის ნაჭარმაგევს მეფენი, თორმეტნი პურად დამესხნეს“ (იხ. ჩვენი წერილი „ქართველი ერი - ღვთის რჩეული ხალხი“). ხაზგასმით აღვნიშნოთ - თორმეტი ძველი ისრაელის თორმეტ მამამთავარს, ისრაელის თორმეტ ტომს, მაცხოვრის თორმეტ მოწაფეს ანუ ახალი ისრაელის თორმეტ მოციქულს და მთელს სამყაროს უკავშირდება, რომლის დედაა ღვთისმშობელი. V საუკუნის ეთიოპურ „მიძინების წიგნში“ ყოვლადწმინდა მარიამი მოხსენიებულია შემდეგნაირად: „ო, დაო ჩვენო, შენ რომელი გახდი დედა მთელი ქვეყნისა“, სხვაგან: „მარიამ, ჩვენო დაო, რომელიც გახდი დედა თორმეტისა“ (ბ. ჩოლოყაშვილს, ქართულენოვანი ეკლესია..., მითითებული აქვს: Stephen J. Shoemaker, Ancient Traditions of the Virgin Mary’s Dormition and Assuption, 2003, გვ. 314 და 316, Oxford.). ძალიან საინტერესოა ისიც, რომ მეფე ისრაელისა, დავითი, უფალმა გამოარჩია ისრაელის რელიგიური ლიდერის, წინასწარმეტყველი სამოელის ხელით. ასევე, ქართლის პირველი ბაგრატიონი ხელმწიფე, გვარამი გამოირჩა ქართლის კრებაზე (სუმბატ დავითის ძე, „ცხორებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთა“), რომელსაც, სავარაუდოდ, ესწრებოდა მაშინდელი კათალიკოსი (ალბათ, თავმჯდომარეობდა კრებას, როგორც მამამთავარი, ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი მისი ლოცვა-კურთხევით მოხდებოდა). მეცნიერები თვლიან რომ გვარამის არჩევა მოხდა 575 წელს ქრისტესშობიდან. ზუსტად ამ დროს 575-582, წლებში ქართლის კათალიკოსი იყო სამოელ III. ამას ადასტურებს უფრო ადრინდელი (IX ს.) ძეგლიც „მოქცევაჲ ქართლისაჲ“: „და კათალიკოზი იყო სამოველ და ნელად-რე შეკრბა ქართლი. და განაჩინეს ერისთავად გუარამ და მერმე - კურაპალატადცა. ამან დადვა საფუძველი პატ იოსნისა ჯუარისაჲ და ამას ზევე იყო კათალიკოზი სამოელ სხუა“ (ძველი ქართული მწერლობის ძეგლები, I, შატბერდის კრებული „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, გვ. 326, თბილისი 1979, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა).მეცნიერები „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ სხვადასხვა დროის ზეპირი თუ წერილობით გადმოცემების კრებულად თვლიან. IX საკუნეს ამ ეპიზოდთა ლიტერატურული გამთლიანების თარიღად მიიჩნევენ. თხზულების პირველი ნაწილი VII საუკუნეზე გვიან არ უნდა იყოს შედგენილი და მის ავტორს უფრო ძველი წყაროებითაც უნდა ესარგებლა („ქართული მწერლობა“). მეტიც, ქართულ მეცნიერებაში „გამოთქმული ვარაუდი იმის შესახებ, რომ VII ს. შუა ხანები „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ შექმნის კი არა, არამედ მისი ერთ-ერთი რედაქტირების დროა, მტკიცე საფუძველს იძენს: V საუკუნის მიწურულისათვის აღნიშნული ძეგლის არსებობა ფაქტია“ (ჩხარტიშვილი მ. ქართული ჰაგიოგრაფიის წყაროთმცოდნეობითი შესწავლის პრობლემები / „ცხორებაჲ წმიდისა ნინოჲსი“, თბილისი 1987 წ.). მაშასადამე, უფლის მიერ გვარამის გამორჩევის დროს ქართლის რელიგიურ ლიდერს ერქვა სამოელი, ისევე როგორც დავითის გამორჩევის დროს ისრაელის რელიგიურ ლიდერს ერქვა სამოელი (ბიბლია, პირველი მეფეთა). აქაც ისრაელის (ღვთის რჩეული ერის მეფის დადგინების) ანალოგიასთან გვაქვს საქმე. ძველ შუამდინარეთში უძველეს შუმერის ცივილიზაციას ჩაეყარა საფუძველი. მეცნიერთა ერთ ნაწილს შუმერული ენა ქართველური ენის მონათესავედ მიაჩნია. უამრავი პარალელია დაძებნილი შუმერულსა და ქართულს შორის. თუმცა, ჯერჯერობით ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა. შუმერში შეერწყა ერთმანეთს სხვადასხვა ეთნიკური და რასობრივი ელემენტები. შემდეგ დადგა სემიტური აქადის მოდგმის ხანა. აქადის კულტურა დაემყნო შუმერულ კოსმოგონიას, მითოსს, მეცნიერებას... ბიბლიაში შეიმჩნევა შუმერული ცოდნის გადმოტანა. თუნდაც არაფერი აკავშირებდეს ქართველობას, ქართლს შუმერთან, მაინც საინტერესოა, რომ ზოგი ვარაუდით, შუმერის ქვეყანა იყო პირველი ქალდეა. ამ შემთხვევაში პირველს ვუწოდებ იმიტომ, რომ არსებობს სხვა ქალდეებიც. თუმცა, ქვემოთ მოტანილი ივანე ჯავახიშვილის (და არა მხოლოდ მისი) აზრით, პირველი ქალდეა უფრო ჩრდილოეთით იყო და არა შუმერში. თუმცა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება არც ჰქონდეს. რადგან, საქართველოს ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიას, ყოფილი მოსხების ტერიტორიის ჩრდილო ნაწილს, ყოფილ დიაოხის (დაიაენის) სახელმწიფოს სამხრეთ მხარეს, მერე კოლხეთის სამხრეთ-დასავლეთს, დღევანდელ ლაზეთს (და ლაზეთთან ერთად სპერს, ტაოს, ბასიანს, ასევე დღევანდელ არზრუმს, ერზინჯანს) ძველად ერქვა ხალდია (ქალდეა), იქ ცხოვრობდნენ ქართველური წარმოშობის ტომები, მათ შორის - „ხალდ-ხალიბები“. როგორც ზემოთ ვთქვით, იქვე, ჭოროხის სათავეებთან იყო ქალაქი ქალდეა. საქართველოში არაერთ გეოგრაფიულ ადგილს ჰქვია ეს სახელი: „შუა ლაზეთში, ამჟამად თურქეთის საზღვრებში მოქცეულ დაბა ოფის ზონაში, რიზესა და სურმე ნეს შორის მდებარეობს პუნქტი ხალდი და ხალდის მთა; მდინარე ოფის წყლის სათავეებშია პუნქტი ხალდიზენა (ზენა ხალდი) - ზემო ხალდი. ოფის წყლის ზემო შენაკადს ეწოდება ხალდიზენის ხევი, მთებს კი - ხალდიზენის მთები;საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებშიც რამდენიმე ხალდე დასტურდება: კავკასიონის კალთებზეა მყინვარი ხალდე და მდინარე ხალდეჭალა; აქვეა სოფელი ხალდე“ (ტარიელ ფუტკარაძე, ქართველები, გვ. 173, თბილისი 2005, ქართულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე). ჩვ. წ. აღ-მდე მეორე ათსწლეულის დასასრულიდან ეს ტერიტორიები და ამ მიწებზე მცხოვრები ქართველური ტომების გარკვეული ნაწილი შედიოდნენ უძველესი ქართული სახელმწიფოს დიაოხის (ასურულად დაიაენი, ბერძნულად ტაო) გაერთიანებაში. დიაოხის განადგურების შემდეგ ამ ტერიტორიების ჩრდილო ნაწილი დაიკავა კოლხამ, სამხრეთი კი ურარტუმ. ურარტუს განადგურების მერე აღნიშნული მიწების დიდი ნაწილი შევიდა კოლხეთის (მერმინდელი ლაზეთის) სახელმწიფოში. შემდეგ პონტოს სახელმწიფო დაეპატრონა ამ მიწების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს. მას შემდეგ, რაც ტრაპიზონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე კონტროლი დააწესა ჯერ რომმა და მერე დარჩა ახალ რომს (ბიზანტიას), ამ ტერიტორიას ხალდიის თემი უწოდეს. VIII საუკუნიდან ბიზანტიელები ამ თემს უკვე ლაზიკეს უწოდებენ. ძველი ქართველი ავტორები თუ მთარგმნელები ამ მხარეებს მეგრელთა ქვეყნად მოიხსენიებენ. თავად სუმბატ დავითის ძის მიხედვით – ქალდია ლაზეთია, მისი თქმით ბასილი II კეისარმა (ბულგართმმუსვრელმა), მოერიდა რა პირდაპირ ბრძოლას გიორგი I-თან, საქართველოს სამეფოს მიწები, თრიალეთი, ჯავახეთი და არტანი, ბოროტად მოაოხრა, „და წარვიდა და დაიზამთრა ქუეყანასა ხალდიასა, ქალაქსა ტრაპიზონტას“. იოანე საბანისძის მიხედვით აფხაზეთის საზღვრებია: „საზღვარ მათდა არს ზღვაჲ იგი პონტოისაჲსაჲ, სამკვიდრებელი ყოვლადვე ქრისტიანეთაჲ, მისაზღვრამდე ქალდიაჲსა, ტრაპეზუნტიაჲ მუნ არს, საყოფელი იგი აფსარეაჲსაჲდა ნაფსაჲს ნავსადგური“ (ქართული მწერლობა, I, იოვანე საბანისძე, ჰაბოს წამება, გვ. 454, თბილისი 1987). მ. ხორენაცისთვის პონტოს სამეფოც და ისტორიული კოლხეთიც ქართველთა ქვეყანაა, ხოლო პონტოს მეფე მითრიდატე - ქართველი (ტ. ფუტკარაძე, იქვე, გვ. 111-116). თავად ტოპონიმი „ქართლი“, ქართველთა ეთნონიმი „ქართველი“, ქალდს უკავშირდება (ქალდ-ქართ). ილია ჭავჭავაძე (ი. ჭავჭავაძე, 1941, გვ. 376), ნიკო მარი, ივანე ჯავახიშვილი, კირიონ კათალიკოსი, სიმონ ჯანაშია (ს. ჯანაშია, III, 1959, გვ. 195), ს. ყაუხჩიშვილი, გიორგი მელიქიშვილი (1954. გვ. 28-29), ტარიელ ფუტკარაძე და სხვები. ალ. ჯაფარიძის აზრით (1994, გვ. 31-33), ბიბლიური და ისტორიული ქალდეა ებრაელთა და ქართველთა ისტორიული სამშობლოა... „აბრაამის მამის - თარას - ქალდეველთა ურიდან გამოსვლის დროისათვის ქალდეა მართლაც ქართველთა წინაპარი ტომებით ყოფილა დასახლებული“ (აქ ხაზი ჩვენია - გ. მ.). ქალდეველების სახელით სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ხალხია მოხსენიებული. მაგ. „ქართლის ცხოვრება“ (ბენთურქების ეპიზოდში) ქალდეველებად ბაბილონელებს, ასურებს თვლის. სხვაგან ქალდეველებად სპარსებია სახელდებული. ენათმეცნიერ ტარიელ ფუტკარაძის აზრით, „აღრევის სათავე ადრეულ ეპოქაშია საძიებელი: ჩანს, ძველ წყაროებში ქალდეა/ქალდია წინა აზიის ეთნოპოლიტიკური ცენტრის აღმნიშვნელი იყო ამავე რეგიონის ავტოქტონი ხალხების ენაში; შემდეგ ეს სახელი შემორჩა როგორც ქართველურ-კავკასიურ მკვიდრ ხალხებს, ასევე ინდოევროპელთა თუ სემიტთა ერთ ნაწილს. შდრ., ქალდეელები (კალდუ) – ისტორიულად არსებული მომთაბარე, არამეულად მოლაპარაკე სემიტი ტომები ძვ. წ. I ათასწლეულში, რომლებიც ბაბილონის სამხრეთით დამკვიდრდნენ ძვ. წ. IX საუკუნიდან; შდრ., აგრეთვე, ბეირუთის ახლოს მდებარე სოფელი ხალდე“ (ტ. ფუტკარაძე, იქვე, გვ. 167).