|
ჭალადიდელის ზოგიერთი პოპულარული ლექსი სიმღერად იქცა: "მოგონება" ("მახსოვს პირველად სასწავლებელში"); "ფაცხა" ("მიყვარს ფაცხა მე მეგრული").
|
|
ჩვენს დროშიც არაერთი ხელოვანი შეეჭიდა ქრისტეს გაწირვის, წამების თემას, ქრისტიანობის არსს. ასევე ღვთისმშობლის გულისტკივილს. რა საკვირველია, მართალაც ხელოვნების ძალიან დიდი საგანძური შეიქმნა ამ თემის გარშემო. ჩვენც, ქართველებმაც ბევრი შედევრი ვაჩუქეთ კაცობრიობას ქრისტიანული რელიგიის თემაზე შექმნილი ჰაგიოგრაფიით, ფრესკებით და სხვა. ჩვენი, ქართული შედევრები სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გამოვლენილი და შეფასებული. თუმცა, ეს დროის საკითხია. დადგება დრო და კაცობრიობა უფრო კარგად გაიგებს ჩვენი ერის ფასს ხელოვნებაში, ქრისტიანობის ისტორიაში თუ სხვა საკითხებში.
|
|
ტიციან ტაბიძე დაიბადა 1893 წლის 21 მარტს სოფელ ჭყვიშში, იმერეთში, მღვდლის ოჯახში (ამიტომ გთავაზობთ მის ლექსს „მაგი წინაპარი“).
|
|
1830 წლის 18 მარტს, სოფელ ყვავილში დაიბადა დიდი ქართველი მწერალი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი დანიელ ჭონქაძე.
|
|
1959 წლის 17 მარტს გარდაიცვალა გალაკტიონი... ქართველმა ხალხმა ძალიან განიცადა უსაყვარლესი პოეტის გარდაცვალება. გავიხსენოთ როგორ გამოეთხოვა მას სიმონ ჩიქოვანი
|
|
1901 წელს შეიქმნა დუტუ მეგრელის პოპულარული ლექსი "პატარა ქართველი", რომელიც მალევე იქცა პატარა ქართვლებისათვის თვითშეგნებისა და თვითიდენტიფიკაციის შესანიშნავ ჰიმნად. ამ ბრწყინვალე ლექსში ჩანს ქართული მესიანიზმი - საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა... ლექსი იმდენად გენიალურია, რომ ზოგიერთს მისი ავტორი აკაკი წერეთელი ეგონა. ის ხშირად შეჰქონდათ სასკოლო სახელმძღვანელოებში... ამ ლექსზე აღზრდილი ქართველები კვლავ სჭირდება კავკასიას...
|
|
ლარისა პეტრივნა კოსაჩ-კვიტკა (უკრ. Лариса Петрівна Косач-Квітка, დ. 25 (13) თებერვალი, 1871, ნოვოგრად-ვოლინსკი, ახლანდელი ჟიტომირის ოლქი ― გ. 1 აგვისტო (19 ივლისი), 1913, სურამი, საქართველო, დაკრძალულია კიევში) უკეთ ცნობილი ლიტერატურული ფსევდონიმით ლესია უკრაინკა (უკრ. Леся Українка) — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უკრაინელი პოეტი, და წამყვანი მწერალი ქალი უკრაინულ ლიტერატურაში.
|