საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ცნობები ბაგრატიონებისა და საქართველოს შესახებ მონღოლთა იმპერიაში, რომელსაც მოგვითხრობს მარკო პოლო
გაიოზ მამალაძე


შუა საუკუნეებში არაერთი ლეგენდა არსებობდა საქართველოს მეფეებისა და ბაგრატიონების შესახებ. მას შემდეგ, რაც მონღოლებმა დაიპყრეს თითქმის მთელი მსოფლიო, ლეგენდები ბაგრატიონების შესახებ გავრცელდა მონღოლთა შორისაც.

 

ერთხელ დავით ულუზე გაბრაზებულმა, ჩვენი რეგიონის ყაენმა ჰულაგუმ გადაწყვიტა მოეკლა მისი ვაჟი, უფლისწული გიორგი, რომელიც მასთან იყო მძევლად. ეს განზრახვა გადაფიქრებინა ცოლმა, ნესტორiანელმა ტონღუზ ხათუნმა, რომელმაც უთხრა ყაენს, ბაგრატიონები არიან წინასწარმეტყველთა და გამორჩეული გვარის შვილებიო.

ირანში დამკვიდრებული მონღოლებისგან ცნობები საქართველოს შესახებ გავრცელდა სხვა ულუსებშიც, მათ შორის, მონღოლთა დიდ საყაენოში და მათ მიერ დაპყრობილ ჩინეთში. 1275 წელს ჩინეთში, ყუბილაი ყაენთან ჩავიდა ცნობილი ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო. ჩანს, მას გამოუვლია სომხეთშიც, რომლის დიდი ნაწილი მაშინ ჯერ კიდევ საქართველოს შემადგენლობაში შემოდოდა (მოგზაური შესაძლოა შემოვიდა საქართველოშიც). მარკო პოლო საქართველოს საზღვრის შესახებ წერს: „საქართველოს საზღვრის მახლობლად არის ნაკადული, რომლიდანაც მოედინება ზეთი ისეთი სიუხვით, რომ შეიძლება ასი გემი დაიტვირთოს ერთ ჯერზე. ეს ზეთი საჭმელად არ არის გამოსადეგი, მაგრამ გამოიყენება, როგორც საწვავი და ასევე სამკურნალო მალამო, მას შეუძლია ადამიანისა და აქლემის განკურნება მუნისგან. ხალხი მოდის ამ ზეთის მისაღებად და მთელს სამეზობლოში მას იყენებენ საწვავად.“ იგულისხმება შირვანი (დღევანდელი აზერბაიჯანი), სადაც ნავთი მოიპოვებოდა მაშინაც. ნავთს იყენებდნენ მკბენარებისგან სამკურნალოდ.

 

მეფე დავით ულუ ნადირობისას. მინიატურა მარკო პოლოს წიგნიდან „მსოფლიოს აღწერილობა“, დაახლ. 1410 (საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა, Fr2810, ფოლიო 8r)
მოგზაური განაგრძობს: „საქართველოში არის მეფე, რომელიც ატარებს სახელს „დავით-მალიქი“. იგი ექვემდებარება თათრებს“. დავით მელიქი მეფე დავით ულუა. მარკოს პოლის მოხსენიებული ჰყავს დავით ნარინიც, რომელიც მაშინ დასავლეთ საქართველოში ბატონობდა და არ ემორჩილებოდა თათრებს: ''ერთი ნაწილი [საქართველოსი] ექვემდებარება თათრებს,ხოლო მეორე,სადაც ბევრი ციხეა მეფე დავითის ხელთაა'' (ეს ყოფილა ვრცელ ვარიანტში).

 

მარკო პოლოს აღნიშნული აქვს ლეგენდა, რომელიც გადმოგვცემს ბაგრატიონებისადმი დამოკიდებულებას იმ დროინდელ მსოფლოში, როგორც რჩეული მეფეებისადმი: „ძველ დროს ამ ქვეყანაში მეფეები მარჯვენა მხარზე არწივის ნიშნით იბადებოდნენ“. მხარზე არწივის გამოსახულებით დაბადება გამორჩეულობის ნიშანია. არწივი ძლიერების სიმბოლოა. იმდროინდელი წარმოდგენით ქართველი მეფეები ღვთის რჩეულები (ნაწილიანები) იყვნენ.

 

ქართველების შესახებ მოგზაური წერს: „ქართველები ლამაზი ხალხია, მამაცი მებრძოლების შთამომავლები, კარგი მშვილდოსნები და კარგი მეომრები ბრძოლის ველზე. ქართველები არიან ქრისტიანები და ბერძნული ეკლესიის წესებს იცავენ. ატარებენ მოკლედ შეჭრილ თმას და სასულიერო ტანისამოსს“. ბერძნულ ქრისტიანობაში იგულისხმება მართლმადიდებლობა, კათოლიკეები ხშირად ასე მოგვიხსენიებდნენ ორთოდოქსებს.

 

ქართველებს ყოველთვის საუკეთესო ჯიშის ძაღლები გვყავდა, მოგზაური წერს: „მსოფლიოში ყველაზე უკეთესი სანადირო ძაღლები მათ ჰყავთ მოშენებული”.

 

მარკო პოლოს ვერსიით, რომელიც სადღაც მოისმინა ან ამოიკითხა, ალექსანდრე მაკედონელმა ვერ გაბედა შ

ემოსვლა საქართველოში: „ეს არის ქვეყანა, რომლის გამოც ალექსანდრე ვეღარ წავიდა ჩრდილოეთით, რადგან გზა ვიწრო და სახიფათო იყო. ერთი მხრით მას აკრავს ზღვა, მეორე მხარეს კი მთები და ცხენით გაუვალი ტყეებია. ზღვასა და მთებს შორის ამ ვიწრო გასასავლელში რამდენიმე მეომარსაც კი შეუძლია მტრის დამარცხება. ამ მიზეზით ალექსანდრემ ვერ გაიარა აქ. მან აქ ააშენა ციხესიმაგრე, რათა ადგილობრივებს არ შესძლებოდათ მისთვის შეეტიათ. როგორც წიგნებში გვიამბობენ ალექსანდრეს შესახებ, ამ ადგილს ეძახიან რკინის ჭიშკარს და სწორედ აქ ჩაკეტეს თათრები ორ მთას შორის“. „რკინის ჭიშკარში“ რომელი საფორტიფიკაციო ნაგებობა და ადგილი იგულისხმება, ძნელი სათქმელია. შესაძლოა „რკინის პალო“.

 

მარკო პოლო განაგრძობს: „ქვეყანაში უამრავი სოფელი და ქალაქია. აქ უხვად მზადდება აბრეშუმის ქსოვილები და ისეთი ნაქსოვი აქვთ, რომლის მსგავსი არსად მინახავს... აქ ყველაფერი დიდი რაოდენობითაა იმისთვის, რომ ვაჭრობა და მრეწველობა აყვავდეს. მთელი ქვეყანა სავსეა მაღალი მთებით და ვიწრო ბილიკებით, რაც მას ადვილად დასაცავს ხდის, ამიტომ შემიძლია დაგარწმუნოთ, თათრები ვერასდროს დაიპყრობენ ამ ქვეყანას სრულად“.

 

მარკო პოლოს გვიამბობს საინტერესო ფაქტს, სამწუხაროდ, მონასტრის ლოკალიზება ძნელია: „საქართველოში მდებარეობს წმინდა „ლეონარდის“ მონასტერი, რომელიც ცნობილია სასწაულებრივი შემთხვევით. იქ არის დიდი ტბა, რომელიც წარმოიქმნა მონასტრის გვერდით მდგარი მთიდან გამონაჟონი წყლით. მთელი წლის მანძილზე იმ წყალში თევზები არ არიან. მაგრამ გამოჩნდებიან ხოლმე დიდი მარხვის პირველი დღიდან და დიდ შაბათამდე, აღდგმამდე.

მთელი ამ დროის განმავლობაში თევზები დიდი რაოდენობითაა წყალში, მაგრამ სხვა დროს თქვენ მათ იქ ვერ იპოვით“.

 

ჩვენი სმშობლოსთვის არა ერთ ადამიანს უწოდებია ორ ზღვას შუა მდებარე ქვეყანა, ეს იმის გამოძახილია, რომ საქართველოს შავი და კასპიის ზღვებს შორისაა. თუმცა, იმის მაჩვენებელიცაა, რომ საქართველოს საზღვრები კასპიის ზღვამდე უწევდა ხოლმე. კასპიის ზღვას მარკო პოლო უწოდებს ბაქოს ზღვას, ასევე გელისა და გილანის ზღვას. ქვეყანა გილანი (ახლა ირანის პროვინცია) მდებარეობდა კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროებთან. სახელწოდების გილანთან დაკავშირება ისეთივე პრინციპითაა, როგორც წარმოქმნილია სახელწოდებანი „დარუბანდის ზღვა“ (დარუბანდის სახელიდან), „ბაქოს ზღვა“ (ბაქოს სახელწოდებიდან) და ა. შ. ზოგი ამ ადგილს თარგმნის, როგორც ჩაკეტილ ტბას და გაუმდინარ ტბას. შემდეგ ტექსტში არის მოთხრობილი კასპიის ზღვის ზოგიერთ კუნძულზე. უნდა აღინიშნოს, კასპიის ზღვის ერთ კუნძულზე თავი შეაფარა მონღოლებისგან დევნილმა ხორეზმის შაჰმა მუჰამედმა. მარკო პოლო გვიამბობს:  „საქართველო მოქცეულია ორ ზღვას შორის. ჩრდილოეთით მას აკრავს შავი ზღვა, აღმოსავლეთით კი ზღვა, რომელსაც „ბაქოს ზღვას“ და ხანდახან „გელის“ ან „გილანის ტბის“ სახელწოდებითაც მოიხსენიებენ და არის 2800 მილი გარშემოწერილობის, თუმცა სიმართლე გითხრათ, ეს ტბა უფრო არის ვიდრე ზღვა, რადგან გარშემორტყმულია ტყით და ხმელეთით და არანაირი კავშირი არ აქვს მთავარ ზღვასთან, რომელიც აქედან დაახლოებით თორმეტი დღის სავალზე მდებარეობს. მას აქვს ბევრი დასახლებული კუნძული, ზედ აშენებული მშვენიერი ქალაქებით. მოსახლეობა დევნილია ძლევამოსილი თათრების მიერ, რომ

ლებიც არიან დამპყრობლები სპარსეთის სამეფოსი, სადაც ქალაქებსა და რაიონებში ჰქონდათ თავისი მმართველობის სისტემა. ისინი ცდილობდნენ თავშესაფრის პოვნას იმ კუნძულებზე, მთებს შორის, უსაფრთხოების იმედით“.

 

მოგზაური ისევ უბრუნდება საქართველოს თემას და ტფილისზე და სხვა ქალაქებზე გვიამბობს: „საქართველოში არის მშვენიერი, საკმაოდ დიდი ზომის ქალაქი „ტიფლისი“ რომელიც გარშემორტყმულია დაქვემდებარებული ქალაქებით და რაიონებით. მოსახლეობა ძირითადად ქრისტიანია, ქართველების გარდა ცხოვრობენ სომხებიც. არიან მცირე რაოდენობით ებრაელები და მაჰმადიანები. აბრეშუმი იქსოვება სწორედ იმ ქალაქში. მოსახლეობა ცხოვრობს საკუთარი მრეწველობით და ემორჩილებიან თათრების ყაენს. აღვნიშნავთ ზოგიერთ პროვინციას და რამდენიმე მთავარ ქალაქს, არსებობს კიდევ უამრავი ქალაქი, რომელთა ჩამოთვლაც, ვფიქრობ, მოსაწყენი იქნება, მით უმეტეს, ისინი არაფრით გამოირჩევიან.... მაგრამ ზოგიერთი ქალაქის შესახებ, რომელიც ჩვენ გამოვტოვეთ და რომელიც მდებარეობს ზემოთ აღნიშნულ ადგილებში, უფრო სრულად ქვემოთ გიამბობთ“.

 

მარკო პოლოს მოგზაურობიდან დაახლოებით ორნახევარი საუკუნის შემდეგ ბაგრატიონების შესახებ მსგავსი რამ აღნიშნა იტალიელმა მისიონერმა ქრისტოფორო დე კასტელმა: „ამბობენ, იმერეთის მეფე ალექსანდრეს (III) ბეჭებზე დაბადებიდან ჯვარი აქვს გამოსახულიო“. ჯვარის გამოსახულებით დაბადებაც ნაწილიანობის ნიშანია. კასტელის თქმით, „ბაგრატიონები ქრისტეს ნათესავები არიან“ (ამაზე სხვა დროს).

 

 

 

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V) ხსენების დღე.
დიდმოწამე იაკობ სპარსი (+421)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება დიდმოწამე იაკობ სპარსის (+421)ხსენების დღე.
gaq