| ოშკი | გადმობეჭდილია https://droni.ge/?m=2&AID=687გაიოზ მამალაძე -- 11:36 08.09.2010
ბედნიერება გვქონდა ტაო-კლარჯეთის წმინდა მიწაზე დაგვედგა ფეხი. უდიდესი განცდებით მოვიარეთ და დავათვალიერეთ ტბეთის, ხანძთის, დოლისყანის, ოთხთას, ხახულის, ოშკის, იშხნისა და ბანას ტაძრები.
განცდები უდიდესია მართლაც, დიდი ქართველების: ადარნასე II-ის, გრიგოლ ხანძთელის, საბა იშხნელის, დავით III კურაპალატის და სხვების მამულიშვილურ და აღმშენებლობით მემკვიდრეობას ეხები. ერთგვარად, ბრუნდები წარსულ საუკუნეებში და მთელი სისრულით წარმოიდგენ, რა უძნელესი და ურთულესი ამოცანის გადაწყვეტა დასჭირდათ ჩვენს წინაპრებს, რომ დღეს ჩვენ დავდიოდეთ დედამიწაზე და იმავე ენაზე ვადიდებდეთ უფალს, ისინი რომ ადიდებდნენ. ამასთან, განსაკუთრებით სამწუხაროა ტაძრების მდგომარეობა. ბანას შესანიშნავი ტაძარი – რომელიც VII ან IX საუკუნეში აშენდა, გრანდიოზული, სრულიად განსხვავებული არქიტექტურის და 30 მეტრი სიმაღლის უნდა ყოფილიყო – თითქმის განადგურებულია. 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს ოსმალთა ჯარისთვის სიმაგრე იყო, ხოლო რუსების ზარბაზნებისთვის სამიზნე.
ტბეთის ტაძარი 1961 წელს ვანდალებმა ააფეთქეს. მხოლოდ ერთი კედელიღაა დარჩენილი. დოლისყანის ტაძრიდან მზის საათი გაქრა. ოშკს სამხრეთის ორი ბარელიეფი, მაცხოვრისა და ღვთისმშობლის მოსწყდა, ახლა მათი ადგილმდებარეობა უცნობია. ხანძთას შარშან გუმბათი ჩამოენგრა, ადგილი, სადაც შეიქმნა ფორმულა "ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების", სადაც საფუძველი ჩაეყარა დიდ საქართველოს, სადაც უდაბნოს ვარსკვლავის, მამა გრიგოლის წმიდა ძვლებია... ხახულში, სადაც გიორგი მთაწმინდელს უსწავლია, მეჩეთია. თუმცა ამან გადაარჩინა განადგურებას. უნდა ითქვას, რომ თურქეთის მთავრობა, ძალიან ზრუნავს თავის ქვეყანაზე, დაინტერესებულია ტურიზმისა და საერთოდ ყველანაირი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. თითქმის მთელ ტაო-კლარჯეთში ვერ ნახავთ მდინარეს, რომელზეც ნაპირსამაგრი სამუშაოები არ იყოს ჩატარებული. ვერ ნახავთ თუნდაც მთებში ჩაკარგულ დასახლებას, თუნდაც ერთი მოსახლით, რომ არ იყოს სამანქანო გზა გაყვანილი და, რა თქმა უნდა, ელექტროენერგია (რომელიც უფასოდ მიეწოდებათ).
თვითონ თურქეთის მოქალაქეები ძალიან შრომისმოყვარენი არიან. მიწის ყოველი ნაკვეთი დამუშავებულია, ყოველი კვადრატული მეტრი ათვისებულია. ისინი მეგობრულად არიან განწყობილნი ჩვენდამი, ქართველებისადმი.
ეს გვაძლევს იმედს, რომ ქართული კულტურის ძეგლები გადარჩება, რადგან თურქი ხალხის ინტერესში შედის ტურიზმიც და მეზობლებთან კეთილი დამოკიდებულებაც. ადრე, მიღწეულიც იყო შეთანხმება რამდენიმე ქართული ტაძრის რეკონსტუქციასთან დაკავშირებით, მერე ჩაიშალა. მ
| წითლად მოხაზულია სიყალბე | აგრამ დარწმუნებული ვართ, თურქეთის მთავრობა გამოიჩენს კეთილ ნებას. ოშკი გრანდიოზული ტაძარია, X საუკუნის ძეგლი, რომელიც სვეტიცხოვლის, ბაგრატის და ალავერდის ტაძრებთან ერთად უდიდესი ქართული ტაძრების რიცხვში შედის.
ოშკის ტაძარი შესანიშნავად იყო გაფორმებული. მაგრამ, როგორც ვთქვით, ახლა აღარა ჩანს მაცხოვრისა და ღვთისმშობლის შესანიშნავი ბარელიეფები, გადაშლილია ფრესკები, გუმბათს უკვე შეკეთება უნდა. სამხრეთის კედელს შედგმული ხის მორი აკავებს...
ოშკის ტაძართან ჩვენთვის ძალიან არასასიამოვნო ფაქტი აღმოვაჩინეთ. ტაძრის სიახლოვეს ბანერებია სხვადასხვა ენაზე. ბანერებზე ტაძრის ისტორიაა წარმოდგენილი. ერთი ბანერი ორენოვანია – ინგლისური და თურქული. იქვე დგას მეორე, ქართულენოვანი. მათზე ერთი და იგივე ტექსტია წარმოდგენილი.
მოთხრობილია, რომ ოშკის "მონასტერი, აქვე არსებული წარწერების მიხედვით, აშენებულ იქნა 963-973 წლებში, ქართველი მეფის, ადარნასე კურაპალატის შვილების – მეფე დავით III კურაპალატისა და მისი ძმის, ბაგრატ ერისთავთერისთავის მიერ. 1022 წელს, მას შემდეგ, რაც რეგიონი დაექვემდებარა ბიზანტიის იმპერიას, ეკლესიის ჩამონგრეული გუმბათი შეკეთებულ იქნა ბიზანტიის იმპერატორების, ბასილი II-სა და კონსტანტინე VIII-ს მიერ. 1036 წელს ტაძარი მოიხატა პატრიკიოს ჯოჯიკის დაკვეთით..." ისტორიიდან ვიცით, რომ ტაოს მიწებისთვის ბიზანტიასა და ს
| ბანერი ქარტული წარწერით | აქართველოს შორის დიდი ომი მიმდინარეობდა. ბასილი II ბულგართმმუსვრელმა (ხომ გახსოვთ კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენიდან") დაიკავა ეს ტერიტორია. საქართველოს ჭაბუკმა მეფე გიორგი II-მ ომი გამოუცხადა დიდი იმპერიის სუზერენს და დაიკავა ტაოს ტერიტორია. ჩვენი სასიქადულო მეფე მაშინ ოციოდე წლის თუ იქნებოდა (სულ 25 წელი იცოცხლა უშიშომ, ვითარცა უხორცომ). ერთხელ სძლია კიდეც ბასილის და მის ურიცხვ ლაშქარს, მაგრამ, მერე, ღალატის გამო დამარცხდა და ბასილიმ კვლავ დაიკავა ტაო. ზუსტად მაშინ შეაკეთებინეს ბასილი იმპერატორმა (რომელიც მალე გარდაიცვალა) და მისმა ძმამ, კონტანტინემ ოშკის ტაძარი, რომლებიც შესაძლოა, ცოტა დაზიანდა. კარგა ხნის მანძილზე ტაოს ტერიტორია ბიზანტიის გავლენის ქვეშ იყო. ოშკის ტაძრის მოხატვის ქტიტორთა შორის ცნობილია პატრიკიოსი ჯოჯიკი, რომელიც, მართალია, ბიზანტიურ ტიტულს ატარებდა, მაგრამ ქართვლი იყო (არაბერძენი და მართლმადიდებელი). გამორიცხულია ის სომეხი ყოფილიყო, იმიტომ რომ სომეხთა აბსოლუტური უმრავლესობა იმ დროისათვის მონოფიზიტურ სარწმუნოებას მისდევდა. ვფიქრობ, ეს ის ჯოჯიკია, რომელიც იოანე ბერთან (ერისკაცობაში თორნიკე ერისთავი) ერთად სარდლობდა დავით III კურაპალატის (ბაგრატიონი) 12 000-იან ჯარს, რომელმაც გადაარჩინა ბიზანტიის მცირეწლოვანი იმპერატორები: ბასილი II და კონსტანტინე VIII ბარდა სკლიაროსის აჯანყების დროს. ქართველი მეფის, დავითის სარდლ
| ებმა, თორნიკემ და ჯოჯიკმა, ბერძნულ ნაწილებთან ერთად, სასტიკად დაამარცხეს ბარდა სკლიაროსი, რომლის ჯარშიც უამრავი სომეხი იბრძოდა. ეს მოხდა 979 წელს. მოხატვა ოშკისა ჯოჯიკის შეკვეთით განხორციელდა 1036 წელს, ალბათ, ის უკვე საკმაოდ მოხუცი იყო იმ დროს. შესაძლოა, ეს სხვა ჯოჯიკი იყოს, მაგრამ ის აუცილებლად ქართველი იყო და არა სომეხი გრეგორიანი, ვინაიდან გრეგორიანები არ ზრუნავენ მართლმადიდებლურ ტაძრებზე. თანაც, გრეგორიანები არ უყვარდათ ბიზანტიის იმდროინდელ იმპერატორებს და გრიგორიანს არ დანიშნავდნენ ქართული თემის დიდ თანამდებობაზე. მითუმეტეს, ამ დროისათვის სომხური სახელმწიფოები ბიზანტიის მიერ გაუქმებული იყო. ჩვენ შემთხვევით არ გვიხსენებია სომხები, ამის მიზეზს მკითხველი ქვემოთ მიხვდება. ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ იმ დროისათვის მოსპობილი იყო ბიზანტია სპობდა სომხური სახელმწიფოებრიობას. სომხებს, არათუ ქართველთა მართლმადიდებლური მონასტრის შეკეთების თავი ჰქონდათ (სურვილის შემთხვევაში), არამედ გადარჩენის შანსიც ეცლებოდათ ხელიდან. ისე, არც კი დააპირებდნენ მართლმადიდებლური ტაძრის შეკეთებას, თუ არ მიითვისებდნენ და მონოფიზიტურ-გრეგორიანულად არ აქცევდნენ.
სხვათა შორის, შემდეგ ისევ საქართველომ გადაარჩინა სომხები და შეივრდომა თავისი სახელმწიფოებრიობის ქვეშ, თუმცა ეს სხვა თემაა.
სომხური საკითხი შემთხვევით არ წამოვჭერით, ჩვენს გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდ
| ლოცვა ოშკის ტაძარში | ა, როდესაც წავიკითხეთ ინგლისურენოვანი წარწერა ოშკის ტაძართან. ინგლისურ თარგმანში პატრიკიოს ჯოჯიკის ნაცვლად წერია პატრიარქი გაგიკი ( Patriarch Gagik). გაგიკი სომხური სახელია, პატრიარქი კი ხშირად ეწოდებოდა მათ კათალიკოსს. აქ გაუთვითცნობიერებელი უცხოელი ტურისტი, მათ შორის სომხები ჩათვლიან, რომ სომეხმა გაგიკმა მოახატვინა ოშკის კედლები, საერთოდ იზრუნა ოშკის შეკეთებაზე, მაშასადამე ოშკი სომხური ტაძარიაო. ასეთი ვერაგული დარტყმები საქართველოს ისტორიის წინააღმდეგ პირველი არ არის. ძალიან საინტერესოა, როგორ მოახერხეს სომეხმა გამყალბებლებმა თურქეთში, ინგლისურენოვან ტექსტში ასეთი სიყალბის შეპარება. ამგვარადვეა თურქულ ტექსტში.
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ ამტკიცებს, რომ დიდი სიფრთხილე გვმართებს. ყოველთვის უნდა შევამოწმოთ, ვინ არის მთარგმნელი ისტორიული ტექსტებისა, არ უნდა ვათარგმნინოთ სომეხს. ნურავინ ჩაგვითვლის ამას შოვინიზმად ან რომელიმე ერისადმი სიძულვილად, მაგრამ, ფაქტები ღაღადებენ. ამიტომ, ქართველმა მეცნიერებმა უნდა აიმაღლონ ხმა, და მსოფლიოს მასშტაბით, უნდა ამხილონ გამყალბებლები ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, ესპანურ, გერმანულ, იტალიურ და სომხურ ენებზე. მით უმეტეს, ჩვენ ვიცით, რომ მოსკოვში გამოცემულ მართლმადიდებლური ენციკლოპედიის პირველ ტომში (რუსულ ენაზე) ტაო-კლარჯეთის ტაძრები სომხური ეკლესიის, კულტურისა და ისტორიის კუთვნილებადაა ნაყალბევად გამოცხადებული.
| რუსეთის ეკლესიის მესვეურებმა მერე ბოდიში მოიხადეს და შემდეგ ტომებში გამოასწორეს შეცდომა, მაგრამ, პირველი ტომი ასეულათასობით გავრცელდა. რუსეთის ეკლესიის წიაღშიც შეაღწიეს სომეხმა გამყალბებლებმა. სხვათა შორის, ასეთი სიყალბეები მერე მაინც გამომზეურდება ხოლმე, გაირკვევა ხოლმე სიმართლე და ორმაგი დარტყმის ქვეშ ხვდება სომეხი ერი (და არა გამყალბებლები). დიდი სირცხვილია ეს სომხების ისტორიისა და კულტურისათვის და ასეთ სირცხვილში, მართლაც და, დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე სომეხ ერს თავად სომეხი გამყალბებლები აგდებენ. მე მგონი, თავად სომეხი ერის ინტერესებშია კულტურულ-ისტორიული გაყალბებების აკრძალვა.
ჩვენ კი უფრო დაკვირვებულები უნდა ვიყოთ, ვთარგმნოთ ჩვენ, ქართველებმა, განა ინგლისური სომხებზე ნაკლებად იციან ქართველებმა?!
.... ეს წერილი დაიწერა 2010 წელს, და გამოქვეყნდა droni.ge-ზე. სტატიის გამოქვეყბისთანავე, რამდენიმე ტელევიზია დამიკავშირდა და ინტერვიუ მივეცი. ძეგლთა დაცვის სააგენტომ ეს ამბავი არ იცოდა, მათ თურმე თურქული მხარისთვის გადაუგზავნიათ ტექსტი, რაც უნდა დაწერილიყო ბანერზე, ხოლო თურქებს ვიღაცისთვის გადაუციათ ქართული ტექსტი ინგლისურად და თურქულად სათარგმნელად. ხოდა, იმ ვიღაცამ "ივაჟკაცა" და "გაასომხურა" ოშკის ტაძარი. საქართველოს ძეგლთა დაცვის სააგენტომ მოსთხოვა თურქეთის მხარეს, გამოესწორებინათ შეცდომა და ისინიც შეგვპირდნენ.&nb sp;2010 წლის მერე ოშკში არ ვყოფილვარ. იმედია ბანერის წარწერა შეცვალეს. გაიოზ მამალაძე |