საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

რას მოუტანს საქართველოს სამეფო ტახტის აღდგენა?
გიორგი ერიშვილი

 

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა კურთხევა მისცა ერს სამეფო ტახტის აღდგენისათვის, კონსტიტუციური-მონარქიის სახით. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ერთხმად აიტაცა ეს წინადადება და სავსებით მისაღებად მიიჩნია ქვეყნისათვის სახელმწიფოებრივი მოწყობის ეს ფორმა. საქართველოში მეფე და სამეფო ღირსება ყოველთვის ერის სიმბოლოდ მოიაზრებოდა: მრავალი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენში სამეფო ხელისუფლება ხალხს არც ძალადობით დაუმხია, არც გაუნადგურებია და არც უარუყვია. ბაგრატიონთა ღვთივკურთხეული დინასტია რუსეთის იმპერიამ მოტყუებით გაგვიუქმა და მოგვპარა. ხოლო შემდეგ, საკუთარი მონარქიული მმართველობის შემოჩეჩებით უნდობლობაც დათესა მსგავსი სახელისუფლო ორგანიზაციის მიმართ, ხოლო საბჭოურმა ხელისუფლებამ საერთოდ დაასამარა წარმოდგენა რაიმე სიკეთეზე მეფის ხელისუფლებისგან.

 

ამდენად, პატრიარქის მოწოდების შემდეგ, ერში ბუნებრივად იბადება კითხვები, რა მოელის საქართველოს - სამეფო ტახტის აღდგენის შემთხვევაში? ვცადოთ ამ კითხვებზე პასუხის  გაცემა:

 

1.საქართველო ავტომატურად შევა ევროპის იმ მაღალგანვითარებული და კეთილშობილი ქვეყნების თანამეგობრობაში, სადაც მონარქიული მმართველობაა და რომელთა შორისაც არიან: დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, დანია, ნორვეგია, შვედეთი, ბელგია, ჰოლანდია და ამ თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

 

2.ყველასთვის უცნობი, განვითარებადი თუ განუვითარებელი პოსტსაბჭოური ქვეყანა, უკანასკნელი რიგებიდან ერთბაშად ევროპული ქვეყნების სათავეში მოექცევა, როგორც იესიან-დავითიანი, ბიბლიური, ყველაზე უძველესი, 1300 წლოვანი სამეფო დინასტიის მქონე სახელმწიფო.

 

3.მსოფლიოს წინაშე ერთბაშად წარსდგება არა სლავური კულტურის ნარჩენებზე აღმოცენებული, არამედ სრულიად განსხვავებული ეთნოკულტურის - ორიგინალური  დამწერლობის, ხელოვნების, ხუროთმოძღვრების, პოეზიის ქვეყანა!

 

ახლა უფრო პრაგმატული კითხვაც დავსვათ: რა სიკეთის მოტანა შეუძლია მონარქიულ მმართველობას საქართველოსთვის? და ვუპასუხოთ:

 

1.საქართველოში სამეფო ხელისუფლების დამყარება ავტომატურად გამოიყვანს ქვეყანას რუსეთის გავლენის სფეროდან, რადგან დსთ-ს პოსტსაბჭოურ სტრუქტურებში ნონსენსია სამეფო ქვეყნის არსებობა! მეორეს მხრივ, ამგვარი სტატუსის სახელმწიფო (სა-ხელმწიფო!) გაცილებით უფრო მაღალრეიტინგულად და ავტორიტეტულად იქნება მიღებული ნებისმიერ ევროპულსა და მსოფლიო თანამეგობრობებში, იქნება ეს „გაერო“, „ეუთო“ თუ ევროპის კავშირი.

 

2.უცხო ქვეყნების სამეფო ოჯახები დიდ პატივად ჩათვლიან თანაბარუფლებიანი კავშირების დამყარებას ღირსებააღდგენილ ბაგრატიონთა დინასტიასთან, რის შედეგადაც დინასტიური ნათესაობები ქვეყანათა შორის ნათესაურ ურთიერთობებში გადაიზრდება, რასაც ბუნებრივად მოჰყვება კავშირები ჰუმანიტარულ დონეზე და კულტურული ღირებულებების ასევე თანაბარფასოვანი გაცვლა (თუკი შეიძლება, პრეზიდენტის დონეზე არსებობდეს საერთაშორისო მასშტაბის უბრალო ყოფითი და არამორგანტული ქორწინება, თუმც კი მისგან მომდინარე პოლიტიკურ-კულტურული დივიდენდებით, რამდენად უფრო პრესტიჟული იქნება მსოფლიოს თვალში გვირგვინოსანთა თანაბარფასოვანი ქორწინება, შესაბამისად გაცილებით მაღალი მსოფლიო რეზონანსით და კიდევ უფრო გაზრდილი პოლიტიკურ-კულტურული დივიდენდებით!)

 

3.ყოველი მონარქისტული ქვეყანა ბუნებრივად იქნება დაინტერესებული, რომ მათი ყაიდის ახალი სახელმწიფოებრივი ერთეული არ იყოს პოლიტიკურად შეუმდგარი და ეკონომიკურად ჩამორჩენილი. ამიტომ, ლოგიკურია ფიქრი ეკონომიკურ თანადგომაზე  - ამ ქვეყნების ბიზნესმენთა ქმედითი თანამშრომლობით, ვაჭრობისა და აღებ-მიცემობის გაცხოველებითა და საქართველოთი დაინტერესებული ტურისტების ნაკადის ზრდით!

 

ზემოაღნიშნული კითხვების გარდა ჩნდება რამდენიმე უხერხული, რომ არა ვთქვათ, საჩოთირო კითხვა, რომლებზეც აგრეთვე საჭიროა პასუხის გაცემა:

 

1.ხომ არ გამოიწვევს სამეფო ტახტისათვის ცილობა დაპირისპირებას შესაძლო კანდიდატთა შორის?

 

პასუხი: ვერ გამოიწვევს. დასასაბუთებლად, ცოტა შორს მოგვიწევს დახევა ისტორიულ წარსულში და მონარქიზმის ისეთი აპოლოგეტის შეფასების გაცნობა, როგორიც დიდი ილია ჭავჭავაძე გახლდათ. გავიხსენოთ მისი შეგონება, რომელიც ანდერძივით დაუბარა არჩილ ჯორჯაძეს:

 

„ახალმა თაობამ კარგად უნდა დაინახსომროს ერთი რამ. ჩვენ უნდა ვიყვნეთ მომხრენი მონარქიული პრინციპისა. რუსეთის იმპერატორი ამავე დროს ქართველთა მეფეა. 1783 წლის ხელშეკრულება, რომლის ძალით საქართველო რუსეთს შეუერთდა, რუსეთის მონარქთან გვაქვს დადებული. თუ გინდათ, რომ ჩვენს უფლებათ ისტორიული მნიშვნელობა არ დაეკარგოსთ, ხელუხლებელი და პატივსაცემი უნდა იყოს თქვენთვის მონარქიული პრინციპიო“. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ის სიგელ-გუჯრები, რომლებიც რუსეთის იმპერიამ ჩამოგვართვა და დაგვაკარგვინა, ისევ რუსეთს უნდა დაებრუნებინა ჩვენთვის.

 

და ეს დღეც დადგა: რუსეთის ტახტის კანონიერმა მემკვიდრემ, ვლადიმირ კირილოვიჩ რომანოვმა იმ ქვეყნის სახელით, რომელმაც 1801 წელს გააუქმა საქართველოს სამეფო, 1946 წლის 5 დეკემბრის აქტით აღიარა, ესპანეთის კეთილი ნებით იქ შეფარებული და გადარჩენილი ბაგრატიონთა უფროსი შტოს სამეფო ღირსება, ისევე, როგორც მის წევრთა უფლება, იწოდებოდნენ საქართველოს მეფეებად და ატარებდნენ მათი მეფური უმაღლესობის ტიტულს. ამ აქტით გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონი გამოცხადდა ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაურად, ხოლო 1957 წლიდან, მამის გარდაცვალების შემდეგ, სამეფო სახლის მეთაური გახდა ირაკლი ბაგრატიონი. ხოლო 1978 წლიდან ეს წოდება ირაკლის უფროს ვაჟს - გიორგის ეკუთვნის. ამრიგად, მთელი მსოფლიოსთვის გარკვევით არის გაცხადებული იმ მემკვიდრეთა ვინაობა, ვისაც ეკუთვნის საქართველოს სამეფო ტახტი, რასაც ევროპის ყველა სამეფო ოჯახი ოფიციალურად აღიარებს.

 

2.ხომ არ დააპირებენ თავად-აზნაურები საკუთარი პრივილეგიების აღდგენასა და უაზნოთა საკუთარი გავლენისადმი დაქვემდებარებას?

 

პასუხი: არ დააპირებენ. ამ პასუხსაც გააჩნია თავისი მყარი არგუმენტები. უპირველეს ყოვლისა, საქმე ეხება 1917 წლის 29 ოქტომბრის აქტს, რომლითაც ქართველმა თავად-აზნაურობამ 30 მილიონ ოქროს მანეთად ღირებული მთელი თავისი კოლექტიური ქონება, გადასცა მშობელ ერს. ვინაიდან ქართველობას იმხანად ჯერ არ გააჩნდა ეროვნული ორგანო, სწორედ ამ აქტმა დააჩქარა ეროვნული საბჭოს შექმნა, რომელმაც ერთ წელიწადში გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. აღსანიშნავია, რომ ამავე აქტით საკუთარი ნებით განაცხადა უარი ყოველგვარ პრივილეგიებზე თავად-აზნაურობამ, რაც უპრეცედენტო აქტია მსოფლიო ისტორიაში.

 

ხოლო, რაც მან საუკუნის წინ ნებაყოფლობით ჩაიდინა, ამის უარყოფას მას ახლა ვინ აიძულებს? ცხადია, არავითარ კლასობრივ უპირატესობაზე, არავითარ გამორჩეულობაზე არ შეიძლება დღეს ლაპარაკი -  არც პოლიტიკის, არც განათლების, არც კულტურის და არც სხვა რომელიმე სფეროში. თუ მათ სურთ დაადასტურონ თავიანთი გამორჩეულობა სხვა თანამემამულეთა შორის, ასეთ შემთხვევაში  მამაკაცები უნდა დადგნენ ბრძოლის წინა ხაზზე, საქართველოში მტრის გამოჩენისთანავე და შეასრულონ ის მისია, რის საფუძველზეც ენიჭებოდა მათ წინაპარს ტიტული და წოდება, ხოლო ქალებმა ჩაიცვან მოწყალების დის ფორმა და მზად იყვნენ საკუთარი თავის  გასაწირად, როგორც ეს გააკეთა სამშობლოსათვის თავადის ასულმა მარო მაყაშვილმა.

3.ხომ არ მიისაკუთრებს მეფე ერთპიროვნულ მმართველობას -  ხომ არ დათრგუნავს განმკარგულებელსა და აღმასრულებელ ორგანოებს - უდიერად ხომ არ მოეპყრობა ქვეყნის რესურსებს?

 

პასუხი: ვერა, რადგან კონსტიტუციური-მონარქიის პირობებში მეფეს ექნება მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებები. აკი ბრძანა თვით პატრიარქმა, რომ მეფე კი არ მართავს, არამედ მეფობს. თუ ბარათაშვილს დავესესხებით:

 

„მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს

 

თავისს მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს

 

არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..“

 

სხვა სახის სახელმწიფო მმართველობისაგან განსხვავებით, მეფე 4-5 წლიანი ვადით არ არის პრეზიდენტივით შეზღუდული, ამიტომ მას შეუძლია აუღელვებლად, ფაციფუცის გარეშე  -მშვიდად და გონივრულად გადადგას ყოველი ნაბიჯი მამულის სასიკეთოდ; ამავე დროს, მეფეს ის უპირატესობა აქვს, რომ, პრეზიდენტი, მაგალითად, რაგინდ დიდი პატრიოტი იყოს, ქვეშეცნეულად მცდელობს საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენისათვის ისტორიაში, ზრუნავს იმისათვის, რათა გადაამეტოს როგორც წინამორბედ პრეზიდენტს, ისე  - მომავალს. ამისათვის მან შეიძლება თვით ქვეყნის ხაზინაც კი არ დაზოგოს. ხოლო მეფე, ვისაც თავისი საქმიანობის გამგრძელებლად საკუთარი გვარის გამგრძელებელი ეგულება, პირიქით, ხაზინასაც თვალისჩინივით უფრთხილდება და ყველაზე ჩახლართული საკითხების გადაჭრასაც თავად ცდილობს, რათა საკუთარ პირმშოს „სიძნელე გზისა გაუადვილოს“.

 

და რაც მთავარია და როგორც ეს სულ ახლო წარსულში წარმოჩინდა: საქართველოსთვის, სადაც ყოველ ჭინჭრაქას არწივობა სწადია, სადაც ყოველ გამოჩინებულ კაცს „უჩემოდ რად იმღერეთა“-ს კომპლექსი ღრღნის, სადაც ლხინისა და ჭირის სუფრაზე ყველას თამადობაზე უჭირავს თვალი, ის ერთი, ყველაზე მაღალი, ღვთისგან ნაკურთხი და მირონცხებული ადგილი სულ დაკავებული უნდა იყოს, რათა არავის, უბრალო მოკვდავთაგან არ გაუჩნდეს საკუთარ თავზე აღმატებულობის სურვილი... ხოლო თუ იქნება ბრძოლა, იბრძოლონ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების ღირსეულად გაძღოლისათვის - რომელთა ნაბჭობს საბოლოოდ ღვთივ მირონცხებული ხელი დაუსვამს ბეჭედს!

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq