საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ლეგიტიმიზმის საკითხები

გიორგი დავითისა და ანას ძე ბაგრატიონ-ბაგრატიონი
გაიოზ მამალაძე

2011 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც გიორგი უწოდეს.

ორივე მშობელმა ბავშვს მისცა თავისი გვარი - ბაგრატიონი, ამგვარად პატარა გიორგი გვარად ბაგრატიონ-ბაგრატიონია.

თანამედროვე მსოფლიოში დემოკრატიული კანონებით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი გვარი აიღოს. ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა.

გარდა ამისა, არის სხვა, დემოკრატიულისაგან განსხვავებული, ტრადიციული ვითარებანიც.

მართალია, ქართული ტრადიციული კანონებით, მით უმეტეს სამეფო ლეგიტიმიზმის პრინციპების მიხედვით, ქალს არ შეუძლია თავისი გვარი მისცეს შვილს, ქალის მხრიდან არ გადადის წარმომავლობითი მემკვიდრეობა, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვაგვარადაა საქმე.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ბაგრატიონ-გრუზინსკების დინასტიის მეთაურის, ქართლ-კახეთის (კახეთის) სამეფოს ტახტის მემკვიდრის ქალიშვილია. მისი მამა, ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი, ერთადერთია აღნიშნულ დინასტიაში, როგორც მემკვიდრე (არის რუსეთში კიდევ ოჯახი ევგენი ბაგრატიონი-გრუზინსკისა, მაგრამ მას ვაჟი არ ჰყავს). ბატონი ნუგზარის მერე, ქართული სამეფო ლეგიტიმიზმის მიხედვით, ვინაიდან მას ქალიშვილები ჰყავს, სამეფო მემკვიდრეობა გადადიოდა ბაგრატიონთა სხვა, უახლოეს შტოზე. ასეთი კი, ალექსანდრე I დიდის შთამომავალთაგან არიან მუხრანბატონიშვილები, მუხრანელი ბაგრატიონები. მათი მეთაური ოჯახი კი ანას ქმრის, დავითის ოჯახია.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თავისი გენი, დინასტია, თავისი, მამამისისა და საერთოდ, ბაგრატიონ-გრუზინსკების შთამომავლობა გადაარჩინა სამეფო მემკვიდრეობის დაკარგვას, რადგან ცოლად გაჰყვა ბაგრატიონს, და ამგვარად მისი შვილი, შვილიშვილი მისი მამისა, შთამომავალი ბაგრატიონ-გრუზინსკებისა, კვლავ რჩება დინასტიის წარმომადგენლად, ბაგრატიონად, და მეტიც, ბაგრატიონებში ყველაზე უწინარეს უფლისწულად.

გარდა ამისა, ბაგრატიონ-გრუზინსკების (კახური შტოისას) და ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილთა დინასტიებს შორის, დასამალი არ არის, მიმდინარეობდა კამათი, საქართველოს ტახტის მემკვიდრეობის გამო.

ბაგრატიონ-მუხრანბატონები თავს თვლიან ქართლის მეფეების, ვახტანგ VI-ის შთამომავლების მემკვიდრედ. ეს შტოც რუსეთში გრუზინკებად იწოდებოდა. ქართლელ გრუზინსკებს, ვახტანგ VI-ის შთამომავლებს, კახური დინასტიის, თეიმურაზ I-სა და ერეკლე II-ს მეფობა ქართლზე არ უცვნიათ კანონიერად, არც მათ შთამომავლებს. 1919 წელს შეწყდა ვახტანგ VI-ის შთამომავალთა შტო, ამის მერე, მემკვიდრეობა ქართლის ტახტისა, ქართული კანონებით, გადავიდა მათ უახლოეს შტოზე ქართლში, მუხრანელ ბაგრატიონებზე.

უფრო მეტიც, ბევრი მონარქისტი ქართლის ბაგრატიონებს, მათ შორის მუხრანელებს, უფრო ლეგიტიმურად მიიჩნევდნენ, ვინაიდან ისინი, ერთიანი საქართველოს ხელმწიფის, ალექსანდრე I დიდის შვილებს შორის უფრო უფროსის, - დემეტრე უფლისწულის, -შთამომავლები არიან, ვიდრე დემეტრეს მომდევნო ძმის, გიორგი VIII-ის შთამომავლები, კახელი გრუზინსკები.

როცა ალექსანდრე I დიდის ვაჟი, მეფე ვახტანგ IV, უძეოდ გარდაიცვალა, 1446 წელს, ტახტზე ავიდა არა მისი მომდევნო ძმის, უკვე გარდაცვლილის, დემეტრეს ვაჟი, კონსტანტინე (შემდეგში ქართლის მეფე კონსტანტინე II), ვინაიდან ის მცირეწლოვანი იყო, არამედ დემეტრეს მომდევნი ძმა, გიორგი VIII, რომელიც მერე გახდა კახეთის სამეფოსა და დინასტიის დამაარსებელი...

შემდგომში კონსტანტინე II, როგორც ვთქვით, ქართლის მეფე გახდა, ცოტა ხანს იმერეთ-ქართლისა... ასე შეიქმნა ქართლის დინასტია.

გარდა ამისა, მუხრანელ ბაგრატიონთა ოჯახი საქართველოს სამეფო ოჯახად გამოაცხადა ქართულმა მონარქისტულმა ემიგრაციამ, XX საუკუნის შუა წლებში. ისინი საქართველოს სამეფო ოჯახად ცნო რუსეთის დევნილმა სამეფო ოჯახმა და დაუნათესავდა კიდეც მათ. ასევე, ესპანეთისა და ბავარიის სამეფო ოჯახებმა, და დაუნათესავდნენ...

დავითის უფროსი ძმა, ირაკლი არ გამოთქვამს პრეტენზიას სამეფო მემკვიდრეობაზე.

ამგვარად პატარა უფლისწული გიორგი მემკვიდრეა ბაგრატიონ-მუხრანბატონთა უფროსი ოჯახისა, ასევე, მემკვიდრე ხდება გრუზინსკების მამრობითი ხაზის შემდეგ, როგორც ვთქვით, ქართული ლეგიტიმიზმის კანონებით. იგი ერთიანი საქართველოს მეფის, ალექსანდრე I დიდის კანონიერი მემკვიდრეა, მისი დაბადებით (და სხვა ვითარებებით, როგორც აღვნიშნე) გაერთიანდა ალექსანდრე I დიდის შვილებისა და შვილიშვილების მიერ, სხვადასხვა სამეფოების დინასტიებად დაშლილი ერთიანი დინასტია ბაგრატიონებისა.

დავითისა და ანას დაქორწინებით, ფაქტიურად, საკამათო ამ ორ შტოში, ამ ორ დინასტიაში, არაფერი აღარ არის. მით უმეტეს, 2011 წლის 27 სექტემბრიდან, მას მერე, რაც ქვეყანას მოევლინა გიორგი დავითისა და ანას ძე ბაგრატიონ-ბაგრატიონი.

პატარა უფლისწულის შესახებ სწორედ ასე უნდა ვთქვათ:

დავითისა და ანას ძე,

რადგან იგი არის ორი დინასტიის ძე, ორი დინასტიის მემკვიდრე,

და მისი გვარია -

ბაგრატიონ-ბაგრატიონი,

ვინაიდან იგი ბაგრატიონთა ორი დინასტიის, გრუზინსკებისა და მუხრანბატონების, მეტიც, ქართლის მეფეების (ქართლელი გრუზინსკების) მემკვიდრეცაა.

ამგვარი პრეცედენტი, გვარის გაორმაგებისა, ევროპაშიც არსებობს...

გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს სამეფო მემკვიდრეობაში აღარ იქნება საჭირო რუსული ზედწოდებების - გრუზინსკი, მუხრანსკი, გამოყენება. იმერეტინსკებისა და ბაგრატიონ იმერეტინსკების შტოთა მამრობითი ხაზი შეწყვეტილია.

პატარა გიორგის გვარი მთლიანად ქართულია.

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფუძველი ჩაეყარა, შეიქმნა ახალი დინასტია...

საქართველოში ბევრია ბაგრატიონი, მაგრამ ბაგრატიონ-ბაგრატიონი მხოლოდ ერთია, საქართველოში ბევრია ბაგრატიონი (ღმერთმა გაამრავლოს და ხელი მოუმართოს მათ), მაგრამ დედით და მამით სამეფო ოჯახის შვილი სხვა არავინაა, დავითისა და ანას ძის გარდა.

სამეფო მემკვიდრეობაში გიორგი დავითისა და ანას ძე ბაგრატიონ-ბაგრატიონი ყველაზე წინაა.

ღმერთმა  ხელი მოუმართოს პატარას!

გაგრძელება იქნება

მამული, ენა, სარწმუნოება

2014-08-27
მღვდელმოწამეთა: ნაზარისა, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტისა, გერმანე, იეროთეოს და სვიმონ ხუცესთა, ბესარიონ მთავარდიაკონისა (1924) და ყოველთა ახალმოწამეთა, ტოტალიტარული რეჟიმის დროს ურწმუნოთაგან წამებულთა (XX); წინასწარმეტყველისა მიქეასი (VIII ს. ქრისტეს შობამდე); მღვდელმოწამისა მარკელესი, აპამეელი ეპისკოპოსისა (დაახ. 389).
მღვდელმოწამე მარკელე, აპამეელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 389)
14 (27) აგვისტო
წინასწარმეტყველი მიქია
14 (27) აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წინასწარმეტყველი მიქია (VIII ს. ქრისტეს შობამდე) ხსენების დღეს.
gaq