საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

თომა მოციქული (მისი თავის ქალა საქართველოშია დაცული)
გია მამალაძე
6 (ახალი სტილით 19) ოქტომბერს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმინდა თომა მოციქულის ხსენების დღეს.

თორმეტ მოციქულთაგანი - თომა, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში.

თომა მოციქულის ბარძაყის ძვლის ნაწილი ქუთაის-გაენათის ეპარქიაში ინახება, თავის ქალა კი თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.
თომა - არამეული სახელია, მას შეესაბამება ბერძნული დიდიმ - ნიშნავს ტყუპისცალს ანუ მარჩბივს.

მოციქული თომა ერთგვარად სკეპტიკოსი იყო, მას „ურწმუნოსაც“ უწოდებდნენ. სახარება მოგვითხრობს, რომ ერთხელ უფალმა უთხრა მოწაფეებს:

„ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი, გრწმენინ ღმრთისაჲ და გრწმენინ ჩემდა მომართ. სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან. უკუეთუ არა, გარქუმცა თქუენ, ვითარმედ: მე წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი. და უკუეთუ წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი, კუალად მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ თავისა ჩემისა თანა, რაჲთა სადაცა მე ვიყო, მუნცა თქუენ იყვნეთ. და ვიდრე-იგი მე მივალ, უწყით და გზაჲცა იგი იცით. ჰრქუა მას თომა: უფალო, არა ვიცით, ვიდრე ხუალ, და ვითარ შემძლებელ ვართ გზისა მის ცნობად?“ (იოანე 14, 1-5).

გადმოცემულია მისი დაუჯერებლობის სხვა ამბავიც. კერძოდ მას არ სჯერდა უფლის აღდგომის, მხოლოდ მას შემდეგ იწამა, რაც თავად მაცხოვარმა უთხრა, იხილე ხელნი ჩემნი და ნუ იქნები ურწმუნოო:

„უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: ვიხილეთ ჩვენ უ
ფალი. ხოლო მან ჰრქუა მათ: უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს. და შემდგომად რვისა დღისა კუალად იყვნეს მოწაფენი მისნი შინაგან, და თომაცა მათ თანა. და შევიდა იესუ კართა ჴშულთა და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა! მერმე ჰრქუა თომას: მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ჴელნი ჩემნი და მოიღე ჴელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ. მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე“ (იოანე, 20. 25-29).

ქრისტეს შობიდან 48 წელს მიიძინა ყოვლადწმინდა ღვითისმშობელმა. მოციქულები სხვადასხვა ქვეყნებში იყვნენ წასულნი სახარების საქადაგებლად. ისინი სულიწმიდის მიერ ზეცად იქნენ ატაცებული და გადმოყვანილნი გეთსიმანიის ბაღში, სადაც განისვენებდა დედაღვთისა. წმინდა თომაც იქნა ატაცებული და გადმოყვანილი სულიწმინდის მიერ, მაგრამ ის მაინც დაგვიანებით მივიდა ადგილზე. მაშინ მოციქულებმა გადაწყვიტეს გაეხსნათ ყოვლადწმინდას საფლავი, რათა წმინდა თომას შეძლებოდა უკანასკნელად თაყვანი ეცა ღვთისმშობლისათვის. საფლავი მართლაც გახსნეს, მაგრამ იქ მხოლოდ დედაღვთისას მოსასხამი დახვდათ. ყველა მიხვდა, რომ თავისი ძის მსგავსად, ყოვლადწმინდა სამი დღის მერე აღდგა და ზეცად იქნა აღყვანილ
ი სხეულით.

გადმოცემით წმინდა თომამ იქადაგა ახალი აღთქმა, იოანე ოქროპირის თქმით, უშიშრად და დაუღალავად ველურთა შორის და დააფუძნა ეკლესიები პალესტინაში, შუამდინარეთში, პართიაში, ეთიოპიაში და ინდოეთში.

თომა მოციქულმა წამებულის სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე. წარმართებმა იგი განგმირეს ხუთი შუბით.

წმინდა თომა მოციქულმა განგვამტკიცოს ქართველნი ღვთის რწმენაში!

ტროპარი:

იქმენ მოწაფე ქრისტესი, თავთა მათ მოციქულთა კრებულსა თანა აღრაცხულ, ხოლო ურწმუნოებითა ქრისტეს აღდგომაჲ გამოიძიე, და მისისა პატიოსნისა ვნებისა განხილვითა, მორწმუნე იქმენ, თომა, ყოვლად ქებულო, და აწ გვითხოვე ჩუენ მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

კონდაკი:

ვითარცა სიბრძნისა მადლითა აღვსებულმან, და ქრისტეს მოციქულმან, და მსახურმან საკვირველმან, სინანულით ღაღად-ჰყავ შენ: შენ ხარ ღმერთი ჩემი და უფალი ჩემი.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq