საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო მოთხრობები

ქრისტეს ჯვრის ნაწილისგან დამზადებული დავით აღმაშენებლის ჯვარი პარიზში (ანსელუსის წერილის ნაწყვეტი)
გია მამალაძე

 

1099 წელს, იერუსალიმის აღების შემდეგ, ჯვაროსნებმა დააარსეს იერუსალიმის სამეფო. წმინდა ქალაქში არსებული ტაძრები დაიკავეს და მათში კათოლიკური ეკლესიები აამოქმედეს. ჯვრის მონასტრისთვის, რომელიც ისტორიულად ქართულად ითვლებოდა და აშენებული იყო იმ ადგილას, სადაც წმინდა ჯვრის ხე გაიზარდა, ხელი არ უხლიათ, რადგან, საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელთან ჰქონდათ მჭიდრო პოლიტიკური და სამხედრო კავშირი - ქართული ჯარის ნაწილები ეხმარებოდნენ ჯვაროსნებს იერუსალიმის აღებისას. წმინდა მიწაზე არსებობდა სხვა ქართული სავანეებიც. ჯვაროსნები დიდ სიმდიდრეს სწირავდნენ ქართულ მონასტრებს, რის გამოც, ისინი მოიხსენიებოდნენ იქაურ ქართულ აღაპებში. 

1125 წელს გარდაიცვალა დიდი ხელმწიფე, დავით მეოთხე. მეთორმეტე საუკუნის უცხოურ ცნობებს შორის მოიპოვება ერთ წერილი „ანსელის წმინდა საფლავის კანტორისაგან, პარიზის ღვთისმშობლის კრებულს. იერუსალიმითგან“, რომელსაც ათარიღებენ 1108 წლით. ის გვამცნობს იერუსალიმიდან პარიზში გაგზავნილი ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილის შესახებ. წერილში მოხსენიებულია დავით აღმაშენებელი და მისი ქვრივი. აღნიშნული წერილის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ისტორიკოსებს შორის. ზოგი თვლის, რომ ავტორს შეცდომა მოუვიდა, რადგან 1108 წელს დავით აღმაშნებელი ცოცხალი იყო; ზოგს მიაჩნია, რომ წერილი უფრო გვიანაა დაწერილი, მას მერე, რაც საქართველოს ტახტზე ავიდა დიმიტრი პირველი, დავით მეოთხის ძე და დათარიღებაა მცდარი. მეორე თვალსაზრისი უნდა იყოს უფრო სწორი. წერილი იერუსალიმ

იდან ფრანგმა სასულიერო პირმა, ანსელუსმა გააგზავნა პარიზში. ქართული თარგმანი გადმოწერილია ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ზურაბ ავალიშვილის, 1925 წელს, გამოცემული წიგნიდან „ჯვაროსანთა დროიდან“ (შემოკლებით): 

„ანსელუსი, იესო ქრისტეს სახელოვანი საფლავის კანტორი და ხუცესი, გალონ ეპისკოპოზს, სტეფანე მთავარდიაკონს და პარიზის ღვთისმშობლის სრულიად კრებულს პატივისცემას და სიყვარულს უცხადებს, მერე დასძენს:

...იმ ნიჭთაგან  ღმერთმა რომ მომცა, ნიჭი ერთი ფრიადი და შეუდარებელი, ესე იგი ჯვარი, წმინდა ძელითგან ქმნილი, მე, თქვენმა მოყვარემ, თქვენი ეკლესიის, თქვენდა და თქვენი ქალაქის საპატივოდ, სასახელოდ და ასამაღლებლად, ანსელმს, ერთგულსა თქვენსა გავატანე, რომლისაგან თქვენი წიგნი ჩემდამი გამოგზავნილი მივიღე.

როგორც ბერძენთა და ასურთა ნაწერები გვასწავლიან, ქრისტეს ჯვარი ოთხ ძელთაგან ყოფილა შემდგარი. მათში ერთი ის იყო, რომელზედ პილატემ ზედწერილი დაწერა, მეორე - სად იესო ქრისტეს გაშლილი მკლავნი და ხელები მიმაგრებული იყო; მესამე, რომელს მისი ტანი ეკიდა, და მეოთხე - რომელში თვით ჯვარი გამაგრებული იყო და რომელიც გვერდის და ფერხთა სისხლის დაღვრით გავლილია და კურთხეული.

ხოლო ის ჯვარი, თქვენ რომ გამოგიგზავნეთ, ორი ძელითგან არის გაკეთებული. იქ რომ ჯვარია ჯვარში ჩადებული, ჩადებული იმ ძელისა არის, რომელზედ ეკიდა, სადაც ჩართულია იმ ძელისაა,  ფეხთა ქვეშ რომ იყო და ჯვარს რომ ამაგრებდა; ორივე პატიოსანი, ორივე წმინდა.

ამ ჯვარსა დავით, მეფე ქართველთა

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
, სანამ ცოცხალი იყო, უაღრეს თაყვანისცემას და სიყვარულს უძღვნიდა, ის დავით, რომელს, მისი წინაპრებივით, კასპიის კარი - გოგსა და მაგოგს რომ ზღუდავს - ეჭირა და დარაჯობდა, რასაც შვილი მისი აქამომდე ასრულებს, ვისი ქვეყანა და სამეფო მედელთ (იგულისხმება მიდია) და სპარსთა წინააღმდეგ ჩვენი, ასე ვთქვათ, წინა ბურჯია.

შემდგომად დავითის სიკვდილისა და მისი შვილის გამეფებისა, მეუღლემ მისმა, უფრო სიწმინდის, ვიდრე გვარიშვილობისათვის სათაყვანომ, წესი მონაზონობისა მიიღო, სარწმუნოების სამოსელი ინება და მცირეოდენ (მხლებელით) იერუსალიმს მივიდა, იმ ჯვარის და ბევრი ოქროს თანწამოღებით, და იყო მისი წადილი არა შინ დაბრუნება, არამედ აქ მშვიდობასა და მყუდროებაში სიცოცხლის დასრულება.

იმ წამოღებულ ოქროთგან წმინდა ქალაქის მონასტრებს წილები დაურიგა, ასევე გლახაკთა და მგზავრთათვის მისაცემი გაიღო. შემდგომად ამისა, უფალ პატრიარქ გიბელინის ხელქვეით ქართველ დედათა მონასტერში, იერუსალიმს რომ არის, შესულა. მალეც, დათა და პატრიარქის თხოვნით წესი მონაზნობისა მიიღო.

ბოლოს წამოღებული სულ დაარიგა, გასცა და მონასტრის საჭიროებისათვის დახარჯა და ოდეს ჩვენი ქვეყანა შიმშილობამ შეაწუხა, თვითონ მისი ხელქვეითებით გაჭირვებაში ჩავარდა, და თუმცა, ბევრი რამ საჩუქრად ან სესხად მიეღო, მაინც მისი ქველის გრძნობით იძულებული გახდა იმ მონასტრის მოთხოვნილებისათვის, მას რომ ებარა, ისე მოქცეულიყო, როგორც საკუთარ ხორციელ საჭიროებისათვის არასგზით არ იმოქმედებდა.

ამრიგად ის ძელი, არა ვითარი ფასის შესადარი, ამ მიზეზ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ით ფასად იქცა და აჰა გამოგიგზავნეთ.“...

შემდეგ ანსელუსი აღწერს წმინდა ჯვრის ისტორიას. მისი თქმით, კონსტანტინე დიდის დედამ, დედოფალმა ელენემ, როცა აღმოაჩინეს წმინდა ჯვარი იერუსალიმში, ორად გააჭრევინა, ერთი ნაწილი კონსტანტინოპოლს წაიღო, მეორე კი იერუსალიმში დატოვა. შემდეგ ქრისტიანებმა, რათა უამრავი შესაძლო ხიფათის გამო არ დაკარგვოდათ, იერუსლიმის ძელი ჭეშმარიტის ჯვარი, დაჭრეს ნაწილებად და პატარა ჯვრები გააკეთეს, მათგან ქართველთა პატრიარქს აქვს ერთი, ქართველთა მეფესაც ერთი ჰქონდა, ახლა კი თქვენი საკუთრება არისო. ჯვრის წაღება პარიზში ანსელუს ხუცეს დაუვალებია ბერ ანსელისთვის, რომელიც გარდაცვლილა და მისია  დაუსრულებია მის შვილს, ფულკს. ანსელუსი ითხოვდა, მოეხსენიებინათ წარწერაში და გარდაცვალების მერე, ლოცვებში (ღმერთმა მიხედოს მათ სულებს და ყველა მორწმუნეს სულს).

ზურაბ ავალიშვილს უკვირდა, როგორ შეიძლება, ასეთ უწმინდეს საუნჯეს, რელიკვიას შელეოდნენ საქართველოს სამეფო კარზე, გაეგზავნათ იერუსალიმში და მერე კი ქვრივ დედოფალს გაეყიდაო. და იქვე პასუხობს, ალბათ, ლაპარაკია მხოლოდ ჯვრის პატარა ნაწილზე, რადგან ქრისტეს ჯვრის ნაწილები, საქართველოში კიდევ არსებობს: „ერთი პატარა ჯვარი  (წმინდა კონსტანტინესა და წმინდა ელენეს სახეებით) ხახულის ხატს რომ ამკობს, მაგრამ, ყველაზე სახელოვანი ამ დარგისა, რასაკვირველია, თამარ მეფის საკუთარი, გულსაკიდი ჯვარია, ხოფის მონასტრის (სამეგრელოში) ბერებმა ჩვენს დრომდი ერთგულად რომ შეინახეს და რომლის ასომთავრული წარწერა შემდეგია: „ძელო ჭეშმარიტ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ო, ძალო ჯვარისაო, შენითა წინაწარძღომითა ყოვლადვე შემწე და მფარველ ექმენ მეფესა და დედოფალსა თამარს“.

მაშასადამე, წმიდა ჯვრის სხვა ნაწილებიც არსებობდა საქართველოში, ამიტომ, დიმიტრი მეფე, დავითის ძე, არ შეეწინააღმდეგებოდა დედინაცვალს, გურანდუხტ დედოფალს, იერუსალიმში წაეღო ერთ-ერთი მათგანი. პარიზში სიწმინდე დაუსვენებიათ ბაზილიკაში, რომლის ადგილას აუშენებიათ პარიზის ღვთისმშობლის დიდებული ტაძარი. საფრანგეთის რევოლუციის დროს ტაძარი გაიძარცვა, მაგრამ, რელიკვია გადარჩა.

საინტერესოა, რომ საფრანგეთის დიდ რევოლუციამდე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, თურმე, არსებულა, ასევე წმინდა ჯვრის სხვა ნაწილიც, მანუელ კომნენოსის (ალბათ, ბიზანტიის იმპერატორის, 1143-1180) ბერძნულ წარწერიან ჯვარში ჩასმული. ალბათ, ეს ორი სხვადასხვა რელიკვიაა. ჩვენი ინფორმაციით, ეს რელიკვიაც შემონახულია. საკითხი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და საჭიროა კვლევის გაგრძელება.

საინტერესოა ზემოთ აღნიშნული ფრანგული ცნობა, რომ წმიდა ჯვრის ორი ნაწილი ინახებოდა საქართველოში. წერილში საინტერესოა გადმოცემა საქართველოს სამეფო ოჯახის შესახებაც, რომლის მიხედვით, დავით აღმაშენებელი დიდად მორწმუნე მეფეა, მისი ქვრივი კი პატივსაცემია უფრო მეტად თავისი მორწმუნეობით, ვიდრე მთავრული წარმოშობით. იქვე, საქართველოს სამეფო გამოცხადებულია იერუსალიმის ქრისტიანული სამეფოს ბურჯად, დავით აღმაშენებელს და ქართველ მეფეებს უკავიათ კასპიის კარი, და გოგისა და მაგოგის ველური ხალხების გადმოსვლისგან იცავენ იერუსალიმს, და ევროპას. 

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე პროკლე და მარტინიანე
11 (24) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე პროკლესი და მარტინიანეს (I) ხსენების დღეს.
მღვდელმოწამე ანტიპა, პერღამის ეპისკოპოსი
11 (24) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მღვდელმოწამე ანტიპას, პერღამის ეპისკოპოსის (+68) ხსენების დღეს.
gaq