საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

სავედრებელი ლოცვა ვაჟიანობის მოსამადლებლად, წმინდა ალექსანდრე სვირელის მეოხების მოსახვეჭად

ღირსი ალექსანდრე სვირელი (ერობაში - ამოსი) 1448 წლის 15 ივნისს დაიბადა, მდინარე სვირის შენაკადის, იოატის ნაპირას მდებარე სოფელ მანდერში, წინასწარმეტყველი ამოსის ხსენების დღეს და სახელიც მის პატივსაცემად დაერქვა. მისი მომავალი შობა ნეტარის მშობლებს სასწაულებრივ აუწყა ზეციურმა ხმამ: „გიხაროდენ, კეთილნო თანამეუღლენო, თქვენგან იშვება ძე, ვის მიერაც უფალი ნუგეშინისცემას მიმადლებს თავის ეკლესიას“.

ამოსი მორჩილი და თავმდაბალი ბავშვი იყო, გაურბოდა სიცილსა და ბილწსიტყვაობას, უყვარდა ლოცვა და მკაცრად მარხულობდა. წმიდანმა იცოდა, რომ მშობლები მას დაქორწინებას უპირებდნენ, ამიტომ ცხრამეტი წლისა ფარულად წავიდა სახლიდან და ვალაამის სავანეს მიაშურა.

1474 წელს ამოსი ბერად აღიკვეცა ალექსანდრეს სახელით. რამდენიმე წლის შემდეგ მშობლებმა შეიტყვეს მათი შვილის ადგილსამყოფელი. მალე თავადაც მიჰბაძეს მას და მონასტერში დაასრულეს ამქვეყნიური ცხოვრება.

ხმა მოსაგრის ასკეტური ცხოვრების შესახებ შორს გავარდა, ამიტომ 1485 წელს მან დატოვა ვალაამი, ზეგარდმო მინიშნებით ტყეში დამკვიდრდა და შვიდი წლის განმავლობაში განმარტოებით ცხოვრობდა.

1508 წელს ღირსი მამა ცხოველმყოფელი სამების გამოცხადების ღირსი შეიქნა. ერთხელ, ღამით, როცა იგი უდაბნოში ლოცვად იდგა, უეცრად ძლიერი ნათელი გაბრწყინდა და წმიდანმა იხილა მისკენ მომავალი, მზეზე უბრწყინვალესი, სპეტაკი სამოსლით მოსილი სამი ჭაბუკი. სამივე მათგანს კვერ

თხი ეპყრა ხელთ. მოსაგრე ძრწოლამ მოიცვა, მაგრამ გონს რომ მოეგო, მიწამდე თაყვანი სცა სტუმრებს. მათ წამოაყენეს იგი და უთხრეს: „სასოებდი, ნეტარო, და ნუ გეშინინ!“ ღირს მამას ებრძანა, ტაძარი აეგო და სავანე მოეწყო ყოვლადწმიდა სამების სახელზე.

იმავე წელს აშენდა ხის ეკლესია ცხოველმყოფელი სამების სახელზე (1526 წელს მის ნაცვლად ქვითკირის ტაძარი ააგეს). მშენებლობის დამთავრებისთანავე საძმომ ნეტარს დაუწყო ვედრება, მიეღო სამღვდელო ხარისხი. ის დიდხანს უარობდა - თავს უღირსად თვლიდა. მაშინ ბერებმა ნოვგოროდელ მთავარეპისკოპოს სერაპიონს (+1516) სთხოვეს, დაეყოლიებინა უფლის რჩეული. იმავე წელს ღირსი მამა ნოვგოროდში გაემგზავრა და მღვდელმთავრის მიერ ხუცესად ეკურთხა. მალე ძმებმა წმიდა ალექსანდრე იღუმენობაზეც დაითანხმეს.

იტვირთა რა წინამძღვრობის მძიმე ჯვარი, ნეტარი მამა უწინდელზე მეტად თავმდაბალი გახდა. ერთხელ სავანეში შეშა შემოილია. იკონომოსმა იღუმენს სთხოვა, უქმად მყოფი ბერები გაეგზავნა საწვავის დასამზადებლად. „მე ვარ უქმად“, - თქვა წმიდანმა და შეშის საჩეხად წავიდა; ნეტარი ხშირად სხვების ნაცვლად ფქვავდა ხორბალს ხელის დოლაბებით; ღამით შემოივლიდა ხოლმე სენაკებს, თუ ამაო საუბრებს გაიგონებდა, ფრთხილად დააკაკუნებდა და ჩაივლიდა.

სიცოცხლის მიმწუხრზე ღირსმა ალექსანდრემ გადაწყვიტა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძარი აეგო. როცა საფუძველი ჩაყარეს, წმიდა მოსაგრეს თავად უბიწო ქალწულ

ი ეჩვენა, ტახტზე მჯდომარე, ყრმით ხელში, ანგელოზების თანხლებით და უთხრა: „საყვარელო ჩემო, ვინც ერთ აგურს მაინც მოიტანს ჩემი ტაძრის ასაშენებლად, ჩემი ძისა და უფლის, იესო ქრისტეს სახელით, არ წარუწყმდება სასყიდელი თვისი“; თან სავანის მფარველობა აღუთქვა.

ნეტარმა ალექსანდრე სვირელმა ოთხმოცდახუთი წელი იცხოვრა და 1533 წლის 30 აგვისტოს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.



სასწაულთმოქმედი - წმ.მამა ალექსანდრე სვირელი(1448-1533),არის მსწრაფლშემწე მვედრებელთათვის,სხვადასხვა ხორციელი და სულიერი სნეულებების ჟამს,მას მორწმუნენი მხურვალედ ევედრებიან შვილიერების მომადლებას და განსაკუთრებით არის, ძეთა-ვაჟიანობის მთხოვნელთა მსწრაფლშემსმენი.მისი მირონმდინარე-წმინდა ნაწილები განისვენებენ, სანკტ-პეტერბურგიდან 250 კმ-ში,სვირის ფერისცვალების სახ. მამათა მონასტერში, სადაც უამრავი მომლოცველი მიდის სავედრებლად და სამადლობელად, წმ.მამისადმი,რომელიც უდიდესი მლოცველი-ასკეტი გახლდათ და რომელსაც თვით წმინდა სამება გამოეცხადა.

სავედრებელი ლოცვა ვაჟიანობის მოსამადლებლად, წმინდა ალექსანდრე სვირელის მეოხების მოსახვეჭად


წმიდათა თავო,ანგელოზო ქუეყნიერო და კაცო ზეცისაო,ღირსო და ღმერთშემოსილო მამაო ჩვენო ალექსანდრე, ერთარსისა და ყოვლადწმიდისა სამებისა სავსებით სათნომყოფელო,წმიდასა სავანესა შინა შენსა დამკვიდრებულთა თანა დ
ა შენდამი სარწმუნოებითა და სიყვარულით მოტოლვილთა მრავალმოწყალებათა მიმნიჭებელო,გვიოხე წინაშე ღმრთისა ჩუენ ცოდვილთა,რათა მოგვმადლოს ყოველი კეთილსასურველი,წარმავალსა ამა ცხოვრებასა შინა,უმეტესად საუკუნო ცხოვრებასა შინა. . . ….მეოხებითა შენითა ღმრთისა სათნოო,შეგუეწიენ ჩუენ უღირსთა,რათა ქუეყანასა ზედა მტკიცედ დამკვიდრებულ იქმნეს წმიდაი მართლმადიდებელი ეკლესიაი ქრისტესი. წმიდაო,საკვირველთმოქმედო მამაო ჩვენო ალექსანდრე,იყავნ ჩუენ ყოველთათვის,ყოველსა მწუხარებასა და განსაცდელსა შინა მსწრაფლშემწე,უმეტესად ჟამსა აღსასრულისა ჩუენისასა,მოგვევლინე ვითარცა მეოხი-კეთილმოწყალე,რაითა არა მივეცნეთ საზვერეთა შინა ბოროტისმეუფისათა, ბნელთა მათ ჰაერისმცველთა,არამედ დაე ღირს ვიქმნეთ დაუბრკოლებლად აღმასვლასა დამკვიდრებად სასუფეველსა შინა ცათასა. …ჰოი, მამაო ჩუენო საუკუნო მვედრებელო,ნუ შეურაცხოფ-ლოცუა-ვედრებასა ჩუენ უღირსთასა,არამედ წარდგომილო ჩუენთვის წინაშე საყდრისა, წმიდისა და ცხოველსმყოფელისა სამებისა,დაე ღირს გვყავ შენთა თანა და ყოველთა წმინდათა თანა,ჩუენ უღირსნი,სასუფეველსა შინა ცათასა,რაითა მარადის ვადიდოთ,დიდება,მადლი და წყალობა,სამებით ერთარსისა ღვთისა,მამისა და ძისა და სულისა წმინდისა,აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .ამინ.


მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი მაკარი იღუმენი (+დაახლ. 830)
1 (14) აპრილი
მარიამ მეგვიპტელი
მარიამ ეგვიპტელი აღესრულა 522 წელს. დიდმარხვის მეხუთე კვირას მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს.
gaq