საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

გიორგი თევზაძე - " მეფე ყველასია და არავინ გრძნობს თავს დამარცხებულად"
georoyal.ge

 გვესაუბრება სამეფო კლუბის დამსახურებული წევრი, უფლებადამცველი გიორგი თევზაძე.

- რატომ ხართ მონარქიის იდეის მხარდამჭერი?

 -  მეფე იქნება ქვეყანაში  სტაბილურობისა და კონსტიტუციურობის გარანტი, განსაკუთრებით პოლიტიკური კრიზისების დროს. იგი იქნება  ობიექტური და ნეიტრალური არბიტრი, რომელიც უზრუნველყოფს რომ  ვინმემ არ მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია, ან უკანონოდ მისი  მითვისება  მონარქი, როგორც ზეპარტიული, აპოლიტიკური, ნეიტრალური  ლიდერი იქნება გარანტი ერის კონსოლიდაციისა და გაერთიანებისა.

 

უმრავლესობის მიერ არჩეული პრეზიდენტისგან განსხვავებით, მეფე  განასახიერებს, როგორც ამომრჩეველთა უმრავლესობის, ისე  უმცირესობის სახელმწიფო მეთაურს და მთელი ერის სახეს და მის სიმბოლოს. ასევე, მონარქია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის  ერთ-ერთ გზას წარმოადგენს, და რაც მთავარია იქნება ნეიტრალური  არბიტრი, რადგან მეფე ყველასია და არავინ გრძნობს თავს დამარცხებულად.

 

მით უმეტეს, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ხალხი აჯანყებულიყოს მეფის ინსტიტუტის წინააღმდეგ. მეფე ყველასია და არავინ გრძნობს თავს დამარცხებულად, ამასთანავე მეფე არის სტაბილურობისა და კონსტიტუციურობის გარანტი, განსაკუთრებით პოლიტიკური კრიზისების დროს თუ ასეთს ექნება ადგილი იგი როგორც ობიექტური და ნეიტრალური არბიტრი უზრუნველყოფს რომ ვინმემ არ მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია, რაც ამის არაერთი მცდელობები ყოფილა და ალბათ იქნება  ჩვენს მომა

ვალშიც, რაც 

დადებით როლს არ შეასრულებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. სრულიად დავეთანხმები ინგლისელი ფილოსოფოსის და სახელმწიფო მოხელის   ფრენსის ბეკონის სიტყვებს -  „ძალაუფლება ყვრნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“. მითუმეტეს როცა  ხელისუფლების მართველობა  შთამომავლობით არ ეძლება პირს როგორც ეს მონარქის შემთხვევაში 

ხდება  რომელიც დაბადებიდანვე აღიზრდება  შესაბამის გარემოში ეროვნული ღირებულებებისა და ტრადიციების დამცველად  და როგორც ქვეყნის  ერთიანობის სიმბოლოს გამტარებელი, რომლის აღზრდაშიც აქტიურ მონაწილეიობას  მიიღებს საქართველოს საპატრიარქო. და ქვეყანაში ჩამოყალიბდაბა  სახალხო კონსტიტუციური მონარქიის  მართველობა, როცა ქვეყანას  ჰყავს  მეფე,  მაგრამ არ მართავს, ამის ბრწყინვალე მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ დიდი ბრიტანეთი, იაპონია, რომელთა სახელმწიფო მოწყობასაც - კონსტიტუციური მონარქია არის.

 დღეს, სწორედ კონსტიტუციური მონარქიის მქონე ქვეყნები გამოირჩევიან პოლიტიკური სტაბილურობითა და ეკონომიკური კეთილდღეობით, რაც ასე გვაკლია თანამედროვე ქართველობას და რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერის ღირსეული განვითარებისათვის.

 

-   არის თუ არა საქართველოში ძლიერი ეროვნული და დემოკრატიული ძალა?

 

 - თავად კითხვაშივეა პასუხიც არის თუ არა საქართველოში ძლიერი ეროვნული და დემოკრატიული ძალა?...  შეგვიძლია ვთქვათ, რომ, მიუხედავად დემოკრ

ატიული იმპერატივის ზოგადი დეკლარატიული აღიარებისა, ქართული საზოგადოების ნაწილი საკმაოდ სკეპტიკურად ან ამბივალენტურად არის განწყობილი იმის მიმართ, რომ უახლოეს ხანებში საქართველო შეძლებს სრულყოფილი დემოკრატია გახდეს, მითუმეტეს იმისა რომ ქვეყანას დემოკრატიული განვითარების ფუნდამენტალური საფუძველი  და გამოცდილება გააჩნია წარსული პერიოდიდან რომლის  არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუნდაც 1918-21 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცდილება მნიშვნელოვანი დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების ეტაპი. მაგრამ ის მცირე ხანს გაგრძელდა და შემდეგ მცდელობამდე ათობით წელი გავიდა: ამიტომ დღევანდელი საქართველოსთვის მას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ ეს სიმბოლიზმი წარმოაჩენს დამოუკიდებელი საქართველო დემოკრატულ მიმართულებებს.

 ამასთანავე უდავოა, რომ  გენეტიკურად ქართველ გენში კოდირებულად დევს ეროვნული ღირებულებები, ტოლერანტობა  და  იდენტობის დაცვა, ამიტომაც ჩვენი ისტორიული წარსულის მანძილზე, ეროვნული ღირებულებების დაცვის კოდი  ყოველთვის რჩება ქართულ ადამიანის ბუნებაში და გენში, და როგორც კი მიეცემა საშვალება ის ყოველთვის იჩენს თავს და უღვიძებს ქართველ ერს საკუთარი ეროვნული ღირებულებებისა და ინდენტობის დაცვას. ამიტომაც, როგორც ზემოთ ავღნიშნე და კიდევ განმეორდები, რომ მეფე ყველასია და არავინ გრძნობს თავს დამარცხებულად.მითუმეტეს საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ხალხი აჯანყებულიყოს მეფის ინსტიტუტის წინააღმდეგ, მეფე ყოველთვის წარმოადგენს სტაბილურობისა და კო

ნსტიტუციურობის გარანტს, განსაკუთრებით პოლიტიკური კრიზისების დროს. იგი როგორც ობიექტური და ნეიტრალური არბიტრი უზრუნველყოფს რომ ვინმემ არ მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია, რაც საქართველოს  რეალობაში ეს მანკიერი მიდგომები სინამდვილეში  უცხო არ არის... 

 

-  რა სამომავლო გეგმები  აქვს სამეფო კლუბს?

 

  -  ამ  კითხვაზე შეიძლება მოკლე პასუხის გაცემა, სამეფოკლუბისთვის, როგორც დღეს, ასევე მომავალშიც, მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, ფართო საზოგადოებასთან ურთიერთობა და მათთან ისტორიულ-შემეცნებითი მიმართულებით მოღვაწეობა, რათა საზოგადოებას ჩამოუყალიბდეს სწორი ხედვა სახალხო კონსტიტუციური-მონარქის წყობილების შესახებ. ამის სრული პოტენცია გააჩნია სამეფო კლუბს, რომელშიც ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებულია  საზოგადოების სხვადასხვა ნაწილი, მათ შორის, მეცნიერები, ისტორიკოსები, იურისტები, ხელოვნების მოღვაწენი, ჟურნალისტები და სხვადასხვა პროფესიის  ღვაწლმოსილი პიროვნებები.

 

·          

გიორგი ლავრენტის ძე თევზაძე

1984   წლიდან   კონოსტუდია   „ქართული   ფილმის“   დამდგმელი   რეჟისორის ასისტენტი;

1987  წლიდან  ეროვნული  გამათავისუფლებელი  მოძრაობის  აქტიური  მონაწილე და ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი;

1991  წლის  დეკემბრამდე  „მრგვალი  მაგიდის“   სრულიად  საქართველოს  წმინდა ილია  მართლის  საზოგადოების  ადამიანის  უფლებათა  დაცვის  კომიტეტის თავმჯდომარე;

1992  წლიდან  სრულიად  საქართველოს  ადამიანის  უფლებათა  დაცვისა  და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდის ერთ–ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი;

1997 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის იურიდიული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი.

1998 წლიდან საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ადვოკატი;

1998  წლიდან  ადამიანის  უფლებათა  დაცვისა  და  პატიმართა  სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი;

2000  წლიდან  საერთაშორისო  ორგანიზაცია  „ამნესტი  ინტერნეშენელის“ პერსონალური  წევრი;

2000   –2004  წლებში  საქართველოს  იუსტიციის  სამინისტროს  პენიტენტიური სისტემის საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი;

2002–2004  წლებში  საქართველოს  მთავარი  სამხედრო  პროკურატურის საზოგადოებივი კონტროლის საბჭოს თავმჯდომარე;

2005 წლიდან, დაფუძნებიდან სამეფო კლუბის წევრი;

2006  წლიდან  სსიპ  საქართველოს  ადვოკატთა  ასოციაციის  წევრი,  ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაც

იით;

ადვოკატთა  დამოუკიდებელი  პროფკავშირების  თანადამფუძნებელი  და მონაწილე;

2009 წლიდან საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრი;

