საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

მარიამ მეგვიპტელი

ღირსი მარიამ მეგვიპტელი თორმეტი წლის ასაკში გაიქცა მშობლიური სახლიდან და ჩვიდმეტი წლის განმავლობაში მისდევდა უზნეო ცხოვრებას ალექსანდრიაში, მაგრამ ამას ფულადი გამორჩენის მიზნით არ იქმოდა – დღიურ სარჩოს შოულობდა ქსოვითა და კერვით, ხოლო  მეძავობას სჩადიოდა იმ შეგნებით, რომ ცხოვრების არსი მხოლოდ ხორციელი ვნების დაკმაყოფილება იყო.

ერთხელაც ის თან გაჰყვა  მომლოცველებს იერუსალიმში, რომლებიც გემით მიემგზავრებოდნენ ჯვართამაღლების დღესასწაულზე დასასწრებად.  მაგრამ  მარიამის მგზავრობის მიზანს ლოცვა კი არ წარმოადგენდა – იგი თვით ღვთისმოსავთა შორისაც კი მაცდურად იქცეოდა.

იერუსალიმში მარიამი ხალხის ნაკადს მიჰყვა ეკლესიაში,  მაგრამ ტაძარში შესვლა ვერ შეძლო – რაღაც უხილავმა ძალამ შეაკავა და არ შეუშვა.

ღვთისმშობლის ხატმა მიახვედრა იგი, რომ ეკლესიაში მას საკუთარი ცოდვები არ უშვებდა. მარიამმა ლოცვით შესთხოვა ღვთისმშობელს, შეეშვა ეკლესიაში, რათა იმ ჯვრის ხილვის ღირსი გამხდარიყო, რომელზეც ევნო  მაცხოვარი.  მისი ლოცვა შესმენილ იქნა – მარიამმა შეძლო ტაძარში შესვლა. ხოლო ჯვრის ხილვამ იგი მიახვედრა, რომ უფალი მიუტევებს მონანიე ცოდვილთ. მარიამმა შესთხოვა ღვთისმშობელს, ეჩვენებინა მისთვის სინანულის გზა.

ღვთისმშობლის მითითებით წარემართა მარიამი მდინარე იორდანის

აკენ, დასახლდა უდაბნოში   და მარტოდმარტო განვლო იქ 47 წელი;  იკვებებოდა მცენარეთა ფესვებითა და ბალახებით. პირველი 17 წლის მანძილზე მას ებრძოდნენ წარსულის ვნებიანი ფიქრები და მაცდუნებელი ზრახვები, მაგრამ ლოცვითა და  ნებისყოფის მოკრებით უმკლავდებოდა მათ, როგორც  მძვინვარე  მხეცებს. 17 წლის შემდეგ მარიამს დაეხსნენ მტანჯველი ფიქრები და მოიხვეჭა დიდი მადლი უფლისა – ის ლოცვის დროს მაღლდებოდა მიწის ზედაპირიდან და შეეძლო მდინარეზე სიარული.

მარიამ ეგვიპტელი  აღესრულა 522 წელს.  დიდმარხვის მეხუთე კვირას მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

მოციქულნი: იასონი და სოსიპატრე, კერკირა ქალწული და სხვანი, მოწამენი: სატორნიოს, იაკისხოლე, ფავსტიანე, იანუარი, მარსალი, ევფრასია, მამია, ზენონი, ევსევი, ნეონ და ვიტალი (ხსენება 11 მაისს)
იასონ მოციქული ტარსში (მცირე აზია) ცხოვრობდა. ის ქალაქის მკვიდრთა შორის პირველი შეუდგა ქრისტეს. მოციქული სოსიპატრე აქიიდან იყო. ორივენი წმიდა პავლემ დაიმოწაფა. დიდმა მოძღვარმა წმიდა იასონს ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, წმიდა სოსიპატრე კი იკონიის ეპისკოპოსად აკურთხა. სარწმუნოების საქადაგებლად ისინი დასავლეთში გაემგზავრნენ და 63 წელს მიაღწიეს კუნძულ კერკირას.
11 მაისი - ხსენება ღირსი კირილის, ტუროველი ეპისკოპოსისა
წმიდა კირილის მაღალმა სიწმინდემ და განათლებამ მიიქციეს საყოველთაო ყურადღება და ის აირჩიეს ტუროვის კათედრაზე. წმიდა კირილს ეკუთვნის გზავნილები წმიდა ანდრეი ბოგოლიუბსკის მიმართ, რომლებშიც განსწავლიდა მას საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა საკითხებზე.
gaq