საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

გრიგოლ რობაქიძის გარდაცვალების დღე (ნატვრა-ანდერძის ასრულება)
გაიოზ მამალაძე
1882 წლის 28 ოქტომბერს სოფელ სვირში, იმერეთში (მაშინდელი ქუთაისის გუბერნია) დაიბადა დიდი ქართველი მწერალი და მამულიშვილი გრიგოლ რომაქიძე.

სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, შემდეგ ტარტუს (ესტონეთის) უნივერსიტეტში. მერე გერმანიაში, ლაიპციგის უნივერსიტეტში. მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.

1908 წელს დაბრუნდა საქართველოში და შეუდგა ლიტერატურულ და საზოგადო მოღვაწეობას. იყო ქართველი სიმბოლისტების ერთ-ერთი ლიდერი და თეორეტიკოსი. წერდა ლექსებს, ესეებს, კრიტიკულ წერილებს, კითხულობდა ლექციებს. ის ქართული პოეზიის ერთ-ერთი რეფორმატორია. 1917 წელს მისი აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირი.

მონაწილეობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

საქართველოს გასაბჭოების დროიდან განიცდიდა შეზღუდვებს. თუმცა ლიტერატურულ საქმიანობს მაინც აგრძელებდა. 1931 წელს გაემგზავრა ემიგრაციაში. 1946 წლამდე ცხოვრობდა გერმანიაში. იყო ანტისაბჭოთა და ტრადიციონალისტური მოძრაობის ერთ-ერთი იდეოლოგი და აქტივისტი. მუდამ სამშობლოს თავისუფლებაზე მეოცნებე. იმედი ჰქონდა გერმანია დაამხობდა საბჭოთა იმპერიას, მაგრამ...

1946 წლიდან შვეიცარიაში გადასახლდა. მთელი ცხოვრება ემსახურებოდა სამშობლოს თავისი რომანებით და მოთხრობებით, ლექსებით თუ პიესებით, ესეებით და წერილებით.

დიდი მწერალი, გრიგოლ რობაქიძე გარდაიცვალა 1962 წლის 19 ნოემბერს ჟენ
ევაში.

მას ორი ოცნება ჰქონდა მხოლოდ:

პირველი და უმთავრესი - საქართველოს თავისუფლება;

მეორე და მოკრძალებული:

ნატვრა-ანდერძი:

... „ჩემმა მკითხველმა იცის, თუ როგორ მესახება მე მცხეთა... შედიხარ ტაძარში და ამჩნევ კუთხეში მარჯვნივ პაწია სალოცავს ძველისძველ აშენებულს. ტაძრის მშენებლებს იგი არ დაუნგრევიათ...

ჩემი ნატვრაა:

როცა მე ამ ქვეყნად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, მწიფობის, ჩემი დაბადების თვეში. სანთელს ანთებდეს ამ პაწია სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არას ვთხოვ საქართველოს“
.

ასრულდა დიდი მამულიშვილის ნატვრა. ქართველი ახალგაზრდები, მისი სათაყვანებელი ქვეყნის შვილები, ყოველ წელს, მის დაბადების დღეზე მიდიან მცხეთაში და იხსენებენ დიდ მწერალსა და მამულიშვილს...

მამული, ენა, სარწმუნოება

იპოლიტე რომის პაპი და მის თანა წამებულნი: კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი
30 (12.02) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპისა და მის თანა წამებულთა კენსორინესი, საბინესი, ქრისია ქალწულისა და სხვათა ოცთა მოწამეთა (III)
ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი
ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
gaq