საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

მონარქია ერთადერთი ნორმალური საშუალებაა ქვეყნის მართვისათვის!
ვლადიმერ ცხვედიანი

         

        წერილის ავტორი ვლადიმერ ცხვედიანი  ჩვენი თანამემამულეა, რომელიც უკრაინაში მოღვაწეობს.იგი რედაქტორ-გამომცემელია ჟურნალისა „КОММЕНТАРИИ“. მის მიერ წამოჭრილი რიგი დებულებანი და საქართველოს ისტორიის მოვლენების განსჯა, შესაძლოა, ერთმნიშვნელოვან აღქმას არ ექვემდებარებოდეს, მაგრამ ის, რაც ყოველგვარ კრიტიკაზე მაღლა დგას, გახლავთ ავტორის მართლმადიდებლური და მონარქისტული ხედვა.


მონარქია ერთადერთი ნორმალური საშუალებაა ქვეყნის მართვისათვის,  მით უფრო - მართლმადიდებლური ქვეყნისათვის.

           წმიდა ნეტარი იოანე კრონშტადტელი ამბობდა: „დემოკრატია ჯოჯოხეთშია. ცაზე მეუფებაა“. საქართველო კი მართლმადიდებელი ქვეყანაა. და ის ან ოდესმე გახდება მონარქიული ( ან მონარქიის ნაწილი - როგორც, მაგალითად, იყო რუსეთის იმპერიის შემთხვევაში) - ან აღიგვება, გაქრება ახალ „დემოკრატიულ ბაბილონში“, რაც ჩვენს თვალწინ ხდება ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაში. სხვა გამოსავალი არ არსებობს (სხვათა შორის, ეს ეხება რუსეთსაც, რომლისთვისაც დემოკრატიას უბედურების მეტი არაფერი მოაქვს). საერთოდაც, ისტორიულად დემოკრატია, უფრო ხშირად, დამახასიათებელი იყო პატარ-პატარა ბანდიტური, მეკობრული, სავაჭრო და სხვა ასეთი პარაზიტული რესპუბლიკებისათვის (შვეიცარია აქ გამონაკლისი არ არის - ეს არის დაქირავებული სამხედროების მიერ შექმნილი ქვეყნა). ქართველები -  პირველთაგანვე მონარქისტული წყობის ხალხია და მათთვის მართლმადიდებლობისათვის ბრძოლა ეთანადებოდა მრძოლას მონარქიისათვის, დემოკრატიის წინააღმდეგ. სამაგალითოდ, მოგახსენებთ: ლაგოდეხის გვერდით არსებობდა ჭარ-ბელაქნის თავისუფალი საზოგადოებები -  „ჯამაათები“. იქ სრული დემოკრატია  იყო - ყველა გადაწყვეტილებას იღებდნენ საერთო შეკრებებზე ,ზოგჯერ  აყალმაყალისა და ხმლით ანგარიშსწორების ჩართვით  (დემოკრატიის შედეგი). ეს იყო მუსულმანური დემოკრატიული წარმონაქმნი, რომელიც 2 საუკუნის მანძილზე წარმოადგენდა თურქ-ირანელთა თავდასხმებისგან დასუსტებული საქართველოს დაუძინებელ მტერს. ამასთანავე, „პირველ ჯერზე“ მიდიოდა ქრისტიანული მოსახლეობის „გადაბირება“ - ის, ვინც იღებდა ისლამს,  ეწერებოდა „ჯამაათში“, როგორც თანაბარუფლებიანი მოქალაქე, შემდგომში კი (როგორც ეს ხშირად ხდება დემოკრატიულ საზოგადოებებში) ახალი მოქალაქეების მიღება წყდებოდა  და ჯამაათებისგან დაპყრობილი მოსახლეობა იქცეოდა არასრულუფლებიან დამოკიდებულ შრედ (მუღალ-თათრებად და ინგილოებად - გამუსულმანებულ ქართველებად). ხოლო რით იყვნენ ეს ეგრეთ წოდებული „დემოკრატები“ დაკავებულნი?  სასირცხვილო  საქმიანობით - ტყვეების ვაჭრობით, თანაც სრულიად არადემოკრატიული ოსმალეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ. მე არ მესმის, რით ამაყობენ დღეს დაღესტნელი ისტორიკოსები - იმ „სასახელო საქმეებით, როდესაც ჭარელები ეპარებოდნენ ქართულ სოფლებს და გლეხებს ჰპარავდნენ პატარა ბავშვებს თურქეთში გასაყიდად? ამისი ხომ უნდა ესირცხვებოდეთ.  კიდევ მეტი - როდესაც კავკასიაში შემოვიდა რუსეთის იმპერია, დემოკრატია გავრცელდა მთელ დაღესტანზე (რომელიც თანდათანობით ევოლუციონირებას განიცდიდა ნორმალური ფეოდალიზმისა და მონარქიისკენ). არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შამილის წინამორბედმა ჰამზათ-ბეკმა მუხანათურად ამოჟლიტა მთის დაღესტნის ყველაზე მსხვილი ფეოდალი მმართველები - ავარიის ხანები (ანუ, ის იქცა თავისებურ „მთის რობესპიერად“. „რობესპიერს“ კი, „დემოკრატიის ტალღაზე“, როგორც ხდება ხოლმე, შეენაცვლა  დიქტატორი - „მთის ნაპოლეონი“ შამილი, რომლის ომების შედეგად დაღესტნის მოსახლეობა შემცირდა 3-ჯერ). სამწუხაროდ, რუსები, როდესაც ისინი მოვიდნენ კავკასიასა და საქართველოში, საფუძვლიანად იყვნენ დასნებოვნებულნი  „დემოკრატიით“. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კავკასიაში ასახლებდნენ რესპუბლიკურად განწყობილ დეკაბრისტების მთელ გუნდს, რომლებიც სიკვდილამდე  ვერ იტანდნენ საკუთარ სამშობლოს და, განსაკუთრებით, მონარქიას; არ უყვარდათ და არ ესმოდათ მართლმადიდებლობა და პირიქით - უყვარდათ რუსეთის ყველა მტერი - პოლონელი მეამბოხეებისა და  მეამბოხე დაღესტნელი მთიელების ჩათვლით. დეკაბრისტებსა და იმავე ლერმონტოვს რუსეთის მეფეების ერთგულქვეშევრდომი ქართველები, დაღესტნელები და აზერბაიჯანელები არ ხიბლავდნენ. სცადეთ რუს მწერლებს უპოვოთ თუნდაც ერთი საქებარი სიტყვა აზერბაიჯანლებზე - ვერ იპოვით. ამ დროს ეს არის მუსულმანური მოსახლეობის უმრავლესობა. დეკაბრისტებს მოსწონდათ „თავისუფლებისმოყვარე“ მთიელები, მეფის ხელისუფლებისა და მუსულმანი ხანებისადმი  მათი „დაუმორჩილებლობით.  და ეს „დემოკრატიული რომანტიკა“ ძვირი უჯდებოდა რუსეთს - ის უნარჩუნებდა ილუზიებს თავისუფლებისმოყვარე რევოლუციონერ მებრძოლებს, რომლებმაც შემდგომში რუსეთი მორწყეს სისიხლით... აქვე უნდა ითქვას, რომ ქართველებსა და კავკასიაში გადმოსახლებულ დეკაბრისტებს შორის რეალურად არსებობდა სრული  გაუგებრობა. დემოკრატიისგან შეურყვნელი, მონარქისტულად განწყობილი ქართველები, პირველ ხანებში ერთგულად ემსახურებოდნენ რუს მეფეს, ვის სახეშიც ხედავდნენ თავისი ქვეყნის კანონიერ თვითმპყრობელს, რომელმაც ბოლოს და ბოლოს გააერთიანა მათი ქვეყანა (და რომ ის ცოტა არამათებური იყო, ეს მათ სულ არ ანაღვლებდა - საქართველო დიდი ხნის მანძილზე  იყო დაქსაქსული და კახელისთვის თავისი რუსი მეფე და იმერელი მეფე ერთნაირად ლეგიტიმურები იყვნენ - მთავარია  მართლმადიდებლები ყოფილიყვნენ) ასეთ ქართველებს გულწრფელად უკვირდათ, როგორ შეიძლება ჯანყი  მირონცხებულის წინააღმდეგ!

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
ღირსი რომანოზ ტკბილადმგალობელი (+დაახლ. 556)
gaq