მსოფლიოს ბევრი ლიდერი ჰყოლია, რომლებმაც თავისი გაუტეხელი სულისკვეთებით მაგალითი მისცეს ხალხებს და უკან არ დაიხიეს: ინდოეთის ეროვნული გმირი მაჰათმა განდი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურიატი ნელსონ მანდელა, რომელმაც 27 წელი გაატარა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ციხეში, საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა და სხვა არაერთი, რომლებიც არ შეუშინდნენ პატიმრობას. რა თქმა უნდა ყველა გმირობას ვერ მოსთხოვ... სააკაშვილმა არაერთხელ მოითხოვა განთავისუფლება. ისიც კი განაცხადა - თუ გაანთავისუფლებდნენ, დატოვებდა საქართველოს და აღარ ჩაერეოდა ქართულ პოლიტიკაში. დღეს საქართველს სასჯელაღსრულებით სამსახურებში უამრავი პატიმარია, რომელსაც მკურნალობა სჭირდება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით არცერთი მათგანი არ იმყოფება ისეთ პრივილიგირებულ მდგომარეობაში, როგორშიცაა „# 1 პატიმარი“. სამწუხაროდ მათ ბედზე არავინ წუხს, არც მედიაში საუბრობენ მათზე. ჭეშმარიტი ჰუმანიზმი ქადაგებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. არსებულ მდგომარეობიდან გამომდინარე, მესამე პოზიცია გამოდის წინადადებით: ჩატარდეს საყოველთაო პლებისციტი, და ხალხმა გადაწყვიტოს - საქართველოს სასჯელსღსრულებითი დაწესებულებებიდან განთავისუფლდეს ყველა ავადმყოფი პატიმარი, გარდა მათი, ვისაც ჩადენილი აქვს მძიმე დანაშაული. მესამე პოზიციის სახელით გიორგი კუჭავა |