საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ხელოვნება

რატომ იწერდნენ ქართულ ფოლკლორულ ნიმუშებს ავსტრიელები პირველი მსოფლიო ომის დროს და როგორ გადაარჩინა გერმანელმა ქალიშვილმა ოთხი ქართველი ტყვე დახვრეტისაგან
გაიოზ მამალაძე
გერმანელი ქალიშვილი ლაურა,

მამალაძეების თავგადასავლებიდან

წინამდებარე წერილის ოდნავ შემოკლებული ვარიანტი დაიბეჭდა ჟურნალში „თბილისელები“ (## 2, 3), რისთვისაც მადლობას ვუხდით რედაქციას.

ეძღვნება საქართველოს წინაშე დამსახურებულ ავსტრიელ და გერმანელ მეცნიერებს: რობერტ ლახს, ადოლფ დირსა და რობერტ ბლაიხშტაინერს; ქართველ მეცნიერებს, მკვლევარებსა და ჟურნალისტებს: ა. მეტრეველს, რაჟდენ რუსიშვილს, ანდრია აბრამიშვილს, გალაქტიონ მინდაძეს; ქართული ფოლკლორული ნიმუშების მომღერალ-შემსრულებლებსა და წამკითხველებს: ბაბუაჩემის ძმას, ლავროსი მამალაძეს, მის თანასოფლელს, მოგვარესა და ახლობელს, მელიტონ მამალაძეს, მათ თანაბანაკელ ტყვეებს; ვენის აკადემიის წევრებსა და სხვებს, ვინც მოიფიქრა, გადაწყვიტა, დააფინანსა და ჩაწერა ქართული ფოლკლორული ნიმუშები გერმანიასა და ავსტრიაში, პირველ მსოფლიო ომში დატყვევებულ ყველა ქართველს და მათ მეგობარ-კეთილისმყოფელებს; იმ ომში დაღუპულ წინაპრებს; ასევე ჩვენს თანამედროვეებს, ისტორიკოსებს: ზურაბ სულაბერიძეს, დიმიტრი სილაქაძესა და ამერიკელ მუსიკისმცოდნე ბრაიან ფეირლის, და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში - გერმანელ ქალიშვილს - მშვენიერ ლაურას

 თუ მკითხველი ამ წერილში ჩამოთვლილ მომღერალთა შორის წინაპარს აღმოჩენს, შეგვიძლია მისი ნამღერიც გავუგზავნოთ

&n

მარცხნივ დგას ლავროსი მამალაძე, მეორის ვინაობა არ ვიცი (ლავროსის მამის, ანტონის ბიძაშვილის, შუშანა მამალაძის არქივიდან)
bsp;

1918 წელს გაჩაღდა მანამდე ჯერარნახული მასშტაბის ომი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის სახელითაა ცნობილი. საქართველოს, ვინაიდან რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო, ბუნებრივია შეეხებოდა მსოფლიოში დაწყებული უპრეცედენტო მასშტაბის ომი, უამრავი ქართველი ირიცხებოდა რუსულ არმიაში და ბევრიც, დაახლოებით 200 000 ქართველი, საგანგებოდ წაიყვანეს ომში მონაწილეობის მისაღებად.

რუსეთის იმპერიის მოკავშირეები იყვნენ დიდი ბრიტანეთის სამეფო და საფრანგეთის რესპუბლიკა (ბლოკი ანტანტა). მათ ებრძოდნენ გერმანიისა და ავსტრო-უნგრეთის იმპერიები, მოკავშირეებთან ერთად.

პირველივე თვეებში რუსეთის იმპერიის უამრავი ჯარისკაცი, ოფიცერი და გენერალი ტყვედ ჩაუვარდათ გერმანელებსა და ავსტრიელებს. მათ შორის იყო ბევრი ქართველი. შეიქმნა ტყვეთა ბანაკები, სადაც რუსეთის ჯარისკაცები  გაამწესეს.

მეორე მსოფლიო ომისგან განსხვავებით, მაშინ ტყვეებს გაცილებით ადამიანურად ეპყრობოდნენ, განსაკუთრებით გერმანიასა და ავსტრიაში. „ტყვეებისთვის არსებობდა სპეციალური ბიბლიოთეკები, მათთვის გაზეთები გამოიცემოდა ექვს ენაზე, მათ შორის ქართულზეც. ბანაკებში ასევე იყო სახელოსნოები, სადაც ამა თუ იმ ხელობას ასწავლიდნენ დატყვევებულებს, ყურადღება ექცეოდა სპორტს. ტყვეთა მდგომარეობას კიდევ უფრო ამსუბუქებდა მიმოწერის უფლება, რასაც უზრუნველყოფდა სამხედრო ტყვეების ცენტრალურ ცნობათა ბიურო, რომელიც წითელ

გურული ტყვეები ეგერის ბანაკში. მარჯვნიდან პირველი ზის ლავროსი მამალაძე
ი ჯვართან არსებობდა. ქართველი ტყვეები ძირითადად ბანაკებს გარეთ, სასოფლო და სატყეო სამუშაოებზე დაჰყავდათ, რაც მძიმე ფიზიკურ სამუშაოს წარმოადგენდა“ (დიმიტრი სილაქაძე, „ქართველი ტყვეები და პირველი მსოფლიო ომი“, ჟურნალი ”ისტორიანი”, 2013 წლის აგვისტო, #8/32).

ჩვენი აზრით, ტყვეებისადმი ნორმალური დამოკიდებულება, ნაწილობრივ მაინც, განპირობებული იყო გერმანიის იმპერიის ინტერესით - მოკავშირეები მოეპოვებინა რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილ ხალხთა შორის და, ასევე, გერმანელთა (მათ შორის ავსტრიელთა) კულტურულობითა და კულტურის სიყვარულით (ნაციზმი სხვა მოვლენაა).

ავსტრიაში და გერმანიაში მათი ტყვეობისას მოხდა ერთი კარგი რამ, ადგილობრივმა მეცნიერებმა ქართველი ტყვეების (ასევე სხვების) სიმღერები ჩაიწერეს და ამგვარად, შემოინახა ასეულობით უნიკალური აუდიო და ტექსტობრივი ჩანაწერი. 1928 წელს ამის შესახებ გამოვიდა სამეცნიერო ნაშრომიც. პირველად ამ ნაშრომის შესახებ საქართველოს მოსახლეობისათვის ცნობილი გახდა 1958 წლის ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებაში“ (# 12), ცნობილი მკვლევარისა და ჟურნალისტის, ანდრია აბრამიშვილის (ფოტო ვერ მოვიპოვე. გ. მ.) მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო წერილით: „ქართული ფოლკლორული ჩანაწერები ავსტრო-გერმანიაში“. ანდრია აბრამიშვილი თავის წერილს ასე იწყებს: „ვენის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიურ-ისტორიულმა განყოფილებამ, ფილოლოგ-კავკასიისმცოდნე-ეთნოგრაფ ადოლფი დირი

ეგერის ბანაკის ტყვეები თეატრალური წარმოდგენის შემდეგ. შუაში, მარცხნიდან მეოთხე ზის ლავროსი მამალაძე
სა (1867-1930) და მუსიკისმცოდნე რობერტ ლახის (დაბად. 1874 წ.) ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით, 1928 წელს ვენა-ლაიფციგში გამოსცა ქართული სიმღერებისა და ლექსების ფოლკლორული ჩანაწერების წიგნი (254. გვ.). ეს კრებული („რუსი სამხედრო ტყვეების სიმღერები“), შეკრებილი და გამოცემული ვენის აკადემიის წევრ-კორესოდენტის რობერტ ლახის მიერ. ტომი 3. კავკასიური ენები. განყოფილება 1. ქართული სიმღერები. ქართული ტექსტების ტრანსკრიპცია და თარგმანი შესრულებულია ა. დირის მიერ, - ფრიად მდიდარ მასალებს შეიცავს ქართული პოეტური ზეპირშემოქმედებიდან და მრავალმხრივ არის საინტერესო ქართველ მეცნიერთათვის. ამ მშვენივრად გაფორებულ სქელტანიან წიგნს 30 წლის არსებობის ისტორია აქვს. სამწუხაროდ, მას ქართული სპეციალური წყაროები დღემდე სრულებით არ იცნობენ“.

„ამ ხარვეზის ამოვსებად“ ანდრია აბრამიშვილმა გამოაქვეყნა სამეცნიერო წერილი, მიმოიხილა ლახისა და დირის ნაშრომი, გააცნო მკითხველს ნაშრომის შექმნის ისტორია, ნაშრომში წარმოდგენილი ხალხური შემოქმედების ნიმუშების სათაურები და სხვა.

ანდრია აბრამიშვილის სამეცნიერო წერილმა ინტერესი გამოიწვია და 1959 წელს ჩოხატაურის გაზეთში „ბრძოლის დროშა“, # 68 გამოქვეყნდა ცნობილი მკვლევარისა და ჟურნალისტის, გალაქტიონ მინდაძის (ფოტო ვერ მოვიპოვე) ძალიან საინტერესო წერილი: „ქართულმა სიმღერამ და ცეკვამ გადაგვარჩინა“, სადაც გამოყენებულია ა. აბრამიშვილის მიერ

ლავროსი მამალაძე, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1952 წელს
მოტანილი მონაცემები და ასევე დამატებით, მოთხრობილია ძალიან საინტერესო ამბავი ავსტრიაში მყოფი ქართველი პატიმრების შესახებ, კერძოდ, ბაბუაჩემის ძმის, ლავროსი მამალაძის დრამატული თავგადასავალი.

რამდენიმე წლის წინ გერმანიისა და ავსტრიის საელჩოებმა დიდი საჩუქარი გაგვიკეთეს და გამოსცეს, პირველი მსოფლიო ომის დროს, ავსტრიაში და გერმანიაში, ქართველების მიერ ჩაწერილი სიმღერების აუდიო ვარიანტები.

რობერტ ლახის ნაშრომის შესახებ, სამეცნიერო წერილი აქვს გამოქვეყნებული ვლადიმერ ჭელიძეს, რომელიც ჩვენთვის მიუწვდომელია. 2009 წელს, საქართველოს „ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომებში“ (IX) სამეცნიერო წერილი გამოაქვეყნა ზურაბ სულაბერიძემ: „რობერტ ლახი ქართული ხალხური მუსიკის შესახებ“. ზ. სულაბერიძის (ფოტო ვერ მოვიპოვე) ნაშრომში მიმოხილულია რობერტ ლახისა და სხვათა დამსახურება, ცნობები მისი წიგნიდან და იქვეა რობერტ ლახის წერილის თარგმანი ჩვენს ენაზე: „ქართული სიმღერები“. ზ. სულაბერიძე წერს: „რობერტ ლახის ნაშრომიდან ჩანს, რომ ეგერთა ბანაკში იმყოფებოდა სიმღერის ნიჭით დაჯილდოებული მრავალი ადამიანი, რამდენადაც კავკასიელი ტყვეები გადაჰყავდათ ავსტრიის სოფლებსა და დაბებში სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად, ლახს ჩაუწერელი დარჩა მრავალი საინტერესო ქართული ხალხური სიმღერა. მიუხედავად ამისა, ბანაკში დარჩენილი ტყვეების მეშვეობით, მან თავი მოუყარა სამ ასეულზე მეტ სიმღერა

ტყვეობაში გარდაცვლილ ქართველ ჯარისკაცთა ძეგლი (ავსტრია-უნგრეთი, ეგერის ტყვეთა ბანაკი). ეროვნული არქივიდან
ს“ ...

 „მუსიკალური განვითარების ყველაზე ღრმა საფეხური, ლახის აზრით, იგრძნობა ფშაველების სიმღერაში:  „ეს არის საოცრად განსხვავებული სიმღერა, სადაც ერთსა და იმავე ინტონაციაზე მომღერალი ცვლის ტექსტს, თუმცა მუსიკალური მელოდია მუდმივია“ ...

რობერტ ლახი წერს: „სხვა კავკასიელი ხალხებისგან საოცრად საინტერესო და გამორჩეული არიან გურულები. ისინი სხვებისგან განსხვავდებიან არა მხოლოდ მუსიკალურ-ტექნიკური თვალსაზრისით, არამედ განვითარების ისტორიის მხრივაც. გურული სიმღერები იყო მწვერვალი კავკასიელ ხალხთა შორის (იმერლებსა და მეგრელებზე ჩვენ ქვემოთ გვექნება საუბარი). გურული სიმღერები გამოირჩევა ყველასგან განსხვავებული უცნაური რითმული პრინციპით, მელოდიის არქიტექტონიკით და მრავალხმიანობით. ეს სიმღერები დაახლოებით ისეთია, როგორიც იყო შუა საუკენეების მენზურული მუსიკა, სადაც არ არსებობს არანაირი ტაქტთა წყობა, არამედ მთელი სიმღერა თავიდან ბოლომდე მელოდიაზეა დაყრდნობილი. ეს მუსიკა იქმნება მრავალი ხმისაგან და თითოეულ ეპიზოდში ეს ხმები კიდევ და კიდევ იყოფიან. თავად დაყოფა გასაოცარი სიზუსტით იყო გათვლილი. შემდეგ მცირედი პაუზა და გუნდს ისევ ახალი ხმა უერთდება, რომლებსაც კიდევ სხვები ემატება და ყველაფერი ისევ თავიდან მეორდება. როგორც წესი, ერთ-ერთი ხმა მაინც წამყვანად ითვლება, ხოლო სხვები უკვე მას მიჰყვებიან. ამ თვალსაზრისით, გურული სიმღერა ძალიან საინტერესოა. გურულები ყოვე

რობერტ ლახი
ლთვის გუნდურად, სამნი, ოთხნი ან კიდევ უფრო მეტნი მღერიან.

ეს ყოველივე უცნაურად წააგავს ადრეული ეპოქის ევროპულ, განსაკუთრებით, ძველი ნიდერლანდების პოლიფონიური მუსიკის ძეგლებს. სიმღერაში თანდათანობით სხვა ხმებიც ერთვება და საბოლოოდ, შესაძლოა, ხმათა რაოდენობით სექსტეტი შეიქმნას. ამას შესანიშნავად ერთვის საკრავი ინსტრუმენტები, ტონალობა ადის კიდევ უფრო მაღლა და ყველაფერი ისევ თავიდან მეორდება. მალე ხმები ერთმანეთს გადაკვეთენ. ეს სიმღერა მართლაც არაჩვეულებრივი და საოცრად განსხვავებულია თავისი მრავალხმიანობით, ორღანული ეფექტით ((orgelartige Effekte), ჰარმონიული მელოდიითა და ხმების უნიკალური შერწყმით“...

... „აღსანიშნავია იმერლების და მეგრელების სიმღერებიც. ეს სიმღერები საოცრად ჰარმონიულია და ხმათა პარალელურობა ახასიათებს. მესამე მომღერალი დანარჩენ მომღერლებს ბანს აძლევს, ხოლო მეოთხე მომღერალი თავისი მაღალი ტემბრით ასრულებს ჰარმონიულ მელოდიას“.

 რ. ლახი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი გურული სიმღერის ჩაწერა ჯეროვნად ვერ მოხერხდა, ალბათ, მაშინდელი ტექნიკური  საშუალების გამო, რომელიც მაშინ განვითარებული არ იყო: „გურული სიმღერები: ####175-200, 206, 209, 215, 220, 222-226, 228-238, 241, 245-251 და 259-269, სინამდვილეში, ისე არ იმღერება, როგორც ჩანაწერებში გვხვდება ანუ ერთ ხმაში. ისინი სხვა დამახასიათებელი სიმღერების მსგავსად, მრავალხმიანია, თ

ადოლფ დირი
უმცა მათი მრავალხმიანობის ჩანიშვნა ვერ მოხერხდა. აღნიშნული სიმღერების გუნდის წევრები (მელიტონ მამალაძე, ლევარსი მამალაძე, პროკოფი კალანდაძე და სხვები) აღნიშნავენ, რომ მათ მიერ ნამღერი სიმღერები, სინამდვილეში, კავკასიაში, მათ სამშობლოში, გუნდურად იმღერება, მრავალ ხმაში. გურული სიმღერებისათვის ასევე დამახასიათებელია ერთი წამყვანი მელოდია, რომელიც შემდგომ გუნდის სხვა წევრების მიერ გრძელდება და ხმათა შეუწყვეტლივ ჟღერადობას იღებს“.

 ზ. სურგულაძე წერს: „გურული სიმღერების გარდა, ლახის ნაშრომში ვხვდებით თუშების, ფშავლების, კახელების, იმერლების, მესხებისა და სხვათა სიმღერების მისეულ შეფასებას. რობერტ ლახი ხაზს უსვამს იმ სპეციფიკურ თვისებებს, რომლითაც სიმღერის დროს გამირჩევიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებნი: კახელები ენამოსწრებულობით, ფშაველები და თუშები ღრმა ინტონაციით, რაჭველები ღრმა ტონითა და თავიდან ბოლომდე მკაცრად დაცული ტაქტით, იმერლები - მელოდიურობითა და სტროფული პრინციპით“.

 რობერტ ლახის, ანდრია აბრამიშვილის, გალაქტიონ მინდაძისა (როგორც ზემოთ აღვნიშნე) და ზურაბ სულაბერიძის წერილებში, გარდა სამეცნიერო ინფორმაციისა, როგორც ვთქვი, ნახსენებია ბაბუაჩემის ძმა, ლევარსი (ლავროსი) მამალაძე, მისი მეგობრები და თანაბანაკელები, რომელთაც დიდი დამსახურება მიუძღვით აღნიშნული სიმღერების აუდიო და ტექსტების ჩაწერაში.

 ანდრია აბრამ

რობერტ ბლაიხშტაინერი
იშვილი წერს: „რ. ლახი პატივისცემით იხსენიებს ტყვესა და კონსულტანტს ლევარსი მამალაძეს, რომელსაც ქართული ტექსტების თარგმანში უშუალო მონაწილეობა მიუღია. რ. ლახის სიტყვით, ლ. მამალაძეს - მაღალი კულტურის ადამიანს კარგად სცოდნია ქართულ-გერმანული ენები, მშვენიერი მომღერალი და ქართული სიმღერების საუცხოვო შემსრულებელი ყოფილა. ლ. მამალაძის დახმარება ქართული ლექსებისა და სიმღერების შეკრებაში, ბანაკში სამხედრო ტყვეებთან საუბრისას, მის მიერ თარჯიმნის როლის შესრულება, ბოლოს, მის მიერვე ქართული ტექსტებისადმი დართული კომენტარები და კონსულტანტობა რ. ლახს დადებითად აქვს შეფასებული“.

 ბაბუაჩემის ძმის, ლევარსის (ლავროსის) შესახებ მიამბობდა ხოლმე მამაჩემი, მამია მამალაძე. ბოლო წლებში ლავროსის შესახებ სხვადასხვა მასალა დამიგროვდა. ამერიკელმა მუსიკისმცოდნე ბრაიან ფეირლიმ მომაწოდა გალაკტიონ მინდაძისა და ზურაბ სულაბერიძის წერილები, ასევე, ქართველი ტყვეების სიმღერები. მოვძებნე ანდრია აბრამიშვილის წერილი (საბჭოთა ხელოვნება, 1958, #12) და 1916 წლის გაზეთ „საქართველოს“ (# 168) პუბლიკაცია. ლავროსის ფოტო, ეგერის სხვა გურულ ტყვეებთან და ტყვეთა სხვა ფოტოები არის ეროვნული არქივში, გამოქვეყნდა ჟურნალში „ისტორიანი“, 2013 წლის აგვისტო, #8/32 (დიმიტრი სილაქაძე). ლავროსის ახალგაზრდობის სხვა ფოტო არის შენახული ლავროსისა და ბაბუაჩემის მამის, ანტონის ბიძაშვილის, აწ გარდაცვლილი შუშანა მამალაძი

ქალაქი ეგერი
ს არქივში, რომელიც ინახება შუშანას ძმის, მზია მამალაძე-ინწკირველთან. ასაკში შესული ლავროსის ფოტო გამოქვეყნებული აქვს გ. მინდაძეს (ჩვენს ოჯახშიც გვაქვს. ფოტო #). მამაჩემის მონათხრობიდან და აღნიშნული ნაშრომების გამოყენებით შევეცდები მკითხველს კიდევ ერთხელ, მოკლედ მოვუთხრო რა ხდებოდა ავსტრიაში, ქართველ ტყვეთა ბანაკში, ვინ მოღვაწეობდა იქ, ვისი ნამღერებია ჩაწერილი, ვინ იყო და რა გადახდა თავს ბაბუაჩემის ძმას და მის სამ მეგობარს.

ომის დაწყებიდან მალე, ავსტრიის იმპერიაში, ქალაქ ეგერის ბანაკში ათასზე მეტი ქართველი ტყვე აღმოჩნდა. ქალაქი ეგერი არის უნგრეთში, თუმცა, ამავე სახელწოდების ქალაქი იყო ჩეხეთშიც, ბოჰემიაში, ჰქვია - ხები, გერმანელები ქალაქს უწოდებდნენ ეგერს, კუთხეს კი ეგერლანდს. რადგან ტყვეთა ფოტოს აწერია „ეგერი - ბოჰემია“ (წარწერა იხ. ქვემოთ) და 1916 წლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით (იხ. ქვემოთ) ეგერი იყო „ბოგემიაში“, მაშასადამე, ალბათ, ეგერის ტყვეთა ბანაკი მდებარეობდა თანამედროვე ჩეხეთში. მაშინ ჩეხეთიც და უნგრეთიც ავსტრო-უნგრეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილები გახლდათ.

ეგერში ბანაკი ოთხად გაყვეს, თითოში დაახლოებით 250 ტყვე იყო. ქვებანაკებიდან ავსტრიელებმა გამოარჩიეს ლიდერის თვისებების ადამიანები. მათ ევალებოდათ თარგმნა, ტყვეებსა და ადმინისტრაციას შორის კომუნიკაცია. თუ უნდოდათ ტყვეებს მშვიდობით გადარჩენა, უნდა დამორჩილებოდნენ ბანაკის წესებს და ადმ

ქალაქი ეგერი
ინისტრაციას, სამაგიეროდ უფლება ჰქონდათ სპორტული ვარჯიშების, სიმღერის, ცეკვის, ბიბლიოთეკების მომსახურების და სხვა. ქართველი ტყვეები ცდილობდნენ სიცოცხლე გადაერჩინათ და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებულიყვნენ. ეგერში ერთ-ერთი ქვებანაკის ხელმძღვანელად დაუნიშნავთ ოზურგეთის მაზრის ერკეთის თემის სოფელ ხევის მცხოვრები, 25 წლის ლავროსი ანტონის ძე მამალაძე.

 ლავროსის ოზურგეთის მაზრის სოფელ ხევის (დღევანდელი ჩოხატურის მუნიციპალიტეტის სოფელი ხევი) ორკლასიანი სკოლა ჰქონდა დამთავრებული. სკოლაში სიბეჯითით გამოირჩეოდა თურმე. რუსული ჯერ სკოლაში, მერე ჯარში შეისწავლა კარგად. ძალიან ნიჭიერი ყოფილა, ომში წასვლამდე გერმანულიც იცოდა,  მუშაობდა ზინგერის საკერავი მანქანების სავაჭრო ფირმის რწმუნებულ-აგენტად. ტყვეობისას, ავსტრიაში გერმანულის ცოდნა დაუხვეწია. შეუსწავლია სხვა ენებიც. სხვა ტყვეებისგან გამოირჩეოდა ცოდნით, გონიერებითა და ნიჭით. ეგერის ტყვეთა ბანაკში მთარგმნელის მოვალეობას ასრულებდა. ენების ცოდნის საშუალებით ლავროსის მრავალი ტყვე დაუხსნია განსაცდელისაგან.

გერმანელები მას მოიხსენიებენ ლევარსი ანტონის ძე მამალაძის სახელით, რადგან, ალბათ, ასე უფრო უადვილდებოდათ გამოთქმა, სინამდვილეში ერქვა - ლავროსი. გალაქტიონ მინდაძე წერს: „როგორც ჩვენ დავადგინეთ, ეს იყო არა ლევარსი, არამედ ლავროსი ანტონის-ძე მამალაძე, შესაძლებელია გერმანელს უფრო გაუადვილდა

მდინარე გუბაზეული
ლევარსის გამოთქმა, ვინემ ლავროსის და ამიტომაა ეს შეცდომა ავტორის მიერ დაშვებული“ („ბრძოლის დროშა“ 1959 წ. # 68, 10 ივნისი).

ანტონ მამალაძისა და თებროლე სანიკიძე-მამალაძის ოჯახი ცხოვრობდა სოფელ ხევში, საქორისთავის ასახვევში. ლავროსის ჰყავდა დედმამიშვილები: აფრასიონი, პასიკო, ხარიტონი და ეკატერინე (კატუშა). ლავროსის ტყვეობაში ყოფნის დროს, მისი ძმა, აფრასიონი, 1918 წელს დაარსებული ხევის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის (ასე ეწოდებოდა) ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა. მამალაძეთა გვარში ჩვენი შტოს სახელწოდება გახლავთ - მახობეშვილები, რადგან მახარობელ (მახობე) მამალაძის შთამომავლები ვართ. ჩვენს გვარში ყველას უყვარდა იარაღი. ოჯახში გვქონია ძველი ყირიმულა თოფი და არაერთი სხვა ცეცხლსასროლი იარაღი. ამავე შტოს წარმომადგენელი გახლდათ მელიტონ მამალაძეც, ლავროსის თანასოფლელი, რომელიც ასევე ეგერის ბანაკში იყო ტყვედ. მელიტონი 28 წლის ყოფილა, ხუთი მცირეწლოვანი შვილი ჰყოლია დატოვებული ხევში.

ტყვედ ყოფილან და სიმღერების ჩაწერაში მონაწილეობა მიუღიათ საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილებს. ა. აბრამიშვილი წერს: „წინასიტყვაობაში დასახელებულია მთქმელთა და სიმღერის შემსრულებელთა გვარები, მათი წლოვანება, ომამდელი პროფესია, შინაური მისამართები და ლექსების რიგითი ნომრები, თუ ვის მიერ რომელი ლექსია ნათქვამი“. წერილის შემოკლების მიზნით, ჩვენ მხოლოდ მათ ვინაობასა და საცხოვრ

ანტონ მამალაძის ეზო
ებელს დავასახელებთ, დანარჩენი, თუ ვინმე აღმოაჩენს თავის წინაპარს და დაინტერესდება, ვინ რომელი სიმღერა იმღერა, ინფორმაციას მივაწვდით.

ჩანაწერებში მონაწილეობა მიუღიათ (რ. ლახის წერილის ზ. სულაბერიძისეული თარგმანის მიხედვით):

ქართლიდან: ისააკ ბიჭიაშვილს (ქურთადან, მისი გვარი და წარმომავლობა სხვაგვარად აქვს გადმოტანილი ა. აბრამიშვილს. ის წერს: ისაკო ბათიაშვილს, ახალგორიდან); კონსტანტინე მავროზაშვილს (ერთაწმინდა); ილია ნავაშვილს (21 წლის, წილკანი).

კახეთიდან: ალექსანდრე ხადელიშვილს (მაღრანი); ისააკ ხაჭელიშვილს (გურჯაანიდან. აბრამიშვილს თარგმნილი აქვს როგორც - ისაკო ქაჩლიშვილი); ზაქარია ნაცვლიშვილს (გიორგიწმინდა); ზაქარია როსტიაშვილს (გურჯაანიდან. აბრამიშვილს უწერია ჩაილურიდან); ივანე ოდლომიშვილს (გურჯაანი);

ფშავიდან: ბასილ გუშალაშვილს (ზემო თიანეთი. აბრამიშვილის მიხედვით - ვასილ); ლუკა თურქაშვილს (ზენა-მზარი. აბრამიშვილის  მიხედვით ზენამხარიდან);

თუშეთიდან: დავით გოცირიძეს (ალვანის თემი);

მესხეთიდან: ნიკოლოზ (ნიკოლა) მაისურაძეს (სოფელი ურაველი. აბრამიშვილს უწერია სოფელი მუსხი);

რაჭიდან: დიომიდე გაგნიძეს (შქმერი); ტყვეები იარლიყით # IV გ. 2/232 (რაჭული წარმოშობით (აბრამიშვილს უწერია - ტყვე იარლიყით # IV გ. 2/238. (ანუ ვინაობა უცნობია -

მელიტონ მამალაძე
გ. მ.);

გურიიდან: მელიტონ მამალაძეს (სოფელი ხევი); პროკოფი პეტრეს ძე კალანდაძეს, (სოფელ ხიდისთავიდან. ცხოვრობდა მიხაილოვში, გორთან ახლოს); ლავროსი (რ. ლახის მიხედვით - ლევარსი) მამალაძეს (სოფელი ხევი); კირილე ახალაძეს, (ასკანა. აბრამიშვილის მიხედვით ნაგომარიდან); ერმილე პაიჭაძეს (ჯვარიწმინდა. ჯვარცხმა - უწერიათ აბრამიშვილს და მინდაძეს და უფრო სწორი უნდა იყოს, არის ასეთი სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კომუნისტების დროს ერქვა დაფნარი); გედევან (გედეონ) ბერძენიშვილს (ჩოხატაური);

იმერეთიდან:  პროკოფი (პორფილე უწერია აბრამიშვილს. ლახს სხვაგან, ქვემოთ უწერია - პორფირე) ხვედელიძე (ქუთაისი);

სამეგრელოდან: ნიკოლოზ (ნიკოლა) პატარაიას (ახალი სენაკი); ილია თოფურიას (ახალი სენაკი); ბეგლარ ბარკალაიას (შეშელეთი, სამურზაყანო) და სამხედრო ტყვეს იარლიყით # VI გ. 1/238  (წარმოშობით მეგრელი. აქ აბრამიშვილს უწერია # IV გ. 1/136.  (ანუ ვინაობა უცნობია - გ. მ.. )... შენიშვნის სახით აღვნიშნავ - შეიძლება აბრამიშვილს დაზუსტებული ჰქონდა ტყვეთა ვინაობა და წარმოშობის ადგილები. სამხედრო იარლიყებით წარმოდგენილი ტყვეების ვინაობა რ. ლახმა ვერ გაიგო, რადგან ისინი ეგერის ბანაკიდან გადაუყვანიათ (შეიძლება ვინმეს, შთამომავალს, გადმოცემით, ჰქონდეს ცნობები მათ შესახებ).

 გალაქტიონ მინდაძის დამატებითი ცნობით, ე

ერმილე პაიჭაძე
გერის ბანაკში იყვნენ ასევე სხვა გურულები, მაგრამ, ეტყობა, არ მოუღიათ მონაწილეობა ჩაწერებში - სოფელ ზემოსურებიდან სოლომონ სამსონის ძე ეზიეშვილი; სოფელ ვაკიჯვარიდან ისიდორე მახარაძე. მათთან ერთად (გაზ. „საქართველოს“ ცნობით)

ეგერის ბანაკში იყვნენ: ვლ. ასკურავა, დიომიდე იმნაიშვილი, ევტიხი ჩიხლაძე, ვასილ ვახვახიშვილი, რომელთა საცხოვრებელი საქართველოში ჩვენთვის უცნობია.

 ანდრია აბრამიშვილი წერს: „ნაშრომის მოკლე ბოლოსიტყვაობაში ა. დირი გულითად მადლობას უცხადებს ბატონ ა. მეტრეველს (ბერლინიდან) და დოქტორ რუსიშვილს (მიუნხენიდან), რომელთაც თავიანთი თავაზიანი შომით დახმარება აღმოუჩენიათ დირისთვის სარეცენზიო წიგნის ტექსტების ტრანსკრიციასა და თარგმანების დადგენა-დაზუსტებაში“ (ა. მეტრეველი გახლდათ ყოველთვიური ქართული ეროვნული ჟურნალის გამომცემელი ბერლინში (ფოტო ვერ მოვიპოვე). დოქტორი რუსიშვილი უნდა იყოს მიუნხენში მოღვაწე ქიმიკოსი, დოქტორი რაჟდენ რუსიშვილი).

აბრამიშვილი გვამცნობს და წარმოგვიდგენს, რომ წიგნში არის შეცდომები, მეცნიერთა სუბიექტური დამოკიდებულება და ა. შ. მაგრამ, საბოლოო ჯამში, დადებითად აფასებს აღნიშნულ ნაშრომს: „მიუხედავად მთელი რიგი უარყოფითი მხარეებისა, წიგნში მაინც ფრიად მნიშვნელოვანი მასალაა თამოყრილი, რომელიც ჩვენის აზრით, ქართველი ფოლკლორისტებისა და მუსიკისმცოდნეთა შესწავლას მოითხოვს. საყურადღებოა თუნდაც ის ფაქტი, რომ ქართულ

რაჟდენ რუსიშვილი
ენაზე (გერმანული ტექსტების პარალელებით) ასეთი ფოლკლორული კაპიტალური ნაშრომის გამოცემა, ისიც საქართველოს ფარგლებს გარეთ, პირველი შემთხვევაა. არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ მსგავსი ნაშრომი დღემდე ჩვენ არც ერთ სხვა უცხო ენაზე არ მოგვეპოვება. და ბოლოს, არ შეიძლება პატივისცემით არ მოვიხსენიოთ ვენის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიურ-ისტორიული განყოფილება, ადოლფი დირი და რობერტ ლახი, რომელთაც, მართლაც, დიდი და ენერგიული მუშაობა გაუწევიათ ქართული პოეტური ზეპირშემოქმედების ნიმუშების შეკრება ჩაწერისა და პუბლიკაციის საქმეში“.

სამეცნიერო შეცდომებზე საუბრობს ზ. სულაბერიძეც თავის წერილში. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც დადებითად აფასებენ ნაშრომს.

ეგერის ბანაკის ტყვემ, ლავროსი მამალაძემ კარგად იცოდა ქართული პოეზიის ნიმუშები, განსაკუთრებით ხალხური შემოქმედება.

რა თქმა უნდა, როგორც გურულ ადამიანს, სიმღერა უყვარდა და ძალიან კარგადაც მღეროდა, მაშინ საქართველოში და გურიაში ყველა მღეროდა. მღეროდა მელიტონ მამალაძეც და სხვებიც.

ქართველ ტყვეებს დრამწრე, მოცეკვავეთა და მომღერალთა წრე ჩამოუყალიბებიათ. საღამოობით მღეროდნენ ხალხურ სიმღერებს, ცეკვავდნენ, დგამდნენ წარმოდგენებს, იღებდნენ განათლებას. შემდეგში ასე ამბობდნენ თურმე: „ქართულმა სიმღერამ და ცეკვამ გადაგვარჩინაო“.

ეროვნულ არქივში შენახულია ფოტო, რომელზეც ეგერის ტყვეთა ბანაკში მყოფი გუ

რობერტ რობერტ ბლაიხშტაინერი
რულები არიან გადაღებულნი (დიმიტრი სილაქაძე, იქვე), მასზე მხოლოდ ლავროსის ამოცნობა მოვახერხე. ფოტოს ლექსად აწერია:
„ლმობიერება ჰქმნის მეგობრობას
ამაყთ ამკვიდრებს აძლევს მხნეობას
დღეს ეგ სურათიც აქ მოგვაგონებს
ოდესმე წარსულ მწარე ტყვეობას !" ..
1918 წ. ქალაქი ეგერი (ბოჰემია)“

დიახ, სიმღერამ, ცეკვამ, ქართველების მიერ ერთმანეთის გატანამ გადაარჩინა ისინი.

საინტერესოა, რომ ეგერის მიდამოებში ქართველ ტყვეების ომში დაღუპული თანამემამულეებისადმი მიძღვნილი ობელისკიც აღუმართავთ. შესაძლოა, ეს ობელისკი ისევ არსებობდეს (https://pomortzeff.com/pow). შესაძლოა, მხოლოდ ქართველებისადმი არ ყოფილიყო მიძღვნილი, არამედ ყველა დაღუპული მართლმადიდებლისადმი. ავსტრიელები რომ ტოლერანტული ადამიანები იყვნენ, იმდროინდელ სასაფლაოსაც ეტყობა, სადაც გვერდიგვერდაა იუდეველების, მაჰმადიანებისა სხვების სასაფლაოები.

როგორც ვთქვით, ქართველი ტყვეებით დაინტერესებული იყო გერმანიის იმპერია, მას უნდოდა ქართველების თავისუფლებისადმი სწრაფვა გამოეყენებინა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ომში,  ეს ხდებოდა საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის ინიციატივითა და პროექტით, რომელსაც გერმანიისა და ავსტრიის მეშვეობით სურდა საქართველოს გათავისუფლება რუსეთის იმპერიისაგან. საიტზე: „ქართველთა კულტურული კვალი გერმანიაში / პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა“ არის გამ

პატარა გივი და ერეკლე ჟორდანია, თუმცა, ეს სამხედრო თუ ეგერის ბანაკში მყოფი ერეკლე ჟორდანიაა, არ ვიცი. დასაზუსტებელია, ეკუთვნის, საინტერესო პიროვნება იყო ოფიცერი ერეკლე ჟორდანია
ოქვეყნებული ცნობა: „1916 წლის 19 აპრილის მოხსენებით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა მიხეილ წერეთელმა ბერლინში კაპიტან ერნსტ ფონ ჰიულსენს, გერმანიის არმიის სახმელეთო ძალების გენერალური შტაბის პოლიტიკის სექციის უფროსს შეატყობინა, რომ უფროსი ლეიტენანტი ჟორდანია მზად იყო, ეგერში გასამგზავრებლად და ქართველ ტყვე ჯარისკაცებთან პროპაგანდის გასაწევად“ (გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები“. https://qakuna.iliauni.edu.ge/ka/person/article/1271). მიხაკო წერეთლის ამ შეტყობინებას შედეგი გამოუღია და ლეიტანენტი ჟორდანია მალე გადაუყვანიათ ეგერს ბანაკში, სადაც შესაბამისი მუშაობა უნდა გაეწია ქართველ ტყვეებს შორის და საქართველოს განთავისუფლების კომიტეტისგან მიუღია დავალება, რასაც ამტკიცებს შემდეგი დოკუმენტი: „1916 წლის 5 ივნისის ინსტრუქციით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა მიხეილ წერეთელმა ბერლინიდან ქართველ ოფიცერ ერეკლე (ჰერაკლიუს) ჟორდანიას ეგერის ტყვეთა ბანაკში ჩასატარებელი სამუშაოს შესახებ აცნობა“ (გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები“ https://qakuna.iliauni.edu.ge/ka/factoid/article/1549). (ოფიცერ ერეკლე ჟორდანიას ფოტო არის ინტერნეტში, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცი ნამდვილად ის თუ არის, საკვლევია, დამსა
ერეკლე ჟურდანია, თუმცა, იგი თუ ეგერის ბანაკში მყოფი ერეკლე ჟორდანიაა, არ ვიცი. გამოსაკვლევია, საინტერესო პიროვნება იყო ოფიცერი ერეკლე ჟორდანია
ხურებული პიროვნება ყოფილა). რა შედეგი მოჰყვა ამ ქმედებებს, ჩვენთვის უცნობია.

ეგერის ტყვეთა ბანაკში ყოფილა „ქალაქ ეგერის ტყვე ქართველებისა და ყაზანის თათრების  კოპერატიული საზოგადოების გამგეობა (ჯგუფური ფოტოზე, 1917 წ. გამოსახულნი გამგეობის წევრები (ფოტოს წარწერის მიხედვით):  მორგენტალერი, გ. თავმჯდომარე (შვეიცარიელი), იბრაგიმოვი, ხ. ვალიევი, შ. კალანდაძე, პ. კვარაცხელია, ს. ჯვარშეიშვილი, ლ. ბატალოვი, მ. და სხვები (https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/9001).

ეგერს ტყვეთა ბანაკიდან ქართველებს წერილი გამოუგზავნიათ ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისათვის. გაზეთი „საქართველო“ 1916 წელს (# 168, სამშაბათი, 5 მკათათვე) წერდა: „ქართველი ტყვეების თხოვნა: ქ. შ. წ. კ. საზოგადოების გამგეობას ავსტრიაში (ქ. ეგერში, ბოგემია) ტყვედ წაყვანილნი ვლ. ასკურავა, დიომიდე იმნაიშვილი, ევტიხი ჩიხლაძე, ვასილ ვახვახიშვილი და ლავროსი მამალაძე სთხოვენ გამოგზავნონ ქართული წიგნები განსაკუთრებით პირველდაწყებითი სწავლისა“.

ჩვენ არ ვიცით, შეძლო თუ არა ქ. შ. წ. კ. გ. ს. ავსტრიაში ეგერის ბანაკის ტყვეებისთვის წიგნების გაგზავნა. თუმცა, ფაქტი საინტერესოა.

მოკლედ, ეგერის ბანაკში მყოფი ქართველები ცდილობდნენ ტყვეობაშიც აქტიურები ყოფილიყვნენ, რამე შეესწავლათ, გაეკეთებინათ, ემოქმედათ, ემღერათ, ეცეკვათ და ქართული

ბრაიან ფეირლი
კულტურაც გაევრცელებინათ.

ქართველების სიმღერებს და ცეკვას მიუქცევია ეგერის ბანაკის ხელმძღვანელთა ყურადღება. ბანაკის ხელმძღვანელობის სურვილით თუ თანხმობით ბანაკში და ბანაკს გარეთ, ქალაქში და დაბებში კონცერტებს ატარებდენ თურმე და აღაფრთოვანებდნენ სხვა ეროვნების ტყვეებს, ბანაკის მცველებს, ქალაქ ეგერის მცხოვრებლებს, გერმანელებს, ჩეხებს... მალე მათ შესახებ გავარდნილა ხმა და ვენის მეცნიერებათა აკადემიის წევრებამდეც მიუღწევია.

როგორც ზემოთ ვთქვით, ქართული სიმღერებითა და შემოქმედებით დაინტერესებულა ვენის აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, მუსიკათმცოდნე და კომოზიტორი რობერტ ლახი. ვენის აკადემიის დავალებით რობერტ ლახმა  1916-1917 წ. წ. ეგერის ბანაკში მყოფი ქართველი სამხედრო ტყვეებისაგან ფონოგრაფზე მრავალი ქართული სიმღერა და ლექსი ჩაწერა. ვენის აკადემიაში მოხსენებაც წაუკითხავს და 50-მდე გრამოფონის ფირფიტაზე ჩაწერილი ქართული სიმღერები წარუდგენია.

რობერტ ლახი აღფრთოვანებას ვერ მალავდა ქართული და განსაკუთრებით გურული სიმღერების გამო: „თითოეული თქვენი ხმა გეგონებათ სხვადასხვას მღერიან, მაგრამ საერთოდ კი ერთად უაღრესად ჰარმონიული სიმღერა გამოდისო“.

ქართველი ტყვეები ნაღველს სიმღერით იქარვებდნენ. ლავროსი ხშირად ამბობდა თურმე: „აბა, ძმებო გურული სიმღერა წამოვიწყოთ, ნუ დარდობთ!.. ჩვენც ვეღირსებით სამშობლოში დაბრუნებასო“...

ზურაბ სულაბე

დიმიტრი სილაქაძე
რიძე, თავის ნაშრომში „რობერტ ლახი ქართული ხალხური მუსიკის შესახებ“ წერდა: „ხაზგასასმელია ავსტრიელი მეცნიერის მიერ ქართული სიმღერებისადმი გამოვლენილი ის დიდი ინტერესი, რის გამოც მკვლევარმა ადოლფ დირისა და სხვათა დახმარებით, ქართული სიმღერები თარგმნა გერმანულ ენაზე და დაწერა მისთვის შესაბამისი მუსიკალური მელოდია.

„ქართული სიმღერების“ ავტორმა პროფესორ ზიგმუნდ ექსნერის ფონოგრაფიული ჩანაწერების საფუძვლიანად გაცნობის შემდეგ ექსნერისეული ქართული სიმღერები შეადარა თავის მიერ ჩაწერილ სიმღერებს. მუსიკის ისტორიის კარგმა ცოდნამ და დაკვირვების ნიჭმა რობერტ ლახს მისცა საშუალება, შეეფასებინა „უნიკალური, არაჩვეულებრივი და ყველასაგან განსხვავებული სტილი ქართული სიმღერებისა“.

როგორც აღვნიშნეთ, 1928 წელს რობერტ ლახისა და ადოლფ დირის ინიციატივითა და მონაწილეობით, გერმანული (ლათინური) შრიფტით დაიბეჭდა ქართული სიმღერებისა და ლექსების ფოლკლორული ჩანაწერები, 307 ქართული ლექსი. იქვეა მოცემული ამ ლექსების პროზაული თარგმანი გერმანულ ენაზე. მუსიკალურ განყოფილებაში კი ნოტებზე ნიმუშების სახით გადაღებულია 317 ქართული ლექსი-სიმღერა, რომლებსაც თვითონ ქართველი ტყვეები ასრულებდნენ.

ნოტებზე გადაუღიათ: „ხალხური ვეფხვისტყაოსანი“, „გუშინ შვიდნი გურჯანელნი“, „მრავალჟამიერ“, „მურმან, მურმან, შენსა მზესა“, „ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე“, „ომში წასვლა მას უხარის“, „სიმინდსა თო

ეგერის ტყვეთა ბანაკის ტყვეთა სასაფლაო დღეს
ხნა დავუწყოთ“, „მასპინძელსა მხიარულსა“, „მე ვარ არსენა ჯორჯიაშვილი“, „სამშობლო ჩემო ლამაზო“, „ქალი გამიდიდგულდა“, „გაფრინდი შავო მერცხალო“, „გახსოვს ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში“, „წაიყვანეს თამარ ქალი“, „ჩავუხტეთ ბარათაშვილსა“, „მუშური“, „ავთანდილ გადინადირა“, „ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა“, „ქართული მარსელიოზა“ და სხვა...

აღნიშნულმა მეცნიერებმა, სხვა თანამოაზრეებთან ერთად, შემოგვინახეს ქართველების მიერ ტყვეთა ბანაკებში ჩაწერილი სამი ასეული სიმღერის უნიკალური აუდიო ჩანაწერი.

კავკასიოლოგი, ქართველოლოგი, ფოტოგრაფი და მუზეუმის კოლექციონერი ადოლფ დირი მანამდე, რამდენჯერმე იყო ნამყოფი ჩრდილოეთ კავკასიაში და საქართველოში. რამდენიმე წელი ცხოვრობდა ტფილისში და გიმნაზიაში ასწავლიდა გერმანულსა და ინგლისურს. შეისწავლიდა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ენებს, ასევე ქართულს, იღებდა ფოტოებს, აგროვებდა სამუზეუმო ექსპონეტებს, იწერდა ხალხურ სიმღერებს (მათ შორის ლაზურს, მეგრულს, სვანურს). 1918 წელს, როდესაც საქართველომ, გერმანიის მხარდაჭერით, გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ადოლფ დირი საქართველოში ჩამოსულა გერმანულ დელეგაციასთან ერთად.

პროფესორი რობერტ ლახი, შემდეგში, ზემოთ აღნიშნულ თავის წიგნში (წერილში) აქებდა ლავროსი მამალაძეს (გალაქტიონ მინდაძის თქმით - მდინარე გუბეზეულის პირას სიღარიბეში აღზრდილ ხეველს), რომელიც ქართული ტექსტების თარგმანის მონაწილე და მისი 254 გვე

იუდეველისა და მაჰმადიანის საფლავები ეგერის ტყვეთა ბანაკიდან
რდიანი ნაშრომის კონსულტანტიც კი ყოფილა.

 გალაქტიონ მინდაძის ინფორმაციით, რომელიც მოიპოვა ლავროსის თანაბანაკელი მეგობრებისგან, რობერტ ლახი ხშირად მიდიოდა ეგერის ბანაკში ქართველ მომღერლებთან, ლავროსი შეჰყავდათ სპეციალურ ოთახში, ამღერებდნენ ფონოგრაფში ხმის ჩასაწერად და მერე მის ხმას დასაზუსტებლად ყურმილით მოასმენინებდნენ. შემდეგ ქართულ ლექსებს ათარგმინებდნენ გერმანულად და იწერდნენ გერმანული შრიფტით. წერილში „ქართული სიმღერები“ რობერტ ლახი ლავროსიზე ამბობს: „მსურს, მადლობა გადავუხადო იმ გუნდის წევრებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემთან თანამშრომლობდნენ, პირველ რიგში კი, მიუნჰენელ დოქტორ ადოლფ დირს, რომელმაც წმინდა მეცნიერული თვალსაზრისითა და ინტერესით, უდიდესი წვლილი შეიტანა ეგერის ბანაკის ტყვეთა სიმღერების ტექსტების გამოქვეყნების საქმეში. ამ საქმეში მას დაეხმარა უაღრესად განათლებული, გურული წარმოშობის ლევარსი მამალაძე. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ვენის უნივერსიტეტის დოცენტს, ბატონ რობერტ ბლაიხშტაინერს, რომელმაც დამითმო თავისი უძვირფასესი დროის დიდი ნაწილი და თავი მოუყარა ყველა იმ თარგმნილ ტექსტსა თუ ცნობას, რომელიც ბანაკში იქნა მოპოვებული. მანვე უზრუნველყო სიმღერების ფონოგრამული ჩაწერა, ფილოლოგიური კორექტირება და ზოგიერთი ადგილის თარგმნაც კი“.

 ლავროსის გარდა, ქართველ სამხედრო ტყვეებისაგან ლექსები შეუკრებიათ მომღერლებს მელიტონ მა

ქალაქი ეგერი
ქსიმენის ძე მამალაძეს, ერმილე იორდენეს ძე პაიჭაძეს და გედეონ ათანასეს ძე ბერძენიშვილს.

 ლავროსის (და მელიტონის შესახებ) ძალიან საინტერესო ამბავი აქვს მოთხრობილი გალაქტიონ მინდაძეს (იქვე), რომელიც მან ეგერის ბანაკის ყოფილი ტყვეებისგან გაიგო:

 „ერთ დღეს ეგერის ბანაკის ტერიტორიაზე მოჰკლეს გერმანელი ოფიცერი, რომელიც თავისი ჯაშუშური მოქმედებით აწამებდა ქართველ ტყვეებს... ამასთან დაკავშირებით, ეჭვით, შეიპყრეს 4 ტყვე, მათ შორის ლავროსი და მელიტონ მამალაძეები. გამოუძიებლად მათ დახვრეტა გადაუწყვიტეს...

ეს ამბავი გაიგო ეგერში მცხოვრებმა მდიდარი ოჯახის შვილმა ლაურამ, რომელთანაც ლავროსის კარგი ნაცნობობა ჰქონდა.

რეალური დახმარებისთვის ლაურამ თხოვნით მიმართა საერთაშორისო წითელი ჯვრის საფრანგეთის წარმომადგენლობას, რომ „ქართველ ტყვეებს უდანაშაულოდ და საქმის გამოუძიებლად ხვრეტენო“...

ის იყო ტყვიამფრქვევი გამოიტანეს და საჯაროდ უნდა დაეხვრიტათ ქართველი ტყვეები, რომ თეთრი დროშით მტვრის კორიანტელში გახვეული მანქანით შუამდგმლობით შემოიჭრნენ, საფრანგეთის წითელი ჯვრის წარმომადგენლები.

ტყვეები უკან დააბრუნეს. რადგან გამოძიებით მკვლელობა ვერ დაუმტკიცეს, ბრალდება მოეხსნათ და პატიმრობისგან გაათავისუფლეს...

ამრიგად გერმანელმა ქალიშვილმა ლაურამ თავისი დიდბუნოვანი ადამიანური მოქმედებით, სიკვდილს გადაარჩინა 4 ქართველი,

აფრასიონ მამალაძე, ცოლთან, ოლღასთან და უფროს ვაჟთან, გაიოზთან ერთად
მათ შორის ლავროსი და მელიტონ მამალაძეები.

ამ დაუვიწყარი ფაქტის შემდეგ ლავროსიმ მეტად განამტკიცა ლაურასთან კავშირი და საბოლოოდ მეგობრობა შეჰფიცეს ერთმანეთს... გადმოცემით, იმ დროინდელი წესისა და კანონის მიხედვით ლავროსის არ მისცეს უფლება, როგორც ტყვეს, იქედან წამოეყვანა თავისი საცოლე და ლაურას თხოვნა იქ დარჩენილიყო, ვერ შეასრულა, რადგან თავისი სამშობლოს სიყვარულმა დასძლია“...

(წერილის გამოქვეყნების შემდეგ, ლევან მამალაძის გამოხმაურება-კომენტარით დადგინდა, რომ ლაურას მიერ ოთხ გადარჩენილ ქართველთაგან, ლავროსი და მელიტონ მამალაძეებთან ერთად, მესამე ყოფილა ლევან მამალაძის დიდი ბაბუა, ერმილე პაიჭაძე (იხ. ქვემოთ, კომენტარ-გამოხმაურებებში). შემდეგ დამირეკა ლევან მამალაძის დედამ, ქალბატონმა ვერიკო პაიჭაძე-მამალაძისამ და მაცნობა, რომ ბაბუისგან სცოდნია, მეოთხე გადარჩენილი უნდა ყოფილიყო გვარად კალანდაძე, ისიც ჩვენი კუთხიდან. სახელი ჯერ ვერ დავადგინეთ).

ტყვეობის შემდეგ ლავროსი მამალაძე დაბრუნდა ხევში. მალე თბილისში, ბარათაშვილის ქუჩის # 13-ში დასახლდა. იმავე ეზოში ცხოვრობდა მისი და, ეკატერინე (კატუშა) მამალაძე, ქმარ-შვილთან ერთად. აღნიშნული ეზო იყო სადაც ახლა ფიროსმანის მეეზოვის ქანდაკება და კონკა დგას. ახლა ის ეზო აღარ არსებობს, ბარათაშვილის ქუჩის რეკონსტრუქციის დროს ქუჩა გაადიდეს, ეზო გააუქმეს და ბინები დაანგრიეს. ცოტა მოშორებით, კალინინის # 38-ში (ახლანდელ

მიხაკო წერეთელი
ი ივ. ჯავახიშვილის ქუჩა) კი მათი ძმა, აფრასიონი (ბაბუაჩემი) ცხოვრობდა, ცოლთან და შვილებთან, ბიძაჩემთან და მამაჩემთან ერთად. ლავროსიმ იქორწინა ნადია ჩიგოგიძეზე. სამწუხაროდ შვილი არ შეეძინათ. ლავროსიმ და ნადიამ გაზარდეს ნადიას ძმის შვილი, გიორგი (ჟორა) ჩიგოგიძე.

ლავროსი მამალაძემ რამდენიმე წელი იმუშავა ჩოხატაურის რაიონული აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ. მერე „ოზურგეთის მაზრის სატყეო მეურნეობის უფროსად, საიდანაც ის კვალიფიკაციის ასამაღლებლად ორი წლით გაიგზავნა მოსკოვის სატყეო ტექნიკურ ინსტიტუტში, აქ 24 საგანი ფრიადზე ჩაუბარებია. ხსენებული ინსტიტუტის დამთავრების ბოლო თვეებში ლავროსი ანტონის-ძე მამალაძის წინადადებას მნიშვნელოვანი ტექნიკური გაუმჯობესება შეუტანია სატყეო მრეწველობის საქმეში, რომლისთვისაც ინსტიტუტის დირექციამ იგი ქების სიგელით დააჯილდოვა. ლავროსი ბოლო ხანებში მუშაობდა საქართველოს სატყეო სარეწაო კავშირის სატყეო სამმართველოს უფროსად“.

ლავროსი მამალაძის ბინაში საპატიო ადგილას ეკიდა ჩარჩოში ჩასმული ლავროსის და ლაურას სურათები. ლავროსი მამალაძე გარდაიცვალა 1953 წელს.

1959 წელს, როცა ლავროსიზე და სხვა ტყვეებზე სტატიას წერდა, გალაქტიონ მინდაძე ეწვია ლავროსი მამალაძის ქვრივს და გვიამბობს: „70 წლის ნადია ჩიგოგიძე-მამალაძისამ (ლავროსის მეუღლემ) გადმომცა, რომ ლავროსი ხშირად მეუბნებოდა - „ლაურამ მე სიცოცხლე მაჩუქა... დიდი განათლებული და

ლადო ჭელიძე
ძვირფასი ხასიათის ადამიანი იყო. როდესაც მოვკვდე, ეს სურათი კუბოში ჩამატანეთო... მას ეს თხოვნა ვერ შევუსრულე, რადგან ის, ლაურას განსაკუთრებით აფასებდა და მე ლავროსის უდიდეს პატივს ვცემდი, გადავწყვიტე, ორთავეს სურათს ვუყურებდე სანამ ცოცხალი ვარ“...

ლავროსი ანტონის ძე მამალაძე და მისი მეუღლე ნადია დაკრძალული არიან კუკიის სასაფლაოზე, ლავროსის ძმის, აფრასიონისა და დის, ეკტერინეს საფლავებთან ახლოს.

გერმანელი ქალიშვილის, ლაურას შემდგომი ბედი უცნობია.

P. S. კარგი იქნებოდა, აღნიშნული აუდიო ჩანაწერები გაიწმინდოს ხმაურისგან და ისე გამოქვეყნდეს. კარგი იქნებოდა, რობერტ ლახისა და ადოლფ დირის წიგნის ის ნაწილი გამოქვეყნდეს მთლიანად, რომელიც ქართულ ფოლკლორსა და საქართველოს ეხება (თავისი კომენტარებით, რა თქმა უნდა).

ძალიან მაინტერესებს ლაურას ბედი, იქნებ ვინმე დამეხმაროს მისი შემდგომი თავგადასავლის გაგებაში...


 -----


დამატება-დაზუსტებანი

 პირველი დამატება, დაზუსტება ლევან მამალაძისგან მისი დიდი ბაბუის, ერმილე პაიჭაძის თავგადასავლის შესახებ:

ყურადღებით გავეცანი გაიოზ მამალაძის ნაშრომს პირველი მსოფლიო ომის დროს ბოგემიის ქალაქ ეგერში დატყვევებულ ქრთველებთან დაკავშირებით http://georoyal.ge/?MTID=5&TID=47&id=3946.... "სიმღერამ გადაგვარჩინა" ეს ისტორია ად
ერმილე პაიჭაძის შთამომავალი ლევან მამალაძე, რომელმაც დაამატა ერმილე პაიჭაძის შესახებ ინფორმაცია
რეც მსმენია, რადგან იმ ოთხი გურულიდან ერთი ჩემი დიდი ბაბაუა ერმილე პაიჭაზე იყო. ერმილე იორდანეს-ძე პაიჭაძე დადეჩემის ვერიჩკა პაიჭაძის ბაბუაა. ანუ ბაბუაჩემის შალვა პაიჭაძის მამა. ბავშვობაში ერთი სული მქონდა როდის დაიწყებოდა საზაფხულო არდადეგები , რომ თბილისიდან სოფელში წავსულიყავი. ჯერ სოფელ ჩაისუბანში (ადრე მას ჯვართცმა ერქვა) მივდიოდით ბაბუაჩემთან შალვა პაიჭაძესთან , მერე კი საგვარეულო ხვეში. არ მახსოვს რომელი წელი იყო, ბაბუაჩემს ესტუმრა ყველასათვის ცნობილი ანზორ ერქომაიშვილი. ის ბიძაჩემთან ვიტალი პაიჭაძესთან მეგობრობდა , მან ჩამოიყვანა და საგანგებოდ გვაცნობა , რომ ავსტრიის დედაქალაქიდან ვენიდან ახლახანს დაბრუნებულიყო. ოდის წინ მსხლის ძირში სუფრა გაიშალა. ბატონმა ანზორმა ჩნაწერი მოგვასმენინა და ეს საოცარი ისტორია მოგვიყვა, თუ როგორ გადაურჩნენ დახვრეტას და სიმღერამ როგორ გადაარჩინა გურული ტყვეები. მან ასევე ორი მამალაძე ახსენ, რომელნიც ერმილე პაიჭაძესთან ერთად იყვნენ ტყვეობაში. ბაბაუაჩემმ ამას ცხონებული ერმილეს მონათხრობი დაუმატა. 1914 წელს როცა ტყვეობაში მოყვნენ , ერმილე თვალის არეში დაჭრილა. მამალაძეებს არ მიუტოვებიათ და ხელით გამოუყვანიათ ბრძოლის ველიდან. ქალაქ ეგერში ტყვეთა ბანაკში სევდიანად მღეროდნენ, უცნაურ გულულ სიმღერებს. ეს ავსტრიელ ოფიცერს შეუნიშნავს, რომელიც იცნობდა ეთნოგრაფ პროფესორს სახელად ადოლფ. ბაბაუაჩემს მამის მონათხრობიდან პროფესორის გვარი არ ახსოვდა, სა
ერმილე პაიჭაძის შვილიშვილი, ვერიკო პაიჭაძე-მამალაძისა, რომელმაც გვაცნობა, რომ ლაურას მიერ გადარჩენილ ოთხ ქართველთანაგან ერთ-ერთი გვარად კალანდაძე უნდა ყოფილიყო
ხელი ადოლფი კი ადვილად დაიმახსოვრა. ბატონმა ანზორმა დააზუსტა , რომ ეს პროფესორი ცნბილი ეთნოგრაფი ადოლფ დირი იყო. მცნიერები გურული სიმღერებით იმდენად დაინტერესებულან , რომ მათი ჩაწერა გადაწყვიტეს და ვენაში გენერალური შტაბიდან ნებართვაც აუღიათ. ერმილე პაიჭაძეს ჭრილობა გაურთულდა და ამ ნებართვის საფუძვლზე საქალქო ჰოსპიტალში გაუკეთეს ოპერაცია. გამოჯანმრთელების შემდეგ ერმილე ცალი თვალით დაუბრუნდა მეგობრებს და სიმღერების ჩაწერა გაუგრძელებიათ. ბაბუაცემმა ასევე გაიხსენა მამამისის ნაამბობი , რომ გერმანელი ოფიცრის მკვლელობას აბრალებდნენ გურულ მომრერლებს, დასახვრეტად გაამზადეს და ბოლო მომენტში მამალაძის სატრფო გოგონას გადაურჩენია ოთხივე. საქართველოდან მოწყვეტილს, გული სიხარულით ამევსო როცა გაიოზის მოკვლეულ მასალებს გავეცანი. ჩემი დიდი ბაბუის ერმილეს სურათებიც ვნახე. ყოველთვის მაინტერესებდა ვინ იყვნენ დიდი ბაბუის გადამრჩენელი მამალაძეები. მეამყება ,რომ ლავროსი და მელიტონ მამალაძეები ჩვენი პირდაპირი ახლობლები ყოფილან. ჩემი შტოც ხომ მახობაშვილებისაა.ლევან მამალაძე

 

 


მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq