ორი საპირისპირო ტიპი სამსჯელო საგანია მით უფრო, რომ სამსონ დავანაძის სახე გამძლე აღმოჩნდა ჩვენს სინამდვილეშიც. ორივე პერსონაჟი იკვეთება მაშინ, როცა ქვეყანაში სხვა ძალა ჩნდება - უცხო, მიუღებელი. სამსონი საკუთარი თავის მეციხოვნე კაცია, არა ხელგამომღები საკაიკაცოდ. დიახ, მეციხოვნეა, ოღონდ უსაფრთხოდ იყოს და იქ არავის გააჭაჭანებს, არავის შეესვლება, თუ თავად არ გადაწყვეტს... გულჩაკეტილი კაცია, არადა ქალაქი აბარია, ქალაქთან ერთად პასუხისმგებლობა. მასში გადარჩენა არაა, გადამრჩენელი არაა... დიდკაცობის მოტრფიალეა, ტიპური კარიერისტი, წვრიმალი ადამიანია... ჰაკის მოქმედებაში მხოლოდ სიწრფელეა და ერთგულება, სისხლხორცეული მნიშვნელობისაა ერთგულება. ამის შემოძარცვას სიკვდილი ურჩევნია. ერთგულებისგან განძარცულ გარემოში ყოფნას რა აზრი აქვს?! მაამებლობა კი მუდამ უპრინციპოა. ჰაკი ერთსახოვანია ყველა ამ ორსახოვანთა შორის. აქ ძალა და გული პირისპირაა... სამსონი არცთუ მარტო იქნება, მას ჰყავს მიმდევარნი, ჰაკის - არა. დავანაძე ჭარბი ტიპაჟია, მოიცავს გარემოს და ჭარბადაა მის ირგვლივ მოტრიალე წრე. ასეთია არსებული ვითარება. მაღალმა ადგილმა (და არა მაღალმა სულმა) იცის კეთილისმყოფელთა სიმრავლე. ის საჭირო კაცია... ჰაკი მარტოხელაა. მხოლოდ შიშს შეიძლება დაბრალდეს სამსონის ცმუკვა, წრიალი? თუ კარიერის, მდგომარეობის შენარჩუნების უბადრუკი ცდაა
| . ჰაკი საჭირო კაცი არაა, ის აუცილებელია, თუმცა ეს აუცილებლობა დათმობილია... ჰაკი გადამრჩენელია და არაფერს ირიდებს. გულწრფელი სიკეთეც კარგავს თავის მნიშვნელობას ამგვარ გარემოში და ემხაც ვერ მიიღებს ამ წყალობას. ეს უფრო წყალობას ჰგავს ასეთ დროს - ამგვარ წრეში. ჰაკის არავინ აჰყვებოდა. უგამოძახილო საქციელი კი სიკვდილზე უკეთესი არაა. სამსონის ქმედებას აქვს გამოძახილი, პირი შეუკრავთ, გაერთკაცებულან ანუ დავანაძეები შეკრებილან... ღირსება მათთან, ანდა სიყვარული ნულის ტოლია, უსაფასურო გაუფასურებულია! უჯუში შემთხვევის მსხვერპლია, ჰაკი - ყველაფრის. არის რაღაც, რაც სამსონს არ უნდა დაეთმოს, არ უნდა დანებდეს და ასეთ დროს სიკვდილითაც უნდა თქვა უარი, ასეთ ვითარებაში სიკვდილიც მოსახვეჭია, რადგან სიცოცხლე ბევრჯერ, მაგრამ სიკვდილი კი ვერ დაიწიხლება. სამსონთან სიცოცხლით ვერ გაიმარჯვებ, მასთან გმირობით უნდა გაიმარჯვო. კრეისერის მოსვლამ მხოლოდ გამოკვეთა ეს. სიმართლეს ვადა გაუვიდა. მორჩილი მასა ცდილობს არც მწვადი დაწვას, როგორც თქმულა, არცა შამფური, ამ შუალედშიც მოქცეულიყვნენ ფეხაკრეფილნი, გაყუჩებულ-ჩასაფრებულნი... აწრიალებულია სამსონი, აწრიალებულა ჰაკიც, აზვირთებულია უცხო ''სტუმარი''. ერთნი ტრაგედიას ამზადებენ, ჰაკი ხსნას ცდილობს. სამსონი უბედურების ხელშემწყობია, მეორე ღირსების გადარჩენის, ერთი დამამცრობელია, მეორე - განმადიდებელი. ჰაკის სამსონის მსგომარე
| ობა უშლის ხელს, მას ყველაფერი ძალუძს, ჰაკის მხოლოდ თავდადება. მოსული კი გამყოფია, მშთანთქავი. მტარვალობაც თან მოიყოლა. ერთ კაცში არ არის საშველი, როცა ირგვლის უსაშველობაა და ჰაკიც ამაოდ აწყდება აქეთ-იქით. რეგალიები გადარჩება, კაცობა ვეღარ. კაცობა სიკვდილსაც კი ჩაჰყვება და აკი ჩაჰყვა კიდეც. სხვაობა სამსონთან ჰაკითაა დაძლეული, ჰაკია წინააღმდგომი... მას გული კარნახობს რა იმოქმედოს, სამსონის დატყვევებული გულის ავი შედეგი კი ესაა - მიერთვა (და არა გადაეცა), როგორც რო ნივთი ისე მიერთვა რუსს თანამოძმე. წყალს გაჰყვა, დინებას კრეისერი და უკან დარჩა წყალწაღებული მასა (და არა საზოგადოება). წყალს მიჰყვებოდა თითქოსდა საარსებო-საპირველადო ღირებულებები... სამსონი არსებობას განაგრძობდა, არამ სიცოცხლეს, ჰაკი დასრულდა, რადგან უსასრულო სიცოცხლე კი არა, ღირსებაა, ერთგულება, სახელ-კაცობა... სამსონი ხომ მხოლოდ დროის შვილია, მორჩილი, თვინიერი, გულშეუძვრელ-უდრტვინველი, არადა ქალაქი აბარია... ჰაკი კი უდროობის შვილია! ვიღაცას უნდა გაეწირა თავი საზოგადოებრივი შეგნების გადასარჩენად. ''თავკაცობა'' არაა ვალი, ვალი ადამიანობაა. ორივე ზღვართან შედგა - ერთი ქვედაეშვა, მეორე -ზეაღიწია! ჰაკი უჯუშის თანაკაცია, სამსონს თანაკაცობა არ ძალუძს... სამსონთაგან კაცურ ნაბიჯს არც უნდა ელოდე... კრიტიკულ ზღვარზე კრეისერმა კი არა, ადამიანობამ გაიარა! დაძაბუნე ბული და მედგარი გულიც სხვადასხვარამაა... სამსონს არ ჰყავს შემდავებელი, ჰაკის ჰყავს მოდავე... ის არის ქალაქის თავი, რომელიც ყველაფერს მოიმოქმედებს ქალაქის წინააღმდეგ. როგორი საშიშია ჩვეულებრივი კაცი მაღალ თანამდებობაზე... იციან ბოლო ანუ შედეგი და ამას ერთგვარი მოწადინებითაც კი აკეთებენ. მწერალმა გვითხრა, რომ წინააღმდეგობა აუცილებელია. (ადრინდელ საგაზეთო სტატიაში ვწერდი სხვადასხვა ცნობიერებაზე - უჯუშს მკერდს წმ. გიორგის ორდენი უმშვენებს, ხრიტანიუკს ნამგალ-ურო და ა. შ.) არასაზეიმო ზეიმი; ამ ფონზე ყოველივე შეტრიალდა. გამოურკვევლობაა დანაშაული. გადაეფარნენ არა ემხას, არამედ ხრიტანიუკის დანაშაულს. სამსონ დავანაძე - მაინც აულაგმავი სახე; ემსახურები თუ განაგებ?! სამსონი ემსახურება მოსულს. რა გინდა გააწყო, როცა არავინ არაფერს თაკილობს და ერთხმად ავნებობს... შეიძლება ერთ დღეს მიიღო ასეთი დავანაძე და ქვეყანაც გადააყოლო... როგორ ჩნდება ჰაკი ნაწარმოებში? მოგელავს, მოჰქრის, სხვები დაფაცურობენ, ეს მოიჭრება. რაგინდარა გარემოც იყოს, როგორ შეიძლება ის დაგავიწყდეს - ვინ ხარ! რას უდებ დასაბამს. (2019 წ.) |