ვულოცავთ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 37 წლის თავს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ქართველი ხალხის კეთილდღეობასა და საქართველოს გაერთიანებას.
საინტერესოა, რომ აღსაყდრებამდე ერთი დღით ადრე, 1977 წლის 24 დეკემბერს, მან პანაშვიდი გადაუხადა ახლად გარდაცვლილ ტეხტის მემკვიდრეს ქართლისას - ირაკლი გიორგის ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონს, მეორე დღეს კი აღსაყდრდა საქართველოს კატალიკოსის ტახტზე და მეფის მოვალეობებიც შეითავსა... საინტერესოა, რომ ერისკაცობაში ჩვენს უწმინდესსაც ირაკლი ერქვა...
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II
მეფეებისა და პატრიარქების მოხსენიება მახსენდება ჩემი პატრიარქად კურთხევის დღე. მაშინ სრულიად გამოუცდელი ვიყავი, თუმცა ახლაც გამოუცდელი ვარ... მოვიდა ჩემთან ერთი სასულიერო პირი და მითხრა: პატრიარქობა მძიმე ჯვარია, ამიტომ ილოცე პატრიარქებისა და მეფეებისათვის და ისინი გაგიადვილებენ ჯვრის ტვირთვასო. მართლაც, ღვთის მადლით, ყოველ კვირას ვიხსენებთ ჩვენს მეფეებსა და პატრიარქებს და ღვთის მადლით არ ვჩერდებით: ვეცემით, ვდგებით, ისევ ვეცემით, ისევ ვდგებით და უფალი გვეხმარება ამაში. სამწუხაროდ, მრავალმა ჩვენგანმა არ იცის, პაპისა და ბებიის იქით ვინ იყვნენ წინაპრები, მაგრამ ხომ შეიძლება ზოგადად ვთქვათ: მოიხსენე, უფალო, ესა და ეს და ყოველი ჩემი წინაპარი, ვიდრე ადამ და ევამდე. მინდა გითხრათ, რომ თქვენთან ერთად მეც ვწერ ჩემს მოსახსენებელს. მაგრამ, ჩემი წინაპრების გარდა, ვალდებული ვარ მოვიხსენიო ჩვენი მეფეები და პატრიარქები.
|