საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

„ზვიად გამსახურდია და მისი მმართველობის პერიოდი - სოციოლოგიური კვლევა“ (ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 77 წლისადმი მიძღვნილი კონფერენციიდან)
           ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტები   

                                              ანა გონაშვილი და მარიკა ჩაფიძე         

                      მიმართულებები: სოციალური მუშაობა და სოციოლოგია     

                       „ზვიად გამსახურდია და მისი მმართველობის პერიოდი-სოციოლოგიური კვლევა“         
  ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 77 წლისადმი მიძღვნილი კონფერენციიდან

     მოგესალმებით, ჩვენ ვართ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტები. ჩვენი თემა შეეხება ზვიად გამსახურდიას მმართველების პერიოდს, რომელსაც თან ახლავს ჩვენ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვა.ჩვენ გადავწყვიტეთ გადმოგვეცა ამ პერიოდის ჩვენეული და იმ ადამიანების თვალით დანახული აღქმა, რომლებიც უშუალოდ იყვნენ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში მიმდინარე ცვლილებების მხილველნი და თანამონაწილენი.       
   
   ჩვენ თემა გავყავით ორად: თემატურ და მეთოდოლოგიურ ნაწილად.     
    
   თემატურ ნაწილში ვისაუბრებთ ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდზე. ერთად მიმოვიხილოთ ის პერიოდი, როდესაც გამსახურდია სახელმწიფო სამსახურში მოვიდა, ხოლო მეთოდოლოგიურ ნაწილში განვილიხილავთ სიღრმისეული ინტერვიუს შედეგებს, რომლებიც ჩავატარეთ შუახნის ასაკისა და შუახნის ასაკს გადაცილებულ ადამიანებთან, ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირის პერიოდში და საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული თვალს ადევნებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ეს იქნება ერთგვარი გამოკვლევა ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდისა, ამასთან კვლევა რომ უფრო ობიექტური იყოს, ჩვენ გადავწყვიტეთ მეთოდოლოგიურ ნაწილში ჩავრთოთ სტატისტიკური მონაცემებიც.        
   მოკლედ მიმოვიხილოთ ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფია. იგი დაიბადა თბილისში ,ქართველი მწერლისა და აკადემიკოსის კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის 47–ე საშუალო სკოლა, ხოლო 1962 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით. ზვიადი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. რაც შეეხება ოჯახს, მისი პირველი მეუღლე გახლდათ დალი ლოლუა, რომელთანაც ზვიადს ჰყავდა ერთი ვაჟიშვილი– კონსტანტინე გამსახურდია. მეორე მეუღლე იყო მანანა არჩვაძე, რომელთანაც ორი ვაჟიშვილი ჰყავდა– ცოტნე და გიორგი გამსახურდიები. მაშასადამე, ზვიადი გახლდათ მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი და საქართველოს ეროვნული გმირი, რომელიც უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, სწორედ მისი პრეზიდენტობის პერიოდიდან იწყება საქართველოს ახალი ისტორია, ჩვენი ქვეყანა თავისუფლდება საბჭოთა კავშირის უღელისაგან და იბრუნებს დაკარგულ თავისუფლებას.
           
  (თეორია) მოდით უფრო ვრცლად განვიხილოთ "ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდი."   
        
 1990 წელს ზვიად გამსახურდიამ შექმნა პოლიტიკური ალიანსი "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო". მისი მთავარი პოლიტიკური მიზანი იყო ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი - ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება. ბლოკმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ არჩევნებში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე (1990 წლის 14 ნოემბერი) ზვიად გამსახურდია აირჩიეს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. ამ მოვალეობას ის 1991 წლის მარტამდე ასრულებდა. აღნიშნული სესიის გადაწყვეტილებით ქვეყანას ეწოდა "საქართველოს რესპუბლიკა"; აღადგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი). ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი. 1991 წლის მარტში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც დადასტურებულ იქნა იმავე წლის 26 მაისის საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი გამარჯვებით.


1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე შეკითხვას "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი გასცა. 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. 


            სახელმწიფოს ხელმძღვანელის პოსტზე გამსახურდიას მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური მემკვიდრეობა ერგო, განსაკუთრებით საქართველოს ურთიერთობები საბჭოთა კავშირთან. უმთავრესი პრობლემა საქართველოს მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების პოზიცია იყო (ისინი მოსახლეობის დაახ. 30%-ს შეადგენდნენ). მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობათა ჯგუფების ერთი ნაწილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში დემოკრატიის აღდგენაში, 1990 წლის ოქტომბრის არჩევნებში 245 ადგილიდან მათ მხოლოდ 9 ერგოთ. ეროვნულ უმცირესობათა საკითხი მწვავედ იდგა საქართველოს დამოუკიდებლობამდეც, რასაც სერიოზული ეთნიკური წინააღმდეგობები მოყვა 1989 წელს აფხაზეთში. ამას ამწვავებდა ის ფაქტიც, რომ გამსახურდიას მომხრეთა ერთი ნაწილის საარჩევნო კამპანიის დევიზი იყო "საქართველო ქართველებისთვის,"  1989 წელს სისხლიანი კონფლიქტი გაჩაღდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრე ქართველ და კრემლისადმი ლოიალურ ოს მოსახლეობას შორის. სამხრეთ ოსეთის რეგიონულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ ოლქი საქართველოს გამოეყოფოდა და შექმნიდა "საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკას". საპასუხოდ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1990 წლის დეკემბერში სამხრეთ ოსეთის ავტონომია გააუქმა.


სამმხრივი დაპირისპირება რეგიონში ქართულ, ოსურ და საბჭოთა შეიარაღებულ ძალებს შორის 1991 წლის მარტისთვის დასრულდა 51 ადამიანის დაღუპვით და 25 000 ადამიანის იძულებით გადასახლებით. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ გამსახურდიამ დაგმო ოსების გადაწყვეტილება, როგორც რუსეთის მაქინაცია საქართველოს წინააღმდეგ, და ოსი სეპარატისტები "კრემლის აგენტებად, მის ხელსაწყოებად და ტერორისტებად" გამოაცხადა. 1991 წლის თებერვალში მან მიხეილ გორბაჩოვს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მოითხოვდა საბჭოთა არმიის ნაწილებისა და საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების დამატებითი კონტინგენტის გამოყვანას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან.


        გამსახურდიას ოპონენტები მწვავედ აკრიტიკებდნენ მას, როგორთ თავად უწოდებდნენ "მიუღებელი დიქტატორული ქცევისთვის". 1991 წლის დეკემბერს ოპოზიციამ რამდენიმე შენობაზე, მათ შორის საქართველოს პარლამენტზე, სადაც გამსახურდია იმყოფებოდა, იერიში მიიტანა. მოგვიანებით გაჩნდა მტკიცებები (თუმცა დაუზუსტებელი), რომ გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხებას საბჭოთა ჯარები უწყობდნენ ხელს. მთავრობა დროებით შეცვალა სამხედრო საბჭომ. მისი ერთ-ერთი პირველი განკარგულება გამსახურდიასთვის პრეზიდენტის წოდების ფორმალური ჩამორთმევა იყო.. ძალაუფლების შეცვლა განხორციელდა რაიმე ფორმალური რეფერენდუმისა ან არჩევნების გარეშე. შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, როგორც "დე ფაქტო" პრეზიდენტი, სანამ 1992 წლის შემოდგომაზე არ ჩატარდა არჩევნები, სადაც ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. მთავრობიდან გადაყენების შემდეგ გამსახურდია აგრძელებდა საკუთარი თავის საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად წარმოჩენას. ის და მისი მომხრეები ცდილობენ ხელისუფლების სათავეში დაბრუნებას, მაგრამ ცენტრალური მთავრობა მხარდაჭერას განიცდიდა რუსეთის მხრიდან, ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინა. 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი დაიღუპა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში.  მისი დაღუპვის გარემოებები უცნობია.   

                                ზემოთაღნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთი მცირე დასკვნა:  ზვიად გამსახურდია იყო  ეროვნული გმირი, ადამიანი, რომელმაც თავი შესწირა საქართველოს და ქართველ ხალხს.   (მეთოდოლოგია) 

  სტატისტიკური მონაცემები: 1990 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევიდან სამოცდაათი წლის შემდეგ, შესაძლებელი გახდა დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნების ჩატარება. არჩევნებში 14 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. არჩევნები ჩატარდა შერეული სისტემით. არჩეულ იქნა უზენაესი საბჭოს 250 (125 პროპორციული და 125 მაჟორიტარული სისტემით) დეპუტატი 5 წლის ვადით.     

                   ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3444 ათასი კაცი იყო, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 67%-მა. 4%-იანი ბარიერი გადალახა და პროპორციული სისტემით მანდატები მიიღო მხოლოდ ორმა პარტიამ: 1. „მრგვალი მაგიდა–თავისუფალი საქართველო’’ (81 დეპუტატი) 2. საქართველოს კომუნისტური პარტია (44 დეპუტატი).

                უზენაეს საბჭოში წარმოდგენილი იყო 6 პარტია.

           არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო .

          1991 წლის 26 მაისი (პირველი) საპრეზიდენტო არჩევნები - 1991 წლის 14 აპრილს საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტი შემოიღეს. 

         არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 6-მა კანდიდატმა, რომელთაგან ხმების 2 565 362 მიიღო ზვიად გამსახურდიამ.        დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია.   
            ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 594 810


         არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 978 247

      ეს მონაცემები ერთხმად ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოება ერთსულოვანი იყო ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის დროს.

 ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუები: გამოვიკითხეთ 10 ადამიანი, ჩავატარეთ სიღრმისეული ინტერვიუები, თუმცა, ვცადეთ ინტერვიუებს ჰქონოდა შედარებით სტრუქტურული ფორმა, რათა საერთო ანალიზი და აზრი გამოგვეკვეთა. სქესი-6 მდედრობითი, 4- მამრობითი; ასაკი: (30-50) - 7 ადამიანი;   (51-71) – 2 ადამიანი; 71-ს ზემოთ- 1 ადამიანი.  აქედან ერთი იყო  ახალგაზრდა დანარჩენებთან შედარებით, ერთი კი  ხანშიშესული, დანარჩენი რესპონდენტები იყვნენ შუახსნის ასაკის წარმომადგენლები.

       კითხვაზე: „დაინტერესებული არიან თუ არა პოლიტიკური პროცესებით?“ ზოგმა უარყოფითი პასუხი მოგვცა და განცხადა რომ „დაიღალა პოლიტიკით“, ერთმა თქვა, რომ დანტერესებულია, რადგან ამაზეა დამოკიდებული მისი ცხოვრება,  რესპონდენტების გარკვეულმა ნაწილმა კი შუალედური პოზიცია დაიკავა და განაცხადა „სიღრსმისეულად არ ვარ დაინტერესებული, თუმცა, ვცდილობ ვიყო გარკვეული იმ მდგომარეობით და აქტიური საკითხრებით, რაც ახასიათებს პოლიტიკას.“

      რესპონდენტებმა ისაუბრეს მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოზე, ზვიად გამსახურდიას პერიოდი დაახასიათეს, როგორც ეკონომიკურად არამდგრადი საბჭოთა პერიოდთან შედარებით და ასევე როგორც ნაკლებ მშვიდობიანი, აღნიშნეს, რომ ეს იყო საკმაოდ რთული პერიოდი, იყო არეულობები და დემონსტრაციები, მიუხედავად ამისა მაინც  იგრძნობოდა ერთსულოვნება, სიყვარული, ენთუზიაზმი და როგორც ერთ-ერთი რესპონდენტი აღნიშნავს „იყო ღიმილი’, „ქართველს ქართველის დანახვა უხაროდა.“


     რესპონდენტების უმეტესობა მაინც პოზიტიურად აფასებს ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდს, რადგან ამ პერიოდმა მოგვიტანა ყველაზე დიდი ფასეულობა - დამოუკიდებლობა, ერთად შეკრული ხალხის ნება განხორცილდა,  მაგრამ აღნიშნავენ იმასაც, რომ იყო მხოლოდ თავისუფლება, სხვა მხრივ კი საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა. ჩვენ ასეთი დასკვნა გამოვიტანეთ, როგორც ჩანს, რესპონდენტებს და ქართულ საზოგადოებას წყუროდა თავისუფლება, ამიტომ მათთვის ეს ცვლილებები, რომლებიც ზვიად გამსახურდიას პერიოდმა მოიტანა მისაღები იყო.

    რესპონდენტებმა ზვიად გამსახურდიას ასეთი დახასიათება მოგვცეს:  „გულანთებული იყო ქართველებისათვის,“ „პატრიოტი, მთელი თავისი ცხოვრება იბრძვოდა დამოუკიდებლობისთვის“, თავი შესწირა საქართველოს, მიზნისთვის მებრძოლი ადამიანი იყო, ნამდვილი ქართველი...  მაგრამ რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ როგორც ლიდერი გამსახურდია არ იყო ძლიერი, ლოიაური იყო, არ იყო მკაცრი, გარემოცვას ვერ აკონტროლებდა.

        საბჭოთა და ზვიად გამსახურდიას პერიოდის შედარებისას, ყველაზე ასაკოვანმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ საბჭოთა პერიოდი უკეთესი იყო, დანარჩენების კი ეკონომიკურად არამდგრად, მაგრამ დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება ერჩივნათ. ერთ-ერთმა რესპონდენტმა საბჭოთა კავშირზე განაცხადა: “დასანგრევი იყო და დაინგრა კიდეც, სხვამ კი განაცხადა: “საბჭოთა კავშირი იყო ჩაკეტილი სივრცე, რომელიც არ ეხებოდა დანარჩენ მსოფლიოს და შეადარა ოჯახს, რომელსაც არ აქვს ურთიერთობა საზოგადოებასთან, ზვიად გამსახურდიას პერიოდი კი ეს არის გარდამტეხი პერიოდი ჩაკეტილი სივრციდან  დამოუკიდებლობის მოპოვებისაკენ". იდეალური ვარიანტი, რესპონდენტების აზრით, არის დამოუკიდებელი და ეკონომიკურად გამართული საქართველო. 

       ზვიად გამსახურდიას და დღევანდელი საქართველოს შედარებისას კი, კითხვაზე „არის თუ არა საქართველო ისეთი, როგორიც ზვიად გამსახურდიას სურდა, რომ ყოფილიყო?“ რეპონდენტების პასუხი ერთხმად იყო „არა.“ ერთ-ერთმა ასე განაცხადა „ზვიადის დროს წრფელი პატრიოტიზმით განმსჭვალული ხალხი ცხოვრობდა, ახლა კი ვერ გაიგებ ვინ წუხს ნამვილად საქართველოს ბედზე და ვინ არა.“

      აქედან გამომდინარე შეგვიძლია გამოვიტანოთ დაკვნა, რომ ხალხი გამსახურდიას პერიოდს დადებითად აფასებს, რადგან ამ პერიოდმა მოგვიტანა მთავარი ფასეულობა ქვეყნად - დამოუკიდებლობა, თავისუფლება, როგორც ერთ-ერთმა რესპონდენტმა თქვა, მსოფლიომ გაიგო რომ საქართველო ცალკე სახელმწიფოა და არა რუსეთის ნაწილი, რომ “ჯორჯია” არც  ამერიკის ნაწილია, არამედ არის თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფო.                             
                                                                                                 კითხვარი:
1) სახელი,გვარი 
2) ასაკი
 3) რამდენად დაინტერესებული ხართ პოლიტიკურ პროცესებით?
4) მოგვიყევით მე–20 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოზე(ქრონოლოგიურად მოვყვეთ, როგორი იყო საქართველო საბჭოთა პერიოდის, ზვიად გამსახურდიას, შევარდნაძის , ნაციონალების, ოცნების დროს, ყველაზე ვრცლად ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდზე გვესაუბრეთ)
5) რა ცვლილებები განხორციელდა ამ პერიოდში?
6) გვესაუბრეთ ამ ცვლილებების დადებით და უარყოფით მხარეებზე.
7) თქვენთვის მისაღები იყო თუ არა ეს ცვლილებები? რატომ? ქართული საზოგადოებისთვის? რატომ?      9)თქვენი აზრით, რა მოუტანა ზვიად გამსახურდიას პერიოდმა საქართელოს?   
  10)  საბოლოო ჯამში, როგორ შეაფასებდით ზვიად გამსახურდიას მმართელობის პერიოდს?    

  11) როგორ შეაფასებდით ზვიად გამსახურდიას როგორც პიროვნებას? როგორც პრეზიდენტს?   
  12) როგორც ვიცით, საზოგადოების ნაწილი მხარს უჭერდა ზვიად გამსახურდიას,   ნაწილი კი მოწინააღმდეგე ბანაკში იყო. რატომ გაიყო საზოგადოების აზრი ორად? 

     13) შეადარეთ ერთმანეთს საბჭოთა და ზვიად გამსახურდიას დროინდელი საქართველო, რომელი  იყო უკეთესი ?    
   14) შეადარეთ ზვიად გამსახურდიას დროინდელი და დღევანდელი საქართველო ერთმანეთს? არის დღეს საქართველო ისეთი, როგორიც ზვიად გამსახურდიას სურდა, რომ ყოფილიყო?
       
 (ბიბლიოგრაფია) https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%96%E1%83%95
%E1%83%98%E1%83%90%E1%83%93_%E1%83%92%E1%83%90%E1%
83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90
  წიგნი - „ზვიად გამსახურდია, საქართველოს სულეიერი მისია“ (შემდგენელი და რედაქტორი მანანა არჩვაძე-გამსახურდია, გამომცემლობა „საქართველოს მაცნე, თბილისი 2007 წელი)  http://www.cesko.ge/files/TEA/archevnebisistoria/geohistory.pdf        


მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი დომენტიანე – მელიტინელი ეპისკოპოსი (+601)
10 (23) იანვარს აღინიშნება ღირსი დომენტიანეს – მელიტინელი ეპისკოპოსის (+601) ხსენების დღე.
წმიდა გრიგოლ ნოსელი და დაჲ მისი თეოზვა დიაკონი
10 (23) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმიდათა შორის მამისა ჩვენისა გრიგოლისი, ნოსელი ეპისკოპოსი (+395) და დისა მისისა თეოზვა დიაკონისა (+385) .
gaq