გარდა ამისა, ჩემი აზრით, შესაძლოა ქართულ და სხვა ტექსტებში თუ ენებში (ძველ სამყაროში) ქალდი, ქალდეველი, კალდუ, იმთავითვე ძალიან გონიერი, სიბრძნის მატარებელი ხალხის აღმნიშვნელ სიტყვად, მცნებად იქცა. მერე კი ქალდი, ქალდეველი, კალდუ ასტროლოგების, ქურუმების, გრძნეული ხალხის, ზოგადად სიბრძნისა და გრძნეულების აღმნიშვნელ ტერმინად გარდაიქმნა (მაგ. колдун). ქართული ქალდეას მეზობლად არსებული ხურიტული ურარტუს უზენაესი ღმერთი იყო ხალდი. ასევე უნდა ყოფილიყო, ალბათ, ქალდეაშიც. ხურიტების ნაწილი ქართველებს შეერწყა (ზოგი ხურიტებს და კავკასიელ ხალხებს ნათესავებად თვლის). ტომის, ტერიტორიის თუ ღვთაების სახელიდან წარმოიქმნა ქართველური ტომების ქალდების, მერმინდელი ლაზ-ჭანების და ტაოხების სახელწოდება ქალდები. „ღვთაების სახელისგან ეთნონიმისა და ქორონიმის წარმოქმნა უჩვეულო მოვლენა არ არის ძველ სამყაროში. შდრ., მაგ., ღვთაება ასური, ხალხი - ასურები და ქვეყანა ასურეთი (ტ. ფუტკარაძე, იქვე, გვ. 170). გავიხსენოთ ათენა და ქალაქი ათენი. ბეჟან მესხი თვლის, რომ არმენების სახელწოდება ნაწარმოებია ღმერთ აჰრიმან-იდან (აჰრიმან>არიმან>არმენ). პირველი ქალდეადან, ქალაქ ურიდან, ქალდეველთა ურიდან, ქალდეადან, წავიდა აბრაამი ოჯახთან ერთად. მას ჰქონდა ცოდნა ერთი ღმერთის შესახებ. ქალაქი ური მდებარეობდა მდინარეებთან, ტიგროსთან და ევფრატთან, თუმცა მათ ქვედა წელზე (გავიხსენოთ, რომ მეფსალმუნე დავით მეფის მამა, იესე არის „კაცი ევფრატელი“, მერე დავითის შთამომავლები ეკლეცში მოვიდნენ, რომელიც ევფრატის სანაპიროზეა (იქნებ სახელებიც თან წაიღეს აბრაამის დროიდან?). თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უძველესი ქალდეას მდებარეობის შესახებ არის სხვა ვარაუდიც: ივანე ჯავახიშვილი წერდა: „დასასრულ, ურ-კაშდიმ“-ის შესახებ. იქ ცხოვრობდა, სხვათა შორის, მამათმთავარი აბრაჰამი. რომელ ქვეყანას ჰგულისხმობდა „დაბადების“ დამწერი, ან მისი წყარო, როდესაც ამ „ურ-კაშდიმ“-ს იხსენიებდა, ჯერ კიდევ საცილობელია. ამ საკითხის გამოსარკვევად მრავალი მასალები აქვს შეკრებილი დ ი ლ ლ მ ა ნ ს. ზოგს „ურ" სამხრეთ ბაბილონში ევფრატის პირას მდებარე დაბა „მუღიერად“ მიაჩნია, რომელსაც წინათ „ურუ“ ერქვა (Holzinger Genes is 118-119), მაგრამ ისეთი აზრიც არსებობს, რომ „ურ-კაშდიმ“-ად ის ადგილია ნაგულისხმევი, სადაც თქმულებისამებრ ვითომც ნოეს კიდობანი გაჩერდა. ესე იგი არარატის სანახები (იქვე 119). უკანასკნელი აზრი, ვგონებ, უნდა სიმართლესთან ახლო იყოს იმიტომ, რომ ამ სიტყვის მეორე ნაწილი „ქაშდიმ“ ქართველების სახელია: კაშდიმ=კასდივ=ქართ-ივ. აქ ი მ და ი ვ მრავლობითი რიცხვის (=ებ) ნიშანია. ამგვარი ბგერათა ცვლილება „შ“-ის „ს“-ად, ხოლო შემდეგ „რ“-ედ ქცევა ქართულში ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგ., შჯული=სჯული=რჯული. მაშასადამე, დაბადების „კაშდიმ" ქართებსა ნიშნავს, ხოლო „ურ-კაშდიმ“ ურარტუს ქართებს“. ამგვარად, საკუთარი სახელების შესწავლამ დაგვანახა, რომ ვითომც მრავალი სხვადასხვა ქართველი ტომების სახელები სულ რამდენიმე ძირითადი სახელისგან არის წარმომდგარი. ჩვენი ეროვნების სხვადასხვა ტომთა სახელებში ჩვენი ერის უუძველეს ბინადრობისა და სამშობლოს სახელია შემონახული. ავიღოთ, მაგალითად, სიტყვა „ქართველი“; „ელი“ სადაურობის ანუ ჩამომავლობის აღმნიშვნელი საკვეცია, როგორც, მაგ., გორელი, თელაველი, ჯიხაიშელი, ოკრიბელი და სხვა ყველა ეს მაგალითები გვიჩვენებენ, რომ საკვეცი „ელი“ ქვეყნის ანუ ადგილის სახელს ემატება ხოლმე (გორი, თელავი, ჯიხაიში, ოკრიბა); მაშასადამე, სიტყვა „ქართველის“ პირველი ნაწილიც „ქართუ“ ქვეყნის სახელი უნდა იყოს. განვიხილოთ ეხლა კარდუხების სახელი, რომელთა ქვეყანაშიც მდ. კინტრიტი (კინტრიშის მოსახელეა) დიოდა. სიტყვა „კარდუხი“-ც ჩვეულებრივ ეროვნების აღმნიშვნელ საკვეც „ხი“-თ ბოლოვდება; ამ სიტყვის პირველი ნაწილიც უნდა ქვეყანასა ნიშნავდეს; ავიღოთ, მაგალითად, სახელი ტაოხი, კოლხი; ორივეს რომ საკვეცი მოვაშოროთ, რჩება ტაო - იმ ქვეყნის სახელი, რომელსაც სომხები, „ტაიქ“-ს ეძახდნენ და ჭოროხსა და თორთუმის წყალს შორის მდებარეობდა. მაშასადამე, ტაოხი უდრის ტაოელ ტომს. სიტყვა „კოლხი“-საც რომ საკვეცი მოვაცილოთ, დაგვრჩება „კოლ“, იგივე კოლა, იმ ქვეყნის სახელი, საცა მტკვრის სათავეა. მაშასადამე, ზემომოყვანილი მაგალითები გვიჩვენებენ, რომ სიტყვა „კარდუ"-ც ქვეყანას უნდა ნიშნავდეს და „ქართუ"-ს უდრის; განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მეორე სიტყვაში ფშვინავი თანხმოვნები ზის: „კ“- ანის მაგიერ „ქ“-ანი, ხოლო „დ“-ონის მაგიერ „თ“-ანი. კარდუხი, როგორც ვიცით, ერთ-ერთი მეგრულ-ჭანური შტოის სახელია. ამგვარად, დაკვირვებამ დაგვარწმუნა, რომ ქართ-მეგრული შტოს ტომების საკუთარ სახელებში (ქართუელი, კარდუხი) ერთი და იგივე ქვეყნის სახელი გვხვდება: იგი არის ქ ა რ თ უ ანუ კ ა რ დ უ. რაკი ამ ქვეყნის სახელი ორივე შტოის ტომების სახელწოდებაში მოიპოვება, უეჭველია, იგი ქართველების თავდაპირველი საერთო სამშობლო უნდა ყოფილიყო. ამ სამშობლოს ხსოვნა მესამე შტოს წარმომადგენელს სვანებსაც აქვთ შერჩენილი. სვანეთში ეხლაც მოიპოვება რამდენიმე სოფლის საზოგადოება, რომელსაც „ჴალდუ“ ანუ ხ ა ლ დ ე ჰქვია. ერთი სიტყვით, ხალდე ანუ ქ ა რ თ უ ჩვენი ეროვნების თავდაჭირველ სამშობლოდ უნდა ჩაითვალოს. ეს კ ა რ თ უ ანუ ქ ა რ თ უ განთქმული ქვეყანა ქალდეა არის; ტუკლატ-ადარ I-ის 1275 (ქრ. წ.) წარწერაში იგი „ქვეყანა კ ა რ დ უ-დ“ იწოდება სწორედ ისე, როგორც ამ ქვეყნის სახელი კარდუხების საკუთარ სახელწოდებაშია შესული. რასაკვირველია, ქართველებს ქალდეაში უუძველეს დროს უნდა ეცხოვრათ.“ (ი. ჯავახიშვილი, ქართველთა სხვადასხვა სატომო სახელები, სამშობლო და უძველესი ბინადრობა: ქართველი ერის ისტორია, წ. I, მეოთხე გამოცემა, 1951, გვ. 402 (წერილი გადმობეჭდილია „ქართველი ერის ისტორიის" მეორე გამოცემიდან, რომელიც 1913 წ. გამოვიდა). მაშასადამე, ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, ქალდეა და მისი ქალაქი ური იყო უფრო ჩრდილოეთით, ვიდრე გაბატონებული აზრის მიხედვით, თითქოს ის ევფრატის ქვემო დინებასთან მდებარეობდა. ივანე ჯავახიშვილისა და მის მიერ დასახელებული მეცნიერების აზრით, ქალდეა იყო არარატის მთიდან მოყოლებული დასავლეთით, სამხრეთ-დასავლეთით, ჩრდილო-დასავლეთით და ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიებზე (ევფრატის, ტიგროსის, მტკვრისა და არაქსის სათავეების ტერიტორიები, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევფრატის ხეობები და უფრო დასავლეთით და სამხრეთით). ზოგადად, მტკვარ-არაქსის ზედა წელების შუამდინარეთი და ტიგროს-ევფრატის ზედა წელების შუამდინარეთი და ევფრატის დასავლეთით და სამხრეთით მდებარე ტერტორიები. სადაც, ივანე ჯავახიშვილის თქმით, კაპადოკიამდე, კილიკიამდე, ცხოვრობდნენ ძველი მესხები, ასევე, ქართველური თობალის ტომები, ასევე ხალდები (ქალდები). სადაც, შემდეგ, ჩრდილოეთის მხარეებში, არსებობდა ჩვენი დიაოხი, შემდეგ, ასევე ურარტუ (ურარტუში ერთ-ერთ მთავარ ღმერთს ერქვა ხალდი). ამავე ტერიტორიაზეა ეკლეციც. დიაოხის სამხრეთ-დასავლეთი ტერიტორია მოიცავდა ან ესაზღვრებოდა მერმინდელ ეკლეცს. ძველი მესხების საცხოვრისის ნაწილს.სადაც, ჩრდილოეთის მხარეში, ჩვენ ვიცით, შემდეგდროინდელი, ბიზანტიიის ხალდიის თემი (ჭანეთი, ლაზეთი), ქალაქი ქალდეა (ტრაპიზონის სამხრეთით), სადაც შემდეგ, ჩრდილოეთის მხარეში დაარსდა ქართ-ქვეყანა. ქალდეა საკმაოდ ტერიტორიას მოიცავდა. ივანე ჯავახიშვილი მას უწოდებს ქართველების წინაპრების პირველსაცხოვრისს. დაახლოებით იგივეს ამბობს ებრაელი ქართველი მკვლევარი იცხაკ დავიდი: „დაახლოებით 1700 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე, აბრაამი გამოვიდა ჩრდილოეთ მესოპოტამიიდან და ეს კი გახლდათ სამხრეთ კავკასიის ტერიტორია. სწორედ აქედან მოდის ებრაელთა მამამთავარი ჰაბირუს ტომებთან ერთად და სახლდება ქანაანის ქვეყანაში“ (https://euronews.ge/სად-მიდის-ქართველების-ბი/?fbclid=IwAR3jy9FV1aB_mQlaUQJE1Ln5BL12SUY_L0lwbO4Podd2KRYTk0Igk_E_pYk). გარდა ამისა, არის ვარაუდი, რომ ური შეიძლება რამდენიმე ქალაქს ერქვა. ქალდეის ურიდან, ჩვენი წინაპრების პირველსაცხოვრისიდან (ან თუნდაც, სამხრეთის, შუმერების ქალდეადან, სხვა ქალდეადან, მაგრამ, მაინც ქალდეადან) წასული აბრაამი არ იყო მაინცდამაინც ებრაელი, დავაზუსტოთ - ისრაელი (ისრაელელი). ისრაელი მის შთამომავლობას ეწოდა. ბიბლიის მიხედვით, აბრაამი გახდა ხალხთა მამა (აბრაჰამ - ხალხთა მამა). მისი წიაღიდან გამოვიდა (მისი სხეულიდან, მისი თესლიდან წამოვიდა) ისმაელი - თორმეტი ტომით (არაბები), ისრაელი - თორმეტი ტომით (ანუ ებრაელები) და სხვა (წიაღი ნიშნავს კალთას, უბეს, სხვა შინაარსით, „აბრაჰამის წიაღი“ ძველ და ახალ აღთქმაში ნიშნავს საიქიოს, სადაც მართალნი განისვენებენ). ქვეყანას, სადაც აბრაამი გადასახლდა ქალდეველთა ურიდან, ერქვა ქანაანი, შემდეგ მას პალესტინა უწოდეს, ჩვ. წ. აღ.-მდე XIII საუკუნეში იქ ფილისტიმელთა ტომი ცხოვრობდა. აქ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აბრაამის შთამომავლები გახდნენ აღნიშნული ხალხების მეთაურები, წინამძღოლები. როგორც ვთქვით, აბრაამის თესლიდან, აბრაამის წიაღიდან გამოვიდა იაკობ-ისრაელი და მისი შთამომავლობა. აბრაამის შთამომავალი დავითი, აბრაამიდან 14 თაობის მერე, გამეფდა ისრაელში (დიდი მოვლენიდან - აბრაამის გამოსვლა, დიდ მოვლენამდე - დავითის გამეფება 14 თაობაა). მერე კი მისი შთამომავლები მოვიდნენ საქართველოში (მათი შთამომავლობა, როგორც ძველ აღთქმაში და სახარებაში, ასევე ქართულ წყაროებში, ყველა ნუსხაში გადმოცემულია მხოლოდ მამრობითი სქესით (ანუ თესლით), არსად არ არის ხსენება გვარის (ჯიშის) გაგრძელებისა მდედრობითი სქესით). სომხეთში გამთავრებულმა დავითიანებმა ვერ შეინარჩუნეს სამეფო ტახტი (ები) იმიტომ, რომ საქართველოსაგან განსხვავებით არმენია (არმენები და მათი ქვეყანა) არ არის დავით მეფის შთამომავლის – ღვთისმშობლის წილხვედრი და არც სომხების გენეტიკური კავშირის მტკიცება შეიძლება ქალდეასთან და უძველეს ურთან. არმენები მხოლოდ ურარტუს ტერიტორიაზე დასახლდნენ კავკასიაში და მოა ხდინეს ალაროდიელთა ნაწილის, ასევე ქართველური ტომების ნაწილისა და სხვათა, ასიმილაცია, თუმცა ურარტუს, უფრო სწორად ქალდების სრული მემკვიდრეობა ვერ მიიღეს, ვფიქრობ იმიტომ, რომ არმენები მართლმადიდებლები არ არიან, ამან დიდი როლი ითამაშა სომეხი ბაგრატუნების მიერ ხელისუფლების დაკარგვის საქმეში (ამაზე სხვა დროს).ქართული იდეოლოგიით, რომლის მიმდევარიც იქნებოდა სუმბატ დავითის ძე, კავკასიაში ერთადერთი ჭეშმარიტი აღმსარებლობის ხალხი, ახალი უფლის რჩეული ხალხი (ახალი ისრაელი, თავისი მეტროპოლიით - ახალი (მეორე) იერუსალიმით) არის მხოლოდ საქართველო (და მერე საქართველომ გააერთიანა თავის სახელმწიფოში საქართველო, სომხეთი და მთელი კავკასია). მაშასადამე, დიდი მსოფლიო მოვლენიდან, აბრაამის ურიდან წასვლის მერე გავიდა 14 თაობა და მოხდა მეორე დიდი მოვლენა - დავითი გამოირჩა მეფედ; შემდეგ გავიდა 14 თაობა და მოხდა დიდი მოვლენა - ებრაელთა ტყვევნა; ამის შემდეგ გავიდა 14 თაობა და კაცობრიობის ისტორიაში მოხდა უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა - განკაცდა მაცხოვარი; მაცხოვრის განკაცებიდან 14 თაობის მერე ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, გამოიცა მილანის ედიქტი; ხოლო მილანის ედიქტიდან 14 თაობის შემდგომ დავითიანების შთამომავლებმა დაიკავეს ქართლის ტახტი (ანუ შეიქმნა ახალი ისრაელის ტახტი); ამის მერე გავიდა დრო და გვარამ ერისმთავრის მე-14 შთამომავალი ადარნასე II ჩვ. წ. აღ. 888 წელს აარსებს (აცხადებს) „ქართველთა სამეფოს“. სუმბატ დავითის ძისთვის ესეც უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა (ქვემოთ კიდევ დავაზუსტებთ თაობათა ამ თანმომდევრობას და მათ კავშირს განსაკუთრებულ მოვლენებთან). უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სუმბატ დავითის ძის „ცხოვრებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთა“ არის უაღრესად სიმბოლური ნაწარმოები და მსგავსად ძველი აღთქმის წიგნებისა, ასახავს ახალი აღთქმის რეალობას და საკრალური სახის არგუმენტებით გვიდასტურებს: რომ დავითიანები მართლა მოვიდნენ ახალ ქალდეაში (ივ. ჯავახიშვილის ახსნით - ძველის ნაწილში, ევფრატის სათავეებთან), მერე საქართველოში (ასევე ახალ ქალდეაში), ახალ ისრაელში (ისრაელი ღვთის რჩეულობას ნიშნავს), ისრაელის ევფრატადან - მდინარე ევფრატთან (დასავლეთ ევფრატთან); რომ ახალი აღთქმის ხალხისათვის, ქართველებისთვის (ისრაელის ანალოგიურად) განმეორდა ძველი აღთქმის ისტორია და სიმბოლოები. არავითარი მიზეზი არა გვაქვს არ ვენდოთ სუმბატ დავითის ძეს. მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ ზემოთ მოყვანილ ჩვენს გამოკვლევას მნიშვნელოვან მოვლენათა შორის 14 თაობის შესახებ, რომელიც საკრალურად ამტკიცებს გვარამის და მის შთამომავალთა დავითიანობასა და ქალდეველობას. ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ სუმბატ დავითის ძემ საგანგებოდ 28 ადამიანის სახელი ჩაწერა კლეოპას ძის, ნაომიდან გვარამამდე, რათა ამით „საკრალურად“ დაემტკიცებინა მათი დავითიანობა. მაგრამ ასე რომ იყოს, სუმბატ დავითის ძე საგანგებოდ აღნიშნავდა, მიანიშნებდა მაინც ამ ვითარებას, რაც არ გაუკეთებია. ვფიქრობ, იგი სარგებლობდა რაიმე წყაროთი, როდესაც გადმოსცემდა ნაომის შთამომავალთა სახელებს. წყაროში არ იყო ეს ვითარება შენიშნული, მითითებული და არც სუმბატ დავითის ძეს შეუნიშნავს. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის გარემოება, რომ სუმბატ დავითის ძის მერე, ცხრა საუკუნის მანძილზე, ჩემს გამოკვლევამდე არავის შეუნიშნავს შთამომავლობის აღნიშნულ ნუსხაში საკრალური კავშირი რიცხვთან 28 (14+14) და არავის დაუკავშირებია ისინი მილანის ედიქტთან და გვარამის გამთავრებასთან, არც არავის შეუნიშნავს ადარნასე II-ის კავშირიც საკრალურ 14 რიცხვთან. სხვათა შორის, არც ლუკა მახარებელს გაუმახვილებია ყურადღება მის მიერ მართალი იოსების წინაპართა ნუსხის წარმოდგენისას, რომ დავით მეფიდან ქრისტემდე 42 (14+14+14) თაობაა გარდასული. უნდა გამოვრიცხოთ ისიც, რომ სუმბატ დავითის ძემ საგანგებოდ ასე დაწერა და საგანგებოდ შექმნა თავსატეხი, უფრო სწორად, საკრალურ არგუმენტებად აქცია 14 რიცხვი შთამომავლობისთვის. ვფიქრობ, სუმბატ დავითის ძე სარგებლობდა იმ დროისთვის არსებული წყაროებით, გადმოცემებით და ეს წყარო, ვფიქრობ, ნაწილობრივ დაკარგულია, ნაწილობრივ აისახა სხვადასხვა ქართულ წყაროში, „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ში თუ სხვაგან. ჩემი აზრით, ალბათ, მოხდა ბუნებრივი დამთხვევები, საკრალური სახის მაგალითები თუ მისტიკური ანალოგიები, რომლებიც აისახა სხვადასხვა ეპოქებში, სხვადასხვა ვითარებებში და მოვლენებში... და ვლინდება მინიშნებებში... ამის ავტორი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი - სამყაროს გამგებელი... ამის თქმის უფლებას მაძლევს შემდეგი გარემოება. 14 და 28 (14+14) რიცხვების სიმბოლიკა, უფრო სწორად საიდუმლო, თუ დამთხვევა, უფრო სწორად გამეორება, ბუნებრივი (თუ საკრალური) ისტორიული ანალოგია, ქართული სამწერლობო ტრადიციისათვის (და შეიძლება ითქვას, ქართული ისტორიისათვის) უცხო არყოფილა. IX საუკუნის ძეგლი „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ ამას ადასტურებს. ეს ნაწარმოები „შედგება სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა პირთა მიერ შეთხზული, ზეპირი თუ წერილობითი გზით მოღწეული ისტორიული, ლეგენდური და ლიტერატურული ეპიზოდებისგან... ფაქტობრივად IX საუკუნე ამ ეპიზოდთა ლიტერატურული გამთლიანების თარიღია, ცალკეული მონაკვეთები კი გაცილებით ადრე ჩანს შეთხზული. მაგალითა დ, საკმაოდაა გავრცელებული აზრი, რომ თხზულების პირველი ნაწილი VII საუკუნეზე გვიან არ უნდა იყოს შედგენილი და მის ავტორს უფრო ძველი წყაროებითაც უნდა ესარგებლა.“ („ქართული მწერლობა“, ლექსიკონი-ცნობარი, წიგნი I, გვ. 173, თბილისი 1984).როგორც ზემოთ ითქვა, „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს V საუკუნის მიწურულისათვის არსებობა ფაქტია (ჩხარტიშვილი) ჩვენც სწორედ „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ პირველ ნაწილზე გვაქვს საუბარი. აქ წარმოდგენილია მეფეთა ნუსხა ქართლის სახელმწიფოს ჩამოყალიბებიდან. განსაკუთრებული მოვლენიდან, ქართლის სახელმწიფოს დაარსებიდან, განსაკუთრებულ მოვლენამდე - ქართლის სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებამდე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ მიხედვით მეფობს 28 (14+14) ხელმწიფე: „ხოლო ესე აზოჲ წარვიდა არიან-ქართლად, მამისა თჳსისა და წარმოიყვანა რვაჲ სახლი და ათნი სახლნი მამა-მძუძეთანი, და დაჯდა ძუელ მცხეთას და თანა-ჰყვანდეს კერპნი ღმრთად - გაცი და გა. ა~. და ესე იყო პირველი მეფეჲ მცხეთას შინა აზოჲ, ძჱ არიან-ქართველთა მეფისაჲ, და მოკუდა. ბ~. და შემდგომად დადგა ფარნავაზ. ამან აღმართა კერპი დიდი ცხჳრსა ზედა, და დასდვა სახელი მისი არმაზი. და მოქმნა ზღუდე წყლით კერძო, და ჰრქჳან არმაზ. გ~. და შემდგომად მისა დადგა მეფედ საურმაგ. ამან აღმართა კერპი აჲნინა გზასა ზედა. დაიწყო არმაზს შჱნებად. დ~. და მისა შემდგომად მეფობდა მირვან. და აღმართა დანინა გზასა ზედა წინარე და აღაშენა არმაზი. ე~. და მეფობდა ფარნაჯობ და აღმართა კერპი ზადენ მთასა ზედა და აღაშენა ციხჱ. ვ~. და მეფობდა არსოკ და ქალაქსა ზღუდენი მოაქმნნა. ზ~. და მეფობდა არიკ, რომელმან შიდა ციხე აღაშენა არმაზსა. ჱ~. და მეფობდა ბრატმან, რომელსა ზე მცხეთას ქალაქი დაეწყო. თ~. და მეფობდა მირეან. ამან აღაშენა მცხეთაჲ ქალაქი. ი~. და მეფობდა არსუკ, რომელმან კასპი შეიპყრა და უფლისციხე განაგო. ია~. და მეფობდა როკ, რომელმან რაჲთურთით მცხეთაჲ გაიშორა. და მეფობა ჲორად გაიყო, ორნი მეფენი დასხდეს იმიერ და ამიერ. იბ~. და მეფობდა ქარძამ არმაზს და მცხეთას ბრატმან. და ამათთა ჟამსა ჰურიანი მოვიდეს მცხეთას და დასხდეს. იგ~. და მეფობდა იმიერ ფარსმან და ამიერ - კაოზ. იდ~. და მეფობდა იმიერ არსოკ და ამიერ - ამაზაერ. იე~. და მეფობდა იმიერ ამაზასპ და ამიერ - დერუკ. ივ~. და მეფობდა იმიერ ფარსმან ქველი და ამიერ - ფარსმანავაზ. იზ~. და მეფობდა იმიერ როკ და ამიერ - მირდატ. და ამისა ზე მოაკლდა არმაზისა მეუფოჲ და მცხეთას ოდენ იყო მეფობაჲ. იჱ~. და მეფობდა ღადამი და დღე კ~. ით~. და ფარსმან, კ~. და ამაზასპ, კა~. და რევ მართალი. კბ~. ვაჩე. კგ~. ბაკურ. კდ~. მირდატ. კე~. ასფაგურ. კვ~. ლევ. მამაჲ მირეანისი. კზ~. მირეან ესე ოცდარვანი მეფენი ქართლს შინა წარმართნი.“ (ძველი ქართული მწერლობის ძეგლები, I, შატბერდის კრებული, „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, გვ. 320-321, თბილისი 1979, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა). მაშასადამე, საკრალური რიცხვი 14 (28) დასტურდება ქართულ წყაროებში სუმბატ დავითის ძემდე გაცილებით ადრე. მართალია, თუ დავაკვირდებით „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ ტექსტში მხოლოდ 27 მეფეა ჩამოთვლილი, უფრო სწორად 27 მეფობა, ვინაიდან ზოგ შემთხვევაში ქართლის სამეფო ორადაა გაყოფილი და ორი მეფე მეფობს, მაგრამ, მთხრობელებს ან გამორჩათ რომელიმე მეფის ზეობა, სახელი, ან მათთვის მნიშვნე
| ლოვანი იყო 28 მეფის, როგორც საკრალური რიცხვის (14+14) დასახელება. ვფიქრობ პირველი ვარიანტი უფრო სწორი უნდა იყოს, ვინაიდან აღნიშნული პერიოდის საქართველოს ისტორიის მიმოხილვისას 28 მეფეს ახსენებს XII საუკუნის მოღვაწე არსენ ბერი (თუმცა ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, საკრალურ რიცხვებად არ წარმოგვიდგენს, როგორც მათე 14-ს): „აზოვე არს პირველი მეფე ქართველთა და ამისთა შვილის-შვილთაგან ოცდამერვე მეფე იყო მირიან, რომელი-იგი მხოლოდ იქმნა ქრისტეანე, და მიერითგან ყოველნი მეფენი ქართველთანი არიან მორწმუნე კეთილად“ (მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა, ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები, არსენი ყალთოელი, „ცხორება და მოქალაქეობა ნინოჲსი“, გვ. 391, თბილისი 1978 წ.).დღეისათვის ქართულ ისტორიოგრაფიაში გაზიარებულია აზრი, რომ გაქრისტიანებამდე ქართლში 28 მეფე მეფობდა (მირიანი 29 იყო): 1. აზო, 2. ფარნავაზი, 3. საურმაგი, 4. მირიან I, 5. ფარნაჯომი, 6. არსოკი, 7. არიკი, 8. ბრატმანი, 9. მირიან II, 10. არსუკი, 11. არტაგი, 12. ფარნავაზ II, 13. ადერკი, 14. მითრიდატე I, 15. ფარსმან I, 16. მითრიდატე II, 17. მითრიდატე III, 18. ფარსმანქველი, 19. ქსეფარნუგი, 20. ღადამი, 21. ფარსმან III, 22. ამაზასპ II, 23. რევ I მართალი, 24. ვაჩე, 25. ბაკურ I, 26. მირდატ III, 27. ასფაგურ, 28. რევ II. მირიანი იყო 29 მეფე ქართლისა, ანუ მირიანამდე 28 თაობაა გარდასული ქართლის მეფეთა („მოსახსენიებელი“, საქ. საპ. გამ. გვ. 13, 2009 წ. თბილისი). უნდა აღინიშნოს, რომ ფარნავაზის ბიძა, სამარა, „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ქართლის მმართველი მამასახლისი იყო. ანუ მანამდე მამასახლისები მართავდნენ ქართლს. ქართული საისტორიო მეცნიერება მიიჩნევს, რომ ქართლის სახელმწიფო, აზოსა და შემდეგ ფარნავაზის მიერ დაარსდა ჩვ. წ. აღრიცხვამდე IV საუკუნის დასასრულს (დაახლოებით 300 წლით ადრე ქრისტესშობამდე). ეს მნიშვნელოვანი ხანაა მსოფლიო ისტორიაში, ალექსანდრე მაკედონელის მეფობა და გარდაცვალება (323 წ. ძვ. წ.), ელინისტური ხანის დადგომა. ზუსტად ალექსანდრესთან აკავშირებს „მატიანე ქართლისა“ და სხვა წყაროები არიან-ქართლის მეფის ძეს, ქართლის მეფე-მმართველ აზოს. ქრისტიანობა ქართლის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ქართლის მეფის მირიან III-ის დროს, ახ. წ. აღ. IV საუკუნის პირველ მეოთხედში (დაახლოებით 300 წელია ქრისტეს ჯვარცმიდან). ესეც უმნიშვნელოვანესი მომენტია კაცობრიობის ისტორიაში. მირიან მეფის თანამედროვემ და მოკავშირემ, - რომელმაც დიდი დახმარება გაუწია ქართლს გაქრისტიანებაში, სამღვდელოების წარმოგზავნით და სხვა, - კონსტანტინე იმპერატორმა, გამოსცა მილანის ედიქტი, 313 წელს ქრისტესშობიდან (ასევე ჩატაარა პირველი საეკლესიო კრება და სხვა). მაშასადამე, ქართლის სახელმწიფოს ჩამოყალიბებიდან (და ალექსანდრე დიდის მიერ ევროპისა და აზიის გაერთიანების ცდიდან - ელინიზმი) უფლის განკაცებამდე 14 ქართველი მეფეა გარდასული (დაახლოებით 300 წელი). მაცხოვრის ჯვარცმიდან და მისი დიდებით აღდგომიდან ასევე 14 მეფის თაობაა (დაახლოებით 300 წელი) ქართლში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე (და მილანის ედიქტამდე, პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებამდე და სხვა).შუა პერიოდშია ქრისტეს ჯვარცმა და აღდგომა (უდიდესი მოვლენა კაცობრიობის ისტრიაში), კვართის მობრძანება საქართველოში (უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, ასევე ქრისტიანობის ისტორიაშიც)... 300 წელს იმიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ სამასი წლის განმავლობაში 14 თაობის არსებობა, მართლაც, რეალურია. ასეთ ვითარებაში რეპროდუქციული ასაკი გამოდის, დაახლოებით, 21-22 წელი. ქრონოლოგიურად გავყვეთ ცნობას მათეს სახარებისას. „ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყვენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ“. თუმცა, აბრაამიდან (ჩვ. წ. აღრიცხვამდე 1800-1750) დავით მეფსალმუნე მეფემდე (ჩვ. წ. აღრიცხვამდე 1010-970), ბიბლიის და სახარების მიხედვით 14 თაობა რომაა გადასული, შვიდას წელზე მეტია (აქ და ქვემოთ ბიბლიური ისტორიის თარიღები მოცემულია: ბიბლია, დანართი, ბიბლიური ისტორიის ქრონოლოგია, გვ. 1213-1214, თბილისი 1989 წ.). მაგრამ, უნდა აღინიშნოს რომ ბიბლიის მიხედვით მამამთავარმა აბრაამმა იცოცხლა 175 წელი (დაბადება, 25, 7.), იაკობმა იცოცხლა 147 წელი (დაბადება, 47, 28.), იოსებმა იცოცხლა 120 წელი (დაბადება, 50, 22.), მოსეც 120 წლისა გარდაიცვალა (მეორე რჯული, 34, 7.). როგორც ჩანს, მამამთავრების პერიოდში ადამიანთა ცხოვრების ხანგრძლივობა გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ, ასე მოგვითხრობს ბიბლია. თანაც, ბიბლიის მიხედვით მათი რეპროდუციული ასაკი საკმაოდ დიდია. ცნობილია, რომ აბრაამს ძალიან გვიან გაუჩნდა შვილები. შემდეგ ვითარება იცვლება, დავით მეფე 70 წლისა გარდაიცვალა (მეორე მეფეთა, 5, 4.), თანაც, მოხუცი და დასნეულებული. ადამიანთა ცხოვრების ხანგრძლივობის საშუალო ვადა უნდა ყოფილიყო 60 წელი. იქნებ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავით მეფემდე ბიბლიური ისტორია პრეისტორიულია, უფრო თუ დავაზუსტებთ, სიმბოლური. თუმცა, რა თქმა უნდა, რეალურ ფაქტებს გადმოგვცემს. შემდგომ კი ბიბლიური ისტორიები თანამედროვე თხრობის სახეს იღებს, თუმცა, სიმბოლიკით ისევაა დატვირთული. ამიტომ, პირველ ვარიანტში, აბრაამიდან დავითამდე,14 თაობისათვის 300 წელზე მეტია მოცემული. დავითის მეფობიდან (ჩვ. წ. აღ. 1010-970) ბაბილონში ებრაელთა პირველ გადასახლებამდე (ჩვ. წ. აღ. 598/597), ანუ თოთხმეტი თაობა სახარებისა და ძველი აღთქმის მიხედვით, გასულია დაახლოებით 300 წელი. მათეს სახარების მიხედვით, ებრაელთა ტყვევნიდან ქრისტეს შობამდე 14 თაობაა. ეს კი თითქმის 600 წელია. ამ შემთხვევაში არარეალური, გაწელილი ჩანს 14 თაობის ცხოვრების ხანგრძლივობა - ექვსასი წელი. მაგრამ, ალბათ, ეს სიმბოლიკაა. თუმცა, იქნებ იგულისხმებოდეს ეზრას ხელმძღვანელობით ებრაელთა შინ დაბრუნებიდან ათვლა (ჩვ. წ. აღ. 458 წ.). ეს თაობათა ცხოვრების ხანგრძლივობის უფრო რეალურს და რაც მთავარია, ჩვენთვის გასაგებ სურათს გვაძლევს. მაგრამ, ვფიქრობ, აქ უნდა გავიხსენოთ ლუკას სახარება, სადაც ასევე მოცემულია თაობათა ნუსხა ქრისტემდე: „და თავადსა იესუს ეწყო ოდენ ყოფად მეოცდაათესა წელსა, რომელი საგონებელ იყო ძედ იოსებისა, ელისა, მატათანისა, ლევისა, მელქისა, იანესა, იოსებისა, მატათისა, ამოსისა, ნაომისა, ესლისა, ნაგესა, მაათისა, მატათისა, სემისა, იოსებისა, იუდაჲსა, იონანისა, რესაჲსა, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა,მელქისა, ადდისა, კოსამისა, ელმოდადისა, ერისა, იოსისა, ელიეზერისა, იორამისა, მატტათისა, ლევისა, სჳმეონისა, იუდაჲსა, იოსებისა, იონანისა, ელიაკი მისა, მელეაჲსა, მაინანისა, მატათანისა, ნათანისა, დავითისა“ (ლუკა, 3, 23-31. ქართული ოთხთავის ორი ბოლო რედაქცია. გვ. 445-446). შემდეგ ადამამდე და უფლამდეა ნუსხა. ლუკას მიხედვით დავითი მეთოთხმეტე თაობაა, აბრაჰამიდან დაწყებული, ისევე როგორც მათესთან. ლუკა იმავე სახელებს იმეორებს, რაც ბიბლიური ტრადიციით არსებობდა და მოხმობილი აქვს მათეს (იხ. იქვე, ლუკა, 3, 31-38.). რაც მთავარია, ლუკას ნუსხის მიხედვით, ქრისტე დავით მეფის 42 შთამომავალია (14+14+14). მათეს მიხედვით 28 (14+14). გამოდის, თუ ებრაელთა ტყვევნამდე დავითის მეფობიდან 14 თაობა გარდავიდა, ებრაელთა ტყვევნიდან უფლის განკაცებამდე ლუკას მიხედვით 28 თაობაა (14+14). მაშასადამე, ლუკას სახარება დავითიდან ქრისტემდე ანგარიშობს 42 თაობას (900 წელს). თითოეულ 14 თაობაზე გამოდის დაახლოებით 300 წელი. 14 თაობისთვის 300 წელი, როგორც ლუკა მახარებელი გვეუბნება, რეალურია. მათეს სახარება, რომელიც ებრაელთა ტყვვევნიდან ქრისტეს განკაცებამდე 14 თაობას წარმოგვიდგენს, 600 წელზე მეტ დროში, უფრო სიმბოლური, ალბათ. ყოველ შემთხვევაში, განსხვავების მიზეზი ჩემთვის უცნობია. თუმცა, ლუკას მიხედვით მართალი იოსები, ვის ოჯახშიც განკაცდა მაცხოვარი არის შთამომავალი არა მეფე სოლომონ დავითის ძისა, არამედ ნათან დავითის ძისა. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ორივე შემთხვევაში მაცხოვრის დავითიანთა ოჯახში განკაცება დასტურდება. დანარჩენი განსხვავების მნიშვნელობა თუ მიზეზი ამ ორ მონაცემს შორის, ალბათ, დაფარულია ჩვენთვის. მოკლედ, აქ ლუკას სახარება კვლავ 14 თაობის სიმბოლიკას წარმოგვიდგენს (მათ შორის რეალური 300 წელია), თუმცა ლუკა მახარებელი ამას ხაზს არ უსვამს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ძველი აღთქმისა და სახარების ტრადიაცია (თუ ანალოგია) 14 თაობათა შემდგომ განსაკუთრებული მოვლენებისა დასტურდება ქართულშიც. ისევე, როგორც ორივე აღთქმის, ქართული წყაროების მონაცემებიც მხოლოდ სიმბოლიკა არ არის, ეს არის მეცნიერების მიერ დადასტურებული და გაზიარებული მონაცემები. რომლებიც ზემოთ წარმოვადგინეთ (ქართლის მეფეების ნუსხა ქრისტიანობის მიღებამდე). მხოლოდ ქართლის მეფეთა სახელებია სხვადასხვაგვარად წარმოდგენილი სხვა წყაროებში ან კვლევებში. ახლა ჩვენ კიდევ ერთ საინტერესო დამთხვევას (ანალოგიას) წარმოგიდგენთ. მირიან მეფემ „წარავლინა მოციქული და წიგნი ნინოჲსი საბერძნეთსა, მეფისა კოსტანტინესა თხოვად მღდელთა. ხოლო იგინი მსწრაფლ მიიწინეს. და მოსცა მეფემან (კონსტანტინე იმპერატორმა. - გ. მ.) იოვანე ეპისკოპოსი და ორნი მღდელნი და ერთი დიაკონი და წიგნი ელენე დედოფლისაჲ და ხატი მაცხოვრისაჲ და ძელი ცხორებისაჲ ნინოჲსთჳს... „და დაჯდა მეფედ ბაკურ, ძჱ რევისი. და მოკუდა იოვანე ებისკოპოსი და დაჯდა იაკობ, მღდელი იგი მუნითვე მოსრული, მთავარეპისკოპოსად“... მერე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ გვაუწყებს, რომ შემდგომ მთავარეპისკოპოსი იყო იობი, შემდეგ ელია, შემდეგ სჳმეონ, მერე „მეფობდა არჩილ, და მთავარებისკოპოსი იყო იონა“... „და მასვე არჩილის ზე ოთხნი მთავარებისკოპოსნი გარდაიცვალნეს. და მერმე მეფობდა მირდატ. და მთავარებისკოპოსი იყო გლონოქორ“... „და მისა შემდგომად მეფობდა დიდი ვახტანგ გოლგასარი, და მთავარებისკოპოსი იყო იოველ. მაშინ წარიყვანეს ვახტანგ სპარსთა. და შემდგომად რაოდენისამე ჟამისა მოიქცა, და მთავარებისკოპოსი იყო მიქაელ. და მან მიამთხჳა ფერჴი პირსა მეფისასა ვახტანგს. ხოლო მეფემან წარავლინნა მოციქულნი საბერძნეთად და ითხოვა მეფისაგან და პატრეაქისაგან კათალიკოზი. ხოლო მან მოსცა პეტრე კათალიკოზი“... და ესე იყო ქართლის მოქცევითგან რო (170-ე-გ. მ.) წელსა. ხოლო მეფენი გარდაცვალებულ იყვნეს ათნი, და მთავარებისკოპოსნი ათცამეტნი. ხოლო პირველი კათალიკოზი იყო პეტრე“ (ძველი ქართული მწერლობის ძეგლები, I, შატბერდის კრებული, „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, გვ. 322-325, თბილისი 1979, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა). აქაც თოთხმეტი მღვდელმთავარია დასახელებული ქართლის გაქრისტიანებიდან ავტოკეფალიის მიღებამდე, უფრო სწორად, მე-14 მღვდელმთავარი იღებს კათალიკოსის წოდებას, ხდება ავტოკეფალური ეკლესიის მესაჭე (იოანე ეპისკოპოსი, იაკობ მთავარეპისკოპოსი, იობ მთავარეპისკოპოსი, ელია მთავარეპისკოპოსი, სჳმეონ მთავარეპისკოპოსი, იონა, 4 მთავარეპისკოპოსი, გლონოქორ, იოველ, მიქაელ, პეტრე კათალიკოზი („მოქცევაჲ ქართლისაჲ“). სამეცნიერო წრეები კი 14 მთავარეპისკოპოსის სიას გვთავაზობენ: მთავარეპისკოპოსი იოანე I, იაკობი, იობი, ელია, სჳმეონი I, მოსე, იონა, იერემია, გრიგოლ I, ბასილ I, მობიდანი, იოველ I, გლონოქორ, მიქაელ I, კათალიკოსი პეტრე I (ქართული სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური ვებ-გვერდი - www.patriarchate.ge/მამამთავრები, ასევე იხ. „მოსახსენიებელი“, საქ. საპ. გამ., გვ. 3, 2009 წ). მაშასადამე, აქაც მსგავს მოვლენასთან გვაქვს საქმე. ქრისტიანობის მიღებიდან 14 მთავარეპისკოპოსი მღვდელმთავრობდა ქართლში. ხოლო შემდეგი მღვდელმთავარი კათალიკოსის ხარისხში გვევლინება, ვინაიდან ეს უკვე განსაკუთრებული მოვლენაა, ეს უკვე ქართული ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მიღების აქტია. ეს გამოგონილი მოვლენა არ არის, ეს ანალოგიია. აქაც 14 რიცხვი, 14 მღვდელმთავარი განსაკუთრებული მოვლენიდან (ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება) განსაკუთრებულ მოვლენამდე (ავტოკეფალიის მოპოვება). მეთხუთმეტე მღვდელმთავრიდან, კათალიკოსიდან დაწყებული საქართველოს ეკლესიის მეთაურს მცხეთაში ირჩევდნენ,როგორც ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურს. სხვათა შორის, ამ მომენტიდან (თუ ავითვლით) მეთოთხმეტე კათალიკოსის დროსაც მოხდა განსაკუთრებული მოვლენა საქართველოს ისტორიაში. კარგა ხნით ადრე დაწყებული კამათი სომხურ ეკლესიასთან დამთავრდა სრული სარწმუნოებრივი დაპირისპირებით. ქართლის 14-ე კათალიკოსის კირიონ I (585-610 წელს) დროს ქართულმა ეკლესიამ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა ორთოდოქსიისგან განმდგარ სომხურ ეკლესიასთან.აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ კათალიკოსობის დადგინებასთან ერთად, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ინიციატივით, კიდევ 12 ეპარქიაც შეიქმნა საქართველოში. საქართველში არსებულ ეპარქიებს დაემატა 12 ეპარქია, 12 მღვდელმთავარი, რომლებიც პორველ კათალიკოსთან ერთად მოვიდნენ საქართველოში. მანამდე საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე საეპისკოპოსო იყო (აქაც გვაქვს 12 მამამთავრის ანალოგია). ვფიქრობ, ზემოთ მოტანილი მაგალითები ადასტურებს, რომ სუმბატ დავითის ძის მიერ მოთხრობილი განსაკუთრებულ მოვლენათა შორის 14 თაობის გარდავლენა არ უნდა იყოს საგანგებოდ გამოგონილი, არც სპეციალურად არის მიჩუმათებულ-დაფარული ტექსტში. ვფიქრობ, ეს ვითარება რეალურ მოვლენას გამოხატავს, რომელიც მართლა მოხდა (ძველი ისრაელის დადგინების ანალოგია ახალი ისრაელის, ახალი იერუსალიმის დადგინებისას) და ეს საიდუმლო XXI საუკუნეში გაიხსნა ჩვენი თაობისათვის, რათა გასაგები იყოს, რომ ახალი ისრაელი (ანუ ღვთის რჩეული ერი, თუ დავაზუსტებთ, ახალი ისრაელის, ღვთის ჩეული ხალხის, ქრისტიანების ცენტრი, მეტროპოლია - ახალი იერუსალიმი) არის საქართველო. რათა დავიჯეროთ წმიდა მამების გადმოცემანი საქართველოს განსაკუთრებული როლის შესახებ. როგორც ვთქვით, სუმბატ დავითის ძის მიხედვით რაქაელ დედოფალი (მივაქციოთ სახელის ფორმას ყურადღება - რაქაელ და არა რაქელ (ან რახელ), როგორც ძველ ტექსტებშია) არის დედოფალი ეკლეცის, ევფრატის ნაპირებზე არსებული ქვეყნის. თუ ჩვენ სახელს „რაქაელ“ მოვაცილებთ „ელ“ მაწარმოებელს, გამოგვივა „რაქა“. „ელი“ სემიტური ძირით ნიშნავს ღვთაებას (დაბადება. 33. 20). რაქელის შემთხვევაში ასე არ იქნება. „რაქა“ რომ წავიკითხოთ მარჯვნიდან მარცხნივ, როგორც წერდნენ ებრაელები, გამოვა „აქ არ“. ამ პრინციპით, ქართული ენისა და დამწერლობის მეშვეობით (ებრაელები წერენ და კითხულობენ მარჯვნიდან მარცხნივ, ქართველები კი, პირიქით) ეს სახელი გვაძლევს შემდეგ შინაარსს: დედოფალი - „ელი“ (ღვთაება) „აქ არ“ (არის). ღვთაება, დედოფალი (ის, ვინც) აქ არ არის - ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. მარჯვნიდან მარცხნივ წაკითხვა ზოგიერთი სიტყვისა და მისი მნიშვნელობის ასე ამოხსნა გაგვაცნო ქართველმა მკვლევარმა ჯემალ ჯიქიამ და რამდენიმე მაგალითიც დაგვისახელა, კერძოდ: ახალ აღთქმაში ნახსენები ლაზარე, მეგობარი უფლისა, - რომელმაც თავისი სიკვდილით და იესოს ნებით მკვდრეთით აღდგომით დაამტკიცა ქრისტეს მაცხოვრობა (და რომელთანაც დაკავშირებულია საქართველოს მისია - იოანე-ზოსიმეს „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲს“ მიხედვით), - არის ბეთანიელი. „ბეთანი“ რომ დავწეროთ ქართული წესით მარცხნიდან და წავიკითხოთ მარჯვნიდან, ებრაული დამწერლობის წესით, გამოდის - „ინათებ“. შინაარსი ნიშნავს: ლაზარე ინათებს, გაბრწყინდება (საქართველო გაბრწყინდება). არის სხვა მაგალითებიც. გარდ ა ამისა, საიდუმლო დამწერლობის, კრიპტოგრაფიის და ამ საშუალებით სახელთა დაშიფვრის ტრადიცია საკმაოდ გავრცელებული იყო. სახელის მარჯვნიდან მარცხნივ დაწერის სისტემა ერთ-ერთი იყო, კრიპტოგრაფიის მრავალ სისტემას შორის. ასეთ სისტემას უკუდაწერილობის სისტემა ჰქვია. ამ სისტემით დაშიფვრა სხვადასხვა სახით გვხვდება გვიან შუასაუკუნეებიდან, მაგრამ ეს სისტემა უფრო ადრე ჩანს ჩამოყალიბებული (ლილი ათანელაშვილი, ძველი ქართული საიდუმლო დამწერლობა, გვ. 87, თბილისი 1982.).აქვე გავიხსენოთ, რომ „ვეფხისტყაოსანის“ პერსონაჟი პრინცესას (მერე დედოფლის) სახელია ნესტან-დარეჯანი. „ნესთ ანდარე ჯეჰან“ ნ. მარრისა და ი. აბულაძის განმარტებით, სიტყვასიტყვით ნიშნავს „არ არის ქვეყნად“ (ზვიად გამსახურდია, „ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება“, გვ. 263, თბილისი 1991 წ.). სხვაგან ზ. გამსახურდია წერს: „ნესთ ანდარე ჯეჰან“ არის ღვთის ერთ-ერთი სახელი აღმოსავლეთის მისტიურ ალეგორიაში და ნიშნავს „ის ვინც არ არის ქვეყნად“. ასევე, ზ. გამსახურდია წერს: „თამარის ალეგორიული სახელები „ვეფხისტყაოსანში“ „ნესთ ანდარე ჯეჰან“ (არ არის ამ ქვეყნად) და „თინათინ“ (სარკისეული ანარეკლი ნათლისა) მიგვითითებენ ღვთაების ორ ასპექტზე, დაფარულზე და ცხადქმნილზე, შეუმეცნებელზე და შემეცნებადზე, გამოუვლენელსა და გამოვლენილზე, აგრეთვე ორ საღვთისმეტყველო გზაზე: აპოფატურზე (უკუთქმითი) და კატაფატურზე (წართქმითი), რომელთა არსიც გადმოცემულია არეოპაგიტულ ტრაქტატებში“ (იქვე. გვ. 340). სუმბატ დავითის ძის მიერ წარმოდგენილია ღვთაების, ღვთისმშობლის სახელი უკუდაწერილობის სისტემითაც და უკუთქმითი (აპოფატური) ფორმითაც - დედოფალი რაქაელ. მაშასადამე, რაქაელ დედოფლის შესახებ თხრობა შეიძლება ასე გავიგოთ: ღვთაება, „ელი“, დედოფალი, ვინც, „აქ არ“ (არის) - ღვთისმშობელია, რომელმაც თავის წილხვედრ ქვეყანაში გამოაგზავნა დავითიანები, თავისი ნათესავები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ძველი და ახალი აღთქმის მიხედვით რაქელი არის არა მარტო დედა, რომელიც გარდაიცვალა მშობიარობისას, ანუ სიცოცხლეს შესწირა თავი, არამედ გარდაცვალების მერეც მზრუნველი თავის შვილზე და შთამომავლობაზე... რაქელი დედის სიმბოლოა... რაქელი ჰრამაიშია დაკრძალული (1 მეფ. 10, 2), რომელიც ისტორიული ქალაქის, ბეთლემის სიახლოვესაა, მისი ნაწილია (ბეთლემის კუთხეა). ბეთლემში ყრმათა ამოსაწყვეტად გაგზავნილები ჰრამაის მიდამოებშიც ამოხოცავდნენ ბავშვებს, ჰრამა და ბეთლემი ერთი და იგივე მნიშვნელობის ადგილია. მისი საფლავიდან ადრეც ამოსულა გლოვის ხმა, როდესაც მისი ვაჟი იოსები, ტყვეობისათვის განწირული, ჰრამაისთან გაატარეს. და კიდევ, 586 წელს ქრისტემდე ნაბუქოდონოსორმა რომ დაიპყრო ებრაელთა მიწა-წყალი, ბრძანა ებრაელთა გადასახლება, ტყვეებს ჰკრებდნენ ჰრამაიში. უაღრესად საინტერესოა ერთი ფაქტი - რაქელ, ისრაელის დედამთავარი გარდაიცვალა ევფრატის (ისრაელის ევფრატის) გზაზე, ბეთლემში (ეფრატა იგივე ბეთლემის სახელია (Электронная еврейская энциклопедия, http://www.eleven.co.il/article/10607), როცა შობდა იაკობის მეთორმეტე შვილს, ბენიამენს (დაბადება. 35. 16-20). ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მაცხოვარი შვა ბეთლემში. ისრაელში არის სხვა დასახლებული გეოგრაფიული პუნქტიც ამ სახელით, მაგრამ ბენიამინისა და მაცხოვრის შობის ბეთლემი არის ერთი და იგივე, იუდეას ბეთლემი, ევფრატის ბეთლემი (აქვე დაიბადა დავ ით წინასწარმეტყველი და აქვე სცხო მას ზეთი სამუელმა და მეფედ აკურთხა).რაქელს ებრაელი მლოცველები იხსენებენ ებრაული კალენდრის ხეშვან (მარხეშვან) თვის 14-ე დღეს (ოქტომბერ-ნოემბერი) და ნისან თვის (მარტი-აპრილი) ახალმთვარეობას. საინტერესოა ბეთლემის ეტიმოლოგია და ისტორია. მას ებრაულად ჰქვია ბეით-ლაჰმი, პურის სახლი. ეს ქალაქი დაარსებული უნდა იყოს ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებში. პირველად მოხსენიებულია თელ-ელ-ამარნის მიმოწერაში (ძვ. წ. XIV ს.) „ბეთ-ილუ-ლაჰემას“ („ქალღმერთ ლაჰემას სახლი“) სახელით. აქ ძველ, ქანაანელთა ხანაში ბუნების მოკვდავი და კვლავ გაცოცხლებადი ღმერთის, ადონისის კულტის ადგილიც ყოფილა (ქსე, ტ. II . გვ. 270). ბეთლემი, ევფრატა მეფეთა ადგილიცაა, იერუსალიმის მეფეები ბელდუინ I და ბალდუინ II, ეკურთხნენ, დავით მეფის კურთხევის ტრადიციით. მოკლედ, ეს დაშიფრული ტექსტი გვიჩვენებს, რომ სახელი რაქელი სიმბოლურად ნიშნავს დედას, ანუ, თუ ისრაელის მდგენი დედა-დედობილი არის რაქელი, ახალი ისრაელის დედა-დედობილი არის ღვთისმშობელი (რაქაელ-ის სახელით დაშიფრული სუმბატ დავითის ძესთან). აქ უნდა გავიხსენოთ ათცამეტი ასურელი მამის მოსვლა საქართველოში და მათ მიერ იბერიაში (ქართლში) ქრისტიანობის განმტკიცება და ბაგრატიონების მოსვლისათვის ნიადაგის შემზადება. იაკობისა და მისი თორმეტი ძის მიერ ისრაელის დაფუძნების მსგავსად ქრისტიანული, მართლმადიდებლური ქართლი განამტკიცეს (ახალი ისრაელი დააფუძნეს) იოანე ზედაზნელმა და მისმა თორმეტმა მოწაფემ. მათ შეამზადეს ქართლი დავითიანების ტახტის დასამკვიდრებლად. ასევე, საქართველო სახელმწიფოებრივად გაქრისტიანებულია მოციქულთა სწორი წმინდა ნინოს მიერ, რომელიც საქართველოში მოღვაწეობის მეშვიდე წლიდან თავის თორმეტ მოწაფე დედაკაცთან ერთად მოქმედებდა. საქართველოს სახელმწიფოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებისას, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის დროს, კათალიკოსის ტახტის შემოღებისას, პეტრე კათალიკოსთან ერთად 12 ეპისკოპოსი ჩამოვიდა ქართლში. გარდა ამისა, უნდა გავიხსენოთ, რომ საქართველო თორმეტი
| პირველი რედაქცია აქ იყო გამოქვეყნებული 2007 წელს, მანამდე სხვადასხვა გაზეთებში | სამეფოცაა, საქართველოს მეფე არის თორმეტი სამეფოს მეფე: „ვის ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად დამესხნეს“ (იხ. ჩემი წერილი: „ქართველი ერი - ღვთის რჩეული ხალხი"). როგორც ზემოთ აღვნიშნე საქართველო არის (იდეურად, სიმბოლურად და რეალურად) როგორც 7 ისე 12 სამეფოსაგან შემდგარი სამეფო (ქვეყანა, 7 და 12 მეფეთა მეფის სახელმწიფო). ჰერმონიის „შვიდობა“ (და სხვა) და ისრაელის (ღვთის რჩეული ერის) 12 ტომის (მამამთავრის) მისტიური ანალოგია. აქ 7 მნათობისა 12 ზოდიაქოს ანალოგიასთან გვაქვს საქმე. ერთგვარად ახალი ისრაელი, ძველ ისრაელზე, უპირატესია. ანუ ძველი ისრაელი, მხოლოდ, 12 მამამთავრის (იაკობისა დ ამისი 12 ვაჟის) ქვეყანაა, ახალი ისრაელი კი 7 მამამთავრის (სოლომონის 7 ძის, დავითიანების) და 12 დედამთავრის (წმინდა ნინოსა და მისი თორმეტი მოწაფე დედების), ასევე. 12 მამამთავრის (პეტრე I კათალიკოსისა და 12 ეპისკოპოსის) და კიდევ 12 მამამთავრის (იოანე ზედაზნელი და მისი 12 მოწაფე) ქვეყანაა. ამგვარად, შეიძლება ითქვას, ახალი ქალდეა, ქართლი, საქართველო (ახალი ისრაელი (სხვა ქრისტიანებთან ერთად) და ახალი ისრაელის ცენტრი - როგორც ახალი იერუსალიმი, აღმატებულიცაა ამ მისტიური ანალოგიების გამო ძველ ისრაელზე. და არა მარტო ანალოგიის, არამედ განკაცებული მაცხოვრის ცნობისა და ახალი აღთქმის რწმენის მიღების შედეგად. დასკვნა: დიდი მსოფლიო მოვლენიდან, ქალდეველი აბრაამის ურიდან (ქართველების პირველსაცხოვრისი ქალდეადან ან სხვა, ძველი ქალდეადან) წასვლის მერე, გავიდა 14 თაობა და მოხდა მეორე დიდი მოვლენა - დავითი გამოირჩა ისრაელის, ღვთის რჩეული ხალხის, მეფედ, იგი აკურთხა სამუელ მღვდელმთავარმა; შემდეგ გავიდა 14 თაობა და მოხდა დიდი მოვლენა - ებრაელთა ტყვევნა; ამის შემდეგ გავიდა 14 თაობა, მათეს სახარების მიხედვით, და კაცობრიობის ისტორიაში მოხდა უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა - განკაცდა მაცხოვარი (ამ შემთხვევაში, ებრაელთა ტყვევნასა და მაცხოვრის განკაცებას შორის, ლუკას სახარების მიხედვით გასულია 28 თაობა (14+14). ეს უფრო ზუსტი უნდა იყოს. ქრისტეს განკაცებამდე 14 თაობით ადრე მოხდა დიდი მოვლენები - ალექსანდრე მაკედონელის მოღვაწეობა - ელინიზმის დასაწყისი და ქართლის სამეფოს დაარსება აზოსა და ფარნავაზის მიერ); მაცხოვრის განკაცებიდან 14 თაობაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა - რომის იმპერიაში გამოიცა მილანის ედიქტი (ქრისტიანობა გახდა ოფიციალური რელიგია), ქართლის სამეფომ კი ქრისტიანობა გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად. დაიწყო ქრისტიანული გეოპოლიტიკის ხანა; მილანის ედიქტიდან და ქართლში ქრისტანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 14 თაობაში დავით მეფის შთამომავალი - 7 ძმა მოვიდა კავკასიაში (დაბრუნდა ქალდეაში) და ერთ-ერთმა მათგანმა, გვარამმა დაიკავა ქართლის ტახტი (ანუ შეიქმნა ახალი ისრაელის საერისმთავრო - საკურაპალატო - სახელმწიფო - სამეფო ტახტი. მაშასადამე, განახლდა, აღდგა, შეიქმნა, დაიდგა, დავით ისრაელის მეფის გაუქმებული ტახტი). გვარამი ხელმწიფედ აკურთხა სამუელ III კათალიკოსმა, როგორც დავით ისრაელის მეფე სამოელ წინასწარმეტყველმა. ერთგვარად, ამის გამოც, საქართველო-აღმოსავლეთ კავკასია, სიმბოლურად, 7 ძმის სამფლობელოდ, „შვიდ სამეფოდ განწესებულად“ ყალიბდება; მაშასადამე, ქალდეადან, ქალდეველთა ურიდან, ევფრატის სანაპიროებიდან (ქართველთა პირველსაცხოვრისის ტერიტორიაზე არსებული ქალაქ ურიდან, ან სხვა, ძველი ქალდეას ურიდან) ქანაანში, პალესტინაში (შემდგომ იუდეაში, ჰურიასტანში, ევფრათაში) წასული აბრაამის 70-ე შთამომავლები (სუმბატ დავითის ძის მიხედვით, რომელიც მიჰყვება მათეს), იესიან, დავითიან, სოლომონიანები - სოლომონ დანის ძის შვიდი ძე, ძველი აღთქმის ისრაელის მამამთავრის იაკობ-ისრაელის პირდაპირი (და იაკობის ცოლის, ისრაელის დედამთავარ რაქელის შვილობილის) შთამომავლები, დაბრუნდნენ ევფრატის ნაპირებზე (ქართველების პირველსაცხოვრისის ტერიტორიაზე) ქალდეას (ხალდიის) მიწაზე, ეკლეცში. ქალდეაში დაბრუნებული დავითიანები (აბრაამიანები, ქალდები) გააქრისტიანა (ახალი აღთქმა არწმუნა) ახალმა რაქაელ დედოფალმა (ან ღვთისმშობელმა რაქაელის ხელით, ან სიმბოლურად რაქაელმა ანუ ღვთისმშობელმა) „ეკლეცში“ (ეკლესიაში) და ამის მერე გვარამი (და მისი სამი ძმა) გამოემართა ქალდეის სხვან ნაწილში, ჩრდილოეთ ქალდეაში - ქართლში და გახდა ახალი ქართლის (ახალი ქალდეის, საქართველოს) - ახალი ისრაელის მამამთავარი, იგი ხელმწიფედ აკურთხა სამოელ კათალიკოსმა, როგორც მისი წინაპარი დავითი სამოელ მღვდელმთავარმა. ქალდეადან, ქალდეური ურიდან წასული აბრაამის (იბრიმის) შთამომავლები - სუმბატ დავითის ძის მიხედვით, რომელიც მათეს სახარების მონაცემებს აგრძელებს, - დ ა ბ რ უ ნ დ ნ ე ნ შ ი ნ, 70 თაობის მერე. ქალდეველები დაბრუნდნენ ქალდეაში, ქართლში. ძველი ირაელის (ძველი ღვთის რჩეული ხალხის) ანალოგიით ჩამოყალიბდა, გამოირჩა ახალი ისრაელი (ახალი ღვთის რჩეული ხალხი), ქართლი, საქართველო და გამოირჩა ახალი იერუსალიმი - ახალი ისრაელის სატახტო, მცხეთა-ტფილისი. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის სამეფო ტახტზე (რომელიც იქცა ძველი ისრაელის მეფეთა, დავითისა და სოლომონის ტახტის ანალოგად) დამკვიდრდნენ ძველი ისრაელის მეფეების, დავითისა და სოლომონის შთამომავლები - ახალი ისრაელის (ახალი ღვთის რჩეული ხალხის) სამეფო დინასტია - ღვთისმშობლის ნათესავები და მის მიერ ნაკურთხნი.ამ მოვლენიდან 14 თაობის მერე, 888 წელს, ისრაელის დიდი მეფის, დავითის 70-ე შთამომავალმა (სუმბატ დავითის ძის მიხედვით, რომელიც მათეს სახარების მონაცემებს აგრძელებს), ადარნასე II-მ მიიღო წოდება - ქართველთა მეფე. ასე ჩამოყალიბდა ახალი ღვთის რჩეული ხალხი და სახელმწიფო, რომელსაც მალე საქართველო უწოდეს! და კიდევ - წმიდა ნინოსა და მის 12 მოწაფე დედასთან ერთად, იოანე ზედაზნელთან და სხვა 12 ასურელ მამასთან ერთად, ვახტანგ გორგასლისა და მის მიერ დაარსებული საკათალიკოსოს კათალიკოსსა და 12 მღვდელმთავართან ერთად - ბაგრატიონებმა, შვიდმა (7) ძმამ, მათ შორის გვარამმა, მერე ადარნასე მეორემ და შემდეგ დავით აღმაშენებელმა დაარსეს ახალი ღვთის რჩეული სახელმწიფო, შვიდ (7) სამეფოდ განწესებული, თორმეტი (12) მეფის სამეფოების გაერთიანება - დიდი საქართველო. ე. ი. საქართველოს მეფეთა ტახტი არის ღვთის რჩეული ხალხის მეფეთა ტახტი, დავით წინასწარმეტყველის ტახტი ( სწორედ ასე უწოდებს ჩვენს მეფეთა ტახტს „ისტორიანი და აზმანის“ უცნობი ავტორი). საქართველოში ჰქონდათ გაცნობიერებული თუ ქვეცნობიერი ცოდნა ამ ყველაფრის შესახებ, სწორედ ამიტომ დაუნათესავდნენ ფარნავაზიანები ბაგრატიონებს და სწორედ ამიტომ ამოირჩიეს გუარამი ქართლის ერისმთავრად და დასვეს ტახტზე, რომელი ტახტიც ღვთის რჩეული ხალხისა და ქვეყნის ტახტი გახდა. მაშასადამე: საქართველო არის ღვთის რჩეული ქვეყანის - ახალი ისრაელის, მთელი ქრისტიანული სამყაროს ცენტრი, მეტროპოლია - ახალი იერუსალიმი, მცხეთა-თბილისის ეპარქიის დედაქალაქობით! (გეოპოლიტიკის ენაზე შეგვიძლია ვთქვათ - ეს არის უმნიშვნელოვანესი ფუნქციის ქვეყანა, რაღაც განსაკუთრებული რეგიონის ცენტრი!) ალბათ, ამას აქვს რაიმე მიზეზი და დანიშნულება?! ამაზე მიგვანიშნებს სუმბატ დავითის ძის თხზულების -„ცხორებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთას“ დასაწყისი, ასევე, „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ და სხვა თხზულებების ზოგიერთი ინფორმაცია. - - - - - - - დამატება მართალი იოსებისა და ბაგრატიონთა წინაპრების ნუსხა სუმბატ დავითის ძის „ცხორებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთა“ მიხედვით. სუმბატ დავითის ძე აბრაჰამიდან ქრისტემდე მათეს სახარებას (მათე 1, 2-16) ეყრდნობა (ფრჩხილებში პირველი ციფრით აღვნიშნე რიგითობა ადამიდან; მეორით - დავით მეფიდან): „ადამ(1) შვა სეით; სეით(2) შვა ენოს; ენოს(3) შვა კაინან; კაინან(4) შვა მალელ; მალელ(5) შვა იარედ; იარედ(6) შვა ენოქ; ენოქ(7)შვა მათუსალა; მათუსალა(8) შვა ლამექ; ლამექ(9) შვა ნოე; ნოე(10) შვა სემ; სემ(11) შვა არფაქსად; არფაქსად(12) შვა კაინან; კაინან(13) შვა სალა; სალა(14) შვა ებერ; ებერ(15) ფალეგ; ფალეგ(16) შვა რაგავ; რაგავ(17) შვა სერუქ; სერუქ(18) შვანაქორ; ნაქორ(19) შვათარა; თარა(20) შვა აბრაჰამ; აბრაჰამ(21) შვა ისაკ; ისაკ(22) შვა იაკობ, იაკობ(23) შვა იუდა და ძმანი მისნი; ხოლო იუდა(24) შვა ფარეზ და ზარა თამარისაგან; და ფარეზ(25) შვა ესრომ; ესრომ(26) შვა არამ; არამ(27) შვა ამინადაბ; ამინადაბ(28) შვა ნაასონ; ნაასონ(29) შვა სალმონ; სალმონ(30) შვა ბოოს რექაბისაგან; ბოოს(31) შვა იობედ რუთისაგან; იობედ(32) შვა იესე; იესე(33) შვა დავით მეფე; დავით მეფემან(34) შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან; სოლომონ(35-1) შვა რობოამ; რობოამ(36-2) შვააბია; აბია(37-3) შვა ასაფ; ასაფ(38-4) შვა იოსაფატ; იოსაფატ(39-5) შვა იორამ; იორამ (40-6) შვა ოზია; ოზია(41-7) შვა იოათამ; იოათამ (42-8) შვა აქაზ; აქაზ(43-9) შვა ეზეკია; ეზეკია(44-10) შვა მანასე; მანასე(45-11) შვა ამონ; ამონ(46-12) შვა იოსია; იოსია(47-13) შვა იოაკიმ; იოაკიმ(48-14) შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა; იექონია(49-15) შვა სალათიელ; სალათიელ(50-16) შვა ზორაბაბელ; ზორაბაბელ(51-17) შვა აბიუდ; აბიუდ(52-18) შვა ელიაკიმ; ელიაკიმ(53-19) შვა აზორ; აზორ(54-20) შვა სადუკ; სადუკ(55-21) შვა აქიმ; აქიმ(56-22) შვა ელიუდ; ელიუდ(57-23) შვა ელეაზარ; ელეაზარ(58-24) შვა მატთან; მატთან(59-25) შვა იაკობ; იაკობ(60-26) შვა იოსებ ქმარი მარიამისი. და ძმაი კლეოპასი; კლეოპა(61-27) შვა ნაომ; (ქრისტე 62-28) ნაომ(62-28) შვა სალა; სალა(63-29) შვა რობუამ; რობუამ(64-30) შვა მოხთარ; მოხთარ(65-31) შვა ელიაკიმ; ელიაკიმ(66-32) შვა ბენიამინ; ბენიამინ(67-33) შვა იერობამ; იერობამ(68-34) შვა მოსე; მოსე(69-35) შვა იუდა; იუდა(70-36) შვა ელიაზარ; ელიაზარ(71-37) შვა ლევი; ლევი(72-38) შვა იორამ; იორამ(73-39) შვა მანასე; მანასე(74-40) შვა იაკობ; იაკობ(75-41) შვა მიქია; მიქია(76-42) შვა იოვაკიმ; იოვაკიმ(77-43) შვა იერუბემ; იერუბემ(78-44) შვა აბრაჰამ; აბრაჰამ(79-45) შვა იობ; იობ(80-46) შვა აქაბ; აქაბ(81-47) შვა სვიმონ; სვიმონ(82-48) შვა იზაქარ; იზაქარ(83-49) შვა აბია; აბია(84-50) შვა გაად; გაად(85-51) შვა ასერ; ასერ(86-52) შვა ისაკ; ისაკ(87-53) შვა დან; დან(88-54) შვა სოლომონ; სოლომონ(89-55) შვა შჳდნი ძმანი, რომელნი-იგი მოსცნა ღმერთმან ტყუეობასა შინა“. მართალი იოსების წარმომავლობა ლუკას სახარების მიხედვით (ლუკა 3, 23-31). (ფრჩხილებში პირველი ციფრით აღვნიშნე რიგითობა ადამიდან; მეორით - დავით მეფიდან): 23. „და თავადსა იესუს(75-42) ეწყო ოდენ ყოფად მეოცდაათესა წელსა, რომელი საგონებელ იყო ძედ იოსებისა(74-41), ელისა(74-41), 24. მატათანისა(73-40), ლევისა(72-39), მელქისა(71-38), იანესა(70-37), იოსებისა(69-36), 25. მატათისა(68-35), ამოსისა(67-34), ნაომისა(66-33), ესლისა(65-32), ნაგესა(64-31), 26. მაათისა(63-30), მატათისა(62-29), სემისა(61-28), იოსებისა(60-27), იუდაჲსა(59_26), 27. იონანისა(58-25), რესაჲსა(57-24), ზორობაბელისა(56-23), სალათიელისა(55-22), ნერისა(54-21), 28. მელქისა(53-20), ადდისა(52-19), კოსამისა(51-18), ელმოდადისა(50-17), ერისა(49-16), 29. იოსისა(48-15), ელიეზერისა(47-14), იორამი სა(46-13), მატტათისა(45-12), ლევისა(44-11),30. სჳმეონისა(43-10), იუდაჲსა(42-9), იოსებისა(41-8), იონანისა(40-7), ელიაკიმისა(39-6), 31. მელეაჲსა(38-5), მაინანისა(37-4), მატათანისა(36-2), ნათანისა, (35-1) დავითისა(34) 32. იესესა(33), იობედისა(32), ბოოსისა(31), სალმუნისა(30), ნაასონისა(29), 33. ამინადაბისა(28), არამისა(27), ესრომისა(26), ფარეზისა(25), იუდაჲსა(24), 34. იაკობისა(23), ისაკისა(22), აბრაჰამისა(21), თარაჲსა(20), ნაქორისა(19), 35. სერუქისა(18), რაგავისა(17), ფალეგისა(16), ებერისა(15), სალაჲსა(14), 36. კაინანისა(13), არფაქსადისა(12), სემისა(11), ნოესა(10), ლამექისა(9), 37. მათუსალაჲსა(8), ენუქისა(7), იარედისა(6), მალელეილისა(5), კაინანისა(4), 38. ენოსისა(3), სეითისა(2), ადამისა(1) და ღმრთისა.“ გაიოზ მამალაძე დაიბადა 1964 წელს დედაქალაქში. სწავლობდა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტზე. “იყო 9 აპრილის კომისიის სტუდენტი-ახალგაზრდობის ქვეკომისიის” თავმჯდომარე. 1991 წელს აირჩიეს დიდუბის საკრებულოს წევრად. მეგობრებთან ერთად დააარსა “ქართველ სტუდენტთა ეროვნული კავშირი” (ქსეკი); “ქართული რენესანსის კავშირი”; “იბერიულ-კავკასიური მოძრაობა - ეროვნული ფრონტი”; “გეოპოლიტიკური მოდელირების ცენტრი”; “საქართველოს მონარქისტული (სამეფო) კლუბი”. იყო ქართველ ნაციონალისტთა ერთობის / კოალიცია “ნაციონალისტების” ლიდერი, გაზეთ “ნაციონალისტის” რედაქტორ-გამომცემელი; სხვადასხვა გაზეთებში აქვენებდა წერილებს ეროვნულ იდეოლოგიასა და ისტორიაზე გაზეთ “ჯორჯიანთაიმსის” იდეოლოგიური დამატების - “სრულიად საქართველოს” რედაქტორი (2001-2004 წწ) და გაზეთ “მატადორის” ეროვნული იდეოლოგიის გვერდის ავტორი. საპატრიარქოს რადიო “ივერიაში” მიჰყავდა საავტორო გადაცემა “სახალხომონარქიისათვის”. გამოქვეყნებული აქვს წიგნები: "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის" "(2007), "ბერძენი ბერის კირილე ლავრიოტისის წინასწარმეტყველება საქართველოზე" (2010), ლექსები და ესეები, აქვეყნებს იდეოლოგიური და პუბლიცისტური ხასიათისწერილებს და ვიდეოჩანაწერებს. მართავს კონტრ ტელევიზიას. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი |