საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

ლევან სანიკიძე ("წიგნი ფარნავაზისა")
ლევან სანიკიძე (დ. 26 იანვარი, 1925 – გ. 29 იანვარი, 2001) — ქართველი მწერალი, ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ლევან სანიკიძემ დაამთავრა წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტი. იყო ს. ყაუხჩიშვილის ასპირანტი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სამი წელი იმსახურა ჯარში. 28 წლის ასაკში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1966 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა პროფესორის წოდება.

1975 წელს მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის გამგედ.
1956 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი პიესა „გაიუს გრაკხუსი“, რომელიც 1957 წელს დაიდგა. ამას გარდა, მას ჰქონდა პიესები „მედეა“, „სპარტაკი“, „ქუთათურები“, რომლებიც დიდი წარმატებით იდგმებოდა ქართული თეატრების სცენებზე.
1976-1981 წლებში გამოქვეყნდა ლევან სანიკიძის მხატვრულ-დოკუმნტური თხზულება „უქარქაშო ხმლები“, რომელიც რამდენიმეჯერ გამოიცა. მასვე ეკუთვნის ასევე პოპულარული წიგნები: „ანტიკური ქვეყნების ისტორია“, „ამბავი კოლხი ასულისა“, „რომის იმპერია“, „მარიუსი და სულა“, „კვერთხი ეშმაკთა“, „კეისარიადა“, „სამას-სამასი“, „ალექსანდრე მაკედონელი“, „გიორგი სააკაძე“, „დედა ისტორია“, „დავით აღმაშენებელი“, „თამარიანი“, „სავედრებელი გიორგი ათონელისა“, „მესამე დასის საქართველო“, „წიგნი მოწამეთა“, „პონტოელნი“, „მკვლელობა ხობის წყლის პირას“, „პუნიკური ომები“.

ლევან სანიკიძე – წიგნი ფარნავაზისა

შენ, ჰე, ფარნავაზ ჰქმენ ერთ-მთავრობა,
შენ მოეც ქართველს წიგნი პირველი,
შენ დაუმკვიდრე ერსა ერთობა
და ერთობისა წესი და ძალი.

გრიგოლ ორბელიანი

მცხეთაში მაშინ მამასახლისი იჯდა, სახელად სამარა.
პონტოდან ძლიერი ლაშქრით მოვიდა სარდალი აზონ, ტომით პონტოელი ქართველი, მაგრამ ქართველთაგან „ბერძნად“ წოდებული. აზონს ალექსანდრე მაკედონელის თანამებრძოლ სარდლადაც მიიჩნევდნენ.
მოვიდა იგი ძლიერი ჯარით და ძლიერი სახელით.
დაიპყრო მცხეთა, გული ქართლისა.
დაახოცვინა მამასახლისი სამარა და მისი ძმა.
ასე დაჯდა აზონ ქართლის ერისთავად. დაჯდა და მცხეთის აკროპოლისზე აღმართა ორი ვერცხლის კერპი _ გაც და გაიმ.
მოკლულ სამარას ძმას სამი წლის ვაჟი დარჩა, სახელად _ ფარნავაზი.
დედამ მამით დაობლებული შვილი კავკასიონის მთებში გახიზნა და იქაურ მთიელ ქართველობაში გაზარდა. ვაჟკაცობაში ფეხშედგმულმა ფარნავაზმა არ დაიშალა, დედასთან ერთად მცხეთაში დაბრუნდა და თავის მამულში დასახლდა.
მალე ფარნავაზს ხმა გაუვარდა, ვითარცა მომხიბლავ ვაჟკაცს, სწავლულ მწიგნობარს, უებრო მხედარს, მეომარსა და ხელმოუცარავ მონადირეს.
აზონის ყურსაც მისწვდა ფარნავაზის საქმენი სავაჟკაცონი. თვითონ აზონი ნადირობის დიდი მოყვარული იყო და ფარნავაზიც სწორედ მონადირული ხელოვნებისთვის დაიახლოვა და დაიმეგობრა.
დედას აშინებდა ფარნავაზის სიახლოვე მეშურნე და მესისხლე აზონთან.
„შვილო ჩემო, ეკრძალე აზონს, ნურას უჩვენებ სიკეთეს და ღირსებას შენსას, თორემ, ვაი თუ მოგკლან!“ შეშფოთებით ეტყოდა ხოლმე დედა შვილს. ფარნავაზი დედას ამშვიდებდა, ამხნევებდა და მოძალადე მეგობარს კვლავ დანდობილად მისდევდა ტყესა და ღრეში.
ერთ დილას ფარნავაზმა ღამეული სიზმარი უამბო დედას.
ვითომ იგი სადღაც უკაცრიელ სახლში მომწყვდეულიყო, საიდანაც ასასვლელი არსაით ჩანდა; უცებ სარკმლიდან მზის სხივი შემოიჭრა, ფარნავაზს წელზე შემოერტყა, განზიდა და გაიყვანა; მერე სადღაც ტრამალ ველზე გავიდა და შედგა; უცებ მზე ზეციდან ძირს დაეშვა და ფარნავაზის წინ მის სიმაღლეზე დადგა; ჭაბუკმა მზისკენ ხელი გაწვართა, პირზე სხივოსანი ცვარი ჩამოჰხოცა და პირი იმ მზიურნამცვრევით დაიბანა!..
ეს საამური ძილისშორისი დედას დაუტევა და თვითონ მარტოდმარტო წავიდა სანადიროდ.
დიღმის ველზე რომ გააღწია, ირმის ჯოგი წამოუვარდა. მონადირემ წამსვე მშვილდ-ისარი გამართა და ცხენს ქუსლი ჰკრა. ირმები წინ, ღრმა ტაფობისაკენ გაფრინდნენ. ფარნავაზმა ისარი დაადევნა. ერთი მოწყვეტით ჩამოსხლტა ჯოგს. მაინც სისხლდენით მიჰქროდა დაჭრილი ირემი. ბოლოს, მწუხრის ჟამს, ვეღარ გაუძლო და ერთ კლდის ძირს მუხლი ჩაიკრიფა.ფარნავაზიც მივიდა, ცხენიდან გარდახდა და დაუძლურებულ ნადირს კისერზე მკლავი გადაჰხვია.
ის ღამე ერთად გაათიეს კაცმა და ნადირმა.
დილით კოკისპირული წვიმა დაასხა. ფარანვაზმა კლდეს თვალი მოავლო _ თავშესაფარს რასმე ეძებდა.
უცებ მან კლდის ძირში ქვა-ნაშალი შენიშნა, თითქოს კლდეში შესასვლელი ოდესღაც ვიღაცას ამოექოლოს.
სასწრაფოდ ჩუგლუგი მოიმარჯვა და კლდე-ნაქოლის გამორღვევას შეუდგა. იგი შევიდა გამოქვაბულში და გაიხარა, რომ გადასაწვიმებელ ადგილს მიაგნო. მაგრამ უფრო დიდი სიხარული თურმე მას წინ ედო.
როცა ფარნავაზმა გამოქვაბულს თვალი უფრო გულისყურით მოავლო, დაინახა საგანძური აურაცხელი ოქრო-ვერცხლისა!
გაოცებულმა და სიხარულით აღვსილმა ჭაბუკმა გამოქვაბულის კარი ისევ ამოქოლა და სახლისკენ გაქუსლა. იქ მან დედას და თავის სამ დას გაანდო ეს მოულოდნელი და სასიხარულო ამბავი.
ხუთი ღამის განმავლობაში ფარნავაზს, მის დებსა და დედას, ყველასაგან საიდუმლოდ და შეუმჩნევლად, გამოჰქონდათ ოქრო-ვერცხლი გამოქვაბულიდან.
გამოჰქონდათ და სხვა, მათთვის უფრო მარჯვე და საიდუმლო ადგილზე ინახავდნენ.
როცა ეს საქმე მოათავა, ფარნავაზმა თავისი მსახური აფრინა დასავლეთ საქართველოში და ეგრისის მაშინდელ ერისთავს, ქუჯის შეუთვალა:
„მე ვარ ფარნავაზი, შენი ნათესავი ქართველი, შენებრ ქართლოსის შთამომავალი, აწ მოკვდინებულ სამარას ძმისწული. ხელთა მაქვს დიდძალი ხვასტაგი, ო

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ქრო და ვერცხლი. მომეცი ნება, მოვიდე შენთან, რამეთუ ვეძმოთ ძმანი ერთურთსა, მოვიხმაროთ ხვასტაგი ესე და ერთიან ძალით შევებათ აზონ ერისთავსა“.
ქუჯიმ დიდად გაიხარა ფარნავაზის შემონათვალზე და პასუხიც ასეთი აახლა:
„აღსდექ და მოდი ჩემთან, შევერთოთ ერთურთსა, ძმაო ჩემო. შევერთდეთ, რამეთუ განიხარონ ყოველთა ქართველთა“.
ფარნავაზი დედისა და დების თანხლებით მცხეთიდან იდუმალ გაუჩინარდა და კოლხეთში გადავიდა.
ქუჯიმ დიდის პატივითა და სიხარულით მიიღო მცხეთელი სტუმრები. მაშინვე მტკიცე ფიცით შეეკრნენ ერთურთს, რომ ერთიანი ძალით იბრძოლებდნენ აზონის დასამხობად.
ქუჯიმ ისიც კი განსაზღვრა, ვინ უნდა ყოფილიყო გაერთიანებულ ქართველთა ბელადი და „უფალი“. მან ფარნავაზს ასე უთხრა:
„თავი და თავი ქართლოსიანნი აღმოსავლეთ ქართველები არიან, ამიტომ შენ გმართებს უფლობა ჩვენი. ახლა წადი, ნუ დაიშურებ ხვასტაგსა შენსა და ამრავლე ლაშქარი; და შემდგომაც, თუ ღვთის შეწევნით გავიმარჯვებთ, კვლავ შენ იქნები უფალი ჩვენი, ხოლო მე ქვრშევრდომი შენი“.
ქუჯის დიდსულოვნებითა და სიბრძნით აღტაცებულმა ფარნავაზმა შეჰყარა აღმოსავლეთ და დასავლეთ ქართველთა საომარი ძალები, კავკასიონითგან მოირთო ოვსნი და ლეკნი, რომლებიც აზონს დახარკულნი ჰყავდა.
ეტყობა, აზონის მომხრეთა ბანაკშიც არ ყოფილა მტკიცე ერთიანობა. როცა გადამწყვეტი ბრძოლის დღე მოახლოვდა, აზონის ლაშქარი ათასმა რჩეულმა მხედარმა მიატოვა და ფარნავაზის ბანაკს შეუერთდა.
აზონმა მოპირდაპირის ძლიერ ძალებს ბრძოლა ვერ შეჰბედა, მცხეთა მიატოვა, კლარჯეთში გადავიდა და იქ გამაგრდა.
ფარნავაზმა დაიპყრო მცხეთა და სრულიად ქართლი და შეუდგა კლარჯეთისაკენ სალაშქრო სამზადისს. მან ძღვენი გაუგზავნა და შემწეობა სთხოვა სირიის მაშინდელ ხელმწიფეს, ანტიოქე I სოტერს. ამანაც ფრიად გაიხარა ქართველთა ახალგაზრდა ბელადის ძღვენითა და სამოკავშირეო წინადადებით. მან ფარნავაზს „შვილი“ უწოდა, უძვირფასესი გვირგვინი გამოუგზავნა და თან თავის ქვეშევრდომ სომხეთის მმართველთ ფარნავაზისთვის დამხმარე ძალთა გაგზავნა უბრძანა.
ფარნავაზი ქუჯის თანხლებით, ქართველთა გაერთიანებული ძალებით, დაიძრა არტანუჯისაკენ.
აზონიც ელოდებოდა პონტოდან მიღებული ახალი საომარი ძალებით.
ბრძოლა მოხდა არტაანის, „ქაჯთა ქალაქის“ მახლობლად. სისხლიანი რკენა ფარნავაზის გამარჯვებით დამთავრდა. აზონი ბრძოლაში დაიღუპა. მისი ლაშქრის დიდი ნაწილიც განადგურდა. დანარჩენები ტყვედ ჩავარდნენ. მთელი კლარჯეთი თავის დედას _ ქართლს შეუერთდა.
ასე შეიქნა ფარნავაზი ქართველთა პირველი გამაერთიანებელი და განთქმულ ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი.
ეს ამბავი მოხდა ქრისტეს წინარე IV-III საუკუნეების მიჯნაზე.
ფარნავაზი ჯერ მხოლოდ 27 წლისა იყო, მაგრამ ახლად წარმოქმნილ დიდ ქართულ სახელმწიფოს სიბრძნითა და კეთილგონიერებით განაგებდა.
იგი გამეფებისთანავე შეუდგა შინასახელმწიფოებრივი რეფორმების გატარებას.
მან ჯერ განახორციელა ადმინისტრაციული რეფორმა. საქართველო დაჰყო საერისთავოებად, რომელთაც სათავეში ჩაუყენა ერისთავები. სულ იყო რვა საერისთავო: არგვეთი (შორაპანსა და ლიხს შორის), კახეთი (არაგვსა და ჰერეთს შორის), ხუნანი (გარდაბანი, მდ. ბერდუჯიდან ტფილისსა და გაჩიანამდე), სამშვილდე (ტაშირი და აბოცი), წუნდა (ჯავახეთი, კოლა და არტაანი), ოძრხე (სამცხე და აჭარა), კლარჯეთი (არსიანითგან შავ ზღვამდე) და ეგრისი (სამეგრელო და სვანეთი, სწორედ ეგრისის ერისთავი იყო ქუჯი).
შიდა ქართლს (ტფილისიდან ტაშისკარამდე), ვითარცა ცალკე საერისთავოს, განაგებდა სპასპეტი, მთავარსარდალი, რომელიც იმავე დროს ყველა საერისთავოთა ზედამდგომად და მეფის პირველ ვაზირად ითვლებოდა.
ჟამიდან ჟამზე თვითონ მეფე პირადად ეწვეოდა ხოლმე საერისთავოებს.
ადგილზე მოიკითხავდა და გაიკითხავდა ყველა საჭირბოროტო საკითხს. უფრო ხშირად იგი სტუმრობდა კლარჯეთს და ეგრისს.
ფარნავაზი მეგობრობდა და მოყვრობდა თავის ერთგულ თანამებრძოლებთან, მოკავშირეებთან და ქვეშევრდომებთან. მას ცოლად ჰყავდა ჩრდილო კავკასიელ დურძუკთა ბელადის ასული, ხოლო თავის დათაგან ერთი ოვსთა მეფეს მისცა ცოლად, მეორე _ ერთგულ ქუჯის, ეგრისის ერისთავს.
ფარნავაზმა ხელი მიჰყო დიდ აღმშენებლობით საქმიანობას. მან გაამშვენიერა და ქვის კედელ-ზღუდეებით გაამაგრა სატახტო ქალაქი მცხეთა და მისი აკროპოლისი არმაზ-ციხე, სადაც აღმართა ახალი კერპი არმაზ. მეფემ აღადგინა ყველა ქალაქი და ციხესიმაგრე, რომელიც კი მანამდე მტრის შემოსევას, თუ სტიქიურ უბედურებას დაენგრია. ამას გარდა, დაიწყო ახალ ციხეთა და ქალაქთა მშენებლობა. ასე აშენდა შორაპნისა და დიმის ციხეები. ეგრისის ცენტრში ქუჯიმ აღაშენა ქალაქი ციხე-გოჯი.
იმავე IV-III საუკუნეთა მიჯნაზე ფარნავაზმა განახორციელა ყველაზე დიდი კულტურული ღონისძიება: „შექმნა მწიგნობრობა ქართული“, რასაკვირველია ქართულ ანბანზე დაფუძნებული. ჯერჯერობით მხოლოდ ეს არ ვიცით დაზუსტებით: ფარნავაზმა ქართული ანბანი, ვითარცა ქართული მწიგნობრობის უცილობელი საძირკველი, ადრეული საუკუნეებიდან აიღო (რაც უფრო სარწმუნოა), თუ თვითონ მის დროს შეიქმნა, მისი მითითებითა და ხელმძღვანელობით. ასეა, თუ ისე, ერთი რამ სავსებით უეჭველია:
ქართული ანბანი _ რომლის საფუძველზედაც ფარნავაზმა „განავრცო ენა ქართული, და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა, და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული“, _ არაუგვიანეს ქრისტეს წინარე III საუკუნის დამდეგისა, ძალაში შედის, ვითარცა უდიდესი სახელმწიფოებრივი და ეროვნული მოვლენა.
65 წელი იმეფა ფარნავაზმა და მიიცვალა 92 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს მისგანვე აღმართული არმაზის ფერხთა ქვეშე.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V) ხსენების დღე.
დიდმოწამე იაკობ სპარსი (+421)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება დიდმოწამე იაკობ სპარსის (+421)ხსენების დღე.
gaq