რუსულ მართლმადიდებლურ საიტ ”პრავოსლავიეზე”, სერაფიმ მაამდის ავტორობით დაიბეჭდა წერილი სათაურით: ”წმიდა მამათა რწმენის შემნახველნი (მართლმადიდებელი ასურელები საქართველოში)”, სადაც ვკითხულობთ: ”ასურელები... უმრავლეს ჩვენთაგანს, ამ სიტყვის გაგონებისას, ალბათ გაახსენდებათ უძველესი დროის ისტორიის სახელმძღვანელოები. მაგრამ ასურელები - ეს არის ეთნიკური ჯგუფი, რომელიც დღესაც არსებობს. კიდევ მეტი, მათმა წინაპრებმა მოციქულთაგან ერთ-ერთმა უპირველესებმა მიიღეს ქრისტეს რწმენა. ამისდა მიუხედავად, ასურულ ეკლესიას მძიმე ბედისწერა ხვდა წილად: განხეთქილებები, მწვალებლობები, უნიატობა, თავის დაღწევა დევნისაგან...თუმცა ჩვენს დღემდე არსებობს ასურელთა მართლამდიდებლური დიასპორა, რომელიც 2000 წლის მანძილზე ინახავს წმიდა მამათა სარწმუნოებას. საქართველოში ის 2000-მდე ადამიანს ითვლის და ელის თანადგომას ერთმორწმუნეებისაგან. სირიაში, მესოპოტამიაში და ირანში ქრისტიანობა გავრცელდა უკვე ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში და ასურელებმა ერთ-ერთმა პირველებმა მიიღეს ეს სარწმუნოება. ხოლო VI საუკუნის შუა წლებში ღვთისმშობელი გამოეცხადა ასურელ მოძღვარს, წმიდა მამას - იოანე ზედაზნელს და უბრძანა კენჭისყრით აერჩია 12 კაცი, რათა ისინი წაეყვანა ივერიაში - ამჟამინდელ საქართველოში და იქ განემტკიცებინა ქრისტიანობა და ბერ-მონაზვნობა. ასურელ მამათა უძველესი ცხოვრების აღწერები ასე გადმოგვცემენ: ”ისინი... განამტკიცებდნენ ხალხს რწმენაში, ფანტავდნენ ურწმუნობის ჯანღს და სპობდნენ მთის ვიწროებში შემორჩენილ კერპთსალოცავებს, რომელთა ნაცვლადაც აღმართავდნენ ჯვრებსა და წმიდა ტაძრებს”...წმიდა მოღვაწეებმა დააარსეს 13 მონასტერი, რომლებიც დღემდე წარმოადგენენ ქართული მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაყრდენს. ხოლო თვით ასურული ეკლესიის ბედი ამ დროს ვითარდებოდა დრამატულად. V საუკუნის შუა ხანებში ის გაემიჯნა ერთიან მსოფლიო კათოლიკე ეკლესიას და მიიღო არქიე პისკოპოს ნესტორის ყალბი მოძღვრება, რომელსაც კადნიერი შეხედულება ჰქონდა ღვთისმშობელზე და უკუღმართად ხსნიდა მაცხოვრის - იესო ქრისტეს ბუნებას. ნესტორის მწვალებლობა დაგმო მესამე მსოფლი კრებამ, ხოლო თვით ნესტორი გადაეცა ანათამას, მაგრამ ნესტორიანელებმა ეკლესიისგან დაგმობილი ნესტორის კანონიზება მოახდინეს, მასთან ერთად მისიწინამორბედის და მასწავლებლის - თევდორე მოფსვესტელის და აგრეთვე მათი შეხედულებების გამზიარებლის - ეპისკოპოს დიოდორე ტარსელის. ასურთა აღმოსავლური ეკლესია, ოდესღაც მართლმადიდებლობის საფუძველზე მდგომი, დღემდე პატივსდებს მათ წმიდანთა რანგში, ხოლო ამ ერეტიკოსთა შეხედულებები (მათ შორის ქრისტოლოგია), წარმოადგენს ამ ეკლესიის ოფიციალურ სწავლებას. ХV საუკუნიდან ასურელთა შორის დაიწყო კათოლიციზმის გავრცელება. ХVI საუკუნეში, მრავალი ინტრიგისა და შინაომების შემდეგ, წარმოიშვა განხეთქილება, რომელმაც ასურული ეკლესია ორად გაჰყო: ერთმა ნაწილმა დაამყარა უნია რომის პაპთან და დაირქვა ”ქალდეის კათოლიკური ეკლესია”, ხოლო მეორე - დარჩა ნესტორის სწავლების მიმდევრად. მაგრამ ყველა ასურელი როდი ჩავარდნილა განდგომილებაში - ამ ხალხს შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც შეინახა წმიდა მამათაგან გადმოცემული სარწმუნოება. ასურელთა უმრავლესობა ამჟამად ცხოვრობს ქურთისტანის მთებში (აღმოსავლეთი თურქეთი, ირანი, ერაყი), ნაწილი - საქართველოში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში. ასურელთა პირველი ქართული დასახლება ცნობილია XVIII საუკუნიდან, მაგრამ ამ ქვეყანაში მასობრივი ჩასახლენა მათ დაიწყეს პირველი მსოფლიო ომის პერიოდში: ოსმალეთის იმპერიის პოლიტიკა მიმართული იყო ქრისტიანების ჟლეტისაკენ და ისინი იძეულებულნი იყვნენ გამოქცეულიყვნენ ამ ქვეყნიდან. მაგრამ კიდევ უფრო ადრე, XIX საუკუნეში მოხდა ღირსშესანიშნავი მოვლენა. ნესტორიანელ ასურთა თემი (ეპისკოპოსებისა და მღვდელმსახურთა მეთავეობით), რომელიც ურმიის ტბის დასავლეთით, რუსეთ ის მოსაზღვრე აზერბაიჯანის საპარსულ პროვინციაში ცხოვრობდა, გაუერთიანდა მართლმადიდებელ ეკლესიას. ეს წამოწყება ატარებს ”ურმიის სულიერი მისიის” სახელს. და ეს იყო ეკლესიის ყველაზე დიდი სიხარული და მისი ყველაზე დიდი წარამტება V საუკუნის განხეთქილების შემდეგ. მართლმადიდებლობამიღებული ასურელთა ნაწილი მოგვიანებით გადავიდა რუსეთში, ხოლო ნაწილი - საქართველოში დამკვიდრდა. მართლმადიდებლური მღვდელმსახურების ტექსტები მათთვის ითარგმნა არამეულ ენაზე და კომპაქტური ცხოვრების წყალობით მათ შეინარჩუნეს ენა და სარწმუნოება. საბჭოთა ”უღმრთო” დროება აღმოჩნდა მძიმე ასურელთა მართლმადიდებელი დიასპორისთვის: ახალ მღვდელმსახურებს აღარ ასხამდნენ ხელს, ხოლო ძველებიდან აღარავინ იყო დარჩენილი... ადამიანები დადიოდნენ რუსულსა და ქართულ ტაძრებში და იქ იღებდნენ ნუგეშს. ასე გრძელდებოდა საბჭოთა კავშირის დაშლამდე. ხოლო 1990-იან წლებში დასავლეთიდან მოაწყდნენ პროტესტანტები, კათოლიკეები, ნესტორიანელები და ქალდეველები (უნიატი-კათოლიკეები). განსაკუთრებულად შეუპოვრობდნენ ნესტორიანელები და ქალდეველები, რომლებიც ემყარებოდნენ ეროვნული იდენტურობის შენარჩუნების არგუმენტს - ისინი ცდილობდნენ თავიანთ სარწმუნოებაზე გადაებირებინათ მართლმადიდებელი ასურელები. ქართული ეკლესია მტკიცედ დადგა თავისი მრევლის დასაცავად, გახსნა სასულიერო-განმანათლებლური ცენტრი ასურელებისათვის და თემის სათავეში ჩააყენა ეთნიკური ასურელი, სქიარქიმანდრიტი სერაფიმე, მართლმადიდებელი ბერი, რომელიც ქართულ ეკლესიაში იყო ხელადსხმული. ამის წყალობით მრავალი ასურელი არ მოწყდა მართლმადიდებლობას, ხოლო ვინც მონათლული იყო მწვალებლურ ასურულ აღმოსავლურ ეკლესიაში, კვლავ დაუბრუნდა მართლმადიდებლობას. ახლა მართლმადიდებელ ასურელებს აქვთ თავიანთი ტაძარი, სადაც მსახურება მიმდინარეობს არამეულსა და ქართულ ენებზე. სოფელ ქანდაში, სადაც ძირითადად ცხოვრობენ საქართველოს მართლმადიდებელი ასურელები, ახლო მ ომავალში გაიხსნება ასურელთა სულიერი და კულტურული ცენტრი. ამას გარდა, იგება 13 ასურელი მამის სახელობის მონასტერი. მართლმადიდებელი ასურელები, რომელთა რაოდენობა საქართველოში 2000 კაცზე მეტს ითვლის, თავიანთ სულიერ მამას, სქიარქიმანდრიტ სერაფიმეს, რომელმაც ააღორძინა და გააძლიერა მართლმადიდებლური რწმენა მათ რიგებში, მიიჩნევენ მე-14 ასურელ მამად. ასურთა აღმოსავლური ეკლესიის წარმომადგენლები მეტად ნეგატიურად არიან მამა სერაფიმეს მიმართ განწყობილნი. ბევრი მას მოღალატეს უწოდებს. ამაზე მამა სერაფიმე დანანებით პასუხობს, რომ ასურთა აღმოსავლურმა ეკლესიამ, ოდესღაც მართლმადიდებლურმა და ერთიანმა, არამარტო დაკარგა სარწმუნოებრივი სიწმინდე, არამედ - საეკლესიო საიდუმლოც. აღსარება, ბერობის ინსტიტუტი - სად დაიკარგა? რატომ არ აღორძინდება? სქიარქიმანდრიტი განიცდის, რომ მისი სისხლისმიერი ძმები მწვალებლობის მიზეზით ფაქტობრივად ხატთმებრძოლებად იქცნენ: ხატთთაყვანისცემა თითქმის მოისპო, რომ არაფერი ვთქვათ უფრო ძირეულ განსხვავებებზე, რომლებიც რწმენისა და სულიერი ცხოვრების საკითხებთან არის დაკავშირებული... მართლამდიდებლური ქართული დიასპორა კი იზრდება და მას დიდი პერსპექტივები აქვს. მაგრამ მას ესაჭიროება მატერიალური თანადგომა. თუკი ქალდეური და ნესტორიანული მისიები ფიონანსდებიან გარედან, და დასავლეთიდან აქვთ მხარდაჭერა - ასურთა აღმოსავლურ დიასპორისათვის ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანის ინიციატივაზე და მის სურვილზე - დაეხმაროს ამ უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის აღორძინებას. 13 ასურელი მამის სახელობის მონასტრისათვის სახსრებს კრებენ მთელ ერში. მშენებლობა გრძელდება დღესაც. ამ სტრიქონების ყოველ ადამიანს შეუძლია შეიტანოს თავისი წვლილი მართლმადიდებლობის აღორძინებასა და გაძლიერებაში, ჩვენი ქრისტესმიერი ასურელი ძმებისა და დების დასახმარებლად. |