საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

გაიოზ მამალაძე: - "თუ საქართველოს ეყოლება მეფე, ეს იქნება მისი სრული დამოუკიდებლობის აღდგენა რუსეთის იმპერიისგან"
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას, რომ მონარქიას სახელმწიფოში სიმშვიდე მოაქვს, ქართულ საზოგადოებაში დებატების ახალი ტალღა მოჰყვა. განცხადებები გააკეთეს სახელმწიფოს უმაღლესმა პირებმაც. ამ თემაზე და საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის პერსპექტივებზე, „პრესა.ჯი“ საქართველოს სამეფო კლუბის სპიკერს გაიოზ მამალაძეს ესაუბრა.

- საქართველოს პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაში ბრძანა, რომ კონტიტუციურ მონარქიას ქვეყანაში სიმშვიდე მოაქვს. როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას?

- უკანასკნელ პერიოდში და არა მხოლოდ, პატრიარქი არ იყო ერთადერთი, ვინც ასეთი განცხადება გააკეთა, მაგრამ რადგან მისი უწმინდესობა ასეთი ავტორიტეტული ფიგურაა და მას ყველა იცნობს, ამიტომ მოჰყვა აჟიოტაჟი. 

თანაც, მისი განცხადება კონტექსტში დაემთხვა საერთო პოლიტიკურ ვითარებას და გარკვეულმა ძალებმა და საზოგადოების ნაწილმა ის სხვანაირად გაიგო. ვინაიდან ახლოვდება არჩევნები და მიმდინარეობს კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა, სადაც უნდა შეიცვალოს პრეზიდენტის არჩევის წესი, რაც არ მოსწონს ოპოზიციას, პროდასავლურმა ძალებმა ეს აღიქვეს, როგორც ხელისუფლებასთან დაკავშირებული, ხელისუფლების პოზიციის განსამტკიცებელი და ამიტომ პრორუსული გამოსვლა. სწორედ ამ მიზეზით იყო განპირობებული ის მტრული რეაქცია, რაც მოჰყვა ილია მეორის განცხადებას.  მაგრამ მინდა ვთქვა და აუცილებლად გავუსვა ხაზი, რომ როგორც პატრიარქმა ბრძანა, ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ მომავალში და არა დღეს. 

- მართლაც, ბევრმა ეს ისე გაიგო, თითქოს ამ საკითხში პატრიარქის და ხელისუფლების პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა...

- დიახ, მაგრამ ეს არ არის სწორი. პატრიარქს არ ჰქონია ისე ჩაფიქრებული რომ დახმარებოდა ან ხელისუფლებას, ან ოპოზიციას, ერთ ან მეორე მხარეს. ჩვენ, მონარქისტებიც ვთვლით, რომ ყველა უნდა იყოს ამ საქმეში ჩართული თანაბარი უფლებებით. 

კონსტიტუციური და საპარლამენტო მონარქია ვერასოდეს იქნება პრორუსული, რადგან თუ საქართველოს ეყოლება მეფე, ეს იქნება მისი სრული დამოუკიდებლობის აღდგენა რუსეთის იმპერიისგან. ეს სწორედ სრული დამოუკიდებლობის აღდგენის სიმბოლო იქნება დღეს. ასე რომ, მივმართავ იმ ხალხს, ვისაც ეჭვი შეეპარა იმაში, რომ ეს იდეა რუსეთიდან მოდის, ეს თუ მოხდა მომავალში, ის არასოდეს იქნება რუსული პროექტი და არ იქნება ხელისუფლების ან რომელიმე კონკრეტული პარტიის გადასაწყვეტი. 

- როგორ ფიქრობთ, დღეის მდგომარეობით, თუ ჩატარდა გამოკითხვა საქართველოს მოსახლეობაში, როგორ შედეგს მივიღებთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

- ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ თანამედროვე საქართველოში ეს საკითხი ჯერ არ არის სათანოდ მომზადებული და ხალხმა ბევრი რამე არ იცის კონსტიტუციური მონარქიის შესახებ. თან დღეს ამის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან დღეს ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება სხვა პრობლემების წინაშე ვდგავართ. პლუს ამას, აფხაზეთი და ჩრდილო ქართლი ოკუპირებულია, ამიტომ, ამაზე საუბარი ძალიან ნაადრევია და საკითხი არ არის დღეს პრიორიტეტული. 

- საქართველოს ტახტის მემკვიდრედ, მონარქიის აღდგენის შემთხვევაში, 6 წლის გიორგი ბაგრატიონი ითვლება. თუმცა, განცხადება გააკეთა ხუან ბაგრატიონმაც, რომელმაც თქვა, რომ ის ერთადერთი ლეგიტიმური მემკვიდრეა. როგორ ფიქრობთ, კვლავ უნდა ველოდოთ დაპირისპირებებს ბაგრატიონთა სხვადასხვა შტოებს შორის და თქვენი აზრით, ვინაა რეალური პრეტენდენტი?

- მიუხედავად იმისა, რომ სამეფო კლუბის სპიკერი ვარ, ვერ დავმალავ იმას, რომ არ ხდება დაპირისპირება და კამათი საქართველოს სამეფო შტოებს შორის, მაგრამ ასეთი დაპირისპირება არსებობს სხვაგანაც. მაგალითად, საფრანგეთში, სამი ოჯახი უპირისპირდება ერთმანეთს. ასეთი დაპირისპირება არსებობდა ესპანეთშიც, როცა აღდგა მონარქია და გამეფდა ხუან კარლოსი, მას ძმა და მამაც კი ეწინააღმდეგებოდნენ. რაც შეეხება საქართველოს, აქ ყველაზე წინ დგას ნუგზარ ბაგრატიონი და ასეთი შეთანხმებაა, რომ ბავშვი, მისი შვილიშვილი, სპეციალურად გაიზრდება როგორც ტახტის მემკვიდრე. რა თქმა უნდა, უნდა იყოს თანხმობა, მისი მშობლების და თავად ბავშვის. საქართველოს ტახტზე შემთხვევითი ადამიანი ვერ მოვა. მემკვიდრემ უნდა იცოდეს ქართული ენა სრულყოფილად, უნდა იყოს ძალიან განათლებული, შესაბამისად აღზრდილი, მაგალითად, როგორც არის ჩარლზი ბრიტანეთში და ფილიპე მეექვსე ესპანეთში. თორემ ვიღაცა მოვიდეს, არ იცოდეს ქართული, არ ჰქონდეს განათლება, არ ჰქონდეს წაკითხული მიხეილ ჯავახიშვილი, ასეთი მეფედ კი არა, სოფელში გამყიდველად არ გვინდა. ლეგიტიმური საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ აუცილებელია დამსახურება და ამისათვის არსებობს კრიტერიუმები.
http://presa.ge/new/?m=politics&AID=56835 

 ლელა წიკლაური 15:40 22.06.2017

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq