საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > პროექტები

გაიოზ მამალაძე - რესპუბლიკური მონარქია (მოკლედ. ნაწყვეტი მოხსენებიდან: "სახალხო, კონსტიტუციური, ჰორიზონტალური, რესპუბლიკური, საპარლამენტო მონარქია")
გაიოზ მამალაძე

დღევანდელი საქართველოს სახელმწიფო, - 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებისა და 1991 წლის 9 აპრილს, ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის აქტის მიხედვით, - არის 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის სამართალმემკვიდრე ანუ რესპუბლიკა. რაც დამტკიცდა აღნიშულ რეფერენდუმზე, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის მიერ.

1918 წელს, როცა აღდგა საქართველოს დამოუკიდებელი სახელწიფოებრიობა, საქართველოს თავად-აზნაურობამ თავისი ნებით უარი თქვა არისტოკრატიულ, მემკვდრეულ წოდებაზე და ქონების დიდი ნაწილი გადასცა სახელმწიფოს. იმდროინდელი თავადაზნაურობის მხრიდან ეს იყო მამულიშვილური, შეგნებული, სამართლიანი ნაბიჯი. რადგან, საქართველოს მთელი ქონება არის ერის საკუთრება და ის მხოლოდდამხოლოდ ხალხს, სახელმწოფოს ეკუთვნის. ….

ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ვცხოვრობთ რესპუბლიკაში, რომელიც დადგანილია სახალხო რეფერენდუმით.

რეფერენდუმის შედეგებს ჩვენ ვერ უგულებელყობთ. ვერაფრისდიდებით. გამორიცხულია.

ახალი რეფერენდუმის დანიშვნა, ჯერ ერთი, შეუძლებელია, რადგან ტეროტორიებია ოკუპირებული; მეორე, ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს და მესამე, რეფერენდუმზე რომ დავაყენოთ არისტოკრატიული ტიტულების, თუნდაც, სიმბოლური აღდგენის საკითხი, ხომ წარმოგიდგენიათ რაც მოხდება? - ჩავარდება კონსტიტუციური მონარქიის იდეა.

მაშ, როგორ შეიძლება მეფობის დადგენა?

მარტივად, თანამედროვე ქართულ სახალხო მონარქიაში დარჩება რესპუბლიკისა და დემოკრატიის ყველა მიღწევა. ხელისუფლების წყარო კვლავ იქნება ხალხი. ყველა თანამდებობა, ყველა პოსტი, რომელიც ახლა არჩევითია, იქნება კვლავ არჩევითი. ჯეიმს მედისონისეული რესპუბლიკის განმარტება რომ გამოვიყენოთ, კანონებს შექმნიან და აღასრულებენ ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები. ხელუხლებელი იქნება ხელისუფლების დანაწილების პრინციპი: საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო შტოებად. ფაქტობრივად და რეალურად ეს იქნება ისევ რესპუბლიკა. ეს იქნება რესპუბლიკური მონარქია, ეს იქნება საპარლამენტო მონარქია.

მეტიც, მე ვიტყოდი, საჭიროა მეტად განვავითაროთ რესპუბლიკა და დემოკრატია და მეტი პოსტი, მეტი თანამდებობა გავხადოთ არჩევითი. მათ შორის, მოსამართლეთა ნაწილის, პროკურორთა ნაწილის და ა. შ.

მეფობა კი იქნება თანამდებობა. რომელსაც დაამტკიცებს (აირჩევს) პარლამენტი. მეფის თანამდებობის თანაშემწენი იქნებიან დედოფალი და ტახტის მემკვიდრე, რომლებიც შეასრულებენ სახელმწიფოს მოხელეთა მოვალეობას. ამისთვის მეფე მიიღებს ანაზღაურებას,, როგორც პრეზიდენტი იღებს დღეს. არ იარსებებს არავითარი სამეფო კარი და არავითარი თავად-აზნაურული იერარქია. იქნება მხოლოდ სამეფო კანცელარია (როგორც ახლაა პრეზიდენტის კანცელარია).

სხვათა შორის, მეფის თანამდებობა იქნება გაცილებით იაფი სახელმწიფოსთვის, ვიდრე პრეზიდენტისა.

მეფის მიერ კონსტიტუციის დარღვევისა ან კრიმინალის ჩადენის შემთხვევაში, სხვა, მომდევნო მემკვიდრის სასარგებლოდ მას გადააყენებს უმაღლესი სასამართლო უწყება და პარლამენტი.  

მაშ, თუ რესპუბლიკა რჩება, რაში გვჭირდება მეფის თანამდებობა?

სამეფო კლუბის სახალხო მონარქიის პროექტი არის პერსპექტივის პროექტი. დავაზუსტოთ - პროექტი პერსპექტ

ვისთვის, ქვეყანაში სტაბილურობის მისაღწევად!

მეფის ინსტიტუტი გვჭირდება იმისთვის, რომ სახელმწიფოს პირველი პირი არ იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალის მომხრე ან მოწინააღმდეგე, ან ძალიან დიდი ფულის მქონე ადამიანი ან მის მიერ დასმული პოსტზე!

მეფე გვჭირდება იმისათვის, რომ რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურებმა სხვადასხვა მაქინაცებით არ მოახდინონ სახელმწიფოს პირველ თანამდებობაზე საკუთარი ღია თუ ფარული კანდიდატის გაყვანა!

მონარქი იმისთვის გვჭირდება, რომ სახელმწიფოს თანამდებობა იყოს ქვეყნის ისტორიული ბრენდი – სახე და მცველი ქვეყნისა!

მეფე გვჭირდება იმისთვის, რომ ქვეყნის მეთაურად ითვლებოდეს არა გაქნილი პოლიტიკოსი, არამედ ნეიტრალური პიროვნება!

მეფის თანამდებობა გვჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანას ჰყავდეს მირონცხებული მეთაური, რომლის ტახტზე ასვლას აკურთხებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია!

მეფის თანამდებობა გვჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ აღადგინოს რუსეთის იმპერიის მიერ წართმეული სახელმწიფოებრიობის სრული ფორმა!

მეფის თანამდებობა გვჭირდება იმისთვის, რომ დავბრუნდეთ ევროპის უძველესი სახელმწიფოების რიგებში!..

დაბოლოს, თუ საქართველოს სამეფო კლუბის სახალხო, კონსტიტუციური, ჰორიზონტალური, რესპუბლიკური, საპარლამენტო მონარქიის პროექტი განხორციელდება, ეს იქნება მაგალითი სხვა ევროპული ერებისათვისაც, რომელთაც დამპყრობელთა ძალმომრეობის შედეგად დაკარგეს ისტორიულ სამეფო ხელისუფლებანი.

საქართველოს სამეფო კლუბის სახალხო, კონსტიტუციური, ჰორიზონტალური, რესპუბლიკური, საპარლამენტო მონარქიის პროექტი არის ახალი სიტყვა სახელმწიფოებრიობის, კონსერვატიზმისა და დემოკრატიის შერწყმისა და განვითარების საქმეში.

 

ზოგი ამბობს, იყო წყვეტა და ახლა აღდგენა ძნელიაო...

 

პასუხი მარტივია: ავტოკეფალიის წყვეტაც გვქონდა და სახელმწიფოებრიობისაც. განა უარი ვთქვით  ავტოკეფალიის აღდგენაზე? ან უარი უნდა გვეთქვა სახელმწიფოებრიობის აღგენაზე?

მით უმეტეს, რესპუბლიკას არ ვცვლით, ფაქტობრივად. ვამარტივებთ მხოლოდ, ვასტაბილურებთ და განვამტკიცებთ! ევროპის ყველაზე განვითარებული ქვეყნების მაგალითს ვიმეორებთ! რაც მთავარია, ვაქართულებთ სახელმწიფოს!

 

დაბოლოს, ალბათ, გვკითხავენ: ჩვენი აზრით, ვ ი ნ  ი ქ ნ ე ბ ა  მ ე ფ ე?

 

სამეფო კლუბის პასუხია: ს ა მ ე ფ ო  დ ი ნ ა ს ტ ი ი ს  წ ა რ მ ო მ ა დ გ ე ნ ე ლ ი!

მეფობა მსახურებაა და არა პატივი. დინასტიის წევრობა დიდი მოვალეობაა და უზარმაზარი პასუხისმგებლობა.

ამისთვის აუცილებელია - გული გულისხმიერი!

ყველაზე მთავარი, ყველაზე უუმთავრესი არის ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ინტერესები!

ყველაფერი გამოჩნდება!

და კიდევ, განსხვავებით პარტიებისგან და განსხვავებით პოლიტ-ელიტისგან, სამეფო კლუბი საკუთარ პერსონებს კი არ ვთავაზობთ საზოგადოებას, არამედ, სახელმწიფო ინტერესების რეალიზებას!

ჩვენ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით!


ვიდეო იხილეთ: https://www.youtube.com/watch?v=ZfPfGHnQBZc&list=PLiF1nHbVzIqR7YFCQIG_K17moizU-N1aP&index=15

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq