არქივისთვის
ეს საპროგრამო განაცხადი დაიწერა 1992 წელს, როცა მე გახლდით ქართველ ნაციონალისტთა ერთობის ლიდერი. შემდეგ მცირე სარედაქციო ცვლილებები შევიტანე მასში. დღეისათვის ზოგი რამ შეიცვალა და ახლებურად მიდგომას საჭიროებს. საქართველოს სჭირდება ძალების მოკრება. ჩვენ საომარ მდგომარეობაში ვართ, ოკუპირებულია, და ფაქტობრივად ანექსირებულია ჩვენი ტერიტორიების ნაწილი. ამგვარად, ჩვენ არ გვაქვს ნეიტრალიტეტის ფუფუნება, არც ამ ვითარების გამოისობით, რადგან მოკავშირეები გვჭირდება, არც ჩვენი გეოპოლიტიკური, გეოეკონმიკური, გეოკულტურული მდგომარეობის გამო. მოკავშირეებში ვგულისხმობ დასავლეთის კონსერვატიულ წრეებს და განსაკუთრებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაც, დღეს, რამდენიმე ორგანიზაციას თავის სახელწოდებაში აქვს სიტყვა ნაციონალისტი, ან ნაციონალისტად მიიჩნევს თავს. ალბათ. ასეთებიც არიან, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც ქართველი ნაციონალისტების სახელით გამოდიან და ნაციზმის სიმბოლიკას იყენებენ და არაქართულ იდეოლოგიას ეყრდნობიან, ეს შეცდომაა. ქართულ ნაციონალიზმს არაფერი აქვს საერთო არც ნაციზმთან, არც რასიზმთან და არც სხვა რომელიმე ქვეყანაში არსებულ იდეოლოგიებთან. ქართული ნაცონალიზმი ქართული ნაციონალიზმია და მას სხვა ერების არც სიმბოლიკა სჭირდება და არც ფსიქოლოგია. სიმბოლიკაც, სახელწოდებაც და იდეოლოგიაც უნდა იყოს ქართული და ქართველთათვის შესაფერისი.
რაც შეეხება რადიკალიზმს, რადიკალებმა ალბათ, საკუთარს თავს უნდა უწოდონ არა ნაციონალისტები, არამედ ნეო-ნაციონალისტები, რადიკალ-ნაციონალისტები და ა. შ., თუ უნდათ. ნაციონალისზმის განმარტებანი ბრიტანულ, ფრანგულ. ამერიკულ ა სხვა ლექსიკონებში გამორიცხავს ნაციონალიზმისა და ნაციზმის იგივეობას. გ. მ.
ქართული ნაციონალისტური (მართმრეული) მოძრაობა საფუძვლები, პრინციპები, მიზნები და ამოცანები ქართველი ერი არის ერთ-ერთი მემკვიდრე ოდესღაც დიდი იბერიული მოდგმისა, რომელიც სახლობდა კავკასიიდან პირინეამდე, ხმელთაშუაზღვის და ეგეოსის აუზებში, მცირე აზიასა და ევროპაში; რომელიც იყო უუძველესი კულტურისა და ჰარმონიული მსოფლმიმართების გამთვითცნობიერებელი. ჩვენი სახელმწიფოებრიობა სათავეს იღებს ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულში.
ეროვნული იდეა, დაფუძნებული სამყაროსადმი ჰარმონიულ მიმართებაზე, მარად იყო ჩვენი წინაპრების თვითშეგნების საფუძველთა-საფუძველი.
ეროვნული იდეის ზეობისათვის სხვადასხვა ხანაში იქმნებოდა დროისა და ვითარების შესაბამისი სამოქმედო კონცეფცია.
იმთავითვე, ეროვნული იდეის შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი იყო "ქართლოსის საყდრის", შემდეგში ქართველ მეფეთა ტახტის ღვთივკურთხეულობის რწმენა.
ყველაფერმა ამან მოუმზადა ფსიქოლოგიური, სულიერი, ლეგიტიმური და სხვა საფუძვლები საქართველოს გაერთიანებასა და დიდი, დიადი საქართველოს შექმნას.
დიდი და დიადი საქართველო დავით VI-ის მიერ აღშენდა მარადიული მოძრაობის, აქტიური წონასწორობის, შრომისა და ბრძოლის აუცილებლობის შეგნებით (დავითიზმი) და ეროვნული ინტერესების დანერგვით ქართველი ერის ცხოვრებაში, ანუ ეროვნული იდეის ზეობით.
ე ს ეპოქა საქართველოს ისტორიის იდეალი - ოქროს ხანაა: კეთილშობილურ პრინციპებზე მოწყობილი სახელმწიფო და ერის კეთილდღეობა (თამარის ჰუმანიზმი); ათასწლეულების თუ ასწლეულების მანძილზე დაშორებული ხალხებისა და ტომების კვლავ დაახლოება. მშვიდობიანი, მეგობრული ურთიერთმეზობლობის ერთიანი რეგიონის ჩამოყალიბება, უძველესი იბერიული ძირებიდან ამოსული ეროვნული საზრისის აღორძინება (ქართული რენესანსი).
ისტორიამ გვიჩვენა რომ მოდუნება დაუშვებელია?!
ისტორიული გამოცდილებიდან და ღვთისა და საქართველოს მესიანისტური იდეისადმი რწმენიდან გამომდინარე, გვჯერა, რომ ქართველი ერის მიერ ეროვნული იდეის გლობალური გახსენება-გათავისებით კვლავ ჩაისახება ახალი ქართული რენესანსი (სიტყვა მესია ნიშნავს მხსნელს, აღნიშნავს იესო ქრისტას, ხოლო რაც ჭეშმარიტად უკავშირდება ქრისტეს და ქრისტიანობას, არაფრისდიდებით არ შეიძლება იყოს უარყოფითი მოვლენა. მესიანიზმი ნიშნავს კაცობრიობის სამსახურში განსაკუთრებულ წვლილს, თავდადებას კაცობრიობისათვის და არა ვინმეს დაპყრობის ან განადგურებისათვის შექმნილ რასისტულ ან მსგავს თეორიას).
ამიტომ ჩვენ, ქართველი ნაციონალისტები (მართმრეულები) ვაღიარებთ ეროვნული ინტერესების უზენაესობას ყველა სხვა ინტერესებზე და გადავდივართ აქტიურ მოქმედებაზე.
ქართულ ნაციონალიზმს ჩვენ ვუწოდეთ “მართ-მრე-ულობა”. "მართი” ნიშნავს სწორს, მართალს, "მრე” საუკეთესოს, "ულო” ძნის შესაკრავია.
ნაციონალიზმი (მართმრეულობა) არის მოქმედი, აქტიური პატრიოტიზმი. იგი არის ერის გადარჩენის და აღორძინების ერთადერთი საშუალება.
"ნაციონალიზმი არის გონების მდგომარეობა დამახასიათებელი განსაზღვრული ხალხისათვის, რომელთაც აქვთ ჰომოგენური კულტურა, ცხოვრობენ ერთად მჭიდრო კავშირში განსაზღვრულ ტერიტორიაზე და აქვთ რწმენა თავიანთი გამორჩეული არსებობისა და საერთო ბედისწერისა. ამ ხალხს აქვს ურთიერთთანაგრძნობის ღრმა შეგრძნება და ლოიალობა საკუთარი ჯგუფისადმი.
ნაციონალიზმი აყენებს თავისი ჯგუფისადმი ერთგულებას უფრო მაღლა, ვიდრე სხვა ერთგულებებს (ლოიალობას) და მოითხოვს სიამაყეს ამ ჯგუფის მიღწევების გამო" (Enciclopetia Americana v. 19 1966).
“ნაციონალიზმი არის რწმენა იმისა, რომ ყოველი ადამიანი ვალდებულია გამოავლინოს უანგარო ერთგულება თავისი ერისადმი” (Enciclopetia Britanica A 12 1973-1973).
"ნაციონალიზმი არის: 1) მოძღვრება, რომელიც ამტკიცებს ეროვნული ინტერესების უპირატესობას ამავე ერის ჯგუფების, კლასების, ინდივიდების ინტერესებთან შედარებით. 2) ინდივიდთა პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ცდილობს საკუთარი ერის ბატონობა განამტკიცოს ცხოვრების ყველა სფეროში (Petit Larouse. Paris 1988)."
ქართული ნაციონალისტური (მართმრეული) მოძრაობა აცხადებს, რომ სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობა ხელს არ უშლის ქართველთა ერთობას (იხ. ჩემი წერილი "აღმსარებლობა და ქართული ნაციონალიზმი").
ქართული ნაციონალიზმი (მართმრეულობა) თანაბრად უპირისპირდება ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს, იზოლაციონიზმსა და უკონტროლო ინტეგრაციას.
ქართველი ნაციონალისტებისათვის (მართმრეულებისათვის) მიუღებელია კომუნისტური, რადიკალ-ლიბერალური და ყოველგვარი რევოლუციურ-ანარქისტული იდეოლოგია და ტერორისტული მოძრაობა.
ქართული ნაციონალისტური (მართმრეული) მოძრაობის უზენაესი ხელმძღვანელია ეროვნული იდეა.
ქართველი ნაციონალისტების (მართმრეულების) მიზანია ეროვნული იდეის ზეობა - ნაციონალისტური (მართმრეული) მოძრაობის მოსვლა სახელმწიფოს სათავეში და ეროვნული სახელმწიფოს შექმნა.
სახელმწიფო ბა ზისია, რომელზეც უნდა აშენდეს ერის კეთილდღეობა.
ქართული სახელმწიფოს უმთავრესი დანიშნულება იქნება ქართველი ერის მარადიული არსებობის უზრუნველყოფა. ამისათვის აუცილებელია სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა, საზოგადოებაში წესრიგისა და დისციპლინის დამყარება. თანამედროვეობის შესაბამისად უნდა აღორძინდეს შესანიშნავი ქართული თვითმმართველობისა და დემოკრატიის ტრადიციები (რა თქმა უნდა, ფედერალიზმი მიუღებელია ჩვენთვის, გეოოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე). საჭიროა აქტიური თავდაცვისა სამხედრო-პოლიტიკური დოქტრინის შექმნა და მისი განხორციელება ქართველი ხალხის ცხოვრებისა და საქმიანობის იმ სფეროების მილიტარიზაციის (გასამხედროების) გზით, სჭირდება ჩვენს სამშობლოს შესაძლო სამხედრო აგრესიის მოსაგერიებლად. შეიქმნება ძლიერი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი. პარალელურად ქართველი ახალგაზრდები გაივლიან ინტენსიურ ფიზიკურ და სამხედრო მომზადებას სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში.
მართმრეული სახელმწიფო იზრუნებს ერის გენოფონდზე, ეროვნული თვითშეგნების ამაღლების გზით, გააუმჯობესებს ქართველი ერის დემოგრაფიულ მდგომარეობას: საქართველოდან ემიგრირებული ქართველების დაბრუნებით, საქართველოში არაქართული მოსახლეობის იმიგრაციის (შემოსვლის) სამართებრივი დარეგულირებით. ახალგაზრდა ქართული ოჯახების მატერიალური და მორალური სტიმულირებით ტრადიციული მრავალშვილიანობის აღდგენისათვის. ისეთი პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური პირობებისა და ფსიქოლოგიური ატმოსფეროს შექმნით, რომელიც ხელს შეუშლის ჩვენი სახელმწიფოდან ქართველთა ემიგრაციას.
მართმრეული სახელმწიფოს ზრუნვის საგანი იქნება საქართველოს სამოციქულო ეკლესია. უნდა ამაღლდეს ეკლესიის როლი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ცხოვრებაში.
`ნაციონალიზმი არის სოციალიზმის ფორმა, რომელშიც ერი აკონტროლებს ყოველგვარ საქმიანობას (Dicti onery of americanism on historical principles. Chicago 1950).
ამიტომ, ქართული სახელმწიფო დაამკვიდრებს და უზრუნველყოფს სოციალურ პროექტებს და რეალურ თანასწორუფლებიანობას, რადგანაც მის გარეშე შეუძლებელია ეროვნული ერთობის მიღწევა. სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს ყოველი მოქალაქის კეთილდღეობას. არ უნდა დაიშვას მოქალაქეთა ერთი, მცირე ნაწილის, ე. წ. ეკონომიკურ-პოლიტიკური ელიტის მკვეთრი გამდიდრება ქართველთა უმრავლესობის გაღატაკების ხარჯზე, რაც უზნეობაა და შესაძლოა გამოიწვიოს კლასობრივი, ფენობრივი ანტაგონიზმი და პერმანენტული სამოქალაქო ომი. ყოველ ქართველს უნდა ჰქონდეს საკუთარი ნიჭისა და სამუშაო ძალების სრული გამოყენებისა და დაფასების საშუალება.
საქართველო უნდა იქცეს შრომისა და ინტელექტის სახელმწიფოდ.
ყოველ ქართველს უფლება აქვს მიიღოს სრულყოფილი უფასო სამედიცინო დახმარება.
საქართველოში იქნება ქართული ენისა და კულტურის ჰეგემონია. სახელმწიფოს ზრუნვის საგანი იქნება ქართული კინო, თეატრი და სხვა კულტურული დაწესებულებანი. ამავე დროს მოხდება ყველა ქვეყნის ჭეშმარიტი კულტურული მონაპოვრების ათვისება.
სახელმწიფოს ზრუნვის საგანი გახდება ქართული სპორტის განვითარება და ქართველთა ფიზიკური სიჯანსაღისათვის ზრუნვა. ქართული მართმრეული სახელმწიფოს მიზანია მოქალაქის ბედნიერება! ამისთვის საქართველოს მოქალაქეს უნდა შექმნას ყველა პირობა! საქართველო კვლავ იქცევა კავკასიის წამყვან სახელმწიფოდ. ამისათვის აუცილებელია ჩვენმა ქვეყანამ აღადგინოს მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირურთიერთობანი მონათესავე, იბერიულ-კავკასიურ ერებთან, ასევე, კავკასიაში მცხოვრებ სხვა ხალხებთან, ხელი შეუწყოს მათ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.
კავკასია უნდა გადაიქცეს მშვიდობიანი თანაცხოვრ ებისა და კეთილმეზობლობის უსაფრთხო რეგიონად, რომელშიც საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და მსოფლიო-ისტორიული მისიის შესაბამისად შეასრულებს ერთ-ერთ წამყვან როლს. ასეთი კავკასია იქნება ერთგვარი სამეგობრო ხიდი მუსულმანური და ქრისტიანული რელიგიების მიმდევართა შორის მთელს მსოფლიოში.
ამასთან, ჩვენს ქვეყანას ექნება კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და ურთიერთობა მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან და ხალხებთან. იგი არ იქნება კარჩაკეტილი სახელმწიფო.
საქართველოს მართმრეული სახელმწიფოს უდიდესი ზრუნვის საგანი იქნება დღევანდელი საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართული მოსახლეობა და ქართული ისტორიული ძეგლები,
დღეს, ქართული ნაციონალისტური (მართმრეული) მოძრაობის წინაშე დგას უწინარესად გადასაწყვეტი ურთულესი ამოცანა, რომელიც მოკლედ შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: ისტორიული ძნელბედობის, ბოლშევიკთა ბატონობის, 1991-1992 წლების შეიარაღებული გადატრიალების, შევარდნაძისა და მისი მოწაფეების მმართველობის პოლიტიკური, სამართლებრივი, სოციალურ-ეკონომიკური და, რაც მთავარია, ფსიქოლოგიური შედეგების დაძლევა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ძლიერი, ქართული, ტრადიციული, დემოკრატიულ-სამართლიანი, სოციალურად გამართული სახელმწიფოს შექმნა. . . . უმძიმესი იყო ჩვენი წარსული, დიდია დანაკარგები, მტკივნეულია და თითქოს უიმედოა აწმყოც, მაგრამ გვწამს, შეურყეველი რწმენით, მუხლჩაუხრელი შრომით და თავგანწირული ბრძოლით, ჩვენ შევძლებთ დიდი საქართველოსაღდგენას.
საქართველო, ქართველობა უწინარეს ყოვლისა! |