საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

ილია, დავითი, ზვიადი და ეროვნული იდეოლოგია
გაიოზ გია მამალაძე

ეს წერილი დაიწერა წლების წინ, როცა ტარდებოდა ტეოქ-შოუ "საქართველოს დიდი ათეული". ზუსტად არ მახსოვს, მგონი არ გამომიქვეყნებია. ვინახავდი ჩემი მონავალი წიგნისთვის, რომელიც ეროვნულ გმირებს, ზვიადს და მერაბს მიეძღვნება. მაგრამ, გარკვეული მიზნით ახლა ვაქვეყნებ. 

არავისთან კამათს არ ვაპირებ, უბრალოდ, ვინც ეს კამათი წამოიწყო, მათ ვპასუხობ ჩემი წერილით.

 ზვიადი და მერაბი მთაწმიაზე განისვენებენ, მათთან მებრძოლები კი ა რ ა.... ვერც ერთი მათთან მებრძოლი ვერ ამაღლდება ვ ე რ ა ს დ რ ო ს მთაწმინდამდე....

აწი და აწი, მომავალში, უფრო და უფრო, მეტად და მეტად, ამაღლდება და აღზევდება ზვიად გამსახურდია სახელი ისტორიაში და ქართველი ხალხის გულში...

გია მამალაძე

 

  თოქ-შოუ "საქართველოს დიდი ათეულის" უკანასკნელი შედეგები ფრიად საგულისხმოა ეროვნული იდეოლოგიის თვალსაზრისით.

   არ შევუდგები ამ შოუს გარჩევას. მინდა ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე გავამახვილო ყურადღება.

  როგორც ცნობილია ბოლო კვირაში, სულ ბოლო დღეს დავით აღმაშენებელს გადაასწრო ილია ჭავჭავაძემ, თურმე სულ ერთი ხმით. მანამდე დიდ ათეულს დავით აღმაშენებელი ლიდერობდა კარგა ხნის მანძილზე, თუმცა, უფრო ადრე ზვიად გამსახურდია იყო სიის სათავეში.

  ობიექტური მიზეზების გამო (მორწმუნეს მხრიდან ეს გასაგებია), ეკლესიურად განწყობილმა ადამიანების დიდმა ნაწილმა მონაწილეობა არ მიიღო ამ თოქ-შოუში.

  ეს ათეულობით ათასი ადამიანი, თავისთავად ცხადია, ეროვნული იდეოლოგიითა და რელიგიური გრძნობებით გამსჭვალული ადამიანია, ისინი სტალინსა თუ მის მსგავსებს ხმას არ მისცემდნენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ათასობით ხმა დაემატებოდა წმიდანებს და მამულიშვილებს, მათ შორის, ზვიად გამსახურდიას.

  დემოკრატიულად განწყობილმა ადამიანებმა თოქ-შოუში მაინც მიიღეს მონაწილეობა (ეს მათი ნებაა), და საინტერესოა, რომ ისინიც კი, ვინც პატრიარქის რბილად გამოთქმული რჩევა არ გაითვალისწინეს, მაინც ძალიან ეროვნულად ყოფილან განწყობილნი.

  ზოგიერთი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მოქმედი პოლიტიკოსი (განსაკუთრებით ოპოზიციიდან), ვერ მალავდა უკმაყოფილებას თოქ-შოუს გამოკითხვაში ზვიადის ლიდერობით. ეს პირდაპირ არ თქმულა, მაგრამ ქვეტექსტებში კითხვა ძნელი არ არის. დაკვირვებული მაყურებელი ზოგიერთის გამონათქვამებითა და პოზიციით ადვილად შეამჩნევდა, რომ ზვიადის ლიდერობას ვერ ეგუებოდნენ ისინი, ვინც მასთან დაპირისპირებულ ბანაკში იყვნენ წლების წინ.

  შესამჩნევი იყო ისიც, რომ დღევანდელი საქართველოს კულტურის (უფრო უკულტურობის) ზოგიერთი "მეტრი", ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ცოდნითა და ობიექტურობით ვერ დაიკვეხნის. აქა-იქ პრესაში გაკრთა აზრი, თითქოს ზვიადი იმიტომ ლიდერობდა, რომ მისი მომხრეები ყველაზე აქტიურები არიანო.

  ზვიად გამსახურდიას იდეებით გატაცებულებს, რომელთაც ზვიადისტებს უწოდებენ, ზოგიერთი კერპთაყვანისმცემლად თვლის. ზოგიერთი მათ არაობიექტურად მიიჩნევს. საქმეში ჩაუხედავი და საქართველოს უახლესი ისტორიაში, ნებით თუ უნებლიედ, გაურკვეველნი, საქართველოს უბედურებებს, ჩრდილო ქართლისა და აფხაზეთის დაკარგვას მას აბრალებენ და ა. შ.

  ზოგს შეიძლება უკვირდა, როდესაც ქვეყანას ჰყავდა ისეთი დიდი იდეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, როგორიც საქართველოს უგვირგვინო მეფედ წოდებული ილია იყო, როგორ უნდა ლიდერობდეს დიდ ათეულს ზვიად გამსახურდია, რომელმაც სულ რაღაც 5-6 ათეული წელი იცოცხლაო.

  ზოგს, დაუკვირვებლად უკვირდა, ისეთ ვითარებაში, როდესაც ერს თავის ისტორიაში ჰყავდა უდიდესი მეფეები,  - დავით აღმაშენებელი, როგორიც უამრავ ძლევამოსილ ერს არ ღირსებია; თამარ მეფე, როგორიც მრავალ ცივილიზებულ ხალხს არც დასიზმრებია; დიმიტრი თავდადებული, როგორიც ყველა ქრისტიანულ ეთნოსს სათაყვანოდ ეყოლებოდა, - როგორ შეიძლება, რომ ზვიად გამსახურდია ლიდერობდეს დიდ ათეულს, პიროვნება, რომელმაც სულ ერთი წელი მართა სახელმწიფოო.

  ზოგიერთს იქნებ უკვირდა, განუმეორებელი პოეტის და გენიოსის, შოთა რუსთველის მშობელ ხალხში, როგორ შეიძლება დიდ ათეულს ლიდერობდეს ისეთი პოეტი და ლიტერატორი, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ათეული ლექსი, ესე, კრიტიკული წერილი, ზღაპარი დაუწერიაო.

  ზოგს, ალბათ, უკვირდა ისეთი მისტიკოსის მშობელ ერში, როგორიც იყო იოანე-ზოსიმე, ავტორი "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲსა", როგორ შეიძლება თანამედროვე, მატერიალური მეოცე საუკუნის მცხოვრები, ზვიად გამსახურდია ლიდერობდესო.

  და ა. შ.

  მოდით ყველა ამ კითხვას პასუხი გავცეთ.

  ზვიად გამსახურდიას იდეებით გატაცებულებმა, რომლებსაც ზვიადისტებად მოიხსენიებენ, კარგად იციან ფასი ყველა ქართველი მამულიშვილისა. ზუსტად იმიტომ არიან ისინი ზვიად გამსახურდიას იდეებით გატაცებულნი - იცნობენ საქართველოს ისტორიას. იცნობენ ხშირ შემთხვევაში ერუდიციით, ზოგიერთ შემთხვევაში კი გულით, `მხედველობაÁთ სულისა~. 

  ზოგიერთი ერუდირებული პოლიტიკური ლიდერი, სანამ მიხვდებოდა რომ ელექტორატს (და არა ხალხს, მისთვის ასეა) უყვარს ილია, არცთუ აღმატებულ ხარისხში მოიხსენიებდა ჩვენს უგვირგვინო მეფეს.

  სანთლით რომ ეძებოთ, ქვეყანაზე ვერ მოძებნით თუნდაც ერთ, როგორც უწოდებენ, ზვიადისტს, ზვიადის იდეებით გატაცებულს, რომელსაც ოდესმე ეჭვი შეჰპარვოდეს ილია ჭავჭავაძის "ციდან დანიშნულებაში". 

  საინტერესოა ერთი ფაქტი. თავის დროს ზვიადმა ჩამოაყალიბა პოლიტიკური პარტია, რომელსაც დაარქვა დიდი ილიას, როგორც პიროვნებისა და მოღვაწის ყველაზე უკეთ გამომხატველი სახელწოდება - წმიდა ილია მართლის საზოგადოება. 

  ზვიად გამსახურდიამ ცოტა ხანს დაჰყო ამ ქვეყნად, მაგრამ ბევრი მოასწრო როგორც მოღვაწემ. იყო დისიდენტი, პედაგოგი, მთარგმნელი, პოეტი, კრიტიკოსი, თეოლოგი, იდეოლოგი... მემკვიდრე ილია მართლისა. ის იყო მისი საქმის გამგრძელებელი. 

  ეროვნულ იდეოლოგიას ყოველ საუკუნეში, ყოველ ეპოქაში, ყოველ კონკრეტულ ეტაპზე სჭირდება ადაპტირება თანამედროვეობასთან. ზვიადმა გაათანამედროვა ეროვნული იდეოლოგია, ახალი სინამდვილის შესაბამისად მოგვაწოდა და... მერე მოკლეს, როგორც ილია.

  კონსტანტინე გამსახურდია რომან "დავით აღმაშენებელს" ოცდახუთი წლის განმავლობაში წერდა. პარალელურად იზრდებოდა და ვითარდებოდა მისი ვაჟიც, დიდი კონსტანტინეს პირველი მკითხველი. ამ ოჯახში კარგად იცნობდნენ დიდი საქართველოს იდეასა და შემოქმედს. იბერიულ-კავკასიური ერთიანობის იდეაც წმიდა დავით აღმაშენებლისაგან გაითავისა ზვიადმა.

  ოცნებაში, ალბათ, ბევრჯერ წაჰყოლია დავით მეფეს დიდგორში ზვიადი.

  ყველამ იცის, ყველამ, რომ დავით აღმაშენებელი უდიდესი მეფე, გმირი, პოეტი, მოღვაწე იყო საქართველოსი, "ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმნულთა შორის" (ბერი არსენი). ზვიადის მიმდევრებიდან არავის მოსვლია აზრად, რომ ზვიადი დავით აღმაშენებლისთვის, ან ვინმესთვის დაეპირისპირებინა (ღმერთმა დაგვიფაროს). ზვიადში ზვიადის იდეების მიმდევრები დავით აღმაშენებლის მემკვიდრეს ხედავენ, მისი საქმეების გამგრძელებელს.

  არავინ მიწყინოს, მაგრამ ერის ლიდერის ფუნქციაზე XX საუკუნეში (მანამდეც, XIX საუკუნის მეორე ნახევარშიც) ბაგრატიონებმა უარი თქვეს, ნებით თუ უნებლიედ. ამიტომ, ჯერ ილიამ და მერე ზვიადმა შეასრულეს უგვირგვინო მეფის მისია ჩვენს სამშობლოში.

  ხომ ყველა კარგად ვიცნობდით ჩვენს ტკბილ დედასა და მეფეს - თამარს. ზვიადმა  ახალი პრიზმიდან დაანახა ხალხს ჩვენი საამაყო მზეთუნახავი: "თამარის ალეგორიული სახელები ვეფხისტყაოსანში `ნესთ ანდარე ჯეჰან" (არ არის ამქვეყნად) და "თინათინ~ (სარკისეული ანარეკლი ნათლისა) მიგვითითებენ ღვთაების ორ ასპექტზე, დაფარულზე და ცხადქმნილზე, შეუმეცნებელზე და შემეცნებადზე, გამოუვლენელსა და გამოვლენილზე, აგრეთვე ორ საღვთისმეტყველო გზაზე: აპოფატურზე (უკუთქმითი) და კატაფატურზე (წართქმითი), რომელთა არსიც გადმოცემულია არეოპაგიტულ ტრაქტატებში. თამარის კულტი უკავშირდება აგრეთვე დიდი დედის, ნაყოფიერების მდედრობითი ღვთაების, ხოლო ქრისტიანობაში ღვთისმშობლის კულტს, რომლის სხვადასხვა სიმბოლურ ატრიბუტებს ატარებენ ვეფხისტყაოსნის გმირი ქალები" (ზვიად გამსახურდია, "ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება").

  ზვიადის სიყვარულით, ზვიად გამსახურდიას იდეებით გატაცებულნი, თამარ მეფის წმიდა სიყვარულს გამოხატავდნენ ეროვნულ მოძრაობაში.

  დიმიტრი თავდადებულის საქმის გამგრძელებელმა, ზვიად გამსახურდიამ კარგად იცოდა ზუგდიდში როცა ბრუნდებოდა, რომ შესაძლოა მოეკლათ საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ემიგრაციაში თბილად ყოფნას სამშობლოსათვის თავგანწირვა არჩია.

  ყველა, ვინც აფასებს ზვიადს, დიმიტრი თავდადებულის სიყვარულს, ყოველ 25 მარტს ცრემლითა და სიამაყით აღნიშნავს. სხვაგვარად შეუძლებელია.

  შოთა რუსთველი საქართველოში ყველასათვის ისედაც სათაყვანოა, საამაყოა (ზოგიერთი ინტელექტუალურად მოუმწიფებელისა და მორალურად ჩამოუყალიბებელის გარდა). არავინ არ იტყვის მასზე უფრო დიდი შვილი ჰყავდაო საქართველოს (შედარებები მიუღებელია). როცა შოთა რუსთველზე მეტად დაფასებული (თუ "გაღმერთებული") ჰგონია არაკეთილმოსურნეს ვინმე, უნდა კეთილი ინებოს და გადაშალოს "ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება".

  ბევრს არ ვილაპარაკებ რუსთველოლოგიაში ზვიადის დამსახურებაზე. გავიხსენოთ მხოლოდ აღნიშნული ნაშრომის დასასრული: "მსოფლიოს ეპიურ პოემებში ინიციაციის მოსაპოვებლად იბრძვიან მხოლოდ ცალკეული ინდივიდები. ორი მეგობრის ერთობლივი ბრძოლა ინიციაციისათვის, მეგობრობა, როგორც ფაქტორი ინიციაციის მოპოვებისა, ახასიათებს მხოლოდ ქართულ პოემა-რომანს, ვეფხისტყაოსანს. საერთოდ უნდა ითქვას, რომ მეგობრობის თემის დამუშავებით ვეფხისტყაოსანს არამცთუ რაინდული რომანის სამყაროში, არამედ მსოფლიო ლიტერატურაშიც, ალბათ, ვერ შეედრება რომელიმე ნაწარმოები, რაც აქცევს მას მსოფლიო კლასიკის გვირგვინად". 

  როცა ზვიადისა და მერაბის სიყვარულს გამოხატავს ვინმე პატრიოტი, ის ამით თანამედროვეობის ტარიელსა და ავთანდილს აფასებს, აფასებს რუსთველს. ამ პოემის იდეალურობა და რეალურობა თავის მეგობრობითაც დაამტკიცეს ზვიადმა და მერაბმა. ხომ მართალი ყოფილა რუსთველი, ხომ მართლა არსებულა ამგვარი მეგობრობა, ზვიადმა და მერაბმა რომ გვაჩვენეს. "თუმცა მარადის ვარ თანამდგომი, ავთანდილობა ერთობ ძნელი

ა" (მერაბ კოსტავას ლექსიდან ზვიადისადმი - "ძმას ქრისტესმიერს").

     "იოანეს სახარებამ და აპოკალიპსისმა იგავურად გამოაცხადა, ხოლო იოანე ზოსიმემ განმარტა, რომ ქართული მოდგმა, ქართული ენა, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, ლაზარე ერთა და ენათა შორის, ოთხი დღის (4 ათასი წლის) მკვდარი, დამდაბლებული და დაწუნებული, რომელმაც უნდა აღასრულოს ქრისტესთვის არნახული მოწამეობა, მომავალში აღდგება, დაიბრუნებს უნივერსალურ პოზიციას კაცობრიობის სულიერი მოძღვრისას, ხოლო ქრისტეს მეორედ მოსვლისას გახდება მამხილებელი (მსაჯული) ცოდვილი კაცობრიობისა~. წერდა ზვიად გამსახურდია (`ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაჲს" განმარტებისათვის"). ასე რომ, იოანე-ზოსიმეს მეოცე საუკუნეში ჰყავდა ღირსეული მემკვიდრე მისტიკოსი.

  ძველებური ფორმით რომ ჩატარებულიყო თოქ-შოუ `საქართველოს დიდი ათეული~. ეკლესიას რომ არ მოეცა რჩევა, წმინდანებს შორის არჩევანს ნუ გააკეთებთო, რამაც უამრავი მორწმუნე ანუ მამულიშვილი გამოაკლო იმ პროექტს, რომ ჰქონდეს ყველა პატრიოტს კომპიუტერი და მობილური, რომ არ ყოფილიყო სხვა გვერდითი მოვლენები (რაც ზემოთ ვახსენეთ), ზვიად გამსახურდია შესაძლოა პირველ ადგილზე გასულიყო დიდ ათეულში (მესამე ადგილზე მაინც არის ამ შედეგებით).

  განა იმიტომ, რომ დიდი ქართველების ღვაწლს ვინმე აკნინებს, ან ვინმე ვინმეს ვინმეზე მაღლა აყენებს. განა იმიტომ, რომ ზვიადი ყველას სჯობია, არამედ, იმიტომ, რომ ზვიად გამსახურდია დღეს ყველაზე მეტად აქტუალურია, მისი ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ზვიადი ყველა დიდი ქართველის მემკვიდრეა.

   კვლავ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, აბსოლუტური უმრავლესობა იმ ქართველებისა, ვინც წარმოდგენილნი იყვნენ დიდ ქართველთა სიაში, კარგი ქართველები და კარგი ადამინები იყვნენ. მაგრამ, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ გენიალური მხატვარი, გენიალური მომღერალი და ა. შ. მაინც ოდნავ ნაკლებია საქართველოს იდეასთან გაიგივებულ ადამინებთან.

  საქართველოს იდეას, ძირითადად, სახელმწიფო მოღვაწენი და დიდი იდეოლოგები ატარებდნენ ყველაზე მეტად.

  დამსახურებული, გენიალური ქართველების, თუნდაც პირობითად, დაყოფა, მაინც ასე უფრო უპრიანი იქნებოდა: დიდი ქართველი, შესანიშნავი ქართველი, კარგი ქართველი...

  არავინ დაგვძრახავს, მაგრამ თამარი, ჩვენი სათაყვანებელი მეფე და დედა, მორჭმული, გამარჯვებული, კეთილშობილური საქართველოს სიმბოლოა. ხოლო დავით აღმაშენებელი კი ფარფლიდან აღმდგარი საქართველოსი, ნანგრევებიდან აღშენებული დიდი სახელმწიფოსი. ოდნავ სხვაობა მაინც არსებობს.

  აკაკი და გალაკტიონი ტკბილი, უგენიალურესი ქართული ენის გენიის გამოვლინებებია უზადოდ, მაგრამ ილია ჭავჭავაძე საქართველოს მარადიული თანამდევი სულის განხორციელებაა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში. ილია ჭავჭავაძე არის დიადი იდეოლოგი თავისი ეპოქისა, პირველ რიგში იდეოლოგი.

  ყოველ ეპოქაში, ყოველ ქვეყანაში ჯერ იდეოლოგია იქმნებოდა და მერე იწყებოდა მისი განხორციელება. "ქართლად ფრიადი ქვეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების". ამ ფორმულაზე დაყრნობით გაიშალა სამონასტრო და საერო აღმშენებლობა გრიგოლ ხანძთელის მიერ დაარსებულ საძმოში. გრიგოლ ხანძთელი მარტო წმიდა მამა ხომ არ იყო, ის მესაძირკვლე იყო საქართველოს ერთიანობისა, ბაგრატიონების დავითიანობის, განსაკუთრებულობის მცნობი და მაღიარებელი, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა ჩვენს იდეოლოგიაში.

  ამ თვალსაზრისით ილია ჭავჭავაძის გამარჯვება სრულიად არ არის გასაკვირი. ილიამ გააღვიძა მიძინებულ ერში დამოუკიდებლობის იდეა: "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოსო".

  ილიას იდეოლოგიაზე აღშენდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეოლოგიები მერმინდელი სხვადასხვა საზოგადო, პოლიტიკური თუ სასულიერო მოღვაწეებისა.

  შემთხვევით არ უწოდეს ილიას "საქართველოს უგვირგვინო მეფე", ის საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ანუ თავისუფლების, თვითმყოფადობის, ეროვნულობის, ქრისტიანობის იდეა იყო. ის ქართველების არქეტიპის გამოვლინება იყო თავის დროზე. და ამავე დროს წინასწარმეტყველი, წამებული.

  ყოველ გადამწყვეტ ეპოქაში ღმერთი თავის რჩეულ ხალხს მოუვლენს ხოლმე დიდ პიროვნებას, რომელიც არქეტიპის სახეს ატარებს. თითქოს კარდუ იბადება ხელახლა. ის დადის ქართულ მიწაზე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, მაგრამ მის ტიტანურ ნაღვაწში შეიცნობა ქართველი ერის უკვდავი და უნაპირო ენერგია, თავად იდეა ქართველობისა, პირველსაწყისი.

  ის ყველა დადებით თვისებას ატარებს ქართველი ხალხისა და არც სისუსტეებია მისთვის უცხო, ქართული (სისუსტეები და არა უარყოფითი თვისებები). ყველაფრით ქართველია.

  მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე ჩვენი არქეტიპის სახეს ილია ჭავჭავაძის ლამაზი, ქართული, კახური კეთილი სახე ატარებდა.

  მეოცე საუკუნის ბოლოს ქართულმა არქეტიპმა ზვიად გამსახურდიას გოროზ, ზვიად, კოლხურ სახეში დაისადგურა.

   კიდევ უამრავი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ საკმარისია. ყოველი ზემოთჩამოთვლილი დიდი ქართველი, ზეციური საქართველოდან, ზვიად გამსახურდიას გულშემატკივარი იყო საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. ყოველი მათგანის ოცნებას ატარებდა ზვიადი.

  ეს ყველაფერი მერაბ კოსტავამ ყველაზე უკეთ დაინახა ჯერ კიდევ 1978 წელს:

  '"როს მიაკითხავ წმიდა ალაგებს,

  თითქოს იერი ეცვლებათ ტაძრებს.

  წმიდა მამათა ძვალშესალაგებს,

  მღვდელმთავართა და მეფეთა საძვლეს.

  გეკითხებიან, მოსულხარ სადით

  ხატება შენი ვეღარ გვიცვნია.

  წარსულის სუნთქვა ესდენ სიცხადით

  საუკუნეა არ განგვიცდია.

  ხარ მწირი თამარ დედოფალისა

  საღვთო სინედლის გულში აღმძვრელი

  თუ ნახევარძმა პარსიფალისა,

  დიდგორს მოსული ვინმე ტაძრელი.

  სამსხვერპლო სისხლით აღვსილი წმინდა

  გრაალის მცველი ღვთისგან ცხებული,

  თუ საიდუმლოდ ათონის მთიდან

  თორნიკესავით დაბრუნებული.

  ვინც განგვიახლე ნათლობის მადლი,

  კურთხევის ძალა შორს გამიზნული,

  როს მოგვეძალა დიდვაჭრის ადლით

  დუშმანი ჩვენში შემოხიზნული.

  ოდეს ტაძართა შედრკა მწირველი

  და მიეფარა ღრუბლებს უფალი,

  შენ აღიმართე, ვითა პირველი,

  დაშრეტილ რწმენის ჭირისუფალი"...

  (ნაწყვეტი ზემოთაღნიშნული ლექსიდან "ძმას ქრისტესმიერს").    

  დღეს ჩვენი, ქართველების არქეტიპს ზვიადი წარმოადგენს ყველაზე მეტად. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ეს იყო წმიდა ილია მართალი, XIII საუკუნეში დიმიტრი თავდადებული, XI-XII საუკუნეების მიჯნაზე დავით აღმაშენებელი და ა. შ.

მაშინ ისინი ატარებდნენ ჩვენი არქეტიპის სახეს. მაშინ მათი კონკრეტული კონცეფცია (რა თქმა უნდა, მარადიული იდეიდან გამომდინარე) იყო აქტუალური. ილიას დროს ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს, დემეტრე თავდადებულის დროს - ერი გადავარჩინოთ,  

დავით აღმაშებელის დროს - დიდი საქართველოს იდეა.

  დღეს ისინი ერთი და იგივე არიან.

  დღესაც ზვიადის კონცეფცია (დღეისათვის ყველაზე თანამედროვე) ჯერ კიდევ განუხორციელებელია. ვერ იქნა და ვერ ჩამოვაყალიბეთ სახელმწიფო, ვერ იქნა და ვერ მივაღწიეთ თავისუფლებას. და ყველაფერი იმიტომ, რომ არ დავუჯერეთ.

  ვითარცა წინასწარმეტყველი გვაფრთხილებდა - თუ ეროვნული კანონიერი ხელისუფლება დაეცემოდა, დაეცემოდა საქართველო, დაიშლებოდა საქართველო, უბანი-უბანს, კუთხე-კუთხეს გადაეკიდებოდა. გაიყიდებოდა ქართული მიწა, დაიკარგებოდა ტერიტორიები, დაიხოცებოდნენ ჩვენი დები და ძმები და ა. შ.

  არ დავუჯერეთ. ახლა ვიწვნევთ დაუჯერებლობისა და სულიერი სიბრმავის შედეგს.

  ზვიადის სიკვდილი ჯერ ვერ მოგვინელებია ქართველებს.

  ამიტომ გვრცხვენია, გვენატრება, ისევ გვინდა იმ კონცეფციას მივუბრუნდეთ და სწორედ ამიტომ ვაძლევთ ხმას ზვიადს. და კიდევ იმიტომ, რომ დავანახოთ მათ, ვინც ებრძოდა ზვიადს, რომ არ გვიყვარს არქეტიპთან მებრძოლები, საკუთარ სამშობლოსთან მებრძოლები.

  როცა ზვიადს ვაძლევთ ხმას, ხმას ვაძლევთ დავით აღმაშენებელსაც, რუსთველსაც, თამარ მეფესაც, ილია მართალსაც და სხვა დიდ ქართველებსაც. ასე იქნება კარგა ხანს. სანამ ისეთივე დიდი ტიტანი არ მოევლინება საქართველოს, როგორიც იყო ზვიადი, უფრო ადრე ილია და ა. შ.

   გამოკითხვამ აჩვენა, რომ ეროვნული იდეოლოდია გვენატრება ქართველებს და არ ვივიწყებთ ილიასა და ზვიადს, დიდ ეროვნულ იდეოლოგებს. მათსავით დიდი საქართველოსკენ მიველტვით - დავით აღმაშენებლისკენ.

  ვოცნებობთ ქართველნი, ილიასავით და ზვიადივით სულიერ დიდგორში წავყვეთ დავით აღმაშენებელს და მოვიპოვოთ ძლევაჲ საკვირველი!

  ზვიადი დღეს ძალიან აქტუალურია, ყველაზე მეტად აქტუალური. ილიას არ დავუჯერეთ და მოვკალით, ამიტომ, ვერ შევინარჩუნეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა სოციალ-დემოკრატებმა. ზვიადს არ დავუჯერეთ და მოვკალით, ამიტომ ვერ შევინარჩუნეთ ეროვნული საქართველო ნიჰილისტებმა. 

  როცა გრიგოლ ხანძთელისა და იოანე ზოსიმეს იდეოლოგიისა დაიჯერა ქართველმა ხალხმა, მას ღმერთმა დიდი საქართველო უბოძა. ჩვენი დიდი მეფე დავით IV კარდუს ყველაზე ძლევამოსილი გამოხატულებაა. იმსახურებდნენ მაშინ ქართვლნი. 

რომ არ მოგვეკლა ილია, იქნებ აგვეშენებინა მძლავრი ქართული სახელმწიფო, რომ არ მოგვეკლა ზვიადი, იქნებ კვლავ კავკასიის მზედ გამოგვებრწყინებინა საქართველო?!

  ამიტომ, ილიას იდეოლოგია, ზვიადის იდეოლოგია, ეროვნული იდეოლოგია დღეს ყველაზე აქტუალურია.

  დღეს რომ ზვიადი ცოცხალი იყოს და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს, ვინ მიიღებდა აბსოლუტური უმრავლესობის ხმას?

  ეს არც კერპთაყვანისმცემლობაა, არც არაობიექტურობა, ეს უბრალოდ რეალობაა. ეს უბრალოდ არქეტიპია ჩვენი... ახლებელი, ძვირფასი...

  ზვიადი კარდუს სახე იყო, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით, მაგრამ ვერ ვიცანით ბოლომდე.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება.
წმიდა იოსებ არიმათიელი
31 ივლისს (13 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა იოსებ არიმათიელის (I) ხსენების დღეს.
gaq