საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

მიტროპოლიტი იობი რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით მისი პოზიციის შესახებ (ნაწყვეტი ინტერვიუდან)
გაიოზ მამალაძე

დიდი ხანია მეუფე იობს ვიცნობ და მის მამულიშვილობაში არასდროს შემპარვია ეჭვი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის იმპერიის აგრესიული ქმედებების მომხრენი, რომლებიც, სავალალოდ, საკმაოდ არიან ჩვენს ქვეყანაში, ყოველნაირად ცდილობდნენ იგი საზოგადოების თვალში თავისი უგუნური (მტრისთვის სასიამოვნო) იდეოლოგიური პოზიციების ლიდერად წარმოეჩინათ.


რა თქმა უნდა, ამგვარი "ჟურნალებისათვის" და ამგვარი ჭორებისათვის არასდროს დამიჯერებია. ადამიანმა შეიძლება მისცეს კურთხევა ვინმეს კარგი საქმის კეთებისა, მაგრამ მან მტრის საქმე აკეთოს და კარგი ეგონოს...


უნდა აღვნიშნო, რომ გარკვეული სახით საზოგადოებაზე ამ დეზინფორმაციამ იმოქმედა, და რუსეთუმეებს მეუფე იობი თავის სულიერ ლიდერად წარმოედგინათ, ხოლო სულწასულ "ევროპეისტებს", დაუკვირვებელად და გაუაზრებელად - რუსეთის აგრესიის მხარდამჭერად. ზოგისთვის მეუფის ათვალწუნების მიზეზი იყო მისი პოზიცია 2012 წლის არჩევნების წინ. მეც არ მომწონს 2012 წელს გამარჯვებული კოალიცია და არც წინა გამარჯვებული, რომელმაც გამარჯვებისთანავე საქართველოში შემოფარებული ჩეჩენი მებრძოლები გადასცა რუსეთის იმპერიის მძვინვარე და ცოფიან ხელისუფლებას, მაგრამ, ერთია სიმპატია და თუნდაც პოლიტიკური პოზიცია, თუნდაც ორიენტაციის არჩევანი, და მეორე ადამიანს დააბრალო აგრესორისადმი სიმპატია და დამპყრობლის ბომბების სიყვარული...


გაიოზ მამალაძე


ახ

ლა კი გთავაზობთ მის ნამდვილ პოზიციას, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ "ასავალ-დასავალში". ჩაიწერა შორენა სიხარულიძემ


ნაწყვეტი ინტერვიუდან.

ჟურნალისტის შეკითხვა:

- მეუფეო, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე განმარტება არაერთგზის გაგიკეთებიათ, არ შემიძლია, არ გკითხოთ ჟურნალ „ქვაკუთხედში" (რომელიც თქვენი კურთხევით გამოდის) გამოქვეყნებულ მასალაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ,რომელმაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის, განსაკუთრებით კი, სამაჩაბლოელი დევნილების გულისწყრომა გამოიწვია. ავტორის აზრით: „იქნებ საქართველოში აქა-იქ აღმოცენებული რუსული ბლოკ-პოსტები სწორედ ის მარწუხებია, რომელნიც ზეციდან დაეშვა დაუძლეველ ბარიკადებად ამ ინტეგრაციის გზაზე?!" „იქნებ რუსეთის ყუმბარები, როგორც გარყვნილ სოდომ-გომორზე ცეცხლი და წუმწუმა, ისე აწვიმა უფალმა საქართველოში ამ ბოლო დროს გამეფებულ ლიბერალურ-დემოკრატიულ ჯეობარულ სულსა და „ბუჩქების" იდეოლოგიას?!" (№ 8(27), სექტემბერი, 2008).

 მეუფე იობი:

- პირველ ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ მე ჟურნალ „ქვაკუთხედის" რედაქტორის კურთხევა სასულიერო თემატიკასთან დაკავშირებით მივეცი. ჟურნალში განთავსებული ტექსტების შინაარსს მე არავინ მითანხმებს და ვერც შევძლებ ტექსტების გაცნობას. ასევე მოხდა მაგ გახმაურებულ მასალასთან დაკავშირებითაც. ე

საა, მისი როგორც რედაქტორის, პირადი მოსაზრება და პოზიცია. მას აქვს ე.წ. „რედაქტორის გვერდი", სადაც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავის პირად დამოკიდებულებას გამოთქვამს. კიდევ ერთხელ გიცხადებთ, რომ ეს ჩემი სიტყვები არ არის და მსგავსი რამ არ მითქვამს! 


რაც შეეხება 2008 წლის ავადსახსენებელი ომის მიმართ ჩემ დამოკიდებულებას - მე სავსებით სხვაგვარად ვფიქრობდი. ვხედავდი, როგორ ეკიდა ცეცხლი ქართულ სოფლებს, როგორ იღუპებოდნენ ჩვენი შვილები, დები, ძმები... იმდენად აღშფოთებული, გულნატკენი ვიყავი, რომ მის უწმინდესობასაც კი ვუთხარი - იმდენად შემზარავია ჩემთვის ჩემი გამწარებული თანამოქალაქეების ყურება, რომ შეიძლება პუტინი და მედვედევი ანათემასაც კი გადავცე  იმის გამო, რასაც ისინი ჩვენი, მართლმადიდებელი ერის მიმართ სჩადიან-მეთქი.



...ისტორიასაც თუ გადავხედავთ (და ამას ყოველთვის ვამბობ), რუსეთი საქართველოს სულ ჩაგრავდა, გვავიწროვებდა, გადაღება ჩვენი უნიკალური ფრესკები... გაგვიძარცვეს ძვირფასი ხატები და საეკლესიო ინვენტარი ქვეყნიდან გაიტანეს და რაც ყველაზე გულსატკენია, ენა წაგვართვეს და ქართულ ენაზე ღვთისმსახურება აგვიკრძალეს! ამ ყველაფრის მერე, როგორ შეიძლება კარგი დამოკიდებულება მქონდეს რუსეთის მიმართ? ან როგორ შემიძლია, ეს ყველაფერი დავივიწყო?.


http://www.reportiori.ge/?menuid=74&id=29759&lang=1

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
ღირსი რომანოზ ტკბილადმგალობელი (+დაახლ. 556)
gaq