საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ალექსანდრ დმიტრიუკი - "სახმობი „ბოგომოლი" (ნაწყვეტი)
ალექსანდრ დმიტრუკი
ალექსანდრ დმიტრუკი


 

უკრაინელი მწერალი და პუბლიცისტი ალექსანდრ დმიტრუკი საქართველოს დიდი მეგობარია.               

მისი ნაწარმოებების ამა თუ იმ ეპიზოდებში ხშირად ჩნდებიან ქართველები და თვით საქართველოც.

2016 წელს გამოქვეყნებული მისი რომანი „სახმობი „ბოგომოლი“ ეხება ჩეჩენი ხალხის გმირულ ბრძოლას რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ და ამ ომის შემდგომ მოვლენებს. რომანში მთავარი გმირის - უკრაინელი მზერავის, მირონის მეგობარი ქართველი სამხედრო გოგაა.

უკრაინული ენიდან შესრულებულ წიგნის თარგმანს გაისად მიიღებს ქართველი მკითხველი. მანამდე კი, ანონსის სახით გთავაზობთ ფრაგმენტებს ორი ქვეთავიდან,  სადაც უკრაინელთა საბრძოლო განწყობაზე და მირონისა და გოგას მეგობრობაზეა საუბარი.

 

 მთარგმნელი 

                           

                          სახმობი „ბოგომოლი“

                           

                                          იჩქერია  

 

მეორე დღე იყო, მირონს თავი ორცხობილითა და შოკოლადით გაჰქონდა. მის ერთგულ ტაქსას - მარტას, რომელიც ნანგრევებიდან დაჭრილი გამოიყვანა და მოუარა, ასევე კარგა ხანია დავიწყნოდა საჭმლის გემო და, შიმშილისგან გატანჯული, მხოლოდ წყალს სვამდა, რომელიც კიდევ კარგი, იპოვებოდა. შესაძლებლობა მიეცემოდა თუ არა, ძაღლი ვირთხებს იჭერდა. ამას ის საგანგებო მოქმედებით აბოლოვებდა - ნადავლი ყოველ ჯერზე მიჰქონდა პატრონთან, დაუგდებდა ფეხებთან და ერთგულად შესცქეროდა თვალებში. მაგრამ მირონი, შიმშილის მიუხედავად, საკუთარ თავს ვერ აბიჯებდა: მადლიერებით მიუთითებდა ძაღლს, თავად შექცეოდა ვირთხას. ძაღლი ჯერ დიდხანს უცქერდა საკუთარ მხსნელს და, ბოლოს და ბოლოს, როგორც ნამდვილი მონადირე, უწმინდურს ისიც ზიზღით არიდებდა პირს.

- არაფერია,  - დაამშვიდა ძაღლი ბალაკლავიანმა კაცმა და ზურგზე ხელი გადაუსვა - ცოტაც მოითმინე და ამ ნანგრევებიდან გავალთ „ჩვენებთან“ - ამ სიტყვებთან ერთად ღიმილმა გაუელვა ბაგეებზე.

ძაღლმა იმედიანად შეხედა კაცს, მაგრამ ეტყობოდა, რომ არ უჯერებდა. მირონმაც ინიშნა, რომ ძაღლი მიუხვდა ტყუილს:

-დამიჯერე მხოლოდ მე და სხვას არავის - გამოვძვრებით ამ უბედურებიდან.

მირონმა უჩუმრად გადაითვალა ვაზნები.  გამოსადეგი აღმოჩნდა რვა. ეს, რა თქმა უნდა,  დიდი ვერაფერი ბედენაა, მაგრამ აქვს კიდევ ათიოდე ჩვეულებრივი, პისტოლეტი ორი მჭიდით, ოთხი ხელყუმბარა, მათარა გემრიელი კონიაკით, რომელიც დამტვრეულ რუსულ მანქანაში აღმოაჩინა და შვეიცარული შოკოლადის საკმაო მარაგი. „რა ცუდია - გაიფიქრა - რომ მარტა არ სვამს კონიაკს და არ ჭამს შოკოლადს, არადა, საკმაოდ არა უშავს რა“. -  ამის გაფიქრებაზე მოსვა ერთი ყლუპი, რომ არ დასძინებოდა. იცოდა, რომ მეტის დალევა არ შეიძლებოდა. შემდეგ  ნადფილით ოთხი ნიშანი დასვა კონდახზე, მტრის ანგარიში რომ არ შეშლოდა - აკი ბარაქიანი დღე გამოუვიდა.

