საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

ჩვენ-იესიან-დავითიან-სოლომონიანნი
ვასილ ბურკაძე

ჩვენ გვიყვარს მეფე, რადგან გვიყვარს ღმერთი!

                                                 წმიდა ბარსანოფი

 

მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრების დადგინება გვიწესებს:

“მღვდელი არის კურთხევა და განმტკიცება სამეფო ხელისუფლებისა, ხოლო სამეფო ხელისუფლება არის ძალა და მხარდაჭერა მღვდლობისა... მღვდლობა იცავს ზეციურს და ზრუნავს მასზე, სამეფო ხელისუფლება კი სამართლიანი კანონებით ზრუნავს ქვეყნიურზე”. საეკლესიო სწავლებით მეფე არის ქრისტეს სახე და ხატი სამეფო მსახურებაში, პატრიარქი კი არის ქრისტეს სახე და ხატი პირველმღვდელმთავრის მსახურებაში.

ეს ჭეშმარიტება სრული სახით განხორციელდა საქართველოს ისტორიაში. ჩვენი ღმრთივკურთხეული, ღვთისმშობლის წილხვედრი სამშობლო მრავალი საუკუნის განმავლობაში იყო კლასიკური ქრისტიანული ფეოდალური ქვეყანა, მონარქიული სახელმწიფო იდეალური პატრონ-ყმური ურთიერთობებით, ღვთაებრივი წარმომავლობის მონარქებით - ბაგრატიონთა ათასწლოვანი სამეფო დინასტიის ზეობით; სამღვდელო და სამეფო მსახურების ჰარმონიული ურთიერთქმედებით, წმიდა კეთილმსახური და წმიდა მოწამე მეფე-დედოფლებით, რწმენის, სამშობლოსათვის, თავისი ერისათვის თავდადებული პატრონებითა და ყმებით.

უძველესი საეკლესიო და საერო ტრადიციით ქართველი მეფეები აღიარებულნი იყვნენ და არიან დავით მეფის - წინასწარმეტყველისა და მეფსალმუნის, იესო ქრისტეს წინაპრის - შთამომავლებად, და მათ ტიტულატურასაც ყოველთვის ამშვენებდა სრულიად გამორჩეული, მთელი მსოფლიოსათვის უპრეცენდენტო, საოცრად კადნიერი მტკიცება: “იესიან-დავითიან-სოლომონიანნი”. ყველა ქართველ ხელმწიფეს ღრმად ჰქონდა შეგნებული ეს გამორჩეული პასუხისმგებლობა და ამის რწმენით ემსახურებოდა თავის ერს, სამშობლოს, ქრისტეს ეკლესიას. შეიძლება ითქვას, რომ ქართველ მეფეთა აბსოლუტური უმრავლესობა თავდადებული იყო თავისი ქვეშევრდომებისათვის და ბრძოლის ველზეც ყოველთვის წინ მიუძროდა ლაშქარს, ხოლო მათგან გამორჩეულნი წმიდანებად არიან შერაცხულნი ეკლესიის მიერ.

საოცარი იყო ქართველი ერის ერთგულებაც თავისი ცხებული პატრონებისადმი - ღვთისმშობლისა და მისი ღვთაებრივი ძის - იესო ქრისტესადმი. ეს ერთგულება სრულყოფილად გამოხატა დიდმა მგოსანმა:

“ვინმცა მოკვდეს მეფეთათვის, მათნი სულნი ზეცად რბიან!”

ამიტომ ქართველი კაცი ყოველთვის მხნეობით, სიხარულითა და სიმღერით მიდიოდა საბრძოლველად შემოსეული მტრის წინააღმდეგ: დღეს იქნებ ღმერთმა ინებოს და ჩემს სამშობლოს, ჩემს ეკლესიას, ჩემს მეფეს შევეწირო მსხვერპლად და ცათა სასუფეველი დავიმკვიდროო!

მთელი მსოფლიო ბოროტება საუკუნეთა განმავლობაში იყო მომართული ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ სწორედ ქრისტიანული პატრონ-ყმური ერთობის დასარღვევად, ღმრთივ დადგინებული სამეფო ხელისუფლების მოსასპობად. და საუკუნეთა განმავლობაში ეს მცირერიცხოვანი მართლმადიდებელი ერი უფლის შეწევნით უძლებდა ამ შემოტევას და ერთგული იყო თავისი მოწოდებისა - ემსახურა უფლისათვის, ღვთისმშობლის წილხვედრი სამშობლოსათვის, ღმრთივკურთხეული ხელმწიფისათვის. ამიტომაც იესიან-დავითიან-სოლომონიანნი იყვნენ და არიან არამხოლოდ ქართველი ბაგრატიონი მეფეები, არამედ ასეთნი ვიყავით და ვართ ჩვენ ყველანიც - მთელი მართლმადიდებელი ქართველი ერი!

ღვთის განგებულებითა და დაშვებით ის, რაც საუკუნეთა განმავლობაში ვერ მოახერხა ბოროტმა სულმა თავისი მსახური ბოროტი ერებისა და ადამიანების მეშვეობით, ამ ორასიოდე წლის წინ ჩაიდინა ერთმორწმუნე რუსეთის იმპერიამ! ქართველი ცხებული მეფე ყრმისებრი გულწრფელობითა და რწმენით მიენდო მეზობელ ერთმორწმუნე ძლიერ ხელმწიფეს და თანასწორუფლებიანი ერთობა შესთავაზა, ღვთის წინაშე ფიცით თანხმობაც მიიღო, და მართლაც დაიდო ეს კავშირი, მაგრამ სულ მალე საქართველოს უკვე აღარც მეფე ჰყავდა და აღარც პატრიარქი!

მართლმადიდებელი ქვეყნისა და მისი ცხებული სამეფო ხელისუფლების წინაშე ჩადენილი ამ დანაშაულისათვის სასტიკად დაისაჯა რუსეთის სამეფოც და მისი ცხებული მეფობაც: გაუქმდა სამეფო, გაბატონდა ბოროტი და რუსეთს დაედგა ისეთი საშინელი უღელი, რომლის მსგავსიც მას არასდროს არ განუცდია. და ეს ავბედობა მისთვის დღემდე გრძელდება.

ნიშანდობლივია, რომ ჯერ კიდევ თავისი ზეობისას, რუსეთის უკანასკნელი სამეფო ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღიარეს თავის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და აუცილებლობაც საქართველოს სამეფოს აღდგენისა. მაგრამ ეს ყოველივე მომავლისთვის გადაიდო - ჯერ საშინელი საღმრთო სასჯელი უნდა აღსრულებულიყო რუსეთზე...

მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ქართველ მორწმუნეს ყოველთვის სწამდა თავისი ღვთივრჩეულობა, გამოხატული ქართული ენისა და ქართველი ერის განმადიდებელ საკვირველ სიტყვებში: “დამარხულ არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებელად, რაითა ყოველსა ერსა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა”.

ამიტომ საღმრთო განგებულებით ყოველივე შეიძლება აღსრულდეს: მართლმადიდებელი მონარქიის აღდგენაც, ქართველი ერის რწმენაში განმტკიცებაც, ივერიის გაბრწყინებაც და ანტიქრისტესეული მსოფლიო ბოროტების ქართული მხილებაც, რამეთუ წმიდა დავით მეფესთან ერთად ჩვენი ხელმწიფენიც და მთელი მართლმადიდებელი ქართველი ერიც, შეჰღაღადებენ მეორედ დიდებით მომავალ იესო ქრისტეს:

„დავიცვენ მე გზანი უფლისანი... და მომაგოს მე უფალმან სიმართლითა ჩემითა... რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნე!“

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
ღირსი რომანოზ ტკბილადმგალობელი (+დაახლ. 556)
gaq