საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ღირსი პეტრე გალატიელი (IX)

9 (22) ოქტომბერი

ღირსი პეტრე გალატიელი თავდაპირველად იმპერატორ თეოფილეს ლაშქარში მსახურობდა, მაგრამ შემდეგ განერიდა ამსოფელს და სირიის ანტიოქიის მახლობლად, დაფნეონის სავანეში ბერად აღიკვეცა. ხანგრძლივი, ღვთივსათნო ღვაწლი ახოვანმა მოსაგრემ კონსტანტინოპოლში, წმიდა ფოკას სახელობის მონასტერში დაასრულა. იგი მშვიდობით მიიცვალა IX საუკუნეში, იმპერატორ ბასილი მაკედონელის (867-886) ზეობისას.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.



მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პაისი (ველიჩკოვსკი) (+1794)
ღირსი პაისი, ვისი ხსენებაც არის 28 ნოემბერს, დაიბადა ქალაქ პოლტავაში 1722 წელს. მამით ადრე დაობლებულმა პეტრემ დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ სწავლობდა კიევის სასულიერო აკადემიაში, მაგრამ ბერმონაზვნობისაკენ სწრაფვამ წმიდანს აკადემია დაატოვებინა და დიდხანს მოღვაწეობდა სხვადასხვა მონასტრებში.
წმიდა მოწამენი და აღმსარებელნი: გური, სამონი (+299-306) და აბიბო (+322)
28 ნოემბერს არის ხსოვნა წმიდა მოწამეთა და აღმსარებელთა: გურის, სამონისა და აბიბოსი. ნეტართა წამების ერთ-ერთმა მოწმემ მათი ლოცვის სიტყვებიც შემოგვინახა: „უფალო ღმერთო ჩვენო, რომლის ნების გარეშე ბადეში ერთი ჩიტიც კი არ ხვდება, შენ, რომელმან ჭირთა შინა განავრცე გული დავითისი, წინასწარმეტყველი დანიელი ლომთა უმტკიცესად გამოაჩინე, ებრაელი ყრმები ჯალათთაგან და სახმილსა შინა უვნებლად დაიცევ, შენ აწცა, უფალო, უწყი უძლურება ბუნებისა ჩვენისა. მოწყალე თვალით მოგვხედენ და დაიცევ შორის ჩვენსა ჩაუქრობელი ლამპარი მცნებათა შენთა. ნათლითა შენითა წარმართე სლვანი ჩვენნი და ღირს გვყავ ნეტარებათა შენთა მიმთხვევად, რამეთუ კურთხეულ ხარ უკუნითი უკუნისამდე“.
gaq