საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ვალერიან გაფრინდაშვილი
გაიოზ მამალაძე
ვალერიან ივანეს ძე გაფრინდაშვილი დაიბადა 1888 წლის 21 დეკემბერს (ახალის სტილით 1889 წლის 2 იანვარს), ქუთაისში. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. გულბათ ტორაძის თქმით, რომელიც მისი თანაკლასელისა და მეგობრის, გრიგოლ ტორაძისა და მისი ცოლის, ირა ჭავჭავაძის დის შვილი იყო, ვალერიანის „თანაკლასელები იყვნენ - აკაკი შანიძე, შალვა ნუცუბიძე, გრიგოლ წულუკიძე (აკადემიკოსი), ნიკოლოზ ანდრიაძე (პროფესორი, პირველი ქართველი ინფექციონისტი), ეფრემ ზაქარაია (პროფესორი, გამოჩენილი ქირურგი), რუსი აკადემიკოსი გიორგი კაშჩენკო“... მართლაც შესანიშნავი თაობა იზრდებოდა.

გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე. თავიდან ლექსებს წერდა რუსულ ენაზე. პირველი ქართული ლექსი 1915 წელს გამოაქვეყნა გაზეთ „მეგობარში“. იყო „ცისფერყანწელების“ ერთ-ერთი ლიდერი და თეორეტიკოსი.

1918 წელს თბილისში გადმოსახლდა. მისი ლექსების პირველი კრებული „დაისები“ გამოვიდა 1919 წელს. რედაქტორობდა ჟურნალ „მეოცნებე ნიამორებს“ (1919—1924), წლების მანძილზე თავმჯდომარეობდა საქართველოს მწერალთა კავშირის მთარგმნელობით სექციას და გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ მხატვრული ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებას.

მის შემოქმედებაში, ასე ვთქვათ, ორ ეტაპს გამოყოფენ. გურამ ბენაშვილი კარგად გადმოგვცემს ვალერიან გაფრინდაშვილის პოეტური შემოქმედების პერიოდიზაციას: „ერთ დროს ორთოდოქსი სიმბოლისტი,
ტიციანი, პაოლო და ვალერიანი
ბოლოს კი რეალური სინამდვილის გულწრფელი ჭვრიტით დაღლილი „მომღერალი“ - ასეთია ვალერიან გაფრინდაშვილის შემოქმედებითი გზის სქემატური სურათი“.

1926 და 1937 წლებში გამოიცა მისი ლექსების კიდევ ორი კრებული.

ვალერიან გაფრინდაშვილმა თარგმნა ალექსანდრე პუშკინის, ნიკოლოზ ნეკრასოვის, ტარას შევჩენკოს, ინიკენტი ანენსკის, კოსტა ხეთაგუროვის, ჰოვანეს თუმანიანის, ვალერი ბრიუსოვის, ალექსანდრე ბლოკის, ვლადიმერ მაიაკოვსკის, სერგეი ესენინის, ნიკოლოზ ტიხონოვის, პავლე ანტოკოლსკის, მიკოლა ბაჟანის, გოეთეს, ჰაინრიჰ ჰაინეს, ვალტერ ჰაზენკევერის, ედგარ პოს, ოსკარ უაილდის, ვიქტორ ჰიუგოს, ოგიუსტ ბარბიეს, ჟერარ დე ნერვალის, ტეოფილ გოტიეს, შარლ ბოდლერის, ჟიულ ლაფორგის, ეჟენ პოტიეს, პოლ ვერლენის, არტურ რემბოს, სტეფან მალარმეს, ტრისტან კორბიერის, ალბერ სამენის, ემილ ვერჰარნის, მიხეილ ლერმონტოვის ნაწარმოებები.

ვალერიან გაფრინდაშვილმა რუსულად თარგმნა და 1923 წელს ცალკე წიგნად გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები. რუსულად თარგმნა სხვა ქართველი პოეტების ლექსებიც.

1990 წელს გამოიცა ვალერიან გაფრინდაშვილის კრებული, რომლის წინასიტყვაობაში ("ცისფერი ორდენის ერთგული რაინდი“) გურამ ბენაშვილი შესანიშნავად წერს: 

„...ის მრავალთათვის ბუნდოვანი ლეგენდა იყო. როგორც აუცილებლობა ისიც თანდათანობით შეიკრებს თავის ბუნებრივ ჭეშმარიტ მასშტაბებს და მაშინ, თუ სამწუხაროდ დღესვე არა, ჩვენს წინაშე წარმ
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ოდგება განსაცვიფრებელი თავისთავადობით, საოცრად დახვეწილი და არისტოკრატიული ელეგანტური ეროვნული სულით აღბეჭდილი პოეტი“...

 განვლილმა დრომ, მართლაც, კიდევ უფრო გამოაჩინა მისი განსაცვიფრებელი ნიჭი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ვალერიან გაფრინდაშვილის ჯეროვანი შეცნობა და დაფასება ისევ მომავლის საქმეა.

დიდი ესეისტი, პოეტი და მტარგმნელი გარდაიცვალა 1941 წლის 31 იანვარს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ისეთი ლექსი 

ვიყავი მხოლოდ ლექსით მდიდარი,
არ მიძებნია მეტი ქონება
და ლექსის გარდა არავითარი
მე არ მხიბლავდა სხვა შთაგონება.

ისეთი ლექსი დავწერო მინდა,
რომ არ დამჭირდეს კვლავ ლექსის წერა
მსურს დავიფერფლო, ვით ცეცხლი წმინდა
და ეს იქნება გედის სიმღერა.

ჩემი სიცოცხლე არის ლოდინი,
ამ აგონიის და ამ სიმღერის.
რამდენი წელი, დღე რაოდენი                                                                                                                                     &nb

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
sp;     ვიყავ მძებნელი იდუმალ ფერის!

მე აღარ მინდა მეტი წვალება,
სულის და ხორცის ყოფაზე ზრუნვა,
დღეთა კოშმარი ცეცხლისთვალება,
რითმების ძებნა სიტყვების ბრუნვა!

კმარა! გათავდეს მწველი ამბავი.
უკანასკნელად ვიმღერო, მინდა.
ლექსი, ჩემს შემდეგ დასასტამბავი -
ჩემი ანდერძი და სიტყვა წმინდა.

და მაშინ ვიტყვი გულგაპობილი:
- ბედო, შავპირო! გამიშვი ახლა!
გულში ჩამიკრავსმიწა მშობელი,
დამიტირებენ ვარსკვლავნი მაღლა.

ისეთი ლექსი დავწერო მინდა,
რომ არ დამჭირდეს კიდეც ცხოვრება,
და მჟერა, ჩემი სიმღერა წმინდა
სამშობლო მხარეს ემახსოვრება.

1937 წელი

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq