საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

გაიოზ მამალაძის ლექსები
გია მამალაძე

                   .  .  .

 

მრავალი წლების მერე, და მერე,

მოახლოვდება როცა სიკვდილი

და დამიდგება როცა სიბერე;

უკანასკნელი სიყვარულისთვის,

რომ დამიდგება მე ბოლო ხანა;

ვინღა გამიგებს? ვინ შემიყვარებს?

არავინ არის სხვა შენისთანა.


                                                      ფიცვერცხლი

 

ამ ფიცის ვერცხლი ეს საღამოა.

მე ხუცესი ვარ, ამ ვერცხლის მთლელი.

ეს ჩვენი ძმობა სამუდამოა,

მაშ გავუმართოთ ერთმანეთს ხელი.

  დავიწყებთ ნოლით, ჯერ არვინ არ ვართ,

  მაგრამ, შევიქმნათ უნდა კაცებად.

  ვიცხოვროთ ისე, რომ გარდაცვლილნი  -

  გამოვეცხადოთ ერს აღტაცებად.

 

                    ჰე, იბერო!


    ჰე, იბერო გამოფხიზლდი!

    გაიხსენე დღეები,

    გზას რომ ვეღარ გოღობავდნენ

    ციხესიმაგრეები.


    გაიხსენე როგორ ძრწოდნენ, 

    მტრები - ბარბაროსები.

    როგორ მიმოიფანტოდნენ 

    ბრძოლით დანაოსები.

  

    და სწვდებოდა მისტერიებს

    იბერების გონება.

    მოდიოდა ჩვენზე მადლით

    ღვთისგან ზეშთაგონება.


    გაიღიმე? - ძალზედ კარგი.

    მაშ დაბრუნდა მხნეობა.

    დაიწყება ამ წუთიდან

    შენი ნების ზეობა!

1986 წელი


          . . . 
კონსტანტინე და გალაკტიონი
ორიორი ტაძარი, ნათელი, წმიდა.
შესადარები, ისევე როგორც -
სვეტიცხოველი და ნიკორწმინდა.


  ...

 

მე იმ ბედნიერ წუთს გეფიცები,

რომ არ ყოფილა და არც იქნება.

სიყვარულისთვის მე ავენთები,

როგორც აინთო ვერტერის ვნება.

  სხვის სიყვარული გულთან არ მოვა,

  როგორც არ მოვალ შენთან  - ქებული.

  იტყვიან ჩემზე: "სიკვდილში ჰპოვა

  თავის ძვირფასი შეყვარებული".

გაივლის წლები - როგორც ზღაპარი,

და თუ გადაშლი წიგნს ნაცნობ მგოსნის,

თუნდაც, რომ ვიყო დიდი ხნის მკვდარი -

ეს ჩემი ლექსი მაინც დაგკოცნის!

  1983 წელი

 

   .  .  .

 

ვეღარ წავიკითხე

"მგზავრის წერილები".

რატომ ვერ ვკითხულობ?

შენ ვერ მიმიხვდები.

  შენ ვერ მიმიხვდები

  რატომ ვგრძნობ თავს ავად;

  თვალთა უპეები

  დრომ რად გამიშავა.

რატომ არ მსურს ლოცვა,

რატომ არ მსურს ფიცი,

ახლოსა ხარ, მაგრამ

არაფერი იცი.

  რატომ არის ასე?

  ეგ ბრალია ვისი?

  ... დამავიწყდა უკვე...

უკვე, აღარ ვიცი...


                                                                                    მე მარად გავცემ

ისევ სიყვარულს დავუბრუნდები,

ისევ მოგიძღვნი უწითლეს ვარდებს;

 ვინმეს დავუწყობ კარებთან ვარდებს

მეახლებიან ისევ ფიქრები

და გული ჩემი ისევ იდარდებს.

  ჰოი, სიყვარულო! მე სამუდამოდ

  მინდა დავმკვიდრდე შენს საუფლოში;

  მინდა შევიქმნა უნაზეს მსხვერპლად

  ყოველ სივრცეში და ყოველ დროში.

მე ისევ გავცემ, რომ სიყვარულის

არ დაიკარგოს არც ერთი გზნება;

ჩემი სიცოცხლე მთლად სურვილია -

ჩემი სურვილი კი უკვდავება.

1991 წელი


                                                                             მზის სადიდებელი

                                                                               (ძველი რედაქცია)

 

ო, მზეო გეგებები და

ო, მზეო გიმღერი!

ო, მზეო ამომავალო,

მზეო დიდებულო,

სიბნელის მკვეთელო,

ო, მზეო ძლიერო!

მზეო ქებულო,

მანათობელო,

მზევ მაცოცხლებელო,

ჰოი ბრწყინვალეო მზეო!

მოგმართავს შენი შვილი

და შენი წილი

ამქვეყნად შენი     

გაჩენილი,

სინათლის მძებნელი,

შენი მქებელი,

მადიდებელი,

მავედრებელი,

მოგმართავ შვილი,

შენი მზეო წილი.

შენ გვაჩუქე ჩვენ სიცოცხლე

და გვიბოძე გამარჯვება,

მოგვამადლე ჩვენ სიხარული.

შენ გვაჩუქე ჩვენ სინათლე

და გაგვითბე ჩვენ გულები,

მოგვანიჭე ჩვენ სიყვარული.

ო, მზერამიუწდომელო

ო, თვალშეუდგამო,

ო, ყოვლისდამბადებელო

და შემოქმედო.

ნუგეშისმცემელო

მანეტარებელო

ო, ზეციურო,

ო, ზეციერო.

ჰოი დიდებულო

მაცხოვარო ქებულო!

 ალბათ 1996

 

                                                                            მზის სადიდებელი

                                                                             (ახალი რედაქცია)

 

ო, მზეო გეგებები,

ო, მზეო გიმღერი!

ო, მზეო მაღალო,

მზეო დიდებულო,

სიბნელის მკვეთელო,

ო, მზეო ძლიერო!

ო. მზეო ქებულო,

ო. მანათობელო,

მზევ მაცოცხლებელო,

ჰოი ბრწყინვალეო მზეო!

მოგმართავს შენი შვილი

და შენი წილი

ამქვეყნად შენი     

გაჩენილი,

შენი იმედით

დარჩენილი!

სინათლის მძებნელი,

შენი მქებელი,

მადიდებელი,

მავედრებელი,

მოგმართავ შვილი,

შენი მზეო წილი.

შენ გვაჩუქე ჩვენ სიცოცხლე

შენ გვიბოძე გამარჯვება,

მოგვამადლე ჩვენ სიხარული.

შენ გვაჩუქე ჩვენ სინათლე

შენ გაგვითბე ჩვენ გულები,

მოგვანიჭე ჩვენ სიყვარული.

ო, მზერამიუწდომელო

ო, თვალშეუდგამო,

ო, ყოვლისდამბადებელო

და შემოქმედო.

ნუგეშისმცემელო

მაცოცხლებელო

მანეტარებელო.

ო, ზეციურო,

ო, ზეციერო.

ო, ზენათელო

განუსაზღვრელო

მზევ ალიონის,

მზეო შუადღის,

მზეო დაისის,

მზევ შუაღამის...

ჰოი დიდებულო

მაცხოვარო ქებულო!

ალბათ 2026

 

                                                            ქართველი ნაციონალისტების სიმღერა

                                                                        (ძველი რედაქცია)

 

    დავირაზმეთ ხუთჯვრიანი დროშებით,

    დრო მოვიდა სამშობლოსთვის ბრძოლისა.

    ალგეთში გამოვიზარდეთ ყიჟინით:

    "საქართველო უწინარეს ყოვლისა!"

 

    ვერ დაგვიჭერს ამირანებს ჯაჭვები,

    მთელი ერი ბრძოლაში ჩაერთობა -

    გაუმარჯოს გამარჯვების სიყვარულს!

    გაუმარჯოს ქართველების ერთობას!

 

 მთელ მსოფლიომ გაიგოს და იცოდეს,

 ლაზარე რომ ქართული სამყაროა -

 საქართველო სული არის უკვდავი!

 ქართველობა უკვდავების წყაროა!

 

    ახალ გმირებს გვაფრთიანებს შეგნება,

    სამშობლოსთვის თავგანწირულ ბრძოლისა:

    ისმის ბუკი და გაისმის ნაღარა -

    საქართველო უწინარეს ყოვლისა!


                                                          ქართველთა ერთობი სიმღერა

 

    დავირაზმეთ ხუთჯვრიანი დროშებით,

    დრო მოვიდა სამშობლოსთვის ბრძოლისა.

    ალგეთში გამოვიზარდეთ ყიჟინით:

    "საქართველო უწინარეს ყოვლისა!"

 

      "საქართველო, საქართველო უწინარეს ყოვლისა!"

 

       შევიყვაროთ ერთმანეთი ქართველნო,

       გამარჯვებას ჩვენ მოგვიტანს - ერთობა!

       ერთმანეთის სიყვარულით ვმღეროდეთ   

       გაუმარჯოს ქართველების ერთობას!

 

       ერთმანეთის სიყვარულით ვმღეროდეთ   

       გაუმარჯოს ქართველების ერთობას!

   

    ვერ დაგვიჭერს ამირანებს ჯაჭვები,

    ქართველებო, თუ გვექნება ერთობა -

    გაუმარჯოს ქართველების სიყვარულს!

    გაუმარჯოს მაშ ქართველთა ერთობას!  

 

    გაუმარჯოს ქართველების სიყვარულს!

    გაუმარჯოს მაშ ქართველთა ერთობას!  

     

   მთელ მსოფლიომ გაიგოს და იცოდეს,

   ლაზარე რომ ქართული სამყაროა,

   ღვთისმშობელის წილხვედრობა ნამდვილად

   ქართველობის უკვდავების წყაროა!

 

    ჩვენ, ქართველებს გვაფრთიანებს შეგნება,

    სამშობლოსთვის თავგანწირულ ბრძოლისა:

    ისმის ბუკი და გაისმის ნაღარა -

    საქართველო უწინარეს ყოვლისა!

 

  საქართველო, საქართველო უწინარეს ყოვლისა!


                                                     რა დამავიწყებს იმ გოგოს თვალებს

 

მობოდიალეს გადამღლის წლები.

დამავიწყდება მე ყველა გრძნობა.

მათ ხელმეორედ არც შევეხები,

თუმც, გული ახლა ძლიერ ენდობა.

  დამრჩება ერთი, პოეტს ნაწვალებს,

  არ მიეცემა ის გრძნობათ წყებას; დავიწყებას

  რა დამავიწყებს იმ გოგოს თვალებს!

  რა დამავიწყებს იმ აღტაცებას!

                    

  . . .

 

საზიზღარო, საზიზღარო

იანვარის ცივო ქარო,

ერთი თხოვნა შემისრულე,

თუ გსურს თავი შემაყვარო.

  წადი ნახე ჩემი მთვარე,

  ჩემი კოცნა მიაკარე,

  მოიტაცე სუნთქვა მისი,

  მომიტანე, გამახარე.


                                                                 შენ ხარ ვენახი

 

შენ ხარ ვენახი

მტევან დალოცვილი.

ვერსად ვერ ვნახე

ასე სრულყოფილი;

წალკოტი -

სადაც,

შენსავით ნაზი,

შენსავით მწიფე,

მშვენიერი

ხარობდეს ვაზი.

ო, როგორ გშვენის შენ ქარვისფერი.

სხივების კრთომა,

შვება არის ჩემი.

მსურს შენთვის შრომა,

ჩემთვის კი ედემი,

მინდა, რომ ვიყო მე მევენახე...


                                                                              .  .  . 

 

შენი სახე ისე მიყვარს,

ვით სიონის კედლები.

წამომყევი, მოგიტაცებ,

თავზედ შემოგევლები.

  მომანათე დასაკოცნად

  ეგ ცისფერი თვალები,

  შენ ეს თხოვნა შემისრულე,

  მე კი გენაცვალები.


                                                                                სიყვარული მენანება

 

შენ ის წამი 

აღარ გახსოვს?!

ანდა,..

რატომ გეხსომება.

ჩემთვის იგი ძვირფასია -

უტკბილესი მოგონება.

დამივიწყებ,

სხვა გიპოვის,

სიყვარული სხვის გექნება.

მე კი

ტაძარს ავაშენებ,

იქ სანთლები დაინთება.

გავნათლდები,

კარგად ვიცი,

ასეთია

ღმერთის ნება.

მაგრამ, მაინც,

მაგრამ მაინც,

სიყვარული მენანება.


                                                                     შუაღამის ტრიოლეტი

 

შუაღამეა, მოწყენილად დგანან სახლები.

შუაღამეა, ყველას სძინავს და სიჩუმეა...

მხოლოდ აქა-იქ, კანტიკუნტად ყეფენ ძაღლები...

შუაღამეა, მოწყენილად დგანან სახლები.

მეწვია ფიქრი - ტკივილების განმაახლები,

ჩემს სულშიც ბნელა, როგორც ახლა ირგვლივ მრუმეა

შუაღამეა, მოწყენილად დგანან სახლები.

შუაღამეა, ყველას სძინავს და სიჩუმეა...

 

                                                                    შუქურა

 

დერეფანში, ფანჯრებთან

ჩამომდგარან მერხები;

უძვირფასეს მათ შორის

შენ ხელებით ეხები.


თან მე მიცქერ მომავალს

შავ-შავი შუქურებით,

არ კი რომ დაიღალე

ზღვაში გემის ყურებით.


არასოდეს მენახა

შავი ფერის სხივები.

შევდექ ალექსანდრიის

პოვნით განაკვირვები.


მომესურვა მიკვლიონ

გზები გაუვალები;

უშავესმა სხივებმა

შენი შავი თვალების.

      1988 წელი


                                                   სვეტიცხოველის შევაღებ კარებს

 

სვეტიცხოველის შევაღებ კარებს,

რომ ძელიცხოველს სამჯერ ვემთხვიო.

მაგრამ იუსუ არ მიმიკარებს -

სჯობს გაცს და გაიმს შემოვეხვიო.


წავალ, დატოვებ მკლავმოჭრილ ტაძარს,

ავყვები კიბეს ძველი ღმერთების;

არმაზი მომცემს ჯადოსნურ ლამპარს -

წარსულის ჩემთან შემოერთების.


ჩავუთქვამ ვნახო ქართლოსის სული,

ვინატრებ წუთით მაინც რომ ვნახო;

რომ გავაღვიძო ძილში წასული

და სიყვარული შემოვინახო.


                                                               ვარსკვლავბიჭუნა

 

სიყვარულისთვის არ ჰქონდა ძალა,

მეგობართ შორის იყო ეული,

ერთი ნუგეში ჰქონდა ამ ქვეყნად 

თავის ლექსების ძველი რვეული.

  როცა ლექსებსაც შეატყო ზიზღი

  ავტორისადმი - არის მომენტი.

  დაგმო საათი ქვეყნად გაჩენის

  ატირდა როგორც ნაზი ვინსენტი.

რომ შეწყდა ცრემლი, გამეხებულმა

ხელში აიღო პირბასრი დანა.

დაიცა გულში, როგორც ხელშუბი

და არაფერი არ დაენანა.

ზოგმა დასცინა, ზოგს გაუკვირდა

რად მოიკლაო ბიჭუნამ თავი?!

მაგრამ, არავინ უწყოდა, არა,

რომ მოემატა ზეცას ვარსკვლავი.


                                                              წითელი ქოფაკი

 

შინაბერა შავი მგელი ტყიდან გამოხტება ღრენით,

წითელ ქოფაკს მოიცილებს, შეაშინებს ბასრი კბენით.

გადასჯეგავს ფაქიზ იას, ხალხს შეანთხევს მწარე გესლებს,

მიმოაპნევს აქეთ-იქეთ, დარგავს უბოროტეს თესლებს.

ისევ ტყეში შევარდება, ბინდს მიაპყრობს მწვანე თვალებს,

ქოფაკ-ძაღლი ხალხს დარჩება დაჩაგრულს და განაწვალებს.

ძაღლი ნიღაბს მოიშორებს მტრედისფერს და ვარდგასეულს;

ვერაფერი შეაჩერებს სისხლ-სასმელად გადარეულს.

სწორედ მაშინ ადამის ძეთ დაატყდებათ გულზე ურვა

და მოელის დედამიწას მრუმე ფარდით გადახურვა.


                                                                ლექსი სიზმრიდან

12/17/2018

12:21 სთ

დღეს, საღამოსკენ, ვირუსით დასუსტებულს ჩამეძინა. სიზმარში დროშებით გამშვენებულ გარემოში მოვხვდი. სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ქართველმა მეომარმა შთაგონებით, ლექსად გადმომცა თავისი განწყობა, მერე მე ვუპასუხე ლექსადვე, საუკუნეების გამოცდილებით დაგროვილი, რაც აქვს ჩვენ ერს. გამოვიდა ლექსი. იმწამსვე გამომეღვიძა. ჯარისკაცის სიტყვები მთლად კარგად არ დამამახსოვრდა, ჩემი პასუხი უკეთ დავიმახსოვრე:

ქართველი ჯარისკაცი:

უნდა იბრძოლო, მტერს მტრულად შეხვდე

ისტორიაში უნდა შეხვიდე,

და ამისათვის ბრძოლაში მოკვდე,

რათა საფლავში გმირად ჩახვიდე!

მე:

ეცადე გმირო, მაინც გადარჩე,

შენი შვილებიც გადაარჩინო,

უნდა გამრავლდე და გაძლიერდე,

და მერე მტრების სისხლი ადინო!


                                                                   საბავშვო ლექსები


                                                                              ვაქინჩო

დეამ ნახა ბაყაყი

უზარმაზარ გუბეში. 

შეეცოდა პატარა 

და ჩაისვა უბეში.

სასაცილო სახელი მოუგონა - 

ვაქინჩო.

ასე უთხრა: შე შტერო

გუბეში არ დაიხრჩო?!

წაიყვანა სახლში და 

ცხელი წყალით დაბანა,

ჩააწვინა ლოგინში, 

უმღერა იავნანა...

გაჯავრებულ ვაქინჩოს კი

სულ არ ეძინებოდა

და ამიტომ ლოგინში 

არაფრით ჩერდებოდა.

დეას არ უჯერებდა, 

აქეთ-იქით ხტებოდა,

დეა უკან დასდევდა 

და თან უბრაზდებოდა.

მაგრამ ჩვენი ვაქინჩო 

მაინც არა წვებოდა...

აირია ოთახი - 

სასწაული ხდებოდა.

დეაც შტერუკელაა, 

ვერაფრით ვერ ხვდებოდა, 

რომ ჩვენს საწყალ ვაქინჩოს

გუბე ენატრებოდა?!


კომპოზიტორი ირინა მაისურაძე

ტექსტი ჩემია


ამ სიმღერას ასრულებდა ირინა მაისურაძის ჯგუფი „ახალი თაობა“ (დეა, ლელა და სხვები)

მეორე ვერსიას ასრულებენ

ინგას და გიგის საბავშვო მუსიკალური სტუდია

ინგას და გიგის საბავშვო მუსიკალური სტუდია

27 დეკემბერი, 2025 ·

 ჩვენი სტუდიის ტკბილი გოგონები 

 ნია ბურჯალიანი

 ანა აბრამიშვილი

 ანა სიხარულიძე

 მაშო სიგუა

 ქეთო ცინდელიანი

 ბარბარე მოდებაძე

 ვ ა ქ ი ნ ჩ ო  

https://www.facebook.com/reel/3843401029299070 



                 პეპი-ნონა


წიგნი "პეპი მაღალწინდა" 

წაიკითხა ცელქმა ნონამ.

პეპის უნდა დაემსგავსოს 

მოეწონა პეპი ნონას.

გაიკეთა კიკინები და ჩაიცვა გრძელი წინდა, 

დიდი ფეხსაცმელიც ნახა, როგორც პეპი მაღალწინდამ.

კუდრაჭელა ჩვენი ნონა უცებ პეპი-ნონად იქცა. 

დედამ ეს რომ დაინახა შიშით კინაღამ წაიქცა.

ჰეი, პეპი-ნონა, ჩვენო პეპი-ნონა,

ჩვენო კაპიტანო, ნონა, პეპი-ნონა!

გამოვიდა ეზოში და მეკობრეთა შექმნა ბანდა, 

კაპიტანი თვითონ არის, ვინ იქნება ნონას გარდა.

მხიარულების კუნძულზე გადაწყვიტა წასვლა გემით,

იქ საოცრება ელის და, აქ კი მეგობრები ვმღერით:

"საყვარელო პეპი-ნონა, შორ ქვეყნებში წახვალ ოდეს, 

შენი ტკბილი მეგობრები არ დაკარგო არასოდეს?!"

ჰეი, პეპი-ნონა, ჩვენო პეპი-ნონა,

ჩვენო კაპიტანო, ნონა, პეპი-ნონა!


                 დაბადების დღის მისალოცი პაწაწინა ქართველებისთვის


ერთი წელი მოგემატა პაწაწინა ქართველო -

დაბადების დღეს გილოცავს სულ მთელი საქართველო! 

დაგფარფატებს ანგელოზი თეთრი, ლამაზფრთიანი, 

გაიზარდე დიდი-დიდი, კეთილი და ჭკვიანი.

გაახარე კარგი სწავლით პაწაწინა ქართველო _

დედიკო და მამიკო და სულ მთელი საქართველო!

იყავ ლაღი, ბედნიერი, იყავ თავისუფალი, 

გაიხარე, გამრავლდი და გმფარველობდეს უფალი!  

ერთი წელი მოგემატა პაწაწინა ქართველო -

დაბადების დღეს გილოცავს სულ მთელი საქართველო!








 


 

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე აპოლინარი, რავენელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 75)
23 ივლისს (5 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მღვდელმოწამე აპოლინარის, რავენელი ეპისკოპოსის (+დაახლ. 75) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი ტროფიმე, თეოფილე და მათთან ათცამეტი მოწამე (IV)
23 ივლისი (5 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამენი ტროფიმეს, თეოფილეს და მათთან ათცამეტი მოწამის (IV) ხსენების დღეს.
gaq