„ამოუცნობნი არიან გზანი უფლისანი - გაიფიქრა, - ჯერ კიდევ  სულ რაღაც ექვსი წლის წინ აზრადაც ვერ მომივიდოდა, რომ რუსი ბიჭებისთვის მომიხდებოდა იარაღის დამიზნება და სროლა. ხოლო ეს „მეგობრები“ რაზედ მოთრეულან ჩეჩნეთში? ნუთუ შამი

ლი მაინც არ ახსოვთ? ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს უკრაინაშიც რომ მოვიდნენ? არააა, აკი ძმები არიან... ძმები არიან, ეშმაკმა დალახვროს. ხოლო, რას აკეთებდნენ საუკუნეების განმავლობაში?! ტყუილად როდი დასდევდნენ გამუდმებით ნაციონალისტებს! და განა „ჩვენი“ საჭოთა ინტერნაციონალისტები იგივენი არ არიან? განა არ მინახავს, როგორ ეპყრობოდნენ უცხოტომელებს? ან იმ ალალ ბიჭენს, რომლებსაც ცინკის კუბოებით გზავნიდნენ სახლებში, ბრალია, რომ ისინი ბრმად ასრულებენ ბრძანებებს, როგორც ამას ერთ დროს მე ვაკეთებდი.

მე აქ ჩემი პირადი საქმე მაქვს და  ესენი რატომ არიან აქ? მართალი უთქვამთ - ველურმა თათრულმა ურდომ ჩათრევა იცის. საოცარია, როცა იგივეს ამბობდნენ გერმანელებთან ომზე. არა, ჯარისკაცმა უნდა იცოდეს, რომ არ შეიძლება პირველმა შეაბიჯოს სხვის ტერიტორიაზე! აგერ, ფრანგებმა და ბრიტანელებმა რამდენი ცოდვა ჩაიდინეს  და ახლა ცდილობენ გაიხსენონ ქრიატიანული მორალი და მისცენ სხვებს ბინადრობის ნებართვა, და რა მერე? უკვე იდაყვზე საკბენად აქვთ საქმე. მეორე მხრივ, გარკვეულ გარემოებათა ზემოქმედებით, მეც შეიძლებოდა აღმოვჩენილიყავი მსგავს ვითარებაში... და არც არაფერი, როგორც ამბობდა მათი მეფე, ამხანაგი სტალინი: „ქალები კიდევ გააჩენენ“. რა ცინიზმია... მე კი იმ პოლკოვნიკს საგანგებოდ მივაწვდინე ტყვია. დასაბამიდან ვერ ვიტანდი ზონზროხა და ღიპიან ოფიცრებს, მართლა და მართლა, ის რა ოფიცერია, ვინც ქალზე ხელს აღმართავს? ჰოდა, ესეც შენ მტრის სნაიპერისგან, რაკი შენ მის მშობლიურ მიწაზე მოხვედი! ომს თავისი კანონები აქვს. მე ხომ არ ვესვრი დაჭრილებს, ექიმებს, ინტენდანტებს და ჟურნალისტებს. თუმცა, ამ უკანასკნელთა საძმოს დროა მიეცეს გაფრთხილება. განა შეიძლება ასე უსირცხვილოდ ცრუობდე?

მირონს ფიქრები შეაწყვეტინა ოდნავ შესამჩნევმა იარაღის ხმამ გვერდით სამეზობლოს სახლის ნანგრევებიდან. მიხვდა - სნაიპერისა იყო. ერთ წუთში საეჭვო არეს დამუშავება  დაიწყეს მძიმე ტყვიამფრქვევებმა. ეს არასაკმარისი აღმოჩნდა და მოედანზე გამოვიდა ტანკი.

„არა, ბიჭებო - თქვა გონებაში - წესი არ არის“ - შეუგდო სამხედრო ნაწილში ჯავშანმტყორცნი ვაზნა და დაუმიზნა შაშხანა, დრო უპოვა და ზუსტად ლულაში სტყორცნა. როგორც ჩანს, ტყვიამ თავისი ქნა. ტანკის კოშკურა ერთბაშად დაიმსხვრა.

-დავიღუპეთ, მარტა - მიმართა მირონმა ძაღლს და ფეხზე წამოხტა. აღმოჩნდა, რომ ზუსტად მოასწრო,  წუთში იმ ადგილას ისროლეს ორი ტყვიამფრქვევიდან და მშვენიერი სამალავი გადაიქცა მტვერში ამოგანგლულ ნანგრევებად.

ენეგადმოგდებული მარტა მოათრევდა ორ ცარიელ პლასტიკურ ბოთლს და უშიშრად მიიკვლევდა გზას პატრონის წინ ასე ოცდახუთ ნაბიჯზე.  „შე ტუტუცო არსებავ -  გაიფიქრა მირონმა - სად გეჩქარება? აიღებ და გაედები ნაღმს  - ჩვენ სხვის ტერიტორიაზე ვიმყოფებით“. ძაღლი, თითქოს მისი ფიქრი გაიგოო, შეჩერდა, მიმოიხედა და წამოიყეფა, ესაოდა, ნუ ლაყბობ და აჩქარდიო.

-მომხედე, გოგონი - უთხრა ხმამაღლა მირონმა - არ ვიცოდი, თუ ჩეჩენმა ძაღლებმა ფიქრების წაკითხვა იცოდით, ან იქნებ შენ ჩეჩნებისა კი  არა, რუსის ჯიშისა ხარ?

მირონი შეჩერდა მეზობელი სახლის ნანგრევებთან, რათა გარკვეულიყო ადგილში. აქ ის აღმოჩნდა არჩევანის წინაშე - ან სარდაფში უნდა ეპოვა უფრო უსაფრთხო ადგილი, ან ეზოს გადაღმა, სროლებისაგან მოშორებით. მან არჩია მეორე ვარიანტი, რადგან იქიდან შეიძლებოდა მოხვედრა საარვისო ზონაში ძველ ციხე-სიმაგრესთან, რომელიც უკანასკნელ საუკუნეებში ღვინის ქარხნის მოვალეობას ასრულებდა.  ამოისუნთქა, გაიხსენა ბოლო სროლა და მიხვდა, გვერდიდან მოქმედებდა სხვა სნაიპერი. არადა, ეს უცნაურად გამოიყურებოდა, რადგან მას დაპირდნენ, რომ იმ კვადრატში არავინ იქნებოდა მის გარდა.

ამ დროს რუსი ჯარისკაცები, რომლებმაც რამდენიმე წუთში სამი თავისიანი დაკარგეს, გადავიდნენ  საეჭვო ტერიტორიის გაწმენდაზე.

მირონი რომ ამატორი ყოფილიყო, უთუოდ დაიღუპებოდა. ოდნავ სული მოითქვა, განადგურებულ ტექნიკას ამოფარებული მივიდა დათქმულ ადგილამდე და სწორედ იმ დროს გაისმა მის ზურგს უკაბ ჰაუბიცის ჭურვის აფეთქების ხმა. ერთი უ

ბნის იქით მისი თვალები გადააწყდა სურათს - ორ მთვრალ რუს ოფიცერს დაეჭირათ უწლოვანი გოგონა და ტყვიების კაკანის ქვეშ ცდილობდნენ მასზე ძალადობას. ერთ მათგანს მობეზრდა წინააღმდეგობა: მხარუკუღმა გაარტყა სახეში გოგონას და გაუხია თხელი კაბა, ხოლო მეორემ მიწაზე წამოაქცია. გოგონა უკანასკნელი ძალების მოკრებით ცდილობდა ხელიდან დასხლტომას, მაგრამ პირველმა  პისტოლეტი დააძრო და მიადო საფეთქელთან. სნაიპერი ხედავდა, როგორ ატირდა უღონოქმნილი ბავშვი, მაგრამ ამან მასზე არ იმოქმედა.

მტრის სისხლით მოთხვრილი გოგონა წამოხტა, გაშიშვლებულ მკერდზე ხელებს იფარებდა და არ იცოდა რა ექნა. მოულოდნელად გაისმა ქალის ხმა, რომელიც ქართულ ენაზე მიმართავდა გოგონას:

-თავს უშველე! გაიქეცი, შე სულელო ბეკეკავ!

გოგონა გაიქცა მხსნელად მიჩნეულ ნანგრევებისაკენ, მაგრამ ერთი ნაბიჯით ადრე ხსნამდე გამოვარდა რუსი ჯარისკაცი და ზურგში დაახალა ავტომატის გრძელი ჯერი. შურისგებამაც არ დააყოვნა: მირონმა არა, ვიღაც სხვამ გაისროლა და სრულიად ყმაწვილი  წითური, ჭორფლიანი ჯარისკაცი, მომხდარისაგან გაკვირებით გადმოკარკლული თვალებით, მოცელილივით დაეცა, გოგონა კი რატომღაც ისევ ისე იდგა. მერე უეცრად ის მოტრიალდა და მირონმა დაინახა მისი ტყვიით განგმირული მკერდი. გოგონამ რატომღაც უცნაურად გაიცინა, დახედა გასისხლიანებულ ხელებს და უსულოდ დაენარცხა დატკეპნილ ბეტონს...

                                       ომი მშვიდობისათვის

 

ვიდრე მირონს უკრაინის საბაჟოებზე ეძებდნენ, ის წყნარად და მშვიდად გაემგზავრა აღმოსავლეთში. ორენბურგიდან ბაქოსკენ იცვალა მიმართულება, ხოლო იქიდან გაემგზავრა თბილისს, თავის ძველ მეგობარ გოგასთან, რომელიც სააკაშვილის განტევების შემდეგ თავისი წინაპრების ხელობას - ღვინის დაყენებას მიბრუნებოდა. ჭეშმარიტად აბსურდულად გამოიყურებოდა ის ამბავი, რომ ქვეყნის ყველაზე პროფესიონალი მზვერავი ამ ხელობას მისდევდა, მაგრამ ფორტუნა, მოგეხსენებათ, ცვალებადია. მირონმა დაამშვიდა მეგობარი - ისეთ ადამიანებზე, მე და შენ რომ ვართ, მუდამ იქნებაო მოთხოვნილება.

...ერთად ცხოვრების თითქმის ოცი წლის მანძილზე მირონსა და ნადის ჯერ არასოდეს ჰქონიათ ამდენი თავისუფალი დრო ურთიერთობისთვის... გარედან სახლში მობრუნებულებს გოგა ყოველ ჯერზე უწყობდა  ახალ-ახალ დღესასწაულებს. პატარა, მაგრამ მეგობრული ოჯახი ერთად წვავდა მწვადს, მღეროდა ხალხურ სიმღერებს, ცეკვავდა და, რაღა თქმა უნდა, სვამდა გემრიელ ქართულ ღვინოს. ყველას ეჩვენებოდა, რომ ეს იყო სამოთხე.

როგორღაც, როდესაც მთის ფერდობები ბალახით დაიფარა და ვაზმა ყლორტები გამოიტანა, მირონმა შეამჩნია, რომ ნადკა პირს აღარ აკარებდა ღვინოს და თვალები უცნაურად უციმციმებდა.

-გასინჯე, - ქმარმა მიაწოდა ჭიქით ღვინო - ახალი ქვევრიდან არის.

-მირონჩიკ, რაღაც არ მინდა, - გაუღიმა მეუღლემ და მოიკუნტა.

-შენ თითქოს შეიცვალე, - უთხრა მირონმა.

-ასეც უნდა იყოს, - უპასუხა.

-რას გულისხმობ? - ვერ გაუგო მირონმა.

-ჩვენ ბიჭი გვეყოლება.

-როგორ?

-როგორც ჩნდებიან ხოლმე ბავშვები, - გაუცინა, ლოყაზე აკოცა და მხიარული ცეკვით ქართველ გოგონებს შეუერთდა.

მირონმა ვერც კი მიიტანა ღვინო ტუჩებთან, უხერხულად აფახულებდა წამწამებს, თითქოს  ცელქობაზე წაასწრესო. და ასეთ დაბნეულობაში მყოფს გამოეცხადა გოგა.

-ძმა, რა დაგმართნია? - ჰკითხა აღელვებულმა.

-ჰო, დამმართნია, - მოულოდნელად უკრაინულად უპასუხა მირონმა, - ვაჟი მეყოლება!

ამ ამბის გაგებისთანავე გოგა ფეხზე წამოიჭრა და მოცეკვავეებს სხაპასხუპით ქართულად  რაღაც ფეთქებადი სიტყვები მიაყარა, თან ხელებით ხან მირონისკენ უთითებდა და ხან - მისი მეუღლისკენ. ოჯახის წევრებმა ერთ წამში შეცვალეს დღესასწაულის თემატიკა და სულ სხვა კალაპოტისკენ წარმართეს.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq