საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

მონარქიის უპირატესობებისთვის
სოლომონ ლებანიძე

თანამედროვე საზოგადოებაში სამწუხაროდ დამკვიდრებულია აზრი, მონარქიის არამიმზიდველობის, მისი თავისებური ანაქრონიზმის სახით არსებობის შესახებ.

თუმცა თუ დავაკვირდებით სახელმწიფო ინსტიტუციების ფუნქციონირებას სხვადასხვა სახელმწიფოში, აღმოვაჩენთ რომ კონსტიტუციურ მონარქიას აქვს რიგი ღირსებებისა, რესპუბლიკურ წყობასთან შედარებით.

პირველ რიგში, მონარქია არ ირჩევა, მონარქის არჩევას არჩევნების ჩატარება არ სჭირდება, როგორცაა საპრეზიდენტო მმართველობის პირობებში. როდესაც 4, 5 ან 7 წელიწადში ერთხელ მოსახლეობა ირჩევს პრეზიდენტს.

მონარქიის პირობებში ხდება, როგორც ფინანსური რესურსის დაზოგვა, რომელიც არ იხარჯება საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებასა და საპრეზიდენტო კამპანიის ჩატარებაზე, ასევე გამოირიცხება ქვეყნის სათავეში ოლიგარქების მოსვლა.

გარდა ამისა, მონარქია ეფუძნება მუდმივობის - უცვლელობის პრინციპს, რაც უფრო სტაბილურს ხდის ქვეყნის განვითარებას. რესპუბლიკური მმართველობის პირობებში - პრეზიდენტი შეზღუდულია რამოდენიმე წლიანი საპრეზიდენტო ვადით და მისი წინასაარჩევნო დაპირებები მეტწილად რამოდენიმე წლიან პერიოდში განუხორციელებლი რჩება.

რესპუბლიკური მმართველობის პირობებში -  ხელისუფლების გადაბარების პროცესი ერთი პოლიტიკური ძალიდან მეორეზე, ხშირად მტკივნეულად მიმდინარეობს.

მონარქიის კიდევ ერთი უპირატესობაა ის, რომ ის არ წარ

მოადგენს არც ერთ პოლიტიკურ ძალას და შეიძლება ლიბერალური, კონსერვატიული, სოციალ-დემოკრატიული თუ ეკოლოგიური პოლიტიკური პლატფორმების ძალების გამაერთიანებელი იყოს. სწორეთ ამიტომ მონარქი ერის სიმბოლოს წარმოადგენს.ასეთი უპირატესობით ვერ ისარგებლებს პრეზიდენტი, რომელიც ყოველთვის გარკვეულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს.

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
ღირსი რომანოზ ტკბილადმგალობელი (+დაახლ. 556)
gaq