საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

ინკლუზიური განათლება საქართველოში


ინკლუზიური განათლება  გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად. ინკლუზიური განათლება ასევე გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური და /ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას.

სალამანკას დეკლარაცია

1994 წელს სალამანკას დეკლარაციამ და 12 წელიწადში (2006 წელს) -გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებათა კონვენციამ მნიშვნელოვნად შეცვალა სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანთა განათლებისადმი დამოკიდებულება. სალამანკის დეკლარაციით სათავე დაედო ინკლუზიური განათლების მოდელის საყოველთაოდ აღიარების პროცესს. აღნიშნული მოდელის თანახმად ,ყველა ადამიანი განურჩევლად შესაძლებლობებისა და შეზღუდვებისა განათლებას უნდა იღებდეს თანატოლებთან (უმრავლესობასთან) ერთად. საქართველოში ინკლუზიური განათლება განათლების რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად 2006 წლიდან იქცა. დღეისათვის განათლების მოცემული მოდელი სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი გახდა საქართველოში. 2006 წლიდან დაწყებული ზოგადი განათლების საფეხურზე და 2013 წლის თებერვლიდან პროფესიული განათლების საფეხურზე ინკლუზიური განათლების მოდელით სწავლება შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებების ვალდებულებად განიხილება.

საქართველოს კონსტიტუცია

აქვე უნდა ვახსენოთ საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლი,რომლის თანახმადაც : ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა,კანის ფერისა,ენისა,სქესისა,რელიგიისა,პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა ,წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა” .

შესაბამისად საქართველოში გათვალისწინებულია ეს მუხლი და ინკლუზიური განათლეის მოდელი წარმატებით ფუნქციონირებს სკოლებში სადაც სწავლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეები.

ინკლუზიური განათლების სისტემა

როგორც ნებისმიერი სიახლე ინკლუზიური განათლების მოდელით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა თუ პროფესიულ სასწავლებლებში არ წარმოადგენს მარტივ პროცესს, ის საჭიროებს ახალი რეგულაციების შემუშავებსა და გამოყენებას როგორც პოლიტიკის ,ასევე პრაქტიკის დონეზე.

მოდელის შემდგომი სრულყოფისთვის აუცილებელია ასევე უკვე შესრულებული საქმიანობის ეფექტურობის შეფასება და შეფასების საფუძველზე საჭირო ცვლილებების განხორციელება .ეს კი ძალიან რთულია რადგან ამ სფეროში საჭიროა მრავალი კვლევა .

ყველა სკოლაში მიუხედავად პროფილისა სწავლება მიმდინარეობს, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით. შესაბამისად ყველა მოსწავლე მიუხედავად საგანმანათლებლო საჭიროებების ქონა-არქონისა სწავლობს ერთი და იმავე კურიკულუმის მიხედვით. ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით  შესაძლებელია ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმის შედგენა.გეგმაში გათვალისწინებულია თუ რა შედეგებზე უნდა გავიდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლე წლის ბოლოს,შეფასებისა და სწავლების რა მეთოდები უნდა გამოიყენებოდეს და ა.შ.

ინდივიუალური კურიკულუმის სასწავლო მიზნები შედგება შემდეგი სამი კონპონენტისაგან:

1. განათლების შესახებ საკანონმდებლო აქტებით და სხვა კანონებით გთვალისწინებული მიზნები.

2. ინდივიდუალური მიზნები და მოცანები

3. მოსწავლის ცოდნის ,უარ-ჩვევების და პოტენციალ

ის შეფასება.

 

 

ინკლუზიური განათლება საქართველოში

ინკლუზიური განათლების პრაქტიკის ანალიზისას შეიძლება ითქვას ,რომ საქართველოში ინკლუზიური განათლების მოდელი პრიორიტებულია და მიმართულია ყველა ბავშვისთვის თანაბრადხელმისაწვდომი და არასეგრეგირებული გარემოს შქმნისაკენ.2013 წლის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით 3543 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეა რეგისტრირებული, 471 სწავლობს სპეციალიზებული პროფილის საჯარო სკოლაში, ხოლო უმრავლესობა -ზოგადსაგანმანათლებო სკოლაში. აღნიშნული დადებითი ტენდენციის მაჩვენებელია 2012 წლის მონაცემებთან შედარებით. თუცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ, განათლების სხვადასხვა საფეხურზე ინკლუზიურ განათლებში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა განსხვავებულია.სამწუხაროდ,ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. ასევე მნიშნელოვანია ინკლუზიური განათლების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები რადგან აქ ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი.

მიუხედავად ინკლუზიური განათლების მოდელის სახელწიფო მხარდაჭერისა ,სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის თვითონ სკოლების ფიზიკური გარემო ქმნის ხშირად ბარიერს და ზღუდავს მათ საცხოვრებელ სახლთან ახლოს არსებული სკოლების ხელმისაწვდომობას. ახალაშენებული სკოლების გარდა ძველი სკოლების უმრავლესობას შეუძლია მხოლოდ პანდუსების უზრუნველყოფა. სხვა ისეთი აუცილებელი ადაპტაციები როგორებიცაა ადაპტირებული ტუალეტი, სპეციალური ლიფტები, საკლასო ოთახის ზომები,განათება ,საკლასო ოთახის აკუსტიკური მახასითებლები არ არის გათვალისწინებული.

დღესდღეობით ყველ საჯარო სკოლა ,რომელშიც სწავლობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე უზრუნველყოფილია სპეციალური პედაგოგით ან სკოლის ფსიქოლოგით, თუმცა მათი რაოდენობა არასაკმარისია . შესაბამისად ბავშვები ვერ იღებენ მათთვის საჭირო ოდენობის დახმარებასა და მხარდაჭერას. ბავშვი უნდა შეეჩვიოს სასწავლო გარემოს. სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია კი ნიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმით გატვალისწინებული სასწავლლო გარემოს ისეთ ცვლილებას ,რომელიც არ იწვევს ეროვნული სასწავლო გეგმის შინაარსის შეცვლას ,არამედ ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შესამისი სასწავლო გარემოს და პირობების შეცვლას. კერძოდ:

1. სკოლისა და კლასის ფიზიკური გარემო

2. საათობრივი ბადე

3. დღის გრაფიკი,აქტივობების ხანგრძლივობა

4. სასწავლო მასალა

5. სწავლების სტრატეგია

   სტატისტიკის მიხედვით, შეძღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დედამიწის მოსახლეობის თითქმის მეათედ ნაწილს შეადგენენ. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები უმეტეს ქვეყნებში უმცირესობაში იმყოფებიან - მათი უფლებები უმრავლესობის მხრიდან ,როგორც წესი იგნორირებულია .დროთა განმავლობაში შეძღუდული შესაძლებლობების მქონე ჯგუფებმა თავად დაიწყეს ბრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად. ამ ბრძოლის ერთ-ერთი შედეგი საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარებაა.

 გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მარტა სანდოს პაისის ამბობს:

,,უნარშეზღუდულობა არ შეიძლება განიხილებოდეს იზოლირებულად. იგი ბავშვის ცხოვრების ყველა ასპექტს ეხება. საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს მისი სტრუქტურების იმგვარი ადაპტაცია, რომ ყველა ბავშვს უფლება ჰქონდეს იცხოვროს ღირსეულად ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე“.

 

 

ავტორი : დალი ჩარექაშვილი

12. 14. 2017

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V) ხსენების დღე.
დიდმოწამე იაკობ სპარსი (+421)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება დიდმოწამე იაკობ სპარსის (+421)ხსენების დღე.
gaq