საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

ათასად კაცი დაფასდა... (ყველა ქართული გვარი კეთილშობილია)
ლევან ფრუიძე

ხანგრძლივმა კვლევა-ძიებამ დაგვარწმუნა, რომ ჩვენში ყველა გვარი კეთილშობილია. გვარის კეთილშობილება და სიძლიერე ადგილ-მამულზე  –  ფუძე-საკომლოზე იყო დამოკიდებული, მამულის პატრონს წესისამებრ ქვეყნის დაცვა, ლაშქრობა ევალებოდა, რაც უფრო მეტ მიწას ფლობდა იგი, მით უფრო კარგად შეჭურვილი და მრავალრიცხოვანი თანამებრძოლებით უნდა გამოსულიყო. მშვიდობიანობის ჟამს კი საკუთარი შრომისუნარიანობით, გონებრივი გამჭრიახობით არა მარტო ,,თავისი სახლის ბარაქა’’ უნდა გაეზარდა, არამედ საყოველთაო დოვლათის შექმნაშიც შეეტანა საპატიო წვლილი, რათა ომსა და მშვიდობიანობაში ჭეშმარიტ მამულიშვილად დარჩენილიყო. სწორედ ეს გახლდათ გვარიანობა, სწორედ ასეთ პიროვნებაზე დღესაც იტყვიან – ,,გვარიანი კაციაო’’. არც გვარი და არც გვარიანობა მუდმივი, დაკონსერვებული, გაყინული მოვლენა არ ყოფილა. გვარის დამსახურება ეროვნულ ისტორიას ამდიდრებდა და დიდგვაროვანთა შთამომავალთ მშობელი ერის წინაშე მეტ და მეტ პასუხისმგებლობას აკისრებდა. სამწუხაროდ, დიდებულთა, წარჩინებულთა გვარების უმრავლესობა არცთუ სახარბიელოდ ამთავრებდა თავის არსებობას. აღზევებულობა აღზევებულთ ხშირად ზომიერების გრძნობას აკარგვინებდა და მათი ბედი ზოგჯერ მეტად ტრაგიკული იყო. ყველა ეპოქაში ქვეყნის ბურჯად და საყრდენად ისევ და ისევ საშუალო ფენა რჩებოდა, მამულიშვილობისა და ერისშვილობის საფუძველს მაინც ის ქმნიდა.

საკუთრება, თვით მამულისაც კი, წარმავალი იყო, დრო და სივრცის გარდუვალობა, მისი ღვთაებრივი ძალა ყოველივე ადამიანურს ცვლიდა და ასწორებდა. ამ წუთისოფელზე წამოძალებულ ,,უძღებ შვილთა’’ გასაგონად უნდა ითქვას: არავის არაფერი შერჩება! სულმნათმა გიორგი მთაწმინდელმა თვით საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხე ამხილა და საჯაროდ გაასამართლა. ამ ბრძენკაცის განაჩენი ისტორიამ თაობებს ჭკუის სასწავლებლად შემოუნახა, მაგრამ ცდუნებანი მაინც ბევრია, ავად მოხვეჭილი ქონებით უკვდავებას ვერავინ ეზიარება. უკვდავებას პიროვნებას ნიჭის სახით მხოლოდ ღმერთი აძლევს, ხოლო ვინც ღვთის ხელდებულნი არა ვართ, წუთისოფლის საგზლად ალალი შრომა და პატიოსნება უნდა ვიკმაროთ. საქართველოს ისტორიამ მრავალი მაგალითი იცის გვართა აღზევებისა და დამცრობა-გაქრობისა, საამისოდ მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვანთ, მეტი დამაჯერებლობისათვის – ციტატის სახით: ,,სამცხეში X-XIII საუკუნეების ცნობილ წარჩინებულთა საკუთრებას XIV-XVI ს-ში სულ სხვა საგვარეულოები ისაკუთრებენ. მაგალითად, ჩორჩანელთა მამული ხურსიძეს დარჩა, ღობიერთა – დიასამიძეს, ბოცოსძეთა – ოლადაშვილს, თმოგველებისა – შალიკაშვილებს, კალმახელისა – უზუნიშვილს და ა.შ. ძველი საგვარეულოებიდან შემორჩნენ აბუსერიძე, დუკის ძე, ფანასკერტელი, ანძაველნი, კოპასძეები’’. (მ. ბერძენიშვილი, საქართველო XI-XII სს.-ში, თბილისი, მეცნიერება, 1970, გვ. 69. იხ. სქოლიო, იქვე ლიტერატურა).

ასეთია ჟამთასვლის გარდუვალობა. და თუ ჩვენ ადგილის დედასთან დაბრუნებას ვქადაგებთ, ქონებრივ მოსახვეჭელს როდი ვგულისხმობთ. მამული, მიწა იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც იქ ცხოვრობს, ამ მიწიდან წასულნი კი წინაპართა ფესვებთან შინაგანი მოთხოვნილებებით, ბუნებით არიან დაკავშირებულნი. მიწას დაპატრონებულებმა უნდა იცოდნენ მათი საცხოვრისის ფასი. ამ აუცილებლობის შინაგანი კავშირის შენარჩუნებისათვის ჩვენს მამა-პაპათ ზედაშეს დადგინებისა და მიტანის ჩვეულება დაუმკვიდრებიათ. ბოლშევიკების ბატონობის ჟამს ყოველივე ამას წარსულის მავნე გადმონაშთად თვლიდნენ და ებრძოდნენ. დღეს, ბუნებრივია, ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, მაგრამ თუ როგორ, ეს მომავლის საქმეა. იქნებ მესამე ათასწლეულის ადამიანს ნამოსახლარზე საზედაშე ნიშის გაკეთება, წინაპართა ხატში მისვლა და საკლავის დაკვლა აღარ შეეფერება, მაგრამ მევენახის მიერ საზედაშედ თავი ღვინის დაყენება და ყოველივე საუკეთესო თვითნაწარმის ღვთაებისადმი მიძღვნა სრულებით არ მიგვაჩნია უაზრო ჩვეულებად. ქართველების საუფლო მისია მარადიული მიწათმოქმედებაა და ამჯერადაც ამით უნდა დავკმაყოფილდეთ, რადგან სხვა უკეთესი საქმიანობა დედამიწის ზურგზე  არსებობს. ეს საყოველთაოდ, საშუალო ფენებზე გააზრებით (სამწუხაროდ, საშუალო ფენა ძალიან მცირდება, ხოლო გენიოსებს ღმერთი ასპარეზს არ დაუკარგავს...).

რაც უფრო ღრმად შევისწავლით ქართულ გვარებს, მით უფრო ნათელი გახდება მათი კეთილშობილება, ერისა და ქვეყნის წინაშე თითოეულის დამსახურება. მკვიდრ თაობათა ამ თავანკარა მძლავრ მდინარებას წინ ვერაფერი დაუდგება; ისევე როგორც საუკეთესო ყურძნის ღვინო ისე დაიდუღებს, რომ ლექს არ გაიკარებს, ქართველობაც შინაგან სიწმინდეს შეინარჩუნებს და ისტორიულ სახეს არ დაკარგავს. მთავარია, ყველამ ვიცოდეთ, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ!... აი, რა მოვალეობა აკისრია სრულიად საქართველოს მოძრაობას ,,გვარი და გვარიშვილობა’’. ამ მოძრაობაში ჩვენთან მცხოვრები ყველა გვარი უნდა ჩაებას, ქართველი და არაქართველი, ვისაც საქართველო თავის სამშობლოდ მიაჩნია, ქართველ ერთან მშვიდობიანი თანაცხოვრება სურს და სახელმწიფო ენად ქართულს აღიარებს. ჩვენი ღრმა რწმენით, ერი, სრულ თავისუფლებას მიაღწევს, ეკონომიკას და სულიერებას ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე განავითარებს, თანდათან სრულ სოციალურ ჰარმონიას მიაღწევს (ილია ჭავჭავაძე, ივანე ჯავახიშვილი) და ეს გვარიშვილობით, მამულიშვილობით, სახლისა და ოჯახიშვილობით უნდა გაკეთდეს.

თავისუფალი ჰეროვანნი (ერისგანნი) ყოვეთვის იყვნენ საქართველოს საყრდენნი, კარგი ყმანი, რომლებიც ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი მეფე-მმართველის ხელში სასწაულებს ახდენდნენ, შინაურ და გარეშე მტრებს ლაგამს ამოსდებდნენ და სამშობლო ქვეყანას ასაოხრებლად არ ანებებდნენ. საქართველოს ისტორიამ იცის ოქროს ხანა, საქართველოს ისტორიამ იცის დაცემის ხანა, მაგრამ ყოველ დაცემას, წესისამებრ, აღმავლობა მოჰყვებოდა, ურთიერთგატანასა და ღვთისმშობლის სიყვარულშია ჩვენი ძალა. დღეს კეთილშობილია ყველა ის, ვინც საქართველოს გადარჩენისათვის მთელი შემართებით იბრძოლებს. ისტორიულ გვარების ძველ თავადაზნაურობას, რომელსაც თვალსაჩინო ღვაწლი აქვს ქართველი ერისა და სამშობლოს წინაშე, დამსახურება არ უნდა დაეკარგოს. საქართველოში დღეს მოქმედი თუ გადაშენებული გვარი გამოწვლილვით უნდა იყოს შესწავლილი. ჩვენს საცავებში, საუნჯე-საგანძურებში ტომეულები უნდა დაიწყოს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებით თითოეული გვარის თავგადასავალი მიუკერძოებელი მეცნიერული სამართლიანობთ უნდა გაშუქდეს, რათა ახალგაზრდობამ, თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, ვისი გორისაა, გაითვალისწინოს წინაპართა წარმატების თუ შეცდომის ყოველი წვრილმანი თუ მსხვილმანი. გვარების ისტორია, ეს იგივე საქართველოს ისტორიაა, ოღონდ მეტად ორიგინალურად დასაწერი. რაც შეეხება საქართველოს ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლობის, თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს, ნებისმიერ ასეთ გაერთიანებას და კლუბს მართლაც დიდი საქმე აქვს გასაკეთებელი. თითოეულმა გვარმა თუ საკუთარი ისტორია არ შეისწავლა, მეცნიერები, კვლავ გავიმეორებთ, ამ უზარმაზარ სამუშაოს ვერ მოერევიან, არადა ყოველი

გვარი ცოცხალი ორგანიზმია; საქართველოში ქართველთა დემოგრაფიული მდგომარეობა საგანგაშოა. ისტორია და გვართა კავშირები იმიტომ გვჭირდება, რომ ქართულ მიწაზე ქართველი მარადიულად უნდა იყოს, გვწამს და გვჯერა, უქართველებოდ კაცობრიობა ძალზე გაღარიბდება და ცხოვრება აზრს დაკარგავს, მაგრამ ვიდრე ამ მისიას დედამიწის მესვეურნი შეიცნობენ, ღვთის შეწევნით ჩვენ უნდა ვუშველოთ საკუთარ თავს. გვარების საყოველთაო კეთილშობილებას რომ ვაღიარებთ, ეს ნურავის ადარდებს, არავის არაფერი დაეკარგება, ღმერთი სამართლიანია, გვერწმუნეთ, არაკეთილშობილი საქართველოში არავინ ცხოვრობს. მადლიანი ქართული მიწა და ჰავა ყოველგვარ ცოცხალს, არსს აკეთილშობილებს, განუმეორებელ ქართულ იერს და კოლორიტს ანიჭებს. ათასწლეულთა მანძილზე დახვეწილი ცხოვრების წესი, ეროვნული ტრადიციები, თვითმყოფადი კულტურა ყოველი სულიერის და არასულიერის ჰარმონიული განვითარების შესაძლებლობას ქმნის. ქართველმა პირველმა თქვა: – რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია... საქართველოში ეს სიბრძნე ყველა ეპოქაში ხორციელდებოდა. ამის მოწმე და სახიერი მაგალითი თვითონ ქართველი ერია, დღემდე მოღწეული და უკვდავებას ნაზიარები...

პროფესორმა შერმადინ ონიანმა მრავალთა შორის ერთი შესანიშნავი წიგნი დაწერა: ,,ეკუთვნის თუ არა რუსთაველს ლექსი ,,ფილოსოფოსნი შემოკრბეს’’ (თბილისი, მეცნიერება, 1976), სადაც დამტკიცებულია, რომ რუსთაველს, ,,ვეფხისტყაოსნის’’ გარდა, კიდევ ჰქონდა სხვა შედევრები, რომელთაც თავი ხალხურ პოეზიაში შემოინახეს. მართლაც, რუსთაველის კალამს შეეფერება ხალხის გულში თაობიდან თაობაზე ნატარები ეს მშვენიერი სტრიქონები:

,,ფილოსოფოსნი შემოკრბეს, ამაზედ ჰქონდათ ცილობა: პატრონი ყმასა რითა სჯობს და ჭკუას გამოცდილობა?

თუ კაცი კაცად არ ვარგა, ცუდია გვარიშვილობა!’’

ამ უკვდავი ნაწარმოების შექმნის ეპოქას შერმადინ ონიანი ასე ახასიათებს: თამარ მეფის ოქროს ხანაა. რაჭის ერისთავის – კახაბერის კარზე სიყვარულის ცეცხლი აგიზგიზდა. კახაბერის ასულს ციხისთავი აზნაური დათუნა გოცირიძე შეუყვარდა. ბაღვაშთა ზვიადი შთამომავალი კახაბერი ამ ქორწინების წინააღმდეგია. შეყვარებულები საშველად თვით თამარ მეფეს იწვევენ, ამაყი დიდებული კახაბერი მეტად მჭმუნვარეა. პოეტ-ფილოსოფოსთა მსჯელობა აუცილებელი შეიქმნა. სარგის თმოგველმა ცეცხლზე ნავთი დაასხა: ,,რა კაცსა გვარი არ შესევს და ცუდი აქვს ტანოსანი, ოქროსა წყლითა დაჰფარე ტანთ დამოსე სტავროსანი, ძაღლის მწერს ვარდი დაუგე ზედა დაბურე სოსანი, ისევ ძაღლის მწერს ეტყვიან ყველაი ენახმოსანი’’. შოთა რუსთაველმა მას ზემოთ მოტანილი მარგალიტებით უპასუხა. სარგის თმოგველი დამარცხდა. კეთილგონიერებამ გაიმარჯვა. თამარ მეფემ დათუნა გოცირიძეს თავადობა მიანიჭა, კახაბერის პატივმოყვარეობა დააცხრო და შეყვარებულები გააბედნიერა. მართალია, თამარ მეფე დათუნა გოცირიძეს მაშინ თავადობას ვერ მისცემდა, რადგან ეს წოდება საქართველოში იმ ხანად არ იყო, მხოლოდ XV საუკუნის შემდგომ დამკვიდრდა, მაგრამ მეფეს ყოველთვის შეეძლო ვინმე უაზნო აზნაურად გაეხადა, აზნაური კი – წარჩინებულად, რაც შეეხება წოდებათა დაპირისპირებას, XII საუკუნის საქართველოში ეს უკვე ფაქტია, უფრო ადრე ბატონყმობას პატრონყმობა ცვლიდა. ადამიანის მიერ ადამიანის დამონება და ჩაგვრა არცერთ ეპოქაში არ იმსახურებდა ხოტბას და მოწონებას... სად სარგის თმოგველი და სად შოთა რუსთაველი!..

წოდებათა თანასწორობის იდეა საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ პრაქტიკულად განახორციელა, რაც უდაოდ დიდმნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა იყო, ახლა ყველა გვარს ერისა და სამშობლოს სამსახურში თანაბარი უფლება აქვს. ჭეშმარიტი ქართველობა მუდამ შოთა რუსთაველის გზას მიჰყვებოდა და არა გვგონია დღეს ლუარსაბ თათქარიძეობა ვინმემ ინებოს... მთელი სიცოცხლის მანძილზე ილია ჭავჭავაძე წოდებათა გათანაბრებისთვის იბრძოდა. 1864 წელს ილია ბატონყმობის გაუქმებას აღტაცებული შეხვდა, იგი წერდა: ,,მოისპო ჩვენში ერთისგან მეორის ადამიანობის გაქელვის მიზეზი, კაცი კაცად აღიარეს. ეს დიდი და უკეთესი მხარეა ამ სახელოვანი ცვლილებისა’’ (ილია ჭაჭავაძე, ცხოვრება და კანონი, თხზულებათა ტ. VI, 1956, გვ. 9). ბუნებრივია, ილიას ცნობილ ნაწარმოებებზე აქ აღარ შევჩერდებით, მკითხველს ამ თემაზე მხოლოდ ნაკლებად გახმაურებულ წერილებს გავახსენებთ. ილია თავადაზანაურთა გასაგონად კიდევ ერთხელ კატეგორიულად ამბობს: ,,ყველამ ერთად და თითოეულმა ცალკე უნდა იცოდნენ, რომ იგი განუყოფელი ნაწილია მთელის ერისა და ამიტომაც თავის კეთილდღეობას უნდა ეძებდეს მარტო მთელი ერის კეთილდღეობაში და არა ცალკ-ცალკე, არა გონიერმა კაცმა, რა წოდებისა გინდ იყოს, ეს არ უნდა დაივიწყოს, თუ უნდა თავისი სიკეთე მკვიდრ საფუძველზე დაამყაროს’’ (ი. ჭავჭავაძე, წოდებათა თანასწორობა, ტფილისი, 2 ნოემბერი, 1888 წ. თხზ. ტ. VIII, 1957, გვ. 314). ილიამ მკვეთრად გაილაშქრა სასწავლებლებში წოდებრივი უპირატესობის გათვალისწინების წინააღმდეგ. მან დაგმო და დაიწუნა პროექტი, რომლის მიხედვითაც ,,ქალთა გიმნაზიებში’’ მხოლოდ უმაღლესი წოდების მოსწავლეებს უხსნიდნენ გზას. იგი წერს: ,,ჩვენ კარგად ვერ გაგვიგია, რას ნიშნავს ამ შემთხვევაში სიტყვა – ,,უმაღლესი წოდება’’, რადგანაც ის არევ-დარევა წოდებათა მნიშვნელობის შესახებ ეხლანდელს დროში, რომელიც ყველგან არსებობს, მრავალ იჭვსა და გაუგებრობას გამოიწვევს. ყოველს შემთხვევაში, უნდა აღვნიშნოთ – პროექტის შემდგენელს დავიწყებია, რომ ასეთი განკერძოება წოდებათა ასეთი განცალკევება ერთის ქვეყნის შვილთა, რომელთა ცხოვრება, ინტერესები, გრძნობა, აზრი და მისწრაფება ურიცხვის სიმით არის გადაბმული და გადახლართული დანაშთენთან, შეცდომაა. ეს შეცდომა დაჰგმო ძველ ერთა ისტორიამ და დაამტკიცა, რომ მხოლოდ ყველა წოდების კავშირი გაუძლებს განათლების და ხალხის დაწინაურების დამაბრკოლებელ მიზეზებს. უმთავრესი და, იქნება ერთადერთი გარემოება, რომლის წყალობითაც დაიღუპნენ და აღიგვენ დედამიწის ზურგიდან მრავალნი ძლიერნი და სახელოვანნი ერნი, – იყო უთანხმოება და განსხვავება წოდებათა შორის’’.

ილია იქვე განაგრძობს: მიუხედავად იმისა, რომ ბუდა და მაცხოვარი წოდებათა განურჩევლად თანასწორობას და სიყვარულს ქადაგებენ, ,,ეს სანატრელი და თაყვანის-საცემი მცნება დღესაც თეორიად რჩება’’. დიდი მოაზროვნე იქვე მკაცრად აცხადებს: ,,წოდებათა შორის უთანასწორობისა და სიძულვილის წამოყენება, რასაკვირველია, ვერსად ვერ დაარსებს კეთილსა და სასურველს განწყობილებას, მაგრამ ერთი-ასად უფრო მომაკვდინებელ ცოდვად ჩაითვლება ამ გრძნობების ხელოვნურად გამოწვევა და აღძვრა ჩვენში. ჩვენ, ისეც დაქსაქსულთა, ერთმანეთთან გადამტერებულთა რაღა წოდებრივი საგნების წამოსაყენებლად უნდა გვეცალოს! მაგრამ ზოგიერთნი ძველნი და ახალნი მჯღაბვნელნი ამ მარტივს აზრს ჯერაც ვერ მიმხვდარან’’ (ილია ჭავჭავაძე, სოფლის მეურნეობის ქალთა სასწავლებელი, წოდებრიობის წინააღმდეგ განათლების საქმეში, თხზ. ტ. IV, 1955, გვ. 375-377). ჩვენ დავდუმდებით, დაე, მკითხველმა განსაჯოს...

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2014-07-30
დიდმოწამისა მარინესი (IV); ღირსისა ლაზარე გალისიელის ნაწილთა აღმოყვანება.
gaq