საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდა ბაგრატ მესამე
ნინო ტარყაშვილი
"შემდგომად დიდისა ვახტანგ გორგასლისა არავინ გამოჩინებულ არს სხუა მსგავსი მისი დიდებითა და ძალითა და ყოვლითა გონებითა".

X საუკუნის მეორე ნახევრისათვის სამთავროებად დაქუცმაცებული საქართველოს გაერთიანება არც თუ ადვილად მოსაგვარებელი პრობლემა იყო. მაგრამ მოიღო მოწყალება ღმერთმა ქართველთათვის და ისე მოაწყო გარემოებათა რიგი, რომ ღმრთის მადლით, თითქმის უმტკივნეულოდ გადაიჭრა იგი: გარდაიცვალა მეფე ბაგრატი, რომელმაც ტახტზე დასვა თავისი ძე, სუმბატი. უძეოდ გადაეგო სუმბატი, ხოლო სუმბატის ძმას, გურგენს აფხაზთა მეფის ასულისაგან შეეძინა ძე ბაგრატი, რომელიც ამავე დროს იშვილა დავით კურაპალატმა. გარდაიცვალა დავით კურაპალატიც უძეოდ და დაუტოვა ტახტი ბაგრატ მესამეს, რომელიც გამეფდა ჯერ ქართლში, შემდეგ აფხაზეთში და დაიწყო მოღვაწეობა საქართველოს სრული გაერთიანებისათვის.

თუმცა ქართველთა გაერთიანების აუცილებლობას ყველა გაგებით როდი ეკიდებოდა. ქართლის აზნაურებმა კარგად იცოდნენ, რომ დიდი ხნის წინათ გაუქმებული მეფის ხელისუფლების აღდგენა აზნაურების მიერ მიტაცებული სამეფო მამულების დაკარგვას მოასწავებდა და მათ თავიანთი პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა აფიქრებდათ. ამის გამო, როდესაც ბაგრატ მეფემ საქმეების მოსაწესრიგებლად აფხაზეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში გადმოსვლა მოინდომა, მას ქართლის საზღვარზე დაუხვდნენ დიდგვაროვანი აზნაურები ქავთარ ტბელის მეთაურობით და ომი აუტეხეს. ბაგრატი შეებრძოლა დიდგვაროვან აზნაურებს, დაამარცხა ისინი, შემდგომ ქართლში გადმოვიდა, უფლისციხეში დაბანაკდა და ქვეყნის მართვა-გამგეობას შეუდგა.

დამარცხებულ აზნაურთაგან ზოგი გადაიხვეწა, სხვები დამორჩილდნენ ბაგრატს. ურჩობას მხოლოდ თრიალეთის პატრონი რატი ბაღვაში განაგრძობდა. თუმცა, ბაგრატმა მასაც ამოსდო ლაგამი. როდესაც გარდაიცვალა ბაგრატის მამა, გურგენ მეფე და მის უშუალო განმგებლობაში მყოფი შავშეთ-კლარჯეთი, სამცხე და ჯავახეთიც ბაგრატ მესამის საბრძანებელს შეუერთდა, ახლა თბილისის საამირო და კახეთ-ჰერეთიღა წარმოადგენდნენ ცალკე ერთეულებს. ბაგრატი კახეთში გადავიდა, მისი მეფე შეიპყრო და კახეთ-ჰერეთი შემოიერთა.

იმჟამად რანში, მის სატახტო ქალაქ განძაში, ძლიერი და კადნიერი ხელმწიფე, ამირა ფადლონი იჯდა, რომელიც ჟამითი ჟამამდე შემოიჭრებოდა ხოლმე აღმოსავლეთ საქართველოში და მეკობრეობდა. Fფადლონი ამასთან ავიწროებდა სომეხთა მეფე გაგიკსაც. Bბაგრატმა ისარგებლა ამ გარემოებით შეიკავშირა სომეხთა მეფე და ქართველთა და სომეხთა ჯარები რანში შეიჭრნენ. მეკავშირეებმა ფადლონის წინააღმდეგობა ადვილად გატეხეს, დახარკეს თავნება ფადლონი და გამარჯვებულნი გამობრუნდნენ უკან.

მოგვიანებით კი ბაგრატ მესამემ კავკასიონის გადაღმა "ჯიქეთიდან ვიდრე გურგანამდე" (კასპიის ზღვა) მდებარე ქვეყნებიც დაიმორჩილა.

ბაგრატ მესამე საქართველოს ძლიერებისათვის ბრძოლის ველზე მოპოვებულ გამარჯვებებს, ერის სულიერი ერთობის სიმბოლოთა - ტაძართა აგებითა და გამშვენებით სრულყოფდა, რასაც ბაგრატ მესამის მეფობის დროს აგებული ეკლესია-მონასტრებიც ცხადყოფს.

სწორედ ამ მადლიანმა მეფემ ააშენა მოწამეთა, სადაც დავით და კონსტანტინე მხეიძეების უხრწნელი ნაწილები ასვენია. აშენდა ბედიისა და ბაგრატის ბრწყინვალე ტაძრები ქუთაისში, ნიკორწმინდა რაჭაში. ასე განაშვენა ბაგრატმა ღმრთის სადიდებლად აღმართული ბრწყინვალე ტაძრებით საქართველო.

"მატიანე ქართლისა" აღნიშნავს: "ესე ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფე წარემატა ყოველთა ხელმწიფეთა ყოვლითა განგებითა. მისდა შემპოვნედ და ამისდა მოაჯედ შეიქმნეს ყოველნი ხელმწიფენი, მახლობელნი და მოთაულნი მამულისა და სამეფოსა მისისანი, მოლაშქრედ, ვითარცა თვისნი დიდებულნი და მისანდობელნი. და დაუმორჩილნა ღმერთმან ყოველნი მტერნი და წინააღმდგომნი მისნი, მომადლა დღეთა მისთა მშვიდობა და დიდი დაწყნარება ქვეყნისა." ქართული საისტორიო წყაროები მას ვახტანგ გორგასალს ადარებენ: "ვსთქუ ესეცა, რომელ შემდგომად დიდისა ვახტანგ გორგასლისა არავინ გამოჩინებულ არს სხუა მსგავსი მისი დიდებითა და ძალითა და ყოვლითა გონებითა"


მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq