|
“ალბათ, თვითონ ღმერთი ირჩევს„ იდეურ-მხატვრული ანალიზისთვის (ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 77 წლისადმი მიძღვნილი კონფერენციიდან) ანი სპარსიაშვილი
ანი სპარსიაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტი, 21 წლის.
“ალბათ, თვითონ ღმერთი ირჩევს „ იდეურ-მხატვრული ანალიზისთვის
ზგვიად გამსახურიდია ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. თუ გადავხედავთ მის ბიოგრაფიას, შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ თავისი ცხოვრებით მან საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მოიპოვა. განსაკუთრებულად საყურადღებოა მისი სამეცნიერო და ლიტერატურული მოღვაწეობა. ზვიად გამსახურდიას ლიტერატურული მემკვიდრეობის სიღრმისეული გააზრება ცხადყოფს ავტორის იდეებსა და მისწრაფებებს.
იგი წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კერძოდ, იყო დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტი. მას 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს - მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხიები.
ამასთანავე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
მისი ღვაწლი ქართული ლიტერატურის განვითარებაში უდიდესია, ზვიად გამსახურდიას სამეცნიერო კალამს ეკუთვნის 4 მონოგრაფია რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თელოგიისა და ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე.
ასევე, გამოცემულია მისი ლექსები და იგავ-არაკების კრებული. ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობაში მეტად მნიშვნელოვანია შექსპირის, ბოდლერის, გოგოლისა და უცხოენოვანი ავტორის თხზულებების თარგმნელობითი საქმიანობა.
იმისათვის, რომ მეტ-ნაკლები სისრულით გავიაზროთ მისი ნაშრომების ხასიათი და ლიტერატურულ-კულტურული მნიშვნელობა , უნდა გავითვალისწინოთ იმდროინდელ გარემოებათა მთელი კომლპექსი. როგორი იყო მისი მოღვაწეობის წლების საერთო ლიტერატურული კონტექსტი, რომელშიც ზვიად გამსახურდია ჩაერთო მთელი თავისი საქმიანობით, რა კონკრეტული პრობლემები იდგა ქართული პოეზიის წინაშე. ზვიად გამსახურდია არამარტო ქმნის საინტერსო სტილის პოეზიას, არამედ თაგმნის კიდევაც საზღვარგარეთული ლიტერატურიდან.
მეოცე საიკუნის 70-იან წლებამდე არა თუ ამერიკული, ზოგადად ინგლისურენოვანი ლიტერატურის მთარგმნელობითი დაინტერესება ძირითადად პროზის - სათავგადასავლო ჟანრის სფეროებს მოიცავდა, რაც შეეხება პოეზიას, მთარგმნელობითი და ლიტერატურათმცოდნეობითი ინტერესი უფრო ბრიტანული კლასიკური მემკვიდრეობისკენ იყო მიპყრობილი.ზვიად გამსახურდია აყალიბებს საკუთარ ხედვას ამერიკული პოეტური სამყაროსადმი და ქართველ მკითხველს ამზადებს მათ გასაცნობად. ქართული ლექსი მუდმივად საჭიროებდა განახლებას, შეგვიძლია თმამად ვთქვათ, რომ ზვიად გამსახურდიას საქმიანობის ერთ-ერთი მიზანი ქართული ლექსის განახლება იყო, ამასთანავე ეროვნულ ნიადგზე ახალი ტენდენციების შემოტანა და ქართველი მკითხველისათვის გაცნობა.
ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს მისი ერთ-ერთი წიგნი „ XX საუკუნის ამერიკული პოეზია“, ნაშრომი შესავალი ნაწილის გარდა შეიცავს ფართო მსჯელობებს ფროსტის, ელიოტის და სხვათა ესთეტიკურ მრწამსა და მსოფლმხედველობაზე, თავისებურებებსა და წინამძღვრებზე, მნიშვნელოვან ცნობებს გვაძლევს ლექსის ფორმობრივ თავისებურებაზე.
დღევანდელ კონტექსტში, როდეცას ჩვენი ლიტერატურის თვალსაწიერი ასეა გაფართოებული, ზვიად გამსახურდაის შემოქმედებითი და სამეცნიერო მემკვიდრეობა ახლებურ მნიშვნელობას იძენს.
გზვიად გამსახურდიას, როგორც პოეტის, რელიგიური მსოფლმხედველობა და მოქალაქეობრივი მრწამსი განსაკუთრებულად წარმოჩინდება ლექსის - „ ალბათ, თვითონ ღმერთი ირჩევს“ მაგალითზე.
თავდაპირველად გავიხსენოთ მეცხრამეტე საუკუნის კლასიკოსების, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ორი უმთავრესი წარმომადგენლის- ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთელის ლექსები პოეტისა და პოეზიის დანიშნულებაზე. აკაკი წერეთელი წერდა „ სულ სხვა ჰყავს ხელისუფალი ამ ჩემს გონება-გრძნობასაო„ , მას თავი „გარემოების საყვირად “ მიაჩნდა, ხოლო ილია პირდაპირ გვიცხადებს:
„ ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა. „
ზვიად გამსახურდიას შემოქმედების გაცნობისას ვხვდებით, რომ იგი ილიასა და აკაკის სულიერი მემკვიდრეა. მისი შინაგანი სამყარო მჭიდროდაა დაკავშირებული ქრისტიანობასთან და რწმენის სიმტკიცესთან, სწორედ ეს გარემოება განსაზღვრავს მის ღვაწლს ერისა და ქვეყნის წინაშე, ილია ჭავჭავაძესავით მასაც სურს, რომ ერის მოძმე იყოს „ ჭმუნვასა და სიხარულში.“
როგორც ცნობილია, ჩვენი საანალიზო ლექსი - „ ალბათ, თვითონ ღმერთი ირჩევს „ ზვიად გამსახურდიამ 1992 წლის 7 იანვარს, შობის დღეს დაწერა. ლექსი თავისებური შინაარსით გამოირჩევა, ერთდროულად ავტორი გვესაუბრება შობასა და აღდგომაზე, რაც მკითხველში საოცარ განცდებს იწვევს და ამასთანავე ბევრ კითხვასაც აჩენს. ავტორი მიმართავს გაბუნდოვანების ხერხს. დაწყებაც საკმაოდ ორიგინალურია - „ ალბათ, თვითონ ღმერთი ირჩევს უცნაური რამეა“ .
ზვიად გამსახურდიას თანმიმდევრობით აქვს გააზრებული ქრისტეს ამქვეყნად ყოფნის ეტეპები: მისი დაბადება, წამება და მკვდრეთით აღდგომა.
მივყვეთ ტექსტს:
„ალბათ, თვითონ ღმერთი ირჩევს- უცნაური რამეა,ქრისტეშობა თითქმის მუდამ საოცარი ღამეა,დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა,ამ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა“
ლექსის პირველი სტროფი მესამე პირშია დაწერილი, ხოლო მეორე სტორფიდან გვაქვს მიმართვის ფორმა.
„ მერე ზეცად აღევლინე, არ გიგუეს მიწაზე,ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე,ზეცად ასულს უკან გაგყვა ლოცვა-ცრემლის დამდენი,ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი და იუდა რამდენი. „
საინტერესოა, ისიც რომ ზვიად გამსახურდია ამ ლექსით პირდაპირ ღმერთს ელაპარაკება, „ ზეცად აღევლინე, არ გიგუეს მიწაზე. „ უცაბედი გადასვლა მესამე პირიდან მეორეში განსაკუთრებულ მხატვრულ ეფექტს ქმნის. ასევე მნიშვნელოვანია ბოლო სტრიქონი „ ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი და იუდა რამდენი“, ავტორი პირდაპირ ამხელს დედამიწაზე დარჩეილ იუდებს ანუ იუდობა განზოგადებულია, საერთო მანკიერებაა.
შეიმჩნევა ლირიკური გმირის შინაგანი განწყობა. ლექსს აქვს სიუჟეტი, რაგდან ლირიკული გმირი ყვება ქრისტეს ამბავს და საგანგებოდ აღნიშნავს იუდას ცოდვებს - ღალატსა და გაცემას და ამის ფონეზე, გამოაქვს დასკვნა „ ფეხზე დგომა არის ძნელი, ადვილია დაცემაო!“
„ალბათ, მისთვის გაიაფდა ღალატი და გაცემა, ფეხზე დგომა არის ძნელი, ადვილია დაცემა!“
ზვიად გამსახურდიაც დარწმუნდა, რომ „ არ გამქრალა ქვეყნად შური და მტრობა“ , ამიტომ მასაც მოუწევს „ლეონარდოს საიდუმლო სერობა“
ავტორისათვის წარსული სიზმრად ქცეულა, ხოლო მომავალი - ოცნებად. „ და წარსული სიზმრად მექცა, მომავალი ოცნებად,მეგობარი ვეღარ მიცნობს, მნახავს და გაოცდება“
ამ სტრიქონებში შეიმცნევა პოეტის პესიმისტური განწყობა, მაგრამ გვაქვს არაერთგვარი დამოკიდებულება, რადგან ერთ შემთხვევაში თუ ის ქრისტეშობას სევდას იბედებს, მეორე შემთხვევაში პოეტური შეძახილი „ ქრისტე აღსდგა! „ პირდაპირ მიგვანიშნებს მომავლის რწმენასა და შემართებაზე.
„ქრისტეშობას, სხვა ჩემს გარდა, სევდას ვინ დაიბედებს,ძველი წელი ხსოვნას მართმევს, ახალი კი იმედებს“„ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ჩემი სული ცას უხმობს,ჭეშმარიტად! - კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს.
ავტორი ყურადღებას ამახვილებს კვლავაც იუდას არსებობასა და მის დამოკიდებულებაზე. ბოლო სტრიქონით ვხვდებით, რომ სწორედ იუდას არსებობაა ლირიკული მეს გულგატეხილობის მიზეზი. მას ერთი სურვილი აწვალებს - უნდა იუდას პასუხი აგებინოს სამარცხვინო საქციელისთვის.
„ თუმცა, შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავაკრა,ჯვარს ვერ ვკადრე, ქრისტეს მერე ზედ იუდა გავაკრა.
შემდეგ კი მისთვის განაჩენი გამოაქვს, მაინც შერცვხენილი და წარწყმედილია და ეგდოს ქვეყნად, ეთრიოსო, ბოლოს კი ისევ ღმერთს მიმართავს:
„ხოლო შენზე მრავალ მლოცველს კვლავაც ღამე ეთიოს“
ზვიად გამსახურდიამ კარგად იცის, რომ
„რწმენა ძნელად გადარჩება, ხატი - უფრო ადვილად“
მაგრამ ჩვეული შემართებით ამთავრებს ლექსს.
„ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ქრისტე აღსდგა ნამვილად.“
ლექსში ერთგვარ შეპირისპირებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, დასაწყისი- დასასრული, იგი იწყება ქრისტეშობით და მთავრდება ქრისტეს აღდგომით.
რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას ენას, პოეტი საკმაოდ დახვეწილად და უბრალოდ წერს, თუმცა გვაძლევს ფიქრისა და განსჯის საშუალებას. მხატვრული ხერხების გამოყენების თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინტერესოა ეპითეტები, თითოეულ მათგანს თავისი დატვირთვა აქვს.
|
|