საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

სამეფო კარის ინტრიგები - ვინ გახდება მეფე, იქნებიან თუ არა ნაზირ-ვეზირები და რა დაგვიჯდება სამეფო ოჯახის შენახვა
ესაუბრა ნათია ვერძეული
სამეფო კლუბის სპიკეტტი გაიოზ მამალაძე

ეს ინტერვიუ იმათ წასაკითხად არის, ვისაც პატრიარქის განხცადების მერე ვიფიქროთ მონარქიაზეო, ძალიან `გაუხარდა~. ვინც შესაძლო `გამორჩენის~ მიზნით წინაპრებში ქექვა დაიწყო, არიქა  ცისფერსისხლიანი ვინმე ხომ არ იყო ჩემს წინა თაობებში, იქნებ ნაზირ-ვეზირობას `ხელი გამოვკრაო~. იმედები უნდა გაგიცრუოთ,  იმ შემთხვევაშიც კი თუ საქართველო  განვითარებისთვის  კონსტიტუციურ მონარქიას აირჩევს ეს იქნება ე. წ. ჰორიზონტალური მონარქია, სადაც იქნება მხოლოდ მეფე და მისი ოჯახი.

ხუმრობა იქით იყოს და როგორც აღმოჩნდა, ქართველი მონარქისტები ამ საკითხებზე უკვე წლებია მუშაობენ და ზუსტად იციან რა და როგორ იქნება მომავალში. იმასაც ამტკიცებენ, რომ ადრე თუ გვიან ქვეყანას მეფე ეყოლება, რადგან ყველა პროცესი იქეთ მიდის პრეზიდენტის ინსტიტუტს დიდი პერსპექტივა არა აქვს.

`ქართული სიტყვა~ საქართველოს სამეფო კლუბის სპიკერს და მონარქიის თემაზე შექმნილი პროექტების უმრავლესობის ავტორს - გაიოზ (გია) მამალაძეს ესაუბრა.

გია, კონსტიტუციური მონარქიის თემა დიდი ხანია განიხილება. წინა წლებში რაღაც ნაბიჯებიც გაიდაიდგა, მაგრამ პატრიარქის განცხადებამ, ხომ არ ვიფიქროთ კონსტიტუციურ მონარქიაზეო, მაინც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორ ფიქრობ, რატომ?

_ მიმდინარეობდა კონსტიტუციის ახალ პროექტზე მუშაობა. ხელისუფლება აპირებს, რომ პრეზიდენტის საერთო-სახალხო არჩევნები გააუქმოს.Eეს არ მოსწონდა ოპოზიციას, ამიტომ პატრიარქის განცხადება, როგორც ხელისუფლების მხარდაჭერა ისე აღიქვეს. ოპოზიციამ ჩათვალა, რომ პარტიარქი და მონარქისტები მხარს უჭერენ ხელისუფლებას იმისათვის, რომ გაუქმდეს პრეზიდენტის არჩევნების საერთო სახალხო ფორმა. საპრეზიდენტო არჩევნები კი სამასმა ხმოსანმა ჩაატაროს. ამიტომაც იყო ასეთი რეაქცია.

_ კი მაგრამ, პატრიარქი რომ მონარქიის მომხრეა და ამაზე წლების განმავლობაში საუბრობს, ეს ხომ ყველამ იცის?

_ რა თქმა უნდა, ჩვენ  დაახლოებით 25 წელია რაც ამ თემებზე ვმუშაობთ და `სამეფო კლუბი~ პატრიარქის კურთხევით მოქმედებს.Gგვაქვს საიტი, www.georoyal.ge , იბეჭდება პროექტები ამ საკითხზე, ვმსჯელობთ, გამოვცემთ წიგნებს და პატრიარქიც ხშირად საუბრობს ამაზე. მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში ამ თემის წამოწევამ დაძაბულობა გამოიწვია. დაახლოებით ექვსი თვის წინ მე მივმართე ბიძინა ივანიშვილს (ვინაიდან მას დიდი გავლენა აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობაზე, ფაქტობრივად, მისი შექმნილია საკონსტიტუციო უმრავლესობა), და ყველა პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში, სანამ დაიწყებოდა კონსტიტუციის პროექტის განხილვა და ვიცოდი რომ ყველა ვარიანტში დაიწყებოდა და ყველა ვარიანტში გააუქმებდნენ პრეზიდენტის საერთო სახალხო არჩევნებს და ამიტომ შევთავაზე გვემსჯელა კონსტიტუციურ მონარქიაზეც, როგორც სამომავლო პროექტზე. 

_ მერე რა რეაქცია ქონდა ამ მიმართვას?

_ ტელევიზიებმა, სააგენტოებმა ეს ინფორმაცია გაავრეცელეს, მაგრამ მაშინ საკონსყიტუციო უმრავლესობამ წინადადება არ მიიღო, არავინ გამოგვხმაურებია, არც კი იმსჯელეს. თუმცა არც უარყოფითი რეაქციები ყოფილა, იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი წინადადება. რადგან პატრიარქი ძალიან პოპულარულია და დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაზე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს მისი ავტორიტეტი გამოეყენებინათ, და ამიტომ წამოსწიეს თემა, ხოლო ოპოზიციის წევრებმა კი პატრიარქის განცხადება ისე აღიქვეს, თითქოს პატრიარქი მხარს უჭერს დღევანდელ ხელისუფლებას.Eეს რომ პატრიარქს ოთხი თვის წინ, ან თუნდაც ოთხი თვის შემდეგ ეთქვა, ასეთი რეაქცია არ იქნებოდა. ამიტომაც არ დააკვირდნენ კარგად რა თქვა პატრიარქმა.Mმან განაცხადა, რომ ვიფიქროთ მომავლისათვისო.Aამის მერე ოპოზიციაში გაჩნდა ეჭვი რომ ეკლესიის, მონარქიის და ტრადიციონალიზმის მომხრეები ხელისუფლების მხარეს გადადიოდნენ.Aამიტომაც კონსტიტუციური მონარქიის თემა გამოაცხადეს რუსულ პროექტად, რაც სრული აბსურდია.

_ და არ არის მონარქიის თემა რუსული პროექტი?

_ ჩვენზე და მონარქისტების დიდ ნაწილზე, ვინც ამ თემებზე მუშაობს, ანუ „სამეფო კლუბზე“, ვინც იტყვის, რომ ეს არის პრორუსული მოძრაობა და მათი პროექტი რუსულიაო, ან ძალიან გაუთვითცნობიერებელია ამ საკითხში ან სპეციალურად აკეთებს ამას.

_ და რატომ არ შეიძლება ამ ეჭვებსაც ქონდეს საფუძველი? შენი მაგალითი ავიღოთ. Bადრე, წლების განმავლობაში გხედავდით რეზო ჩხეიძესთან, რომელიც ცნობილი ფაქტია, რომ რუსეთის აქტიური მხარდამჭერი იყო. თვით რეზო ჩხეიძე კი `სამეფო კლუბის~ წევრი იყო. ეს არ იძლევა ეჭვის საფუძველს?

 

_ რეზო ჩხეიძე იყო სამეფო კლუბის წევრი და ძალიან გვეხმარებოდა. სანამ ცოცხალი იყო თვეში ორჯერ მაინც შევდიოდით პატრიარქთან და ამ შეხვედრებს ორგანიზებას ის უკეთებდა. მე ხომ ლეგიტიმიზმზე და პროექტებზე დიდი ხანია ვმუშაობ. ამიტომ პატრიარქთან ვმსჯელობდით, როგორ მოგვეწყო მონარქია. ამ პროექტების დაახლოებით 80% ჩემი დაწერილია. ასე რომ, რეზო ჩხეიძზე იყო მონარქისტი, თუმცა, რადგან სტალინის დროს გაიზარდა, საბჭოთა კავშირში, სტალინისადმი სიმპატია კი ჰქონდა, საკუთარი ქალიშვილისაგან და ჩემგან განსხვავ

მარჯვნიდან: სამეფო კლუბის საპატიო წევრი მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, სამეფო კლუბის სპიკერი გაიოზ მამალაძე, სამეფო კლუბის დამსახურებული წევრი ვახტანგ ბახტაძე
ებით.Mმისი ქალიშვილი არ არის პრორუსი და მე რატომ უნდა გავმხდარიყავი, მის გვერდით პრორუსი? ვფიქრობ, რომ პრორუსები, პროევროპელები, პროამერიკელები თუ პროაზიელები, პროკავკასიელები, ყველანი ვართ ქართველები და ერთმანეთის მტრები არ უნდა ვიყოთ. ამიტომ არც ერთის მოძულება არ შეიძლება. თუმცა იმასაც გეტყვი - პრორუსობა არის შეცდომა, დიდი შეცდომა, მაგრამ ადამიანებს აქვთ უფლებაც როგორც უნდა იფოქრონ, ოღონდ არ უნდა უღალატონ ჩვენს ქვეყანას, არ უნდა იმოქმედონ საქართველოს საზიანოდ და არ გაამართლონ ოკუპაცია. რეზო ჩხეიძე, სხვათა შორის, კი იყო სტალინისადმი სიმპატიით განწყობილი, მაგრამ რუსეთის მიერ ჩვენი მიწების ოკუპაციას ნამდვილად არ მიესალმებოდა. ისე, მის გარდა სამეფო კლუბის წევრები იყვნენ აკადემიკოსები გურამ შარაძე, თეიმურაზ მიბჩუანი, მათ კი პრორუსობას თუ სტალინისადმი სიმპატიას ვერ დააბრალებ. ისინი, ყველა ძალიან გვეხმარებოდა. ღმერთმა აცხონოს მათი სულები.

ხელისუფლების მხრიდან მონარქიაზე საუბარი პირდაპირ დაუკავშირეს პრეზიდენტ მარგველაშვილის ჩამოცილების საკითხს. როგორ ფიქრობ, პოლიტიკური ანგარიშწორებისათვის ხომ არ `შემოაგდეს~ ეს თემა და ამისთვის პატრიარქი გამოიყენეს? Gგანცხადებიდან მეორე დღეს ვნახეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ამ საკითხზე სასაუბროდ ეწვია პატრიარქს.

_ ხელისუფლების წარმომადგენლებმა კარგად ისარგებლეს პატრიარქის განცხადებით და საქართველოს მოსახლეობას აჩვენეს, ჩვენი კათალოკოსი გვიყავარს და მის სიტყვებს პატივს ვცემთო. ამიტომ სასაწრაფოდ ეწვივნენ პატრიარქს და შესთავაზეს, რომ ამ თემაზე მუშაობას დაიწყებდნენ.Pპატრიარქმა უთხრა, კონკრეტულად ამ საკითხის გადაწყვეტა დღეისთვის არ მომითხოვიაო. თვითონაც კარგად იცოდნენ, რომ პატრიარქი ამას ეტყოდა, უბრალოდ არჩევნების წინ ეს თემა კარგად გამოიყენეს. ოპოზიციაში ეს საკითხი აღქმული იქნა, როგორც რევანში მარგველაშვილის წინააღმდეგ და საპრეზიდენტო სახალხო წესით არჩევის წინააღმდეგ მიმართული ქმედება.M

მინდა გითხრა, რომ მონარქისტული იდეა და საკონსტიტუციო მონარქია არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, პირიქით გვინდა რომ სადღაც, რაღაც წერტილში მაინც მოვძებნოთ საერთო ენა, გავაკეთოთ ისე, რომ ერთმანეთს არ დავუპირისპირდეთ ხოლმე საპრეზიდენტო არჩევნებში.Gგადაწყვეტილია და საპრეზიდენტო არჩევნები ყველა ვარიანტში გაუქმდება. საპრეზიდენტო ინსტიტუტს ძალაუფლება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ გამოაცალა. ამ ხელისუფლებამ  კიდევ უფრო დაასუსტა პრეზიდენტის ინსტიტუტი.Mმინდა ვთქვა, რომ ამას გარკვეულწილად ხელი შეუწყო მარგველაშვილის თავშეკავებულობამაც, ინერტულობამ. დღეს საქართველოში საპრეზიდენტო ინსტიტუტი აღარაფერს წარმოადგენს. თუმცა მისი შენახვა საკმაოდ ძვირია.

_ ამაზე ძვირი არ დაჯდება მეფის შენახვა?

_  საკმაოდ ძვირია პრეზიდენტის შენახვა, თან სრულიად უფლებოა და უმოქმედო.Mმარტო კანცელარიაშიYჰყავს ძალიან ბევრი ადამიანი, ამას დაუმატეთ დაცვა, სხვა ხარჯები, მისი ვოიაჟი ბრაზილიაში. ბოლოსდაბოლოს კანონით ის და მისი ოჯახი მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში უნდა შეინახოს ქვეყანამ, შემდეგ ყველა შესაძლო პრეზიდენტი და მათი ოჯახები გადადგომის მერე ისევ ქვეყანამ უნდა არჩინოს, უზრუნველყოს დიდი პენსიით და დაცვით. ყოველ ხუთ-ათ წრლიწადში ახალი ოჯახი დაგვემატება სარჩენად... პრეზიდენტისთვის და ასევე ყოფილი პრეზიდენტისთვის საჭიროა დაცვა, დიდი პენსია, მზარეულები და ათასი დამხმარე პერსონალი. გარდა ამისა, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები, რაც ბიუჯეტს რვა მილიონი ლარი უჯდება.

_ და ეს ყველაფერი მეფეს არ დაჭირდება?

_ თუ კონსტიტუციური მონარქია იქნება და მეფე გვეყოლება, ყოველ ხუთ წელიწადში მისი არჩევა აღარ იქნება საჭირო. ანუ ყოველ 5 წელიწადში საარჩევნო ხარჯები დაიზოგება.Mმეფე გაიზდება ისე, რომ ეცოდონება ეტიკეტი, როგორ უნდა დახვდეს სხვა ქვეყნის პრესიდენტს, ელჩებს. ის ისევე გაიზრდება, როგორც პრინც უილიამს ზრდიან ბრიტანეთში და როგორც მეფე ფილიპე გაზარდეს ესპანეთში. როგორც ვიცი, პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის, კანცელარიის, მრჩევლების შენახვა ერთი წლის გამმავლობაში დაახლოებით 14 მილიონი ჯდება, გაცილებით ნაკლები დასჭირდება მეფეს.Mმას ასეთი მრავალრიცხოვანი კანცელარია არ ეყოლება,  რა თქმა უნდა, არ იქნება სამეფო კარი, არც თავადები, აზნაურები და ნაზირვეზირები.Aარ იქნება ცხენოსნები და მწევრები, მეჯლისები და მასკარადები, ეს ყველაფერი გამორიცხულია. სამეფო კლუბის პროექტი სახალხო, კონსტიტუციური, საპარლამენტო, ჰრიზინტალური მონარქიის პროექტს ითვალისწინებს და არავიტარ აბსოლუტურ ან არისტოკრატიულ მონარქიას. ანუ რაც ღირს მარგველაშვილის შენახვა, ამის მესამედიც კი არ დაჯდება მონარქის შენახვაDდა ზუსტად იგივე ფუნქციებს შეასრულებს, რასაც მარგველაშვილი ასრულებს.Mმაგრამ რასაც უბედავენ მარგველაშვილს, იმას მეფეს ვერ გაუბედავენ.Gგვახსოვს, ალბათ, უცხოეთშიც რომ არ გაუშვეს და რამდენი იყო ასეთი ფაქტი. ისე მეფეები თითქმის არ დადიან უცხოეთში..

_ ანუ თვლით რომ რა ფუნქციებიც აქვს მარგველაშვილს, მაგალითად, საგარეო პოლიტიკა, მთავარსარდალი და ასე შემდეგ, ის მეფის კომპეტენციაში უნდა გადავიდეს?

_ სახელმწიფო მეთაურის, მთავარსარდლის, ცერემონიალური, სიმბოლური უფლებები, რაც აქვს პრეზიდენტს შევა მეფის კომპეტენციაში. თუმცა უცხოეთში მოგზაურობები არ იქნება. იმიტომ რომ მეფეები, საერთოდ, ერიდებიან უცხოეთში მოგზაურობას და მათ მაგიერ დადიან პრემიერ-მინისატრები.Aანუ დაპირისპიორება პრემიერსა და პრეზიდენტს შორის რაც უკვე ვნახეთ, მოიხსნება.

_

სამეფო კლუბის წევრები
ნუ მეფე პოლიტიკასთან კავშირში არ იქნება, მას მხოლოდ სიმბოლური ხასიათი ექნება?

_სახელმწიფოს მეთაური, ანუ მეფე, არ იქნება რომელიმე პარტიის წევრი. თუ პრეზიდენტს სამასი ხმოსანი აირჩევს, ის ხომ ყველა ვარიანტში გამარჯვებული პარტიის წარმოამდგენელი იქნება?Eმაგავსი რამ გამოირიცხება მეფის შემთხვევაში.Aანუ მეფე არ იქნება გამარჯვებული პარტიის მხარდამჭერი და რაც მთავარია, არ იქნება საძულველი ოპოზიციური პარტებისთვის.Eეს პრობლემა მოიხსნება, იმიტომ რომ მონარქი არის ყველასი. მეფეს არ ექნება უფლება ხმამაღლა დაუჭიროს მხარი რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.Eეს უფლება არ ექნებათ მისი ოჯახის წევრებსაც. ეს შეიზღუდება კანონით.Gგამორიცხულია მეფის ბიზნესი, კომერცია და საბანკო ანგარიშები, გამორიცხულია იმის უფლება, რომ მეფემ დანიშნოს მინისტრები და გამგებლები და ამაში ქრთამი აიღოს ან თავისი ბიძაშვილები დანიშნოს.Aანუ ნეპოტიზმიც გამოირიცხება. მეფე იქნება პოლიტიკური ერთიანობის გარანტი და სიმბოლო.

_ ისტორიულად მეფის ინსტიტუტზე ქართველ ხალხს უარი არ უთქვამს, რუსებმა გაუუქმეს. ანუ ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მონარქიის აღდგენა ისტორიული სამართლიანობის აღდგენაც იქნება?

_ რუსეთმა წაგვართვა მეფობა და ჩვენ გვინდა აღვადგინოთ ის და შესაბამისად მივიღოთ სრული დამოუკიდებლობა რუსეთისაგან. რაც წაგვართვა უნდა დავიბრუნოთ, ამით ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენებთ რომ, ჩვენ ვართ არა ის ქვეყანა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა, არამედ ვართ ის ქვეყანა, უძველესი ქვეყანა, რომელიც ორასი წელი რუსეთმა დაგვჩაგრა, როცა წაგვართვა სახელმწიფოებრიობა. ჩვენ დავიბრუნეთ ის. Mმეფის ინსტიტუტი ერის სახელმწიფოებრიობის სიმბოლო რომ არის, ეს ვთქვი და ბევრს აღარ გავაგრძელებ,  მხოლოდ ერთს გეტყვით, ეს არის ერთიანობის ტექნოლოგია. ვიღაცეები ამბობენ, რომ რუსეთს უნდა ის ადამიანი გაიყვანოს მეფედ, რომელიც მათი მომხრე იქნებაო. წარმოიდგინე გაკურთხეს მეფედ, რაში გჭირდება ვიღაცის ქვეშევდომობა და მით უმეტეს აგენტოობა? რა სისულელეა... კანონით შეზღუდული ხარ და ბევრი რამის უფლება არა გაქვს, რაღაში გჭირდება პრორუსულობა?Eეს არის ბნელი არგუმენტი,  თან დემაგოგიური.Gგიორგი ბრწყინვალეს თავიდან იძულებითი ურთიერთობა ჰქონდა მონღოლეთთან, დაპყრობილი ვყავდით და იმიტომ, და უნდა ვთქვათ რომ პრომონღოლი იყო? დავით აღმაშენებელი თავიდან ხარკს უხდიდა თურქებს, პროთურქი იყო? პირიქით, ამ მეფეები, როგორც წესი, იბრძვიან ხოლმე დამოუკიდებლობისათვის. რომელ მეფეს ენდომება სხვა ქვეყნის აგენტი იყოს? ვინც ამას ამბობს, იმას ხომ არც ისტორიაზე და არც პოლიტექნოლოგიებზე არ აქვს წარმოდგენა?Eეს უბრალოდ არის შიშები, რომელიც შემოაგდეს ვიღაც-ვიღაცეებმა იმისთვის, რომ ამ იდეის დისკრედიტაცია მომხარიყო.

_ და იქნებ ეს დისკრედიტაციაც სწორედ მონარქისტების გარკვეული ნაწილიდან მოდის?

_ ვადასტურებ რომ მონარქისტებშიც არიან პრორუსულად განწყობილები, თუმცა, მათ სამეფო კლუბთან არავითარი კავშირი არ აქვთ... როცა დიდი ფული გაქვს შეიძლება ცნობილი გახდე. ეს ადამიანები თვლიან, რომ რუსეთში არის საქართველოს გადარჩენა და ხსნა. Aამიტომ უკავშირდებიან რუსებს, მათ შორის, იმპერიალისტ დუგინს და ერთად რაღაც პროექტებს ანხორციელებენ. მათთან ჩვენ არავითარი საერთო არა გვაქვს და ვფიქრობ რომ ისინი ცდებიან.E მათი პროექტი მცდარია, გამორიცხულია, რუსეთი თავისი ნებით ჩვენ ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებს. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი ძალების მობილიზაცია და ისე დაველაპარაკოთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს. მოვიპოვოთ რაც შეიძლება მეტი მოკავშირე კავკასიაში და დასავლეთში. შეიძლება ვინმეს ამერიკა და ევროპა გულზე არ ეხატებოდეს, მაგრამ, უნდა გაითვალისწინოს, რომ მოკავშირის გარეშე არ არსებობს არც ერთი ქვეყანა. მოკავშირეების გარეშე ჩვენ ტერიტორიებს ვვერ დავიბრუნებთ.

_ და ამ შეთანხმებაში სად არის მეფის როლი?

_ ამ შეთანხმებაში ჩვენ ოსებს, აფხაზებს შეიძლება შევთავაზოთ რომ ეს მეფე იქნება მათი მეფეც, მათი უფლებების დამცველი, მათი მეგობარი და ნათესავი. იმიტომ რომ ქართველი მეფეები ისტორიულადაც მათი მეფეები იყვნენ. ბაგრატიონები არიან აფხაზეთის ძველი მეფეების შთამომავლები, ლეონიდების, თუმცა ლეონიდები რომელ ერს მიეკუთვნებოდნენ, მნიშვნელობა რა აქვს. ბაგრატიონები არიან ოსი დედოფლების შთამომავლები, ასევე სომხების.Eეს არისMმთელი კავკასიის ერთიანობის იდეა. ჩვენ ველაპარაკებით ხოლმე სხვა კავკასიელ ერებს, რომ მეფე იქნება მათი მეგობარიც და შეიძლება ტიტულშიც კი ჰქონდეს ეს მინიშნებული, რომ ის არის კავკასიის მცველი, კავკასიელ ხალხთა მეგობარი. რასაც ვამბობ, შეიძლება, ვიღაცას ზღაპარად  მოეჩვენოს, მაგრამ ეს აუცილებლად იქნება, რადგან პრეზიდენტის ინსტუტუტი იმდენად უაზრო ხდება, გინდა თუ არა გამოიცვლება.Aამიტომ ჯობია შევთანხმდეთ და გამოვცვალოთ ყველამ ერთად.

_ ქართული მეფის ატრიბუტიკა, როგორც ამბობენ, ისევ რუსეთის მუზეუმებში ინახება.Mმის დაბრუნებაზე თუ მუშაობს სამეფო კლუბი?

_ მეფის გვირგვინი მართლაც ინახებოდა რუსეთში. ჩვენმა მეცნიერებმა სთხოვეს კომუნისტებს და ჩამოატანინეს 1930-იან წლებში. მერე კომუნისტებმა მოაპარინეს, გადაადნეს და ალბათ გაყიდეს.Aარის ვარაუდი, რომ სადღაც ევროპაში, კერძო კოლექციაში არაოფიციალურად ინახება ივერიული გვირგვინი. გიორგი მეთორმეტის გვირგვინზეა საუბარი.Mმაგრამ აქ მთავარი სიმბოლიკა არ არის, მას ხელახლა დავამზადებთ, მთავარი ის არის, რომ რუსეთის იმპერატორებს ქონდათ საქართველოს მეფის ტიტული და დღესაც ასე უწერიათ ტიტულებში მათ მემკვიდრეებს.Uუფრო მეტიც, რომანოვების საიმპერატორო ოჯახის, რომლებიც

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ბაგრატიონების ნათესავები არიან, ოფიციალური საიტით, ბაგრატიონების წარმოშობაზე სიყალბეები ვრცელდება. თითქოს ბაგრატიონები სომხური წარმომავლობის იყვნენ.Aამის შესახებ სტატიაც გამოვაქვეყნე, სადაც ვწერ, თუ შენი ტახტის მემკვიდრე დედით ქართველია, მისი წარმოშობა ქართველებს ჰკითხე, სომხებს რატომ ეკითხები? რუსეთის ტახტის მემკვიდრეს საკუთარ საიტზე დედამისის წინაპრების ისტორიაში უწერია რომ ბაგრატიონები იყვნენ სომხები, რაც არამეცნიერულია. რომანოვებს კი საქართველოს ტერიტორიასთან კავშირი არ აქვთ, საქართველო, აფხაზეთიანად და ჩრდილო ქართლიანად, მთლიანად, ბაგრატიონების ლეგიტიმური ტერიტორიაა.

_ ესეც რუსულ ცნობა პროპაგანდას ხომ არ იკავშირდება?

_ ეს უფრო არაპროფესიონალიზმია. ჩემი სტატია ჯერჯერობით რუსულად არ მითარგმნია, მაგრამ ვაპირებ.Gგარდა ამისა, რუსეთის საიმპერატორო სახლი ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს. მაგალითად გეტყვით, რომ მარია რომანოვამ ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიარა. ამის მერე ევროპის სამეფო ოჯახებში საკმაოდ ცივი დამოკიდებულებაა მარია რომანოვას მიმართ, ეს ბუნებრივია, მან ხომ აგრესიას დაუჭირა მხარი, უკრაინის წინააღმდეგ მიმართულს.Mმაგრამ ერთის მხრივ, იმისათვის რომ მარია რომანოვა დაუბრკოლებლად ჩავიდეს რუსეთში, იძულებული იყო ასე გაეკეთებინა, მას პუტინის კეთილგანწყობა სჭირდება. მისი შვილი საკმაოდ დიდ თანამდებობაზე დანიშნა პუტინმა, ის ერთერთი დიდი ფირმის დირექტორთა საბჭოს წევრია. სამწუხაროდ რუსეთში ყველა მიმართულება, ყველა იდეოლოგია ისევ იმპერიალისტურია.

_ და ეს მძიმე სენია, რა იქნება ჩვენთან საქართველოში?

_ საქართველოში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დამოუკიდებლობის გამტკიცებისათვის. Aახლა ისეთ რამეს ვიტყვი, რომ ბევრს შეიძლება არ მოეწონოს. ყველა ქვეყნაში ხელისუფლება ცდილობს, რომ ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია სახელმწიფო ინტერესებს ემსახურებოდეს. საქართველოშიც ასე უნდა იყოს მონარქიზმი იქნება, სოციალ-დემოკრატია, დემოკრატიული მოზრაობები თუნდაც არასამთავროები, ყველა მიმართული უნდა იყოს სახემლმწიფოებრიობის გამტკიცებისაკენ და არც ერთი უნდა ჩავქოლოთ. პირიქით, ყველა ქვეყნის სამსახურში უნდა ჩავაყენოთ. დღევანდელ ვითარებაში გამორიცხულია, რომ კომუნისტები საქართველოში არ იყვნენ. Mმოდი იყვნენ, მაგრამ პროქართველები იყვნენ და პრორუსები ნუ იქნებიან. ამაზე უნდა იმუშაოს სახელმწიფომ.

_ რაც შეეხება მემკვიდრეს. თავის დროზე პატრიარქმა დაასახელა გიორგი ბატონიშვილი...

_ სინამდვილეში ამის იდეის ავტორი იყო აწ გარდაცვლილი კინორეჟისორი, მონარქისტი, სამეფო კლუბის წევრი - ლერი სიხარულიძე.Pპირდაპირ რომ გითხრათ არის რამდენიმე ოჯახი, რომელიც კამათობს ამ საკითხზე. ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრე არის ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი.Aრადგან იმერეთს თავისი იურისდიქცია ჰქონდა, იმერელი ბაგრატიონები ამბობენ, ჩვენც გვაქვს ლეგიტიმური უფლება ერთიანი საქართველოს ტახტზეო.Gგარდა ამისა, მეოცე საუკუნეში, ევროპაში ემიგრანტი იყო ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი, რომელიც ტახტის მემკვიდრედ აირჩიეს. რამდენად სამართლიანი იყო მისი არჩევა, სხვა საკითხია, მაგრამ მერე იგი დაუნათესავდა რუსეთის, ესპანეთის, ბავარიის სამეფო ოჯახებს და მთელი ცხოვრება ირაკლი, მისი შვილი გიორგი (ხორხე) და ახლა დავით ბაგრატიონ-მუხრანელები ამბობდნენ, რომ ჩვენ ვართ ტახტის მემკვიდრეებიო.Aამიტომ ნუგზარს ბაგრატიონს არ ცნობდნენ. როცა შეეჩვევი რაღაცას, ძნელია მერე გადაჩვევა და მით უმეტეს მაშინ, როცა ამ ამბავს რაღაც დივიდენდები აქვს. ეს დივიდენდებია - პატივი და სახელი. ამიტომ მუდმივად იყო კამათი. არსებობდა ასეთი კაცი, ლერი სიხარულიძე, მას ჰქონდა იდეა, რომ ამ კამათის შესაწყვეტად ბაგრატიონების ორი შტო ერთმანეთზე დაგვქორწინებინა.Aამ თემაზე დაველაპარაკეთ პატრიარქს, მოეწონა იდეა და დააქორწინა, მაგრამ ეს ქორწინება დამთავრდა, თუმცა არსებობს ბავშვი.

_ როგორც ჩანს ეს კამათი არც ახლა შეწყვეტილა. სულ ახლახანს ია მუხრანელმა ასეთი განცხადება გააკეთა, ვინ თქვა რომ გიორგი ტახტის მემკვიდრეაო.. რა გარანტია გვაქვს რომ მონარქიაზე გადასვლა ქვეყანაში დიდ დაპირისპიორებას არ გამოიწვევს?

_ ია მუხრანელს ეს არ უნდა ეთქვა. რაც შეეხება დაპირისპირებას, ეს გამონაკლისის არ არის. ესპანეთის მაგალითს გეტყვით, როცა ესპანეთის მეფედ ხუან კარლოსი გამოაცხადეს, მამამისიც კი არ სცნობდა მას წლების განმავლობაში. ადამიანებს ასეთი რამ ახასიათებს. საფრანგეთში არის სამი სამეფო ოჯახი, რომელიც ერთმანეთთან არის დაპირისპირებული და კამათობენ რომელია რეალური მემკვიდრე.Mმაგრამ ეს ხალხმა უნდა გადაწყვირტოს.Eეს ბავშვი შეიძლება გაიზარდოს და თქვას რომ მეფობა არ მინდაო და სხვა პროფესია აირჩიოს. ჩვენ შევთანხმდით რომ მეფედ აუცილებლად ბავშვობიდან უნდა გაიზარდოს. ამიტომ არ უნდა გამოვრიცხოთ სხვა ბავშვებიც. როგორც სხვა სამეფო ოჯახებში ხდება, მაგალითად ბრიტანეთში, სხვა ბავშვებიც, მემკვიდრის გვერდით, და მის მსგავსად იზრდებიან. ელისაბედ დედოფალი პატარა რომ იყო მისი ბიძა მეფობიდან გადადგა და მის მამას დაუთმო. უმცროსმაDდამ ჰკითხა ელისაბედს, ჩვენი მამა მეფე გახდებაო? კიო, უპასუხა ელისაბედმა. ესე იგი მამას მერე შენ გახდები მონარქიო? ჰკითხა შემდეგ დამ ელისაბედს. კი, უპასუხა ელისაბედმა... და დამ შეჰყვირა თურმე, უი შე საცოდავოო. რატომ? იმიტომ რომ მეფობა არის მსახურება, ეს არის პრივილეგია იმ გაგებით რომ ყველას ეყვარები და პოპულარული იქნები, მაგრამ ამასტან ერთად, ეს არის რთული სამსახური. იმიტომაც უნდა ბევრს პრინცობა და მეფობა, რომ გარანტირებული სამსახურია. იმასაც გეტყვით, რომ იაპონიის იმპერატორის რძალს, როცა სამეფო ოჯახში შევიდა, სტრესი დაემართა და იცით რატომ? როდესაც გახდა სამეფო ოჯახის რძალი, ადგომა ექვსის ნახევარზე უწევდა, მუდმივად დაძაბულ რეჟიმში ცხოვრება, სამსახური

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
...

_ ანუ მეფობა გარკვეულ სტრესებთან არის დაკავშირებული?

_ დიახ, იმიტომ რომ თუ მეფე ხარ, ე. ი. ეტიკეტით ძალიან შეზღუდული ხარ. Mმეფეს არ შეუძლია ჩაიკუზოს, ფეხი ფეხზე გადაიდოს ამერიკულად, ვერ მოიხრები წელში, მუდმივად გამართული უნდა იყო, მუდმივად უღიმოდე ადამიანებს, მუდმივად ემსახურებოდე ხალხს, უნდა იყო ჯარისკაცი, წახვიდე ომში და ა. შ. .ეს ისეთივე მძიმე სამსახურია, როგორც მშენებლობაზე მუშაობა. ვიღაცას შეიძლება ამაზე გაეცინოს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბრიტანეთის ყველა ტახტის მემკვიდრე ვალდებულია იმსახუროს ჯარში და აუცილებლად ცხელ წერტილში ანუ შუაგულ ომში. სამხედრო აკადემია აქვს დამთავრებული ესპანეთის მეფე ფილიპეს. ამით სამეფო ოჯახმა უნდა აჩვენოს ხალხს, რომ მეფის შვილებიც მიდიან ჯარში და ცხელ წერტილებში იბრძვიან.Aამ შემთხვევაში შეიძლება სხვანაირად მოიქცნენ პრეზიდენტის შვილები. რადგან ის ხუთი წლის მერე აღარ იქნება პრეზიდენტი.

_ და იმ შემთხვევაში თუ თქვენი იდეა განხორციელდა, ვინ  შეიძლება იყოს საქართველოს მომავალი მეფე?

_ ჩვენ შევთანხმდით რომ  მომავალი მეფე იქნება ის, რომელიც გაიზრდება შესაბამისად. ყველაზე წინ დგას ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის შვილიშვილი,  გიორგი ანასა და დავითის ძე ბაგრატიონ-ბაგრატიონი. ის არის უმთავრესი კანიდატი, არის კიდევ ერთი ბავშვი, ალექსანდრე ბაგრატიონ-მუხრანელის ვაჟი - მიხეილი. მე მას არ გამოვრიცხავ მემკვიდრეობიდან. თუმცა, სხვებსაც ეყოლებათ შვილები და შესაბამისად, ისინიც იქნებიან მომდევნო კანდიდატები. თუმცა ამ თვალსაზრისით ყველა შეთანხმებულია გიორგი ანასა და დავითის ვაჟის შესახებ.

_ და უფლისწული შესაბამისად იზრდება?

_ჩვეულებრივად იზრდება.Mმე მინდოდა შეეყვანათ საჯარო სკოლაში, მაგრამ ოჯახმა  გადაწყვიტა და შეჰყავთ ერთ-ერთ კერძო სკოლაში, რაც არ მომწონს. თუმცა ამაზე ლაპარაკი არ მინდა.

_ მოდი ნაზირ-ვეზირების თემასაც შევეხოთ. Bსოციალურ ქსელებში აქტიურადა საუბრობენ ნაზირ-ვეზირებზე, რომელიც თითქოსდა აუციულებლად უნდა ყავდეს სამეფო კარს. იქნება თუ არა ეს ასე, და შენ მამალაძე რატომ იბრძვი მონარქიისთვის, რამე ადგილი შეგხვდება სამეფო კარზე?

_ ჩემზე ასეთი კომენტარებიც იყო, რომ ნაზირ-ვეზირობა უნდაო. იცით რაშია საქმე? ჩვენ ყველაფერში რაღაც ცუდის ძიებას მიგვაჩვიეს. ერთმანეთისადმი უნდობლობას მიგვაჩვიეს და სიძულვილი დათესეს ჩვენში. ერთმანეთის სიძულვილი უნდა დავძლიოთ. იქნება და ამას ჩემი სულისთვის ვაკეთებ? ჩემი სამშობლოსთვის ვაკეთებ?Aარ შეიძლება ასე ვიფიქროთ? Mმე არავის შევედრები, მაგრამ, მერაბ კოსტავას და სხვებს ნაზირვეზირობა უნდოდათ ქვეყნისთვის კარგ საქმეებს რომ აკეთებდნენ?

რაც შეეხება ნაზირ-ვეზირობას, არ იქნება არც ვეზირობა, არც ნაზირობა, არც თავადობა და არც აზნაურობა. იქნება კონსტიტუციური, ჰორიზონტალური მონარქია, იქნება მხოლოდ მეფე და დანარჩენი ყველა იქნება თანაბარი.Aარავის პენსია, ხელფასი და დანამატი არ მიეცემა, მეფის ბიძაშვილებსაც კი. არავის ხაზინის ფულით არ შევინახავთ, გარდა მეფე-დედოფლის და ტახტის მემკვიდრისა (ისევე, როგორც ვინახავთ პრეზიდენტს და მის ცოლ-შვილს). დანარჩენები ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრებნენ, როგორც ეს ეპანეთში მოხდა. ესპანეთის მეფე გადადგა, იმიტომ რომ მისმა ქალიშვილმა რაღაც დააშავა.Aახალმა მეფემ კი დას და სიძეს ტიტულები, პრინცესობა ჩამოართვა და სამეფო ოჯახიდან გაუშვა.Dახლა არც ხვდება მათ და გამარჯობასაც არ ეუბნება. ჩვენ საქართვლოში ასეთი რამ ვერც ერთ პოლიტიკოსს ვერ შევამჩნიეთ. ჩვენ ეს ტექნოლოგია მოგვაქვს და არა ნაზირ-ვეზირობა. `სამეფო კლუბს~ არც დამფინანსებელი ჰყავს და არც ოფისები გააჩნია. Eარც ერთი სამეფო ოჯახი არ თვლის, რომ `სამეფო კლუბი~ არის მხოლოდ მისი მომხრე. ჩვენ არც ერთს არ ვუჭერთ მხარს, ნეიტრალიტეტი გვაქვს გამოცხადებული და ვთვლით, რომ მემკვიდრემაც უნდა დაიმსახუროს.

_ და მთელს ამ თქვენს იდეას რა პერსპექტივა აქვს?

_ მონარქია აუცილებლად ჩაანაცვლებს პრეზიდენტის ინსტიტუტს. ჩვენ ვთვლით, რომ სახელმწიფოს მეთაური არ უნდა იყოს ან სააკაშვილის, ან ივანიშვილის ან ბოკერიას ან სხვა ვინმეს კაცი. სახელმწიფოს მეთაური უნდა იყოს ერისკაცი. მეფის არსებობის პირობებში ყველამ, სააკაშვილმაც, ივანიშვილმაც და პრემიერმაც იცის, რომ ის პირველი არ არის, პირველი არის მეფე. რაც უნდა მდიდარი და გავლენიანი იყოს პიროვნება, მან იცის რომ ის მეფის მერე მეორეა. ერთი დეტალი. Yყოველ სამშაბათს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დადის დედოფალთან, ანგარიშის ჩასაბარებლად,Pპრემიერი ფეხზე დგას, დედოფალი კი ზის. ეს აუცილებელი ეტიკეტია. იმიტომ რომ, ყველაზე ძლიერმა პოლიტიკოსმაც უნდა იცოდეს, რომ ვიღაცასთან არის პასუხისმგებელი.

_ გია, მეფის ინსტიტუტის შემოღება შეიძლება გახდეს ეროვნული თანხმობის გარანტი?

- როდესაც სამეფო კლუბი დავაარსეთ ყველა პოლიტიკური მიმართულების წარმომადგენელი მოვიწვიეთ, უნდა გენახათ იდეურად დაპირისპირებული ადამიანები, როგორ მშვიდად საუბრობდნენ  ამ თემაზე. ზუსტად ეს არის ეროვნული თანხმობა. Mმინდა გითხრათ, ესპანეთში, როცა 80-იანი წლებში კრიზისი იყო კომუნისტებიც და ნაციონალისტებიც და რადიკალებიც მონარქისტები იყვნენ, იმიტომ რომ ხედავდნენ - ქვეყანა მხოლოდ ამ ტექნოლოგიას შეეძლო გამოეყვანა კრიზისიდან.

ნათია ვერძეული 

გაზეთი "ქართული სიტყვა"

http://qartulisityva.ge/samefo-karis-kuluarebi/

  

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
ღირსი რომანოზ ტკბილადმგალობელი (+დაახლ. 556)
gaq