2010  წლიდან  საქართველოს  ადვოკატთა  ასოციაციაში  არჩეული  სისხლის

სამართლის კომიტეტის წევრი და ანალიტიკური კომისიის წევრი;

2011  წლიდან  საქართველოს  ადვოკატთა  ასოციაციში  ადვოკატთა  უფლებების დაცვის კომისიის წევრი;

2011  წლიდან  ცენტრალური  და  აღმოსავლეთ  ევროპის  ვეტერანთა  მსოფლიო ფედერაციის  წევრი  ორგანიზაციის  –  ომის,  კონფლიქტების,  შეიაარღებული ძალების, ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანთა ორგანიზაციების გაერთიანებული

საბჭოს  (ფედერაციის)  თავმჯდომარის  მოადგილე,  კურატორი  იურიდიული საკანონმდებლო  და  აღმასრულებელ  ხელისუფლებასთან  ურთიერთობის  საკითხებში.  ვეტერანული  ორგანიზაციების  მიერ  არჩეული  საქართველოს

ვეტერანთა ომბუდსმენი;

2012  წლის  12  იანვრიდან   საქართველოს  სახალხო  დამცველსა  და საქართველოს  ვეტერანთა  ომბუდსმენს  შორის  გაფორმებული

“ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმის მხარე;

2012  წლიდან  საქართველოს  თავდაცვ

ის  სამინისტროს  ვეტერანთა  საქმეთა დეპარტამენტში,  როგორც  ვეტერანთა  ომბუდსმენის  მონაწილეობა  მოქმედ სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისიაში,  დამკვირვებლის სტატუსით;

2012  წლის  სექტემბერ–დეკემბრის  თვეებში  საქართველოს  სასჯელაღსრულების, პრობაციისა  და  იურიდიული  დახმარების  საკითხთა  მინისტრის  ბრძანებით შექმნილი  პენიტენციური  სისტემის  საზოგადოებრივი  მონიტორინგის  ჯგუფის წევრი;

2012  წლიდან  არასამთავრობო  ორგანიზაციათა  კოალიციის  „თქვენი უფლებებისათვის“ სპიკერი;

2013  წლიდან  საქართველოს  შეიარაღებული  ძალების  გაერთიანებული  შტაბის ვეტერანთა  საქმეების  დეპარტამენტის  მიერ  დამკვირვებლის  სახით  მიწვეული წევრი ვეტერანთა სტატუსის დამდგენ კომისიაში;

2013  წლის  დეკემბრიდან  სსიპ  საქართველოს  ადვოკატთა  ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში არჩეული იქნა წევრად.

2014 წლიდან სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის თავმჯდომარე,

2014 წლიდან არჩეულია სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თანათავმჯდომარეთ,

2014   წლიდან   სსიპ   საქართველოს   ადვოკატთა   ასოცაიციის 

  ადვოკატთა უფლებების კომისიის თანათავმჯდომარედ.

2014   წლიდან   არჩეულია   სსიპ   საქართველოს   ადვოკატთა   ასოციაციაში

სამართლის  უზენაესობის  და  მართლმსაჯულების  რეფორმების  კომიტეტის წევრად.

2014 წლიდან სახელმწიფო უწყებათაშორისო კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრი.

2015 წლიდან  საქართველოს  სასჯელაღსრულებისა  და პრობაციის  მინისტრის საკონსულტაციო საბჭოს წევრი.

   არჩეულია   „თევზაძეების   საგვარეულო   კავშირის“   აღმასრულებელ   მდივნად (თავმჯდომარის მოადგილე).

არჩეული   იქნა  საქართველოს  სამეფო   კლუბის  დამსახურებულ   წევრად   და სამეფო   კლუბის    იურიდიული   კოლეგიის   თავმჯდომარედ,  

იტალიის   წმინდა ამბროსი   მარტვილის  სახელობის  სამეფო  აკადემიამ  აირჩია  აკადემიის   წევრად,

არაკომერციული  გაზეთების  „მრწამსი“–ს,   „ადამიანის  უფლებებისა და არგუმენტები“–ს, დამფუძნებელი და რედკოლეგიის თავმჯდომარე;

საერთაშორისო  შეხვედრებისა  და  კონფერენციების  მონაწილე,  არაერთი პუბლიკაციისა და კვლევის ავტორი/თანაავტორი

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: პავლე და მისი დაჲ იულიანა, მათთან ერთად კვადრატი, აკაკი და სტრატონიკე
4 (17) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამეთა: პავლესი და მისი დაჲ იულიანასი, მათთან ერთად კვადრატისი, აკაკისი და სტრატონიკესი (+273)
ღირსი გერასიმე (+475)
4 (17) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი გერასიმეს (+475) ხსენების დღეს.
gaq