საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

შოთა რუსთაველის ორი საქართველო
ნინო ტარყაშვილი

ყოველი დიდებული ნაწარმოები თავისი ეპოქის ბეჭდითაა დაბეჭდილი და ბუნებრივია, გამონაკლისი არც ‘’ვეფხისტყაოსანია’’. გასაოცარი ისაა, რომ შოთა რუსთაველის ‘’ვეფხისტყაოსანში’’ ერთის მაგივრად ორი საქართველოა წარმოდგენილი არაბეთისა და ინდოეთის სახით. არაბეთისა და ინდოეთის მეფეებს, ორთავეს, ძეების ნაცვლად მხოლოდშობილი ასულები ჰყავთ. რუსთველოლოგები იმაშიც თანხმდებიან, რომ, როგორც არაბი თინათინის, ისე, ინდოელი ნესტან-დარეჯანის მხატვრული სახის ქვეშ მეფე თამარი მოიაზრება. პოემაში თამარ მეფე-დედოფლის შეფარვით ქებას გენიალური რუსთველი პოემის პროლოგშივე გვიდასტურებს: ‘’მისი(თამარის-ნ.ტ.)სახელი შეფარვით, ქვემორე მითქვამს, მიქია.’’

ისმება კითხვა; რა მიზანს ემსახურებოდა ორი საქართველოსა და მეფე ქალის ორი მხატვრული სახის შექმნა ერთსა და იმავე პოემაში? ვიდრე ამ კითხვისათვის პასუხის გაცემას შევეცდებოდე, გავიხსენოთ მცირე რამ წარსულიდან: თამარი იყო პირველი მეფე ქალი საქართველოს ისტორიაში და მანამდე, არც წარმართული და არც ქრისტიანული მმართველობის დროს მეფედ ქალი არ უკურთხებიათ. ამდენად, თამარის გამეფების მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც, ბუნებრივია, რომ მეთორმეტე საუკუნის საქართველოში მრავლად იქნებოდნენ და ეს პროცესი რუსთაველის ‘’ვეფხისტყაოსანშიც’’ კარგად იკითხება. არსებულ ეპოქასა და რეალობაში ქალის გამეფება, მართლაც ქმნიდა გარკვეულ უხერხულობებს. მაგალითად, მეფე, როგორც წესი, ბრძოლის დროს ხმლით წინ მიუძღვოდა ლაშქარს და მეფედ კურთხევის დროს, ამიტომ, სიმბოლურად, მას წელზე ხმალს შემოარტყამდნენ ხოლმე. ქალი მეფე ბუნებრივია, ბრძოლაში ლაშქარს ხმლით წინ ვერ წარუძღვებოდა. მეფეს იმდროინდელი კანონებით, ქვეშევრდომთან დაქორწინების უფლება არ ჰქონდა. თანამეცხედრე სხვა სამეფოს წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო, რაც სამეფო ოჯახს დინასტიური მმართველობის შეცვლის საშიშროების წინაშე აყენებდა,  რადგან სამეფო ლეგიტიმაცია, როგორც ბიბლიურად, ისე ქართული სამართლით მიხედვით, მამის ხაზით გადადიოდა. ამას გარდა, მეფე პირველი კაცი იყო სახელმწიფოში და ბუნებრივია, ოჯახშიც. ქალი მეფის შემთხვევაში კი პირველი ადამიანი სახელმწიფოში, ოჯახში პირველი ვერ იქნებოდა. რადგან, ქრისტიანული შეხედულებით, ოჯახის თავი, ანუ უფროსი, ნებისმიერ შემთხვევაში, მამაკაცია. ეს კი, გარკვეულწილად ძირს უთხრიდა იმ ზოგადმართლმადიდებლურ იდეოლოგიას, რაზედაც იდგა მონარქიული სახელმწიფო. ანუ, ქალი მეფე, ნაწილობრივ, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უკვე წარმოადგენდა დემოკრატიის მონაპოვარს. ალბათ ამიტომაც იყო, რომ ჯერ კიდევ მამის, გიორგი მესამეს სიცოცხლეში, აღსაყდრებული თამარის მეფობის საკითხი, როგორც მკვლევარები ვარაუდობენ, კვლავ საცილოდ გაუხდიათ გიორგი მესამეს სიკვდილის შემდგომ, როდესაც სასულიერო იერარქთა და ერის დიდებულთა შეთანხმებით იგი უკვე მეორედ აკურთხეს მეფედ.

რუსთაველი ‘’ვეფხისტყაოსანში’’ თამარს_თინათინს ამეფებს, ხოლო თამარს-ნესტან-დარეჯანს კი ადედოფლებს. ინდოეთში მეფდება მისივე გვარის ქვეშევრდომი ტარიელი, რომელ

საც მეფე ფარსადანი შვილად ზრდიდა. არაბეთში ქვეშევრდომები მეფეს ემლიქვნელებიან: ‘’ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადიაო.’’ ლომი, როგორც ცნობილია ცხოველების მეფედ იწოდება და ზოგადად, მეფობის სიმბოლოა. ლომი არის გამოსახული ბაგრატიონთა სამეფო გერბზეც. თუმცა, რუსთველი წინასწარ ორაზროვნად გვაპარებს თინათინზე: ‘’მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდაო.’’  თუ გავიხსენებთ, რომ თამარის მმართველობის ჟამს ჩამოყალიბდა ე. წ. შეზღუდული მონარქია, მეფე ვერ აღასრულებდა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად, თუ დარბაზი არ შეიწყნარებდა მას. უფრო მეტიც: გაჩნდა ტერმინი: ‘’მეფობისა თანაზიარნი’’. რომლითაც უკვე დიდებულებიც მოიხსენიებოდნენ. ასე, რომ რუსთაველის შეფარულ-ირონიული ‘’არ ეღირსებოდა’’, გარკვეულ დატვირთვას იძენს. საყურადღებოა, თინათინის სახელიც: რომელიც ათინათს, ანარეკლს ნიშნავს. თინათინი, ვფიქრობ, ანარეკლია ნესტან-დარეჯანისა, რომლისკენაც ავტორის უფრო მეტი სითბო და სიყვარული მიემართება. რადგან მას ქალის გადედოფლება, ვფიქრობ, უფრო სწორად მიაჩნია, ვიდრე გამეფება. ამიტომაც არიან პოემის მთავარი გმირები ნესტან-დარეჯანი და ტარიელი და არა თინათინი და ავთანდილი. საინტერესოა, ისიც რომ რუსთაველი ნესტან-დარეჯანს ვეფხვს ადარებს და არა ლომს, რადგან ლომი კაცია, ტარიელია.

პოემასაც ჰქვია ‘’ვეფხისტყაოსანი’’. ვეფხისტყაოსანი რაინდი კი არის პოემის მთავარი პერსონაჟი, ტარიელი. საინტერესოა, კონკრეტულად რომელიმე ისტორიული პიროვნება მოიაზრებოდა ტარიელის მხატვრული სახის ქვეშ თუ შოთას ის მხოლოდ თავისი პოზიციის გამოსახატავად სჭირდებოდა? ამას შემდგომი კვლევა-ძიება გამოავლენს. საყურადღებო ფაქტია მხოლოდ, რომ რუსთველი ეპილოგში ასკვნის: ‘’ტარიელ მისსა რუსთველსა’’ მიქიაო. მისთვის ცრემლშეუშრობელსაო. კი მაგრამ, თუ ტარიელი ირთავს ნესტანს და ასე კარგად და მშვენივრად სრულდება ყველაფერი, რასაც პოემის ფინალი გვამცნობს, მაშ რუსთველს რაღად სდის ცრემლი შეუშრობელი? (გასრულდა ესე ამბავი ვითა სიზმარი ღამისა). ვფიქრობ, იმიტომ, რომ ნესტან-დარეჯანისა და ტარიელის ისტორია მხოლოდ სასურველი ისტორიაა, ანუ ის, რაც უნდა იყოს. მაგრამ რეალობა არის ის, რაც გვაქვს მოცემული არაბეთის სამეფოს სახით. არაბეთში მეფობს თინათინი და არა ავთანდილი.

როგორც პროლოგიდან ჩანს, რომელიც, სავარაუდოდ, პოემის დასრულების შემდგომ არის დაწერილი, ოპონენტებმა რუსთველს დაუწუნეს თამარის ქება. რაზედაც რუსთველი პროლოგში პასუხობს; თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლითა ცრემლდათხეული, ვისნი ქებანი ვთქვანი მე არ ავად გამორჩეულიო. ანუ, რაც ვთქვი, ცუდად არ მითქვამსო. არც იმას უარყოფს, რომ პოემაში მეფე ქალი იქება..

დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა: ის, რაც არაბეთის სამეფოში ხდება, არის ის, რაც მოხდა ქართულ სინამდვილეში. ხოლო რაც ხდება ინდოეთის სამეფოში, არის ის, რაც უნდა იყოს. ამიტომაც სდის შეუშრობელი ცრემლი ავტორს ტარიელისთვის. ამიტომაც არქმევს ის პოემას „ვეფხისტყაოსანს’’.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი დომენტიანე – მელიტინელი ეპისკოპოსი (+601)
10 (23) იანვარს აღინიშნება ღირსი დომენტიანეს – მელიტინელი ეპისკოპოსის (+601) ხსენების დღე.
წმიდა გრიგოლ ნოსელი და დაჲ მისი თეოზვა დიაკონი
10 (23) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმიდათა შორის მამისა ჩვენისა გრიგოლისი, ნოსელი ეპისკოპოსი (+395) და დისა მისისა თეოზვა დიაკონისა (+385) .
